• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! სიყვარულის ისტორია, რომელიც ზღაპარს ჰგავდა – მონიკა ბელუჩი და ტიმ ბარტონი დაშორდნენ

September 21, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ეს იყო სიყვარულის ისტორია, რომელიც ზღაპარს ჰგავდა და ის დასრულდა – ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორი ტიმ ბარტონი და იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი დაშორდნენ. სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ოფიციალური განცხადება ფრანგულ გამოცემა Elle France-ში გაავრცელა.

მათი პირველი შეხვედრა 2006 წელს, კანის კინოფესტივალის კიბეებზე შედგა, როცა ბარტონი ჰელენ ბონემ კარტერთან ცხოვრობდა, ხოლო ბელუჩი – ვენსან კასელთან. ნაცნობობა ხანმოკლე აღმოჩნდა და რომანტიკული გაგრძელება არ მოჰყოლია, თუმცა წლების შემდეგ რეჟისორი აღიარებს, რომ მონიკაზე მილიონობით მამაკაცის მსგავსად, ყოველთვის ოცნებობდა.

2013 წელს,  ფრანგულ ჟურნალ Gala-სთან ინტერვიუში კითხვაზე – „რომელ ცნობილ ადამიანს ისურვებდით ლიფტში გაჭედვას?“ — ბარტონმა უპასუხა:
„ჯონი დეპთან, რა თქმა უნდა. ჩვენ ფილმებზე მუშაობისას საერთო სურვილები და ხედვები გვაქვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ ტალღაზე ვართ და კიდევ მონიკა ბელუჩისთან ერთად ლიფტში გაჭედვას ვისურვებდი! ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა. ის ისეთი ლამაზია, რომ ჭკუიდან შეგშლის!“

რეჟისორს ოცნების ქალთან შეხვედრის მორიგი შესაძლებლობა 2022 წლის ოქტომბერში მიეცა, როდესაც უკვე ჩიტივით თავისუფალი იყო – ბელუჩიმ ბარტონს ლიონის ძმები ლუმიერების სახელობის კინოფესტივალზე, საპატიო ჯილდო გადასცა.

 

ინფორმაცია 67 წლის რეჟისორსა და 60 წლის მსახიობს შორის შესაძლო რომანის შესახებ მედიაში პირველად 2023 წლის თებერვალში გავრცელდა, როდესაც პაპარაცებმა ვალენტინობის  დღეს, კალიფორნიაში დაინახეს წყვილი ერთმანეთს როგორ კოცნიდა. რამდენიმე თვიანი დუმილის შემდეგ მონიკა ბელუჩიმ დაადასტურა, რომ ტიმ ბარტონთან სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა.
„რა შემიძლია ვთქვა… პირველ რიგში, მიხარია, რომ მას შევხვდი. ეს ის შეხვედრაა, რომელიც იშვიათად ხდება ცხოვრებაში. მე ვიცნობ ამ ადამიანს და მიყვარს”.— უთხრა მსახიობმა Elle France-ს.

 

ბარტონმა მონიკა თავის ჯადოსნურ სამყაროში მიიწვია – 2024 წელს ეკრანებზე ბარტონის ფილმი „ბითლჯუსი, ბითლჯუსი“ გამოვიდა, რომელშიც ბელუჩიმ მთავარი გმირის ცოლის როლი შეასრულა. მსახიობმა მაშინ ამ როლს საჩუქარი უწოდა, რომელიც საყვარელმა ადამიანმა გაუკეთა. ეს მათი პირველი და ერთადერთი საერთო პროექტი გახდა. წყვილს ბოლო საჯარო გამოჩენა 14 ივნისს, იტალიაში, ტაორმინას კინოფესტივალზე ჰქონდა, სადაც რეჟისორმა მსახიობს წითელ ხალიჩაზე, კამერების წინ, ლოყაზე ნაზად აკოცა.

 

ტიმ ბარტონი ოფიციალურად ერთხელ იყო დაქორწინებული მხატვარ ლენა გიზეკზე. ამის შემდეგ 13 წელი მოდელ ლიზა მერის ხვდებოდა, 2021 წლიდან კი ბრიტანელ მსახიობ ჰელენა ბონემ კარტერთან ცხოვრობდა, რომელთანაც ორი საერთო შვილი ჰყავს. ამბობენ, რომ რეჟისორი ისე იყო შეყვარებული, რომ  თავისი და  ჰელენა ბონემ კარტერის მეზობლად მდგარი სახლები  მიწისქვეშა გვირაბით გააერთიანა და საყვარელ ქალამდე მისასვლელი გზა შეამოკლა, თუმცა რომანტიკისა და საერთო შვილების მიუხედავად, 2014 წელს წყვილი ერთმანეთს დაცილდა.

 

რაც შეეხება იტალიელ მზეთუნახავს, მამაკაცების ყურადღება არასოდეს აკლდა. მისი პირველი ქმარი ფოტოგრაფი კარლოს ბასო იყო. ისინი 1990 წელს დაქორწინდნენ, როცა მონიკა 25 წლის იყო.

 

ვარსკვლავი ბასოს 1994 წელს გასცილდა, სამი წლის შემდეგ კი თავისი ცხოვრების მთავარ მამაკაცზე დაქორწინდა. ბელუჩიმ ფრანგ მსახიობთან, ვენსან კასელთან თითქმის 18 წელი იცხოვრა და ორი ქალიშვილი გაუჩინა.

 

„ჩვენ იმიტომ არ დავშორებივართ, რომ ახალ მამაკაცს შევხვდი და ახალი ურთიერთობა წამოვიწყე. უბრალოდ ჩვენი ქორწინება ამოიწურა. სამწუხაროდ, ასე ხშირად ხდება“ – განმარტა კასელთან დაშორების შემდეგ მსახიობმა.

სანამ ჰოლივუდელ რეჟისორს შეხვდებოდა, მონიკას ცხოვრებაში კიდევ რამდენიმე მამაკაცი იყო, თუმცა ტიმ ბარტონმა მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა.

„მე მიყვარს მისი ზღაპრული სამყარო, სადაც მონსტრები კეთილები არიან, თითქოს შეგვიძლია ჩვენი ბნელი მხარეები რაღაც ნათელ და მიმტევებელ მხარედ გარდავქმნათ. ტიმ ბარტონის ფილმები ამაზე ბევრს მეტყველებს“, – თქვა მონიკა ბელუჩიმ, როდესაც ჰკითხეს, მოსწონდა თუ არა რეჟისორის სტილი.

ისინი პირად ცხოვრებაში თავშეკავებულები ჩანდნენ, თუმცა წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებულ სიყვარულს განასახიერებდნენ. ეს ელეგანტურობის, იდუმალებისა და შემოქმედებითი კავშირის ნაზავი გახლდათ. მათი დაშორება ზღაპრის დასასრულს ნიშნავს, რომელიც მეხსიერებაში ამ საოცარი ისტორიის სილამაზით დარჩება.

ასევე გაეცანი

#OK! ჯენიფერ ლოპესი ქოლგის გამო ყურადღების ცენტრში მოექცა – უხერხული მომენტი პარიზის მოდის კვირეულზე
OK! News

#OK! ჯენიფერ ლოპესი ქოლგის გამო ყურადღების ცენტრში მოექცა – უხერხული მომენტი პარიზის მოდის კვირეულზე

October 2, 2026
#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს
OK! News

#OK! ქართველი მსახიობი ჰოლივუდის ვარსკვლავებთან ერთად – ბონდო მღებრიშვილი პიტ დევიდსონის ახალ კრიმინალურ თრილერში ითამაშებს

October 2, 2026
#OK! ჰალი ბერის 12 წლის შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ – მსახიობს მეურვეობა შეუზღუდეს
OK! News

#OK! ჰალი ბერის 12 წლის შვილზე ძალადობაში ადანაშაულებენ – მსახიობს მეურვეობა შეუზღუდეს

October 2, 2026
#OK! ჰეილი ბიბერმა კეროლაინ ბესეტ-კენედის საკულტო კაბა მოირგო
Fashion

#OK! ჰეილი ბიბერმა კეროლაინ ბესეტ-კენედის საკულტო კაბა მოირგო

October 2, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

February 2, 2024
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

June 30, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

September 28, 2026
#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები