• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! შედეგს სწორი მკურნალობის პროცესი განაპირობებს

January 9, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

მშობლის სტატუსი ზოგიერთი ადამიანისთვის ყველაზე ღირებული რამაა. სამწუხაროდ, რიგ შემთხვევებში, შვილის ყოლა არცთუ მარტივად მიიღწევა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის დარღვევა ჩვენი დროის აქტუალურ პრობლემად იქცა. უშვილობად განიხილება ის შემთხვევებიც, როდესაც ქალი ორსულდება, მაგრამ ნაყოფს ვერ ინარჩუნებს. სწორედ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მიმართოთ კომპეტენტურ პირს − რეპროდუქტოლოგს, რათა დაიგეგმოს სწორი მკურნალობა. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი სწორედ რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს პროფესორი ლუდა ბარბაქაძეა, რომელიც იმ მნიშვნელოვან დეტალებზე გვესაუბრება, რომლებიც შვილის ყოლის მსურველ წყვილებს დააინტერესებთ.

 

რამდენად დიდი ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში პროფესიულ საქმიანობას?

ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი! მიუხედავად იმისა, რომ მყავს მეუღლე და 3 მოზარდი შვილი, რომლებსაც გვერდით ახლა ყველაზე მეტად ვჭირდები, ჩემი პროფესია მაინც ძალიან დიდ ადგილს იკავებს, რადგან არ არსებობს დღე, საათი და წუთი, რომ გამოვეთიშო თუნდაც დისტანციურ კომუნიკაციას. სადაც უნდა ვიყო და რასაც უნდა ვაკეთებდე, ჩემი გონება მუდმივად პაციენტებთან არის დაკავშირებული. ეს არის პროფესია, რომელიც ან გიყვარს, ან არა! აქ არ არსებობს შუალედი, არ არსებობს უგუნებობა, დაღლა… ჩემთან მოდიან წყვილები, რომელთა თვალებშიც ვხედავ იმედის ნაპერწკალს. ჩემზეა დამოკიდებული, ეს ნაპერწკალი შენარჩუნდება თუ ჩაქრება. ამიტომ არ მაქვს უფლება მათ „ვუღალატო“ ან იმედი გავუცრუო.

 

როგორი შეგრძნებაა, წყვილს მთავარი სიხარულის − მშობლის სტატუსის მიღებაში დაეხმაროთ?

ეს არის მთავარი მოტივაციაც, ინსპირაციაც და ენთუზიაზმიც. არაფერია იმაზე სასიამოვნო მოსასმენი, ვიდრე პაციენტის ზარი, სიტყვებით: „ლუდა ექიმო, ორსულად ვარ!“. რთულია სიტყვებით გადმოგცეთ ის განცდები, რომლებიც ამ ფრაზას თან სდევს. ეს არის საუკეთესო ჯილდო კარიერის განმავლობაში, რომელიც ყველაზე ღირებულია ჩემთვის.

 

 

წლებთან ერთად იცვლება თუ არა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სტანდარტი?

მინდა ვთქვა, რომ უშვილობის დიაგნოსტიკა ბოლო წლებში უფრო გამკაცრებულია. თუ წარსულში უშვილობის დიაგნოზი რეგულარული სქესობრივი კავშირიდან ორსულობის არარსებობისას 2 წლის შემდეგ ისმებოდა, დღეისათვის ეს პერიოდი შემცირებულია 1 წლამდე. მეტიც − თუ 35 წელს გადაცილებულ ქალებში რეგულარული სქესობრივი ცხოვრების ფონზე ორსულობა არ დგება 6 თვის განმავლობაში, წყვილმა უნდა მიმართოს რეპროდუქტოლოგს, ხოლო 40 წელს გადაცილებულ ქალებში მოცდითი ტაქტიკა გაუმართლებელია − აქ დროულად უნდა მოხდეს უშვილობის მიზეზის გამოვლენა და ჩატარდეს შესაბამისი მაღალეფექტიანი მკურნალობა.

 

როგორია თქვენი მიდგომა უშვილო წყვილებთან დაკავშირებით?

ძალიან მნიშვნელოვანია ყველა წყვილი მიიღო ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრი. მათ არ უნდა იგრძნონ თავი უცხოდ, რიგით პაციენტად. ამიტომ უპირველესად გვაქვს გაცნობითი ხასიათის შეხვედრა: ვიგებ მათ ხასიათს, პრობლემასთან დამოკიდებულებას, ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ სამედიცინო კუთხით მკურნალობის მეთოდის დაგეგმვას. ეს ყველაფერი აუცილებელია, რადგან თითოეული ადამიანი არის ინდივიდი, წყვილის ურთიერთობა კი ინდივიდუალურია, უშვილობის მიზეზიც ასევე განსხვავებული და დამოუკიდებელია. აქედან გამომდინარე, არ არსებობს „დანიშნულება“, რომელსაც ყველა პაციენტთან გამოიყენებ.

როგორი შედეგები გაქვთ?

მედიცინა მუდმივად პროგრესირებადი მეცნიერებაა. ჩემი შედეგებიც დღითი დღე უმჯობესდება, ჩემი მიზანია ბუნებრივი გზით დადგეს ორსულობა. ამისთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დრო ძალიან ძვირფასია. ამ ყველაფერს დიდი დაფიქრებით, პაციენტთან შეთანხმებით განვიხილავ. ვფიქრობ, შედეგი პირდაპირ განპირობებულია პროცესთან.

 

შეგიძლიათ გაიხსენოთ გამორჩეული შემთხვევა?

დიახ, ერთ-ერთ შემთხვევას გავიხსენებ: პაციენტი 39 წლის იყო, უშვილობა − 15-წლიანი. ანამნეზში მილისმიერი ორსულობა ორჯერ იყო დამდგარი. ორჯერ ლაპაროტომია, ტუბექტომია, მარცხენამხრივი ოვარექტომია. წარუმატებელი ინ-ვიტრო განაყოფიერება ორჯერ სხვა კლინიკაში, სადაც შესთავაზეს ოოციტების დონაცია, რაზეც უარი განაცხადა პაციენტმა, ვინაიდან სურდა საკუთარი კვერცხუჯრედების გამოყენება.  ჩვენთან ჩატარებული კვლევებით დადგინდა საკვერცხის მწირი რეზერვი, თანდაყოლილი თრომბოფილია, თხელი ენდომეტრიუმი. ჩატარდა ინ-ვიტრო განაყოფიერება ემბრიონების დაგროვების პროგრამით. ენდომეტრიუმის სათანადო მომზადების, ანტიკოაგულაციური და ანტიოქსიდანტური თერაპიის ფონზე, პირველივე ემბრიონის გადატანა დასრულდა ორსულობით. ორსულობა მიმდინარეობდა განსაკუთრებული მეთვალყურეობის ფონზე. 38 კვირის ვადაზე, გეგმური საკეისრო კვეთით, დაიბადა მდედრობითი სქესის ჯანმრთელი ახალშობილი!

 

რას ურჩევთ უშვილო წყვილებს, რომლებიც წლებია ოცნებობენ მშობლობაზე, მაგრამ შედეგი არ დგება?

ყველაფერს აქვს მიზეზი, ყველაფერი თქვენივე უკეთესობისთვის ხდება. თუნდაც ეს დღეს მტკივნეული იყოს, იცოდეთ, რომ ამით გაცილებით დიდ ტანჯვას გარიდებთ სამყარო. რა უნდა გააკეთოთ ამ დროს? სცადეთ ყველაფერი. თუ თქვენთვის მთავარი ბედნიერება შვილის ყოლას უკავშირდება, არ დაიხიოთ უკან, მიმართეთ სპეციალისტს და შვილის ყოლის ყველა მეთოდი გამოიყენეთ. უბრალოდ, ნუ დატოვებთ შეკითხვებს საკუთარ თავთან. სცადეთ და თუ არ გამოვა, მაშინ ამ შეკითხვაზე პასუხის პირველი წინადადება გაიხსენეთ.

 

 

ასევე გაეცანი

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა
Health & Beauty

#OK! ინოვაციური მიდგომები თანამედროვე სტომატოლოგიაში – ირაკლი ჩაჩუას პროფესიული ხედვა

November 11, 2025
#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა
Health & Beauty

#OK! Health&Beauty – თაკო გვაზავა

November 11, 2025
#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე
Health & Beauty

#OK! სწორი მიდგომით და მეთოდით მოვლილი კანი ყოველთვის ლამაზი და მომხიბვლელია – კოსმეტოლოგი ნათია კუჭუხიძე

October 31, 2025
#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია
Health & Beauty

#OK! სილამაზის ხელოვნება, რომელიც ადამიანს უსმენს – თამარ დარჯანია

October 22, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 90-იანების Bixie –  2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

#OK! 90-იანების Bixie – 2025 წლის ზაფხულის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობა

July 11, 2025
#OK! “ რაც უფრო მემატება ასაკი, ვხვდები, რომ ნამდვილი სილამაზე გულიდან მოდის” – ქეით უინსლეტი 48 წლის გახდა

#OK! “ რაც უფრო მემატება ასაკი, ვხვდები, რომ ნამდვილი სილამაზე გულიდან მოდის” – ქეით უინსლეტი 48 წლის გახდა

October 5, 2023
#OK! ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას ქანდაკების გახსნას არ დაესწრო!

#OK! ქეით მიდლტონი პრინცესა დაიანას ქანდაკების გახსნას არ დაესწრო!

July 2, 2021
#OK! Valentino-ს ახალი კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელეა

#OK! Valentino-ს ახალი კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელეა

March 29, 2024

კვირის ჰიტები

#OK! „მათ ტელეფონები არ აქვთ“- პრინცმა უილიამმა შვილების აღზრდის წესები გაამხილა

#OK! „მათ ტელეფონები არ აქვთ“- პრინცმა უილიამმა შვილების აღზრდის წესები გაამხილა

November 18, 2025
#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

#OK! დაალაგეთ სახლი და გაისეირნეთ – როგორ მოვიზიდოთ იღბალი 2026 წელს?

November 22, 2025
#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

#OK! ფინეთში სამსახურში ძილისთვის ხელფასს გადაგიხდიან

November 19, 2025
#OK! ემა სტოუნი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მსახიობად აღიარეს

#OK! ემა სტოუნი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მსახიობად აღიარეს

November 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები