ხელოვნური ინტელექტის რევოლუციურ ეპოქაში ნათლად გამოჩნდა, რომ ხელოვნური ინტელექტი არ წარმოადგენს კომპანიების წარმატებისა და ზრდის მთავარ კომპონენტს. იმის გასააზრებლად, თუ რა დგას რეალური პროგრესის უკან, განვიხილავთ საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების მაგალითებს და პარალელურად დავინახავთ, რა როლი შეუძლია შეასრულოს Skill Lynk-მა ამ პროცესში.
მანო, გვესაუბრეთ, რა პრობლემას აგვარებს Skill Lynk?
მანო კუჭუხიძე – „სქილ ლინკ საქართველო“-ს CEO: Skill Lynk მსხვილ კომპანიებს წელიწადში 2 მილიონ ლარამდე თანხას უზოგავს, ამცირებს საოპერაციო დროს და აზღვევს ადამიანური შეცდომებისგან.
პრობლემებზე მსჯელობისას მინდა ერთი თვალის შევლებით დავინახოთ განსხვავება საქართველოსა და ვთქვათ, ძალიან განვითარებულ ნორვეგიას შორის, რომელიც სიდიდით საქართველოს ხელაა. შევადაროთ საქართველოსა და ნორვეგიის ეკონომიკური დოვლათის 2025 წლის მონაცემები: ნორვეგია – 92 000 დოლარია, ხოლო საქართველოს დოვლათი – 10 000 დოლარი.
ეკონომიკური დოვლათის დაგროვების მთავარი ფაქტორი, პირველ რიგში, არის ადამიანი და შემდეგ ბაზარზე მოქმედი კომპანიები. ეს ნიშნავს, რომ ნორვეგიული კომპანიები 10-ჯერ მეტ დოვლათს ქმნიან, ვიდრე ქართული კომპანიები. გამოდის, რომ ან 10-ჯერ მეტი კომპანია გვჭირდება, ან არსებული კომპანიების ეფექტურობის 10-ჯერ გაზრდა.

ამ განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ კომპანიებში დასაქმებული საოპერაციო მიმართულებისა და ადამიანური რესურსების თანამშრომლების, ასევე, ფსიქოლოგების როლი. საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიაა, სადაც ადამიანური რესურსების გუნდის ხელმძღვანელი დირექტორთა საბჭოს წევრია. უმეტესად, მათ უწევთ სხვადასხვა დიპლომატიური მეთოდებითა და სტრატეგიული მიდგომებით კომპანიის მმართველები დაარწმუნონ, რამდენად დიდი გავლენა აქვს თანამშრომლების განვითარებას და კეთილდღეობას კომპანიის უკეთესი შედეგებისთვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა, ბნელი 90-იანებიდან მოყოლებული, ძალიან რთულ გარემოში შეძლეს წარმატებული კომპანიების შექმნა და გადარჩენა. ამიტომ, არ იქნება სწორი, რომ მათ ვინმემ მოსთხოვოს, ევროპული ღირებულებებითა და სტანდარტებით შექმნან თავიანთი კომპანიები.
AI ხელსაწყოები და უახლესი ტექნოლოგიები ვერ შეძლებს ეკონომიკისა და დასაქმების ბაზრის გაჯანსაღებას, თუ ადამიანს არ დავინახავთ ციფრებისა და ნივთების მიღმა, რადგან ის არის ძირითადი ფუნდამენტი მატერიალური დოვლათის შექმნაში. სწორედ ამ ნაწილში გვისწრებს ნორვეგია და სხვა ეკონომიკურად მაღალგანვითარებული ქვეყნები.
ამ მარტივ ფორმულაში სწორედ ადამიანური რესურსების სპეციალისტების როლია უმთავრესი. ჩვენ ძალიან ბევრი პროფესიონალი გვყავს, როგორც 20 წლის გამოცდილების, ისე ახალი თაობის სპეციალისტები. ბევრ მათგანთან მოგვიწია შეხვედრამ და იდეების გაზიარებამ „სქილ ლინქზე“ მუშაობის პროცესში საქართველოშიც და დასავლეთშიც. ჩემი დაკვირვებით, ქართველები გაცილებით ძლიერები და გარემოზე ადაპტირებულები არიან. მაგალითად, ევროპელი სპეციალისტი აქ, ამ გარემოში, ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს. სულ სხვაგვარადაა მიჩვეული მუშაობას. დირექტორთა საბჭოში ხმა აქვს და კომპანიის ყველა რგოლის ფუნქციონირება მის ანალიზზეა აგებული.
როგორ ხდება პრობლემის გადაჭრა?
Skill Lynk-ში სწორად და მარტივად ვინახავთ ინფორმაციას, რომელსაც ვიყენებთ რუტინული პროცესების ავტომატიზებისთვის. მაგალითად, წარმოიდგინეთ 10000-კაციანი კომპანია 500 ფილიალით, რომელსაც სჭირდება პერსონალის სამსახურში გამოცხადების აღრიცხვა. თანამშრომელი მიდის სამსახურში და ისე ფიქსირდება მისი მოსვლა, რომ არსად დაკლიკება, ან ბარათის მიდება, ან რამეზე ხელის მოწერა არ სჭირდება. Skill Lynk-მა იცის, რამდენ ხანს უნდა იმუშაოს მან, ხელფასის გენერირება როგორ მოხდეს, როდის გავიდეს შვებულებაში. იცის ხელშეკრულების ვადა და სხვა დეტალები თანამშრომლის შესახებ. ასევე, სისტემას შეუძლია გაიგოს, თანამშრომელი ნამდვილად ბიულეტენზეა თუ არა.
ნამუშევარი დროის ზუსტი აღრიცხვის შედეგად, 10000-კაციანი კომპანია წელიწადში 2 მილიონამდე თანხას ზოგავს და ამას პირად შეხვედრაზე, პრაქტიკაში ვაჩვენებთ ხოლმე კომპანიებს.
რა სარგებელს მიიღებენ ქართული კომპანიები Skill Lynk-ისგან?
ევროპულ ფასთან შედარებით, საქართველოში სერვისის ღირებულება 70%-ით იაფია და ეს პირობა მოქმედებს მანამ, სანამ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ გახდება. გვაქვს ქართული სერვისები: ქართული ფეიროლი, რომელიც ხელფასების ჩვენს კანონმდებლობაზე მორგებული სტანდარტებით გენერირებას ახდენს. ასევე, ღია ვართ ინტეგრაციების კუთხით. რამდენიმე ქართული სერვისის ინტეგრირება უკვე მოვახდინეთ, როგორიცაა ყველაზე დაცული და უსაფრთხო დოკუმენტების ციფრული პლატფორმა Signify – სიგნიფაი. ასევე, SMS სენდერიც. სამომავლოდ, კლიენტის საჭიროებიდან გამომდინარე, მოვახდენთ, სხვა ციფრულ პლატფორმებთანაც ინტეგრირებას.

ვინ ქმნის „Skill Lynk საქართველოს“ გუნდს?
ჩემთვის საუკეთესო კითხვაა. „სქილ ლინკ გლობალი“ დანიური და ამერიკული გამოცდილებით შეიქმნა, რომელშიც ქართველების გუნდიც ვიყავით ჩართული. „სქილ ლინკ საქართველო“ ჩვენს რეალობაზე ადაპტირებული ვერსიაა, რომელიც ქართულმა მხარემ დასავლური გამოცდილებითა და ტექნოლოგიით შევქმენით. ამ ეტაპზე მხოლოდ სამ ადამიანს გამოვარჩევ. ამ სტატიის ფოტოებშიც ისინი სიმბოლურად გვყავს შენიღბული. რეალობაა, რომ გლობალური ტექნოლოგიების უკან ადამიანები დგანან, რომელსაც ვერავინ ხედავს. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ქართველი დეველოპერები გაცილებით მაღალი პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით გამოირჩეოდნენ პროექტზე მუშაობისას. ელდარ ტარიელაძე, ოლეგ ბობოხიძე, ზურაბ ჩაკვეტაძე არიან ის ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში აღმოვაჩინეთ და მივხვდით, რომ მათთან ერთად შესაძლებელია ყველა სირთულის ციფრული სერვისის შექმნა.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია ყველა სფეროში. კომპანიებისთვის კი გადამწყვეტია სწორი ადამიანების სწორ პოზიციებზე შერჩევა, თანამშრომლების განვითარება, დაწინაურება და წახალისება, ასევე სამართლიანი სამუშაო გარემოს შექმნა. რუტინული, დამღლელი და რთული პროცესების მაქსიმალური ავტომატიზება და კომპანიაში მიმდინარე პროცესების პულსის მუდმივი კონტროლი ის ფაქტორებია, რომლებიც ქართულ კომპანიებს დაეხმარება გახდნენ 10-ჯერ უფრო მასშტაბურები და წარმატებულები.
მე მანო კუჭუხიძე ვარ, „Skill Lynk საქართველოს“ CEO, და 2026 წელს მე და ჩემი გუნდი ქართულ კომპანიებს მრავალი რუტინული პროცესის გამარტივებაში დავეხმარებით.
ტექსტი: სოფიო მალანია
ფოტო: თამუნა გოგოხია












