• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! სტომატოლოგიური კლინიკა „მედი-დენტ+“ − სასურველი შედეგის გარანტი

July 8, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

OK! Health and Beauty Book სტომატოლოგიური კლინიკა „მედი-დენტ+“-ის შესახებ გიამბობთ, რომელიც 2005 წლიდან წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით და აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რაც რასაკვირველია სასურველი შედეგის გარანტი გახლავთ. ჟურნალი OK! „მედი-დენტ+“-ის დამფუძნებელს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ თამარ დოლიძეს ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად გვიამბო ამ და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

 

გაგვაცანით სტომატოლოგიური კლინიკა „მედი-დენტ+“.

სტომატოლოგიური კლინიკა „მედი-დენტ+“ დაარსდა 2005 წელს. შეიქმნა ოჯახური გარემოს მქონე კერძო კლინიკა, რომელიც დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებით და აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით. გუნდური მუშაობის, განვითარებისა და წინსვლისაკენ სწრაფვის გამო, კლინიკამ ქართულ ბაზარზე მალე დაიმკვიდრა ერთ-ერთი მოწინავე ადგილი. 2005 წლიდან კლინიკა უწყვეტად წინსვლის პროცესშია. ჩვენ ფეხდაფეხ მივყვებით სტომატოლოგიურ სფეროში დანერგილ სიახლეებს და ვცდილობთ განვავითაროთ როგორც მუშაობის ხარისხი, ასევე მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ კლინიკაში მოსულ პაციენტს.

ყველასთვის ცნობილია, რომ ვიზიტი სტომატოლოგთან საზოგადოებაში აღიქმება სტრესულ პროცედურად და მრავალ ადამიანს აქვს ფობია ამ დარგის მიმართ. ჩვენი ექიმების კეთილგანწყობა, პერსონალის მოღიმარი დახვედრა და კლინიკის მყუდრო ატმოსფერო ხელს უწყობს ამ პრობლემის გადაჭრას. როდესაც კლინიკის დაარსების იდეა გამიჩნდა, უპირველესად მინდოდა შემექმნა ადგილი, სადაც მიუხედავად რთული მანიპულაციებისა, პაციენტს ვიზიტისას დაეუფლებოდა შინაური გარემოს შეგრძნება. რა თქმა უნდა, გარდა კომფორტისა, პაციენტს ესაჭიროება უსაფრთხო გარემო. „მედი-დენტ+“-ში დაცულია დეზინფექცია-სტერილიზაციის ყველა პროტოკოლი. დეზინფექციის შემდეგ იარაღები იფუთება სპეციალურ ერთჯერად პაკეტებში და შემდგომი სტერილიზაცია ავტოკლავის საშუალებით წარმოებს, რაც უზრუნველყოფს სტერილიზაციის ასპროცენტიან ეფექტს.

 

 

რა სახის პროცედურებს სთავაზობთ საზოგადოებას?

„მედი-დენტ+“ მომხმარებელს სთავაზობს სტომატოლოგიური მომსახურების ფართო სპექტრს. ტარდება ყველა ტიპის მანიპულაცია: თერაპიული, ქირურგიული, ორთოდონტიული, ორთოპედიული. განსაკუთრებულად წარმატებულად 2007 წლიდან დღემდე ტარდება დენტალური იმპლანტაციის ოპერაციები და იმპლანტებზე პროთეზირება. კლინიკას აქვს ისტორიული წარსული ამ მიმართულებით. დამფუძნებლის მამა − იმპლანტოლოგი და ორთოპედი თამაზ დოლიძე, გახლავთ საქართველოში დენტალური იმპლანტაციის ფუძემდებელი. 1986 წელს მან პირველმა შეასრულა დენტალური იმპლანტაციის ოპერაცია. იმ დროისათვის სტომატოლოგიის ეს მიღწევა სიახლეს წარმოადგენდა და მოსახლეობა შიშით უყურებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, ოპერაციაზე ეწერებოდნენ არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, არამედ პაციენტები ამიერკავკასიიდან. ამ სიახლის შესახებ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. ასეთ გარემოშია გაზრდილი პროფესორი თამარ დოლიძე, რამაც რა თქმა უნდა კლინიკის განვითარებაზე დიდი როლი ითამაშა.

კლინიკაში ასევე წარმატებით ინერგება ციფრული ტექნოლოგიები, რომელიც ახალ სიტყვას წარმოადგენს ჩვენს დარგში და მკვეთრად აუმჯობესებს მუშაობის ხარისხს. სტომატოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს პაროდონტოლოგიური მკურნალობა. საბედნიეროდ ამ დარგმა საქართველოშიც დაიწყო სწრაფი წინსვლა და კლინიკა „მედი-დენტ+“ ჩაება ამ ფერხულშიც. პაროდონტოლოგიური პაციენტის გამოკვლევა, დაგეგმარება და მკურნალობა თანამედროვე გაიდლაინების საშუალებით წარმოებს.

 

რომელ პროცედურაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა ძნელია, მაგრამ მაინც შემიძლია გამოვყო ორთოპედიული სტომატოლოგიის განხრით კბილების ვინირება (კბილების ფორმისა და ფერის შეცვლა კბილის ფრონტალურ ზედაპირზე დაკრული კერამიკული ფირფიტების საშუალებით), დენტალური იმპლანტაცია და კბილების გათეთრება.

 

 

არის თუ არა კლინიკაში ბავშვთა მომსახურება?

ბავშვთა სტომატოლოგია საკმაოდ რთული განხრაა ამ დარგში. ჩვენს პატარა პაციენტებთან მუშაობა საფრთხილო, სათუთი და ორმაგად საპასუხისმგებლოა, ვინაიდან სწორედ სტომატოლოგთან პირველ ვიზიტზეა დამოკიდებული ბავშვის შემდგომი დამოკიდებულება ამ მომსახურების მიმართ. ბავშვებთან ურთიერთობაში, ჩემი აზრით, გარდა ექიმის მაღალკვალიფიციურობისა, საჭიროა მიდგომის შერჩევა. თამაშისა და პროცედურის მსვლელობის ახსნის საფუძველზე მანიპულაციის ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკისათვის. კლინიკა ამ სფეროშიც გამოირჩევა გულისხმიერი ექიმებით. ბავშვები ვიზიტის შემდეგ იღებენ მცირედ სამახსოვრო საჩუქრებს, რათა ვიზიტი სტომატოლოგთან არ ასოცირდებოდეს მხოლოდ სტომატოლოგიურ მანიპულაციასთან.

 

როგორია კლინიკის სამომავლო გეგმები?

კლინიკის სამომავლო გეგმას წარმოადგენს კიდევ უფრო ზრდა − როგორც პროფესიული, ასევე მაღალტექნოლოგიური მიმართულებებით. კლინიკის ექიმები მუდმივად მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, გადიან მასტერკლასებს. ბაზარზე მოპოვებული ადგილის შენარჩუნება ამ საკმაოდ ძლიერი და საპატიო კონკურენტების გარემოში, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და არ იძლევა მოდუნების საშუალებას.

 

დაბოლოს, რას ეტყოდით თქვენს პაციენტებს?

რა შემიძლია ვუთხრა ჩვენს ერთგულ და პოტენციურ პაციენტებს? უპირველეს ყოვლისა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ პაციენტს, რომელმაც დაგვაფასა და ერთგულებას ინარჩუნებს ჩვენი კლინიკის მიმართ. ხოლო პოტენციურ პაციენტებს ვპირდებით მაქსიმალურ ხარისხსა და ადამიანურ ურთიერთობებს. გვიგულეთ მუდამ თქვენს სამსახურში, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით გავამართლოთ თქვენი იმედი.

ასევე გაეცანი

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის
Health & Beauty

#OK! ექსპერტების თქმით, დღეში 7500 ნაბიჯი საკმარისია ნაადრევი სიკვდილიანობის პრევენციისთვის

June 22, 2025
#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო
Health & Beauty

#OK! რატომ არ იბანს დილით პირს სალმა ჰაიეკი? – მექსიკელი მსახიობის სილამაზის საიდუმლო

June 20, 2025
#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა
Health & Beauty

#OK! წელის დაწვრილება – საშიში ტენდენცია, რომელიც მსოფლიოში გავრცელდა

June 19, 2025
#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ვირის ხიდი

#OK! ვირის ხიდი

October 7, 2022
#OK! პროგრესის წარმატებული კურსდამთავრებულებულები საერთაშორისო ასპარეზზე

#OK! პროგრესის წარმატებული კურსდამთავრებულებულები საერთაშორისო ასპარეზზე

September 3, 2024
#OK! 56 წლის ნიკოლ კიდმანი “სკიაპარელის” კაბით Art Directors Guild-ის დაჯილდოებაზე

#OK! 56 წლის ნიკოლ კიდმანი “სკიაპარელის” კაბით Art Directors Guild-ის დაჯილდოებაზე

February 20, 2023
#OK! ნატალი პორტმანის დახვეწილი იმიჯი Pachinko-ს პრემიერისთვის

#OK! ნატალი პორტმანის დახვეწილი იმიჯი Pachinko-ს პრემიერისთვის

March 17, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

#OK! ბლეიზ მეტრეველი – დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის პირველი ქალი დირექტორი

June 16, 2025
#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

#OK! Ganga Fashion House – პირველი ინდური ბრენდი საქართველოში

June 16, 2025
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025
#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

#OK! დემნა გვასალია – მოდის ქართველი რევოლუციონერი სოხუმიდან

June 18, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები