• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი ქეთი შავგულიძე

May 31, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

მინდა წარმოგიდგინოთ OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი, ხელოვნებათმცოდნე ქეთი შავგულიძე, რომელმაც მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე განსხვავებული და საინტერესო ნომერი შესთავაზა ჩვენს მკითხველს. მანამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც სპეციალურად ჩვენი ერთგული მკითხველისთვის ჩავწერეთ.

ქეთი, თქვენ ხართ OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი. გქონიათ თუ არა აქამდე ჟურნალზე მუშაობის გამოცდილება და რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ეს პროცესი?

ჟურნალთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ რესპონდენტის ამპლუაში მქონია, ამიტომ როლების ასეთი შეტრიალება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის.

ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელი იყო კონკრეტული აუდიტორია და ჟურნალ OK!-ის სპეციფიკა. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი თავისუფლება მქონდა, რათა გამეერთიანებინა არაერთი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანი თემა და კოლაჟის სახით შემეთავაზებინა მკითხველისთვის. რეალურად თითოეული მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ისტორიაა, მაგრამ ერთ მთლიან ამბავს ჰყვება − თანამედროვე ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ურთი-ერთობის ამბავს.

ჟურნალზე მუშაობის გამოცდილებამ განსხვავებული რაკურსით დამანახა ეს თემები, აღმოვჩნდი სრულიად სხვა ამპლუაში, რაც ძალიან სასიამოვნო იყო ჩემთვის. ახალი გამოცდილება ყოველთვის უზომოდ საინტერესოა ადამიანისთვის, რადგან სრულიად სხვა გზას გადიხარ ამ დროს. გზას, რომელიც ბევრი სიახლითა და მოულოდნელობითაა დატვირთული.

გვესაუბრეთ თემებზე, რომლებსაც მკითხველი წაიკითხავს OK! Techno Book‑ში.

არსებობს გრძელვადიან და მოკლევადიან მეხსიერებაში დაშრევებული თემები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში აქტუალური ხდება. პოსტპანდემიურ პერიოდში ჩემთვის მნიშვნელოვანი გახდა ტექნოლოგიებსა და შეხების სამყაროს შორის ბალანსის მოძებნა. როგორ ვიცხოვროთ სამყაროში სხეულებსა და გამოსახულებებს შორის?! ის გულისხმობს არა მხოლოდ განხეთქილებას ამ სამყაროებს შორის, არამედ მათ მჭიდრო კავშირსა და მუდმივ ურთიერთობას.

თანამედროვე სამყაროში, რომელიც ტექნოლოგიებზე დგას, მნიშვნელოვანია არ იკარგებოდეს ფიზიკური შეხების უნიკალურობის განცდა. შესაბამისად, თითოეული ამბავი აღნიშნული განცდებიდან გამომდინარე შეირჩა. რა არის სხეული, ხმა, გამოსახულება?! როგორ ვუკავშირდებით მათი მეშვეობით ყველაფერ იმას, რაც ჩვენ გარშემოა და მათთან შეხებით როგორ ტრანსფორმირდება ჩვენი შინაგანი „მე“, მათი გავლით როგორ იცვლება ხედვა, აღქმა სამყაროსი. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ აღწევს ჩვენამდე ეს იმპულსები და როგორ მოქმედებს ჩვენზე, ისევე, როგორც იმის, თუ ჩვენ როგორ ვიყენებთ ამ ტექნოლოგიებს, რის თქმას, გაზიარებას ვცდილობთ მათი მეშვეობით. პანდემიის გამოცდილებამ კიდევ უფრო მწვავედ დააყენა ეს საკითხი და ადამიანისა და ტექნოლოგიის დამოკიდებულება გაცილებით აქტუალური გახადა.

გვესაუბრეთ ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ერთმანეთთან კავშირზე.

ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ იყენებს ამ შესაძლებლობებს და რა სახის საშუალებებით უკავშირებს სუბიექტურ რეალობას გარესამყაროს, სხვა ადამიანებს. ხელოვანი ხომ ერთგვარი მაკავშირებელია, მედიუმია დამთვალიერებელსა და სხვადასხვა სამყაროს შორის. თანადროულ რეალობაში ხელოვნება ამ ტექნოლოგიური ბმების გარეშე წარმოუდგენელიც კია. მისმა გამოყენებამ უზარმაზარი შესაძლებლობები მისცა ხელოვანებს და უამრავი ადამიანი დააფიქრა, გააერთიანა თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ნამუშევრების მეშვეობით შემოთავაზებული იდეებისა და აქტუალური საკითხების გარშემო. თითოეული ადამიანი − მნახველი, სუბიექტურ გზას გადის, ყველას საკუთარი თავგადასავალი აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეული ეს გზა ერთ საერთო მიზანსა და იდეაზე იკვეთება.

რა მიგაჩნიათ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევად ხელოვნებაში?

ალბათ ის, რომ დღესდღეობით ვირტუალური/ეკრანული გამოსახულება იმდენად „ხელშესახებ“, ცხად შეგრძნებად იქცა, რომ ზღვარი ვირტუალურსა და რეალურს, კიბერ და ფიზიკურ სამყაროებს შორის თითქმის გაქრა, ან იმდენად მოუხელთებელია, რომ ფაქტობრივად მუდმივად შუაში, ამ ორ სამყაროთა შორის ვარსებობთ.

თქვენთვის რა არის ხელოვნება?

ჩემთვის ხელოვნება არის არა მხოლოდ განსაკუთრებული ხედვა სამყაროსი, არამედ ასეთი ცხოვრების წესის, აზროვნების ფორმის პერმანენტულობა და არა ერთჯერადი თუ იშვიათი გამოვლინება. შენ უბრალოდ „ამ სამყაროს“ წესებით არსებობ, ცხოვრობ, ხედავ და მუშაობ. მუდამ. და იწყებ იმის შემჩნევას, დანახვას და შემდეგ შინაგანი აუცილებლობის გამო სხვადასხვა საშუალებით იმის ასახვას, რაც სხვების მზერის მიღმა დარჩა. სწორედ ხელოვანის მზერა ხდის ხელოვნებას ასეთ უნიკალურს, განსაკუთრებულს, და უდიდეს ძალას ანიჭებს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად
OK! News

#OK! HONOR–ის ინოვაციური და მაღალი ხარისხის ლეპტოპები თქვენი ციფრული ცხოვრების გასაუმჯობესებლად

July 11, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
ინტერვიუ

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 8, 2025
#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია
OK! ქუთაისი

#OK! გზა ქუთაისიდან ამერიკამდე – ნატალია ვაშაკიძის წარმატების ისტორია

July 8, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა
ინტერვიუ

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის რომანტიკული მომენტი The Last Duel-ის პრემიერაზე (ვიდეო)

#OK! ჯენიფერ ლოპესის და ბენ აფლეკის რომანტიკული მომენტი The Last Duel-ის პრემიერაზე (ვიდეო)

October 12, 2021
#OK! სამოქალაქოდან საგანმანათლებლო სექტორამდე

#OK! სამოქალაქოდან საგანმანათლებლო სექტორამდე

June 12, 2025
#OK! „ სულზე უტკბესო მარიტა გ ი ლ ო ც ა ვ!“ – გიორგი გასვიანი მეულეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს!

#OK! „ სულზე უტკბესო მარიტა გ ი ლ ო ც ა ვ!“ – გიორგი გასვიანი მეულეს დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს!

March 16, 2024
#OK! კაილი ჯენერი და ბელა ჰადიდი “მეტ გალას” ყველაზე ცუდად ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის არიან

#OK! კაილი ჯენერი და ბელა ჰადიდი “მეტ გალას” ყველაზე ცუდად ჩაცმულ ვარსკვლავებს შორის არიან

May 3, 2022

კვირის ჰიტები

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

#OK! საკონდიტრო „რაფაელო“ – დაუვიწყარი გემო და საუცხოო ვიზუალი, რომელიც თქვენს დღეს დღესასწაულად გარდაქმნის!

July 8, 2025
#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

#OK! ისტორიების მატარებელი სასტუმრო „მემუარი“

July 10, 2025
#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში:  მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

#OK! 22 წელი სილამაზის სფეროში: მეგი კამლაძისა და დავით დეკანოზიშვილის წარმატების ისტორია

July 10, 2025
#OK! Friend’s Events Group –  კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

#OK! Friend’s Events Group – კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენს გამორჩეულ დღეზე

July 12, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები