• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ტიფლის ოპერა – გამორჩეული არქიტექტურის დიზაინ-სასტუმრო ქალაქის შუაგულში

June 6, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ჟურნალი OK! გიამბობთ სასტუმრო „ტიფლის ოპერის“ შესახებ, რომელიც ქალაქის ცენტრში, ოპერის მოპირდაპირე მხარეს  მდებარეობს. სასტუმროს შენარჩუნებული აქვს გარე ფასადის ძველი არქიტექტურის იერსახე, რაც გარემოსთან ავთენტურობის შეგრძნებას ქმნის. სადარბაზოში შესვლისთანავე შეიმჩნევა ახლისა და ძველის სინთეზი. სასტუმროს კედლებს ამშვენებს აღნიშნული შენობისა  და ოპერის შენობის არქივიდან ამოღებული მე-19 საუკუნის ძველი  ფოტოები, რომელიც განსაკუთრებულ შტრიხს სძენს და კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის სასტუმროს ინტერიერს. მაღალი ჭერი, დიდი სივრცე და პრივატული გარემო კი კომფორტულ შეგრძნებას გვიქმნის. გარდა ადგილმდებარეობისა, სასტუმრო გამორჩეულია კომფორტული ნომრებით, რომელიც მორგებულია სტუმრის სურვილებზე. უფრო ვრცლად „ტიფლის ოპერის“ შესახებ მისი ხელმძღვანელი ელენე სიგუა გვესაუბრა.

 

 

როგორია „ტიფლის ოპერის“ შექმნის ისტორია?

მე-19 საუკუნის   თბილისში  ახლანდელი სასტუმროს ძველი შენობა ერთ-ერთ დიდგვაროვან ოჯახს ეკუთვნოდა, რომელიც  საბჭოთა სოციალისტური  რესპუბლიკის დროს კომუნისტებმა გადაასახლეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, გადასახლებული ოჯახის წევრებმა საცხოვრებელი სივრცე დაიბრუნეს და მთლიანად შენობის ის ნაწილი გამოისყიდეს, რაც მათ წინაპრებს  ეკუთვნოდათ. სასტუმროს შექმნის იდეა კი მოგვიანებით გაჩნდა, მფლობელებს სურდათ შეენარჩუნებინათ ძველი არქიტექტურული ფასადი, სადარბაზო, მრავალი  ძველი  დეტალი, ამასთანავე ახალი სიცოცხლე მიეცათ ამ შენობისთვის. მათი მიზანი იყო, არ დაკარგულიყო უნიკალური  შენობის ისტორია და იერსახე, რაც თავის მხრივ,  სტუმრებისთვის განსაკუთრებულ  შთაბეჭდილებას მოახდენდა. სასტუმრო „ტიფლის ოპერა“ 2018 წლის თებერვალში გაიხსნა და ძველი შენობის ახალი სიცოცხლეც დაიწყო.

 

სასტუმროს კონცეფცია 

ეს არის განსხვავებული და უნიკალური დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც  სტუმრებს მე-19 საუკუნის არქიტეტურულ შენობაში,  მაღალი დონის  სერვისთან ერთად,  უნიკალურ, თანამედროვე, შთამაგონებელ, მყუდრო და კომფორტულ გარემოს სთავაზობს.

დიდი სივრცე, დახვეწილი დიზაინი და სერვისი დაუვიწყარ ემოციებს ტოვებს სტუმრებში, სწორედ ამიტომ სასტუმროს რეიტინგიც საკმაოდ მაღალია, ეს გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის დიდი დამსახურებაა.

სასტუმრო პოზიციონირებს  ადგილობრივ ტურისტულ ბაზარზე, როგორც უნიკალური და განსაკუთრებული დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც თბილისში ჩამოსული სტუმრებისთვის შთაბეჭდილებებისა და კომფორტული დასვენების (როგორც სახლში)  ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. აღსანიშნავია სასტუმროს მდებარეობა – რუსთაველის ქუჩა, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ლოკაციაა.

 

რას სთავაზობთ საზოგადოებას?

ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ 24-საათიან სრულ სასტუმრო სერვისს. სასტუმრო აერთიანებს მხოლოდ 4 აპარტამენტს. ნომერში გარდა საძინებლისა, არის სამზარეულოსთან გაერთიანებული სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი. ყველა ნომერი განსხვავებულია და შესაძლებელია 4 სტუმრის განთავსება. სტუმრებს  შესაძლებლობა აქვთ, შეუკვეთონ  გემოვნებით შერჩეული საუზმე ნომერში, რაც დასვენებას კიდევ უფრო კომფორტულს ქმნის. თითოეული აპარტამენტი გამორჩეული და განსხვავებულია თავისი ეკლექტიკური  შერეული დიზაინის მქონე დიდი სივრცით, მაღალი ჭერით და  უზრუნველყოფილია  ყველა საჭირო აღჭურვილობით, რაც  აუცილებელია როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი სტუმრობისთვის.


 

სამომავლო გეგმები

ტიფლის ოპერა WILBOUR HOLDING-ის ერთ-ერთი მიმართულებაა. ჰოლდინგი აერთიანებს გამორჩეულ პროფესიონალიზმის მქონე ახალგაზრდებს. სწორედ ამ გუნდის დამსახურებით ოპერირებს მრავალი ბიზნესი სხვადასხვა სექტორში. სამომავლოდ ტიფლის ოპერას გეგმები გაფართოვებაა, ვმუშაობთ იმაზე, რომ დაგვემატოს ნომრები და შემდეგ უკვე ახალი ლოკაციები. ასევე აქტიურად ვფიქრობთ რეგიონებშიც გაფართოვებას.

 

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

#OK! 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

March 4, 2021
#OK! Lorde-ი კრისტიან დიორის მიერ გამართულ გამოფენაზე: მომღერალი “Designer of Dreams” -ის წითელ ხალიჩაზე!

#OK! Lorde-ი კრისტიან დიორის მიერ გამართულ გამოფენაზე: მომღერალი “Designer of Dreams” -ის წითელ ხალიჩაზე!

September 10, 2021
#OK! ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილი სუპერმოდელი დედის კაბას ირგებს

#OK! ჰაიდი კლუმის 18 წლის ქალიშვილი სუპერმოდელი დედის კაბას ირგებს

May 17, 2022
#OK! უილ სმიტის შვილი Christian Louboutin-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა

#OK! უილ სმიტის შვილი Christian Louboutin-ის ახალი კრეატიული დირექტორი გახდა

September 17, 2025

კვირის ჰიტები

#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

#OK! „ახლობლები შეიმუშავებენ გეგმას, რომელიც მის კეთილდღეობასა და წარმატებას დაეხმარება“ – რა ხდება ბრიტნი სპირსის ცხოვრებაში

March 10, 2026
#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

#OK! ნინო სამადაშვილი – ქალური ენერგიის გრაციოზული მანიფესტი

March 7, 2026
#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში

#OK! ყარაჯალარიდან მილანის მოდის კვირეულამდე – გალიბ გასანოვის გზა მსოფლიო მოდაში

March 12, 2026
#OK! მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტების ისტორიები და მათი დამფუძნებლები

#OK! მსოფლიოს ყველაზე ცნობილი უნივერსიტეტების ისტორიები და მათი დამფუძნებლები

March 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები