• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! საკუთარი თავის რწმენა მთავარი მოტივაციაა – თამარ შავაძის პროფესიული გზა

March 3, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

 

საკუთარი საქმის პროფესიონალი მაშინ ხარ, როდესაც გიყვარს ის საქმე, რასაც აკეთებ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია განვითარებისთვის მუდმივი მზადყოფნა და სურვილი. პროფესიაზე, სამომავლო გეგმებსა და სხვა საინტერესო თემებზე ჟურნალი OK! ექიმ-სტომატოლოგს, „ნიუ დენტ XXI“-ის თანადამფუძნებელს, თამარ შავაძეს ესაუბრა.

 

რატომ აირჩიეთ სტომატოლოგობა? რას ნიშნავს თქვენთვის ეს პროფესია?

 

სტომატოლოგობა ჩემი ოცნება არასდროს ყოფილა. უბრალოდ, თავისთავად მოხდა, რომ ეს ის იყო, რაც ყველაზე მეტად მესმოდა. დედა სტომატოლოგი მყავს და ფაქტობრივად, ბავშვობა სტომატოლოგიურ კლინიკაში მაქვს გატარებული.

 

განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიღე, რეზიდენტურა კი სასწავლო-კვლევით ცენტრ „უნიდენტში“. ასევე, გადამზადების კურსები გერმანიაში, იტალიასა და უკრაინაში გავიარე.

 

რა მოგცათ ამ ქვეყნებმა? რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვისაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ?

 

პირველი, რაც ამ ქვეყნებში სწავლამ მიმახვედრა არის ის, რომ აუცილებელია მუდმივი წინსვლა და განვითარება, არა მხოლოდ მედიცინაში, ნებისმიერ სფეროში. ყოველთვის უნდა იყო მზად სიახლისთვის და არ უნდა გაჩერდე.

 

ასევე, შეცვალა ჩემი ხედვა სხვადასხვა საკითხის მიმართ. დავრწმუნდი, რომ ადამიანი მაშინ კი არ მარცხდება, როდესაც არ გამოსდის, არამედ მაშინ, როდესაც წინსვლას არ ცდილობს.

 

გარდა ამისა, საზღვრებს გარეთ სწავლისას გავიცანი უამრავი კოლეგა, რომლებიც ჩემთვის დღემდე მოტივატორები არიან.

 

ახალგაზრდებს ვურჩევდი, კარგად გაიაზრონ, რომ წინ ძალიან ბევრი შრომა და გამოწვევა ელით, თუმცა შედეგად ნამდვილად ღირს.

 

რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

 

შეიძლება ითქვას, ეს პროფესია ჩემი ცხოვრებაა. ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტ დროს ვუთმობ და რაშიც ყველაზე დიდ ენერგიას და რესურსს ვდებ. ეს პროფესია მაბედნიერებს და მე მისით ვარსებობ.

მიყვარს მოღიმარი და ბედნიერი ადამიანების ყურება. როცა ადამიანი თვალებით იღიმის, თითქოს მის სულს ხედავ, თუ ლამაზ კბილებსაც დავუმატებთ, მისი ღიმილით მივიღებთ სრულყოფილ, თავდაჯერებულ ადამიანს მინიმალური კომპლექსებით – გარდა ესთეტიკური და ფუნქციური პრობლემებისა, ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ტკივილისგან ვათავისუფლებთ.

 

რა მიგაჩნიათ თქვენი პროფესიის ყველაზე რთულ გამოწვევად?

 

არ ვიცი, ალბათ, ინდივიდუალურია. ჩემთვის ყველაზე რთულია ადამიანებთან კომუნიკაცია, ყველას დამახსოვრება, მათი პრობლემის თუ სურვილის გათვალისწინება, განსაკუთრებით კი, როცა სურვილები და რეალობა ერთმანეთს სცდება. მე თავისთავად, პასუხისმგებელი ვარ უზრუნველვყო ჩემი პაციენტების საუკეთესო მომსახურება.

 

რა ან ვინ არის თქვენი მთავარი მოტივატორი?

 

ყველაზე ბედნიერი წუთები მაშინაა, როდესაც კმაყოფილ პაციენტს ვხედავ. ეს არის ჩემთვის დიდი მოტივაციაც და წარმატებაც. ამ დროს მიჩნდება სურვილი,  უფრო მეტი გავაკეთო.

 

ადამიანმა არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს განვითარება და ტემპი არ უნდა შეანელოს. მით უმეტეს, სტომატოლოგია ის დარგია, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება და რაღაც ახალს გვთავაზობს. სწორედ ამიტომ შენც უნდა აუწყო ფეხი და მზად იყო სიახლისთვის.

 

რას ნიშნავს ბათუმი თქვენთვის?

 

ბათუმი ჩემი სახლია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანაში თუ ქალაქში ვარ ნამყოფი, არასდროს გამჩენია სურვილი, სხვაგან მეცხოვრა.

 

რას ეტყოდით ქალებს სამოტივაციოდ?

 

არა მარტო ქალებს, ყველა ადამიანს ვეტყოდი, რომ არ არსებობს არაფერი, რაც ვერ გამოგვივა. ზოგის გზა წარმატებისკენ სხვებთან შედარებით უფრო მარტივი ჩანს, მაგრამ თუ საკმარის სურვილს და შრომას ჩავდებთ, მაშინ ყველაფერი გამოვა. მთავარია, არ დავითრგუნოთ და არასოდეს დავკარგოთ საკუთარი თავის რწმენა.

 

რას ურჩევდით პაციენტებს?

 

პაციენტებს ვურჩევდი, ისევე მოუფრთხილდნენ პირის ღრუს, როგორც ნებისმიერ სხვა  ორგანოს, მოუარონ არა მარტო ვიზუალისთვის, არამედ სიჯანსაღისთვისაც.

მნიშვნელოვანია, სტომატოლოგს მიმართონ პროფილაქტიკის მიზნით და არა მხოლოდ მაშინ, როცა პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან.

 

სამომავლო გეგმები…

 

არ მიყვარს სამომავლო გეგმებზე წინასწარ საუბარი, მირჩევნია განვახორციელო და შემდეგ შედეგზე ვისაუბრო.

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

#OK! Self-care კულტურა, ბუნებრივი სილამაზე და ესთეტიკის მომავალი – როგორ გავხდეთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია

January 5, 2026
დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა

დემენციასთან მებრძოლი კერკეტი კაკალი 70 წლის გახდა

March 20, 2025
#OK! სად ატარებენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საზაფხულო არდადეგებს (ფოტოები)

#OK! სად ატარებენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საზაფხულო არდადეგებს (ფოტოები)

July 12, 2022
#OK! რას წერს უცხოური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძეზე?

#OK! რას წერს უცხოური მედია ხვიჩა კვარაცხელიას მეუღლე ნიცა თავაძეზე?

July 15, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ –  სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

#OK! „ეს ბრილიანტები ჩემი ნაწილი იყო“ – სოფი ლორენის 7 გამორჩეული სამკაული

February 20, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები