• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! შაქრიანი დიაბეტი და პირის ღრუ

November 2, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

პირის ღრუში ცვლილებები ხშირად შაქრიანი დიაბეტის პირველი ნიშანია. გასათვალისწინებელია, რომ დიაბეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს პაროდონტის დაავადების განვითარების მექანიზმში. დიაბეტის დროს პირის ღრუს დაზიანება საკმაოდ ხშირია. მიზეზი ამჯერადაც სისხლში გლუკოზის სიჭარბეა. დაზიანებამ შესაძლოა მოიცვას პირის ღრუს ნებისმიერი ნაწილი: კბილები, ღრძილები, ენა, სასა… რომელი სტომატოლოგიური დაავადებებისკენაა მიდრეკილი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტი? წარმოადგენს თუ არა აბსოლუტურ უკუჩვენებას დენტალური იმპლანტაციის ჩასატარებლად? სტომატოლოგიური მკურნალობა, პირის ღრუს ჰიგიენა, და რა უნდა გავითვალისწინოთ სტომატოლოგთან ვიზიტის დროს?

OK! და PSP წარმოგიდგენთ პროექტის „შაქრიანი დიაბეტი და ჯანმრთელი პირის ღრუ“ სტუმრებს. PSP-ს კამპანიის ფარგლებში #შენზეზრუნვამაბედნიერებს 2 სეზონია მიმდინარეობს ერთობლივი პროექტი რადიო „ენერჯისთან“ ერთად − „სტუმრად სტომატოლოგთან“, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოისმინოთ საქართველოს წამყვანი სტომატოლოგების რჩევები ყოველ ოთხშაბათს, 16 საათზე.

 

 

ნინო აბაშიძე

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ის კლინიკური დირექტორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

მე, შაქრიანი დიაბეტის ტიპი I-ით 32 წლის განმავლობაში დაავადებული პაციენტი, გიზიარებთ: შაქრიანი დიაბეტი არ არის განაჩენი. ეს უბრალოდ, ცხოვრების წესია. ნებისმიერი მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მთავარია მონდომება. შაქრიანი დიაბეტი ხელს არაფერში შეგიშლით. ექიმი სტომატოლოგი გირჩევთ: მუდმივად იკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე, პირის სიმშრალის, ლორწოვანის ჰიპერემიის, ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებების, წვის, ჩხვლეტის, ღრძილებიდან სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, რეგულარულად მიმართეთ თქვენს ექიმ-სტომატოლოგს, შეინარჩუნეთ პირის ღრუს ჯანმრთელობა. პაროდონტის დაავადებები, თავის მხრივ, შესაძლებელია იყოს ინსულინრეზისტენტობისა და სისხლში შაქრის დონის კონტროლის მიზეზი. ჩვენ სხვებისგან არაფრით განვსხვავდებით. ჯანმრთელობას გისურვებთ.

 

ქეთი გოგილაშვილი

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, თსუ-ის  პროფესორი

თუ სისხლში გლუკოზის მომატებული რაოდენობა აღმოგაჩნდათ და გამოკვლევის საფუძველზე დიაბეტის დიაგნოზი დაგისვეს, ნუ შეშინდებით − თუ გააცნობიერებთ თქვენი მდგომარეობის სერიოზულობას, ყველა სათანადო რეკომენდაციას დაიცავთ და რეგულარულად მიაკითხავთ თქვენს სტომატოლოგს, გართულებების განვითარების რისკი გაცილებით დაბალი იქნება.

 

 

ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილი

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ-ის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი

1996-1997 წლებში მე და ჩემმა მეუღლემ, პროფესორმა მანანა კალანდაძემ (ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, თსუ) ჩავატარეთ კვლევა: „დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა შორის კარიესის გავრცელებისა და ინტენსივობის შესახებ“, რომლის მიხედვით დამტკიცდა, რომ დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა შორის კარიესის გავრცელება და კარიესის ინტენსივობა გაცილებით მაღალია, ვიდრე იმავე ასაკის არადიაბეტიან (ჯანმრთელ) ბავშვებს შორის.

ეს მიგვითითებს იმაზე, რომ დიაბეტის მქონე ბავშვებს განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ. დიაბეტი ხელს უწყობს კარიესის განვითარებას, ამძიმებს პირის ღრუში მიმდინარე პროცესებს და საჭიროებს სტომატოლოგის მუდმივ მეთვალყურეობას.

 

გიორგი ქოჩიაშვილი

 

სტომატოლოგიური კლინიკების ქსელი „დენსის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

დიაბეტი არ არის უკუჩვენება ქირურგიული მანიპულაციის ან იმპლანტაციის დროს. ეს არის მხოლოდ რისკ-ფაქტორი, რომელიც საყურადღებოა. დიაბეტის მქონე პაციენტებში უმჯობესია ქირურგიული ჩარევა დღის მეორე ნახევარში გაკეთდეს, ვიდრე დილით, რადგან დილის საათებში ინსულინის გამოყოფა უფრო მეტი რაოდენობით ხდება. თუ პაციენტი აკონტროლებს შაქრის დონეს, მას არანაირი პრობლემა არ ექნება.

 

 

ნინო ბერიძე

 

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის პრეზიდენტი, „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის“ და „ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის“ დამფუძნებელი.

ექიმი-ორთოდონტი

კბილების ინფექციებმა და ღრძილების დაავადებებმა შესაძლოა გაზარდოს პატარების შაქრის შემცველობა სისხლში. ამიტომ, ასეთმა ბავშვებმა უფრო რეგულარულად უნდა იარონ პედიატრ სტომატოლოგებთან.

დიაბეტმა შეიძლება გამოიწვიოს კბილების ნაადრევი ამოჭრა. დიაბეტის მქონე ბავშვებში, პრიორიტეტი ენიჭება ადრეულ და ხანმოკლე ორთოდონტიულ მკურნალობას. ბრეკეტების გაკეთებამდე, კარგად უნდა შეფასდეს ბავშვის პირის ღრუს მდგომარეობა, ვინაიდან ბრეკეტები იწვევს კბილის ნადების ზრდას. თუ თქვენი პატარას სისხლში შაქრის შემცველობა კონტროლირებადია, არ აქვს კარიესები ან ღრძილების დაავადებები, ორთოდონტიული მკურნალობა დასაშვებია.

 

 

რამაზ ორჯონიკიძე

 

მედიცინის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი-სტომატოლოგი, იმპლანტოლოგი-ორთოპედი, სტომატოლოგიური კლინიკა A1 -ის დამფუძნებელი, საქართველოს პროფესიონალ სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

თანამედროვე სტომატოლოგიაში დიაბეტი არ წარმოადგენს იმპლანტაციის 100%-იან უკუჩვენებას. წარმატებული შედეგისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, პაციენტი ზედმიწევნით კარგად იცავდეს საკუთარი  მკურნალი ექიმი-ენდოკრინოლოგის დანიშნულებას და პირის ღრუს ჰიგიენას.

 

ნატო ხარატიშვილი

 

კლინიკა „მედის“ სტომატოლოგიური განყოფილების უფროსი

შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებმა ხშირად უნდა ჩაიტარონ პირის ღრუს პროფესიული წმენდა.  პაროდონტოლოგთან ხშირი ვიზიტით პაციენტი თავიდან აიცილებს პროცესებს პირის ღრუში. ჰიგიენის დაცვა უმნიშვნელოვანესია. კბილის პასტა უნდა შეირჩეს პაროდონტოლოგიური სტატუსის გასაუმჯობესებლად, ხოლო ჯაგრისი აუცილებლად უნდა იყოს რბილი, რათა არ გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება.

 

ასევე გაეცანი

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში
Health & Beauty

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს
ინტერვიუ

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია
ინტერვიუ

#OK! საკუთარ თავში ნაპოვნი ჰარმონია

May 14, 2025
#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი
ინტერვიუ

#OK! თათია გაბისონია – წარმატებული მეწარმე და პერმანენტული მაკიაჟის საერთაშორისო ტრენერი

May 14, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სითი ფიზიო – ხერხემლის პათოლოგიებისა და სპორტული ტრავმის პირველი თანამედროვე რეაბილიტაციის ცენტრი საქართველოში

#OK! სითი ფიზიო – ხერხემლის პათოლოგიებისა და სპორტული ტრავმის პირველი თანამედროვე რეაბილიტაციის ცენტრი საქართველოში

July 4, 2023
#OK! 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

#OK! 5 ყველაზე მდიდარი ქალბატონი მსოფლიოში

March 4, 2021
#OK! „საუკეთესო მონსტრის დაბადების დღე“ – როგორ ულოცავს მარიამ სანოგო შვილს დაბადების დღეს

#OK! „საუკეთესო მონსტრის დაბადების დღე“ – როგორ ულოცავს მარიამ სანოგო შვილს დაბადების დღეს

February 2, 2023
#OK! ერთი რჩევა სიყვარულზე, რომელიც პრინცესა დაიანამ სიკვდილამდე პრინც უილიამს დაუტოვა

#OK! ერთი რჩევა სიყვარულზე, რომელიც პრინცესა დაიანამ სიკვდილამდე პრინც უილიამს დაუტოვა

March 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

#OK! სიყვარული ხელოვნების მიმართ, რომელსაც შეუძლია ადამიანის სულს შეეხოს და გზა აჩვენოს

May 15, 2025
#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

#OK! Memorial Hospitals Group – სრული სამედიცინო მომსახურების ჯაჭვი ერთ სივრცეში

May 15, 2025
#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

#OK! KO-Kaia – დახვეწილი, ელეგანტური და ხარისხიანი სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი

May 15, 2025
#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

#OK! ბიზნესი და საზოგადოება – ერთად მეტი შეგვიძლია!

May 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები