• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! „ორჯერ ცხოვრების სილამაზე“ – კლინიკური სიკვდილი და სექსუალური ძალადობა – თემები, რომლებზეც შერონ სტოუნი საკუთარ წიგნში დეტალურად პირველად საუბრობს

მაისი 12, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

შერონ სტოუნი წლების განმავლობაში მიიჩნეოდა ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე
ლამაზ და წარმატებულ ქალ მსახიობად, ის ამშვენებდა ყველაზე გავლენიანი მოდური
გამოცემების გარეკნებს, იღებდა მონაწილეობას 90-იანი წლების ყველაზე გახმაურებულ
ფილმებსა და სერიალებში… ქალები ხშირად ოცნებობდნენ „ეცხოვრათ მისი ცხოვრებით“,
თუმცა ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცოდა, რომ ვარსკვლავის ცხოვრება სულაც არ იყო
ისეთი „უნაკლო“, როგორიც მაშინ საზოგადოებისთვის ჩანდა… ის გადაურჩა ინსულტს,
დაამარცხა დაავადება, რომელმაც კინაღამ რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრება,
გამოიარა ყველაზე საშინელი გამოცდილების მქონე, ფიზიკური, სექსუალური და
ფსიქოლოგიური ძალადობით სავსე ბავშვობა და საბოლოოდ, ამ ყველაფრის შესახებ
წიგნი დაწერა, The Beauty Of Living Twice, რომელშიც წარსული გამოცდილების შესახებ
გულახდილად ისაუბრა.

რა იგულისხმეთ, როდესაც აღნიშნეთ „როდესაც არ ვარ დაკავებული იმით, რომ ვიყო შერონ
სტოუნი, საკმაოდ მორცხვი ვარ“?

„თავდაპირველად, როდესაც ცნობილი გავხდი, ჩემმა მენეჯერმა დამირეკე და მითხრა, რომ
ამიერიდან უნდა გვქონოდა „საჯარო პერსონა. მან იცოდა ისეთი რამ რაც მაშინ თითქმის არავინ
იცოდა. მე აგორაფობი ვარ, ასტროლოგიური განმარტებით, არ ვიცი ვინმეს სჯერა თუ არა ამის,
თუმცა ვიტყვი, რომ ვარ „მარტოსულების კვირაში“ დაბადებული. ამიტომაც ინტროვერტი ვარ…
ჩემთვის პოპულარობა „ფიზიკური შემოტევა“ იყო, ადამიანები ქუჩაში მხვდებოდნენ,
მომდევდნენ, ჩუმად უკანაც მომყვებოდნენ, ზოგჯერ მანქანაში მჯდომი ვხედავდი, უცხო
პიროვნებები შუშებს როგორ ამსხვრევდნენ“.

„ინსულტის გადატანის შემდეგ ჩემი მდგომარეობა ყოველდღიურად იცვლებოდა. როდესაც
გაციებული ვიყავი, ორგანიზმი მაშინაც კი ძალიან სუსტდებოდა. თავის ტვინზე პრობლემები
კიდევ მაქვს. მარჯვენა ყურში სმენა დამიქვეითდა, როდესაც ჩემს გარშემო ხუთი ან ექვსი
ადამიანია და ისინი ხმამაღლა საუბრობენ, ერთადერთი, რასაც ვფიქრობ, არის „ყველამ უნდა
შეწყვიტოს საუბარი“… ვიცი, შეიძლება ერთხელ კონტროლი დავკარგო, თუმცა ვერავინ ვერ
მიხვდება რა მჭირს, რადგან მათ არ იციან რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს“.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანი გავიდა, თითქმის არასდროს საუბრობთ კლინიკური
სიკვდილის შესახებ. როგორც ვიცით, ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდით, რადგან
ექიმები გადარჩენის მხოლოდ ერთ პროცენტს გაძლევდნენ.

„მახსოვს როგორი დაბნეული ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, სანამ ერთხელაც
სახლში არ მოვედი და ჟურნალი არ წავიკითხე, სადაც ეწერა, რომ მხოლოდ 30 დღე მქონდა
დარჩენილი, რათა გამეგო ვიცხოვრებდი თუ არა კიდევ“.

„ძალიან ტრავმული იყო ჩემთვის ისეთ სიტუაციაში ყოფნა, როდესაც მაგალითად ჭიქას ვიღებდი
ხელში, შემდეგ კი ვერ ვიგებდი სად ვდებდი. ვერ ვხვდებოდი ვინ იყვნენ ჩემს გარშემო მყოფი

ადამიანები, ვერაფრით ვერ ვინტერესდებოდი, რადგან ყოველდღე ვიბრძოდი გადარჩენისთვის.
თავიდან, როდესაც იგებ, რომ რაღაც გჭირს, იმედი გაქვს იმის, რომ იმკურნალებ და ყველაფერი
კარგად იქნება, თუმცა ყველაფერი მთლად ასეთი ადვილიც არ არის“.

მაშინ, როდესაც ინსულტი გადაიტანეთ, ორმოც წელს იყავით გადაცილებული, ეს არის ასაკი,
რომელიც ხშირად რთულია კარიერის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით ქალი
მსახიობებისთვის. რამდენი ხანი დაგჭრდათ, რომ დაგეწყოთ ფილმებში თამაში და გაგიჭირდათ
თუ არა კამერასთან მუშაობა?

„რა მიზეზით უნდა ყოფილი რთული ეს ყველაფერი? ეს არის ასაკი, როდესაც ქალი არის ყველაზე
ლამაზი, ჩამოყალიბებული, ჭკვიანი და წარმატებული. ჩვენ არ უნდა შევავიწროვოთ
მანდილოსნები იმაზე ფიქრით, რომ რადიკალურად შეიცვლება მათი ცხოვრება, როდესაც
გახდებიან ორმოცი წლის“.

„არ აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს წახვალთ ბიზნესიდან, თავიდან დაწყება ყოველთვის
შეგიძლიათ. რობინ უილიამსმა შეძლო ყველაფრის თავიდან დაწყება, ისევე როგორც ჯონ
ტრავოლტამ, ასე რომ ვიცოდი, მეც შევძლებდი. არ აქვს მნიშნელობა, რის გამო დაიხიეთ უკან,
რატომ დაანებეთ საქმიანობას თავი, ცხოვრების თავიდან დაწყება ყოველთვის შეგიძლიათ“.

„მაგალითად, მას შემდეგ, რაც ინსულტი გადავიტანე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
უნდა მესწავლა ახლიდან სიარული, ლაპარაკი და ფუნქციონირება თავიდან უნდა დამეწყო.
როდესაც ცხოვრებაში კრიზისი გაქვთ, თითქოს გრძნობთ, რომ ყველაფრის ნულიდან დაწყება
მარტივად შეგიძლიათ, მაგრამ თითქოს ამავდროულად არ იცით, როგორ მოხდება ეს ყველაფერი.
ამ დროს საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, როგორია გზა, რომელიც დანიშნულების ადგილას
მიგიყვანთ. მე გამუდმებით ვეკითხებოდი საკუთარ თავს ამას და გარკვეული დროის შემდეგ
მივიღე პასუხები, რომლებიც დამეხმარა თავიდან დამეწყო ყველაფერი“.

თქვენს წიგნში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ბევრს საუბრობთ, თუმცა
ყველაზე მოულოდნელი საზოგადოებისთვის თქვენი ბავშვობის გამოცდილება იყო. ფიზიკური
და სექსუალური ძალადობა ოჯახში, რომელზეც ღიად საუბრობთ.

„თავდაპირველად, როდესაც ამ წიგნის განხილვა დავიწყე, ხალხი უკვე შეშინებული იყო მისი
იდეით. ვფიქრობ, ზოგჯერ ადამიანები ცდილობდნენ გაეკონტროლებინათ ჩემი ქცევა, ისინი
ჩასაფრებულები იყვნენ რას ვიტყოდი, თითქოს უნდოდათ რაღაც გარკვეულ თემებზე არ
მესაუბრა და ეს თემები წინ არ წამომეწია, ალბათ მათივე გამოცდილებიდან გამომდინარე“.

„ის მხოლოდ დასანახი ობიექტია, მას ხომ გრძნობები არ გააჩნია, მას ვერ შეეხები“ – დროთა
განმავლობაში ხალხმა შეწყვიტა ჩემდამი მსგავსად საუბარი, თითქოს, ისინი ადრე ფიქრობდნენ,
რომ უბრალოდ „ყინული“ ვიყავი, ამჟამად ადამიანებმა იციან ჩემი გამოცდილება, ჩემი განვლილი
ცხოვრება, ზოგჯერ ზოგიერთი მკითხველი ხვდება, რომ ჩვენი გზები ერთმანეთის მსგავსია: „მან
გადაიტანა ზუსტად ის, რაც მე, ის მხედავს მე და მე ვხედავ მას, ჩვენ გვაქვს რაღაც საერთო, ჩვენ
ერთმანეთს კარგად გავუგებთ“. – მსგავსი სიტყვების მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
როდესაც ინსულტი გადავიტანე, ძალიან რთული პერიოდი მქონდა, მეგონა მარტო ვიყავი და ჩემს
გარშემო ჩემი არავის არაფერი ესმოდა. ახლა ვხვდები, რომ მარტო არ ვარ, ვგრძნობ, რომ არსებობს
მადლიერებისა და სითბოს აღქმა, და, რა თქმა უნდა, არსებობს ღმერთის აღქმა“.

„ბაბუა გამუდმებით მემუქრებოდა მოკვლით, მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი და ერთსა და
იმავე სახლში ვიზრდებოდით, ერთმანეთისგან მაინც შორს ვიყავით, რადგან ამ თემებზე

ვერასდროს ვსაუბრობდით. ჩემს დას ამჟამადაც უჭირს ამ თემაზე საუბარი, მე დავდიოდი
თერაპიებზე და ვისწავლე, რომ ზოგჯერ ხმის ამოღება აუცილებელია, თუნდაც იმიტომ, რომ
შეიძლება შენს მსგავსად ახლა სხვა იყოს ანალოგიურ სიტუაციაში. სწორედ ამ გამოცდილებაზე
ვსაუბრობ ჩემს წიგნში, მინდა, რომ ადამიანებს რაღაცით, თუნდაც მინიმალურად მაინც
დავეხმარო“.

გაიგე მეტი: "ორჯერ ცხოვრების სილამაზე"შერონ სტოუნი

ასევე გაეცანი

#OK! იზაბელ გულარტი კანის კინოფესტივალზე “დევიდ კომას” კაბით გამოჩნდა
Hollywood News

#OK! იზაბელ გულარტი კანის კინოფესტივალზე “დევიდ კომას” კაბით გამოჩნდა

მაისი 26, 2022
#OK! ჰელენა ბონემ კარტერი დღეს 56 წლის გახდა
Hollywood News

#OK! ჰელენა ბონემ კარტერი დღეს 56 წლის გახდა

მაისი 26, 2022
#OK! ქეითლინ ჯენერი კორტნი კარდაშიანმა ქორწილში არ დაპატიჟა – რამ გამოიწვია ვარსკვლავებს შორის უთანხმოება
Hollywood News

#OK! ქეითლინ ჯენერი კორტნი კარდაშიანმა ქორწილში არ დაპატიჟა – რამ გამოიწვია ვარსკვლავებს შორის უთანხმოება

მაისი 26, 2022
#OK! “ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის დედოფალია” – 47 წლის ვარსკვლავის მორიგი გლამურული გამოჩენა
Fashion News

#OK! “ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის დედოფალია” – 47 წლის ვარსკვლავის მორიგი გლამურული გამოჩენა

მაისი 26, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! 2021 წლის 15 ყველაზე გახმაურებული მოდური მოვლენა

#OK! 2021 წლის 15 ყველაზე გახმაურებული მოდური მოვლენა

დეკემბერი 27, 2021
#OK! Massimo Dutti Online 25 მაისიდან საქართველოში ხელმისაწვდომია!

#OK! Massimo Dutti Online 25 მაისიდან საქართველოში ხელმისაწვდომია!

სექტემბერი 25, 2021
#OK! ირინა შეიკის ცეცხლოვანი კადრები საზაფხულო მოგზაურობიდან

#OK! ირინა შეიკის ცეცხლოვანი კადრები საზაფხულო მოგზაურობიდან

ივლისი 20, 2021
#OK! სტელა მაკარტნის 2022 წლის რესორტ კოლექცია

#OK! სტელა მაკარტნის 2022 წლის რესორტ კოლექცია

ივლისი 1, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

#OK! ევა ლონგორიას მორიგი გლამურული გამოჩენა კანის რიგით 75-ე კინოფესტივალზე

მაისი 20, 2022
#OK! “ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის დედოფალია” – 47 წლის ვარსკვლავის მორიგი გლამურული გამოჩენა

#OK! “ევა ლონგორია კანის კინოფესტივალის დედოფალია” – 47 წლის ვარსკვლავის მორიგი გლამურული გამოჩენა

მაისი 26, 2022
#OK! ისტორიაში პირველად – დემნა გვასალია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა

#OK! ისტორიაში პირველად – დემნა გვასალია Times-ის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაა

მაისი 24, 2022
#OK! ჰელენა ბონემ კარტერი დღეს 56 წლის გახდა

#OK! ჰელენა ბონემ კარტერი დღეს 56 წლის გახდა

მაისი 26, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×