• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! შეხედე(თ), რა ლამაზია

December 27, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

„მახსოვს, მამას საოცარი საბავშვო წიგნები მოჰქონდა ხოლმე და დიდ აქცენტს სილამაზეზე, მშვენიერებაზე აკეთებდა. „შეხედე, რა ლამაზია“ − ეს სიტყვები ხშირად ჩამესმოდა ბავშვობაში და ალბათ, დაილექა კიდევაც ჩემს ქვეცნობიერში“. დღევანდელ რეალობაში კი, ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გინახავთ მისი ნამუშევრები, აუცილებლად გაიგონებდით სიტყვებს: „შეხედე, რა ლამაზია…“ აი, ეს ყდაც, დღეს ჩვენი ჟურნალის საახალწლო ნომერს რომ ამშვენებს, ამ საოცარი გრაფიკული დიზაინერის შემოქმედებაა, რომელსაც ბავშვობიდან დაჰყვა სილამაზის აღქმის უნარი. მისი ნამუშევრები მარტივია, მინიმალისტურია, ბუნებრივი ფერებით გაჯერებული და ისეთი დახვეწილი, რომ მისი შემოქმედების სული, ყოველ მის ნამუშევარში მაშინვე იგრძნობა და სიამაყით ამბობ: ეს მაია სუმბაძეა.

 

 

რა არის ის, რაც ახლა ხდება თქვენს ცხოვრებაში?

დეკემბერში ყოველთვის „საგიჟეთი“ მაქვს − ბევრ პროექტზე ვმუშაობ და თითქმის ორ კვირაში მიწევს მათი ჩაბარება. კონკრეტულად, რომელიღაც პროექტზე ყურადღების გამახვილება არ მიყვარს, მაგრამ რადგან ჟურნალ OK!-ის ინტერვიუა, გამოვყოფ თქვენს ყდას, რომელზე მუშაობაც ახლახან დავასრულე.

თქვენი ხელი და შინაგანი სამყარო, რომელიც ასე იგრძნობა „სოლოში“…

როგორ იქმნებოდა და იქმნება პროექტები ამ მიმართულებით, რომელიც მართლაც არის გამორჩეული სიტყვა ქართულ რეალობაში?

„სოლოზე“ მუშაობა ძალიან რთულიც იყო და ძალიან სასიამოვნოც. აქ უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა გუნდი, რომელთან ერთადაც მომიწია მუშაობა. თავში ამ ყველაფერს ბევრი დრო და ფიქრი სჭირდებოდა. ამ თანამშრომლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ვაკეთებ იმას, რაც გულით მინდა − ანუ, შემოქმედებითი თვალსაზრისით, როგორც ვხედავ იდეის ხორცშესხმას, ამაში არავინ მზღუდავს. მეტიც − ყველაფერს აკეთებს ეს გუნდი, რომ ამ იდეის ხორცშესხმა ისე შევძლოთ, როგორ ფორმაზეც ვთანხმდებით ხოლმე.

თქვენთან მშვენიერება და შინაარსი ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს, რომელიც მაყურებელში აღტაცებას იწვევს. როგორ ახერხებთ ამას?

მე მგონი, ჩემს ნამუშევრებში შინაარსი მთლიანად ფორმაზეა დამოკიდებული.

რისთვის არ გრჩებათ დრო?

პირადი შემოქმედებისთვის არ მრჩება დრო და ეს ყველაზე მეტად მაწუხებს. მაქვს საოცნებო ნამუშევრები. ამ იდეებს ჩანაწერებად ვინახავ და ჯერჯერობით ვერ მოვახერხე მათი განხორციელება. ამას ცოტა ხნით ყველაფრისგან მოწყვეტა და კონცენტრირება სჭირდება. ეს დრო კი, ვერასდროს გამოვყავი. არადა, ხელოვანისთვის, გაზრდის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი „განმარტოებებიც“, რათა მიხვდე, რისი კეთება და რომელი ხაზის განვითარება გსურს.

 

როდის მიხვდით, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც გსურდათ?

ბავშვობიდან მუდამ ვიცოდი, რადგან ყოველთვის იყო ჩემზე პაპაჩემისა და მამაჩემის გავლენა. ერთი მათგანი არქიტექტორი გახლდათ, მეორე − გრაფიკული დიზაინერი. შესაბამისად, ეს ჩემი გადაწყვეტილებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

რამდენიმე სიტყვით როგორ დაახასიათებდით თქვენს თავს?

არ ვიცი.

პასუხისმგებლობა, როგორც დამოკიდებულება თქვენი პროფესიის მიმართ…

მუდმივი შფოთვა მაქვს ხოლმე. ყოველთვის ვღელავ, როგორი იქნება ესა თუ ის ნამუშევარი. იმიტომ, რომ ყველა პროექტი, რომელსაც ხელს ვკიდებ, მინდა საუკეთესო იყოს. უპირველესად, მე უნდა მომეწონოს. ეს შფოთვა ალბათ იმ პასუხისმგებლობის განცდაა, რომელიც ნებისმიერ ნამუშევარზე მუშაობას ახლავს.

დაწყებიდან დასრულებამდე ყოფილა, როდესაც ცოტა ხნით შეგისვენიათ, რათა ნამუშევრისთვის ახალი თვალით შეგეხედათ?

როგორც წესი, არ მიყვარს საქმის გადადება. იმდენი დროც არასდროს მაქვს, რომ ცოტა ხნით მოვწყდე ხოლმე დაწყებულ ნამუშევარს და სხვა თვალით შევხედო − არადა, ზოგჯერ, ესეც საჭიროა.

როგორია ერთი ჩვეულებრივი დღე?

ყოველი დღე ბავშვებისთვისა და საქმისთვისაა. სამ ბავშვთან ერთად ვცხოვრობ (ისე, ოთხი მყავს) და შევეჩვიე მათთან ერთად როგორ ვაკეთო საქმე. ეს ორივე ისე არის შეზრდილი ერთმანეთთან, გამოყოფაც კი მიჭირს, როდისაა საქმის დრო და როდის − ოჯახის.

ამის პარალელურად გრჩებათ დრო საკუთარი თავისთვის? შემოქმედებას ხომ ძალიან სჭირდება პირადი სივრცე?

ყოველთვის შემიძლია ჩემთვის გამოვყო დრო, როცა ეს მჭირდება, და ისიც ზუსტად ვიცი, სად უნდა წავიდე და რა გავაკეთო. ვერ გეტყვით, რომ როცა ერთი შვილი მყავდა, უფრო მეტს ვმუშაობდი. ნამდვილად პირიქითაა − გაცილებით მეტი საქმის კეთებას ვასწრებ 4 შვილით. ალბათ იმიტომ, რომ უკეთესად სწავლობ დროის გადანაწილებას და კონცენტრირებაც კონკრეტულ საკითხზე უფრო კარგად შეგიძლია. ეს ყველაფერი გამოცდილების ამბავიცაა.

შვილები, როგორც მოტივაციის არსი…

იცით, შემოქმედებას ორ ნაწილად ვყოფ: ჩემი ხელოვნება, სადაც არავის აქვს როლი და ყველაფერი საკუთარი შინაგანი სამყაროს გამოძახილია, და შეკვეთები, სადაც შინაგანი სამყაროს გარდა, დიდი მოტივაცია შვილების კეთილდღეობაცაა.

თქვენი სულიერი სამყარო, რომელიც თქვენსავე შემოქმედებაში იგრძნობა − რამდენად იცვლება, თუკი მაგალითად, 20-წლიან ინტერვალში დავაკვირდებით?

ვინაიდან სულიერი სამყარო არ იცვლება, რაც თავისთავად არის შემოქმედების არსი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამუშევრებიც არ იცვლება. ტექნიკისა და შესრულების კუთხით კი, იხვეწება და იზრდება − ესეც გამოცდილებას მოაქვს.

თქვენს „საკუთარ ხელოვნებას“ თუ შევხედავთ, ფერების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევით. ამას რაიმე კონკრეტული მიზეზი აქვს?

ძალიან მიყვარს ფერების გრადაციაზე მუშაობა. ამას სხვა შესაძლოა სულაც არ აქცევდეს ყურადღებას, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

ინსტალაციები და ნამუშევრები, რომელსაც ქმნით, ერთი შეხედვით ძალიან მარტივია და თან ძალიან დახვეწილი, ყოველ დეტალზე ნაფიქრია. როგორ ახერხებთ ამ სიმარტივეში ასეთი საოცარი შთაბეჭდილების ჩადებას და ჩატევას?

მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად მართალი ხარ საკუთარ თავთან და არ იტყუები. შემდეგ ეს ნამუშევრებშიც ჩანს, ალბათ.

არის ისეთი საოცნებო პროექტი ან ბრენდი, რომელთან ერთადაც იმუშავებდით?

კონკრეტულად არ ვიცი სად, მაგრამ გავაკეთებდი ნამუშევრებს დიდი შენობების დიდი სივრცეებისთვის.

იწერთ ხოლმე იდეებს, რათა „მათი დაჭერა“ შეძლოთ?

ყოველთვის. და იმდენჯერ გაამართლა ამ ჩაწერამ… ალბათ ისე რომ არასდროს გამახსენდებოდა აი, იმ იდეების ხორცშესხმაში. და კიდევ რამდენია, მხოლოდ ჩამოწერილი…

როგორია შემოქმედებითი პროცესი იდეიდან განხორციელებამდე?

ყველაზე რთულია მომწიფდეს იდეა, ხოლო შემდეგ შესრულება უფრო მარტივი პროცესია. ჩნდება იდეა და პროცესშივე ვითარდება. განხორციელება და იდეის ფორმირება გადაჯაჭვული პროცესია, რომელსაც არ უყვარს „დედლაინები“.

რასაც თქვენს შემოქმედებას ახარჯავთ, სჭირდება იმავე ემოციით შევსება. რით ახერხებთ ამას?

შევსება-ინსპირაცია ბევრი რაღაციდან მოდის. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბევრიც არ გჭირდება − ფანჯრიდან შემოსული მზის სხივიც საკმარისია იმისთვის, რომ სიხარულით აივსო.

თქვენს ნამუშევრებში თითქოს საბჭოთა კავშირის ზეგავლენაც არის და თანამედროვეობის დიდი გავლენაც. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს ორი რამ ერთმანეთს ერწყმის თქვენს შემოქმედებაში?

ჩემთვის, ძალიან ძველიც, ძველიც, ახალიც, და სულ-სულ ახალიც − ყველაფერი მნიშვნელოვანი და საინტერესოა. თანამედროვეობისა და განვითარების გარეშე, ძველიც არ იქნება საინტერესო, და პირიქით.

 

რომ არა გრაფიკული დიზაინი, სად იქნებოდით?

ალბათ, ისევ ხელოვნების სხვა სფეროში, ან სპორტში.

და სპორტის რომელი სახეობა განიჭებთ ბედნიერებას?

ცურვა მიყვარს. ფიზიკური აქტივობის დროს ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.

თქვენი შვილები ხომ არ დაადგნენ თქვენს გზას?

უფროსი კინოთია დაინტერესებული. პატარები ჯერ მხოლოდ გართობით არიან დაკავებულნი, თუმცა ძალიან კარგად ხატავდნენ. იქნებ მომავალში ისევ მიუბრუნდნენ…

რადგან ბავშვებს შევეხეთ, თქვენი ბავშვობიდანაც თუ გაიხსენებდით კონკრეტულ ფრაგმენტს, რომელმაც მასზე, ვინც დღეს ხართ, დიდი გავლენა მოახდინა?

პაპა არქიტექტორი იყო და მუდამ მაქვს ეს გავლენა. მის მასალებსაც ვიყენებ ხოლმე − დღემდე, შემოქმედების უდიდესი წყაროა ჩემთვის. მამა გრაფიკული დიზაინერია. ისიც ყოველთვის ხატავდა და მე მუდმივად ამას ვხედავდი. გარდა ამისა, მამა მაცნობდა ულამაზეს ილუსტრაციებს. მახსოვს, საოცარი საბავშვო წიგნები მოჰქონდა ხოლმე და დიდ აქცენტს სილამაზეზე, მშვენიერებაზე აკეთებდა. „შეხედე, რა ლამაზია“, − ეს სიტყვები ხშირად ჩამესმოდა ბავშვობაში და, ალბათ, დაილექა კიდევაც ჩემს ქვეცნობიერში.

როგორ ფიქრობთ, ბავშვობის გულწრფელ შთაბეჭდილებებს გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი აქვს?

როგორ არა, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. მამა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი იყო და მისი შეხედულებებიც უზომოდ საინტერესო აღმოჩნდა.

რა შეცვალა და რა გადაგაფასებინათ პანდემიამ?

ძალიან მშიშარა ვარ… ორი წლის განმავლობაში საოცრად დამღალა ამ შფოთმა და შიშმა. გარდა ამისა, სტუმრები და ადამიანური ურთიერთობები უზომოდ დამაკლდა. ეს უხილავი დაძაბულობა კი, ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველაფერს ახლავს…

გაქვთ განსაკუთრებული ტრადიცია ახალ წელთან დაკავშირებით?

დიახ − ყოველთვის მე ვარ თოვლის ბაბუა. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ახალი წელი. საოცარი „თოვლის ბაბუ“ მოდიოდა ჩემთან და ყველა ნატვრას მისრულებდა.

და ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეთ, რომელ ნატვრას აისრულებდით?

ეკოლოგიურ მდგომარეობას ვუშველიდი. პლანეტას გამოვაჯანმრთელებდი და რა თქმა უნდა, კორონასაც გავაქრობდი.

 

 

ტექსტი: მარიამ გაბედავა

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი
OK! ბათუმი

#OK! გრანდ ბელაჯიო სპა – თქვენი სიმშვიდისა და ჰარმონიის ახალი მისამართი

December 22, 2025
როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი
ინტერვიუ

როგორ განსაზღვრავს თმის სტილი ჩვენს განწყობას – ირმა იასაღაშვილი

December 24, 2025
#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში
OK! მენეჯერი

#OK! ადამიანური ხედვა ციფრულ სამყაროში

December 19, 2025
#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში
OK! News

#OK! სუხიშვილების კონცერტი Carnegie Hall-ში

December 20, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 2025 წლის ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელები

#OK! 2025 წლის ყველაზე წარმატებული მამაკაცი მოდელები

November 21, 2025
#OK!  შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

#OK! შაილო ჯოლი პიტი 17 წლის გახდა – წარმოგიდგენთ 5 ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვას ვარსკვლავის შესახებ

May 27, 2023
#OK! ჰაიდი კლუმის 17 წლის ქალიშვილი, ლენი ჟურნალ Rollacoaster-ის გარეკანზე!

#OK! ჰაიდი კლუმის 17 წლის ქალიშვილი, ლენი ჟურნალ Rollacoaster-ის გარეკანზე!

September 24, 2021
#OK! კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა

#OK! კრისტენ სტიუარტი მეგობარ გოგონასთან ერთად გამოჩნდა

April 13, 2021

კვირის ჰიტები

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

#OK! უჩვეულო და სახალისო საახალწლო ტრადიციები – ფილიპინები

December 22, 2025
#OK! მამამ  ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

#OK! მამამ ექვსი ბილეთი იყიდა, რომ შობა ბორტგამცილებელ ქალიშვილთან ერთად გაეტარებინა

December 19, 2025
#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

December 24, 2025
#OK! რატომ გამოყო აინშტაინმა ენა ფოტოს გადაღების დროს?

#OK! რატომ გამოყო აინშტაინმა ენა ფოტოს გადაღების დროს?

December 23, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები