• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც მიჭირდა სამსახურზე გადართვა” – სკარლეტ იოჰანსონი

March 31, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

სკარლეტ იოჰანსონს ბევრი ტიტული აქვს: მსახიობის, სილამაზის ბრენდების
ამბასადორის, პროდიუსერის, დედის, მეუღლის და ახლა უკვე ბრენდის
დამფუძნებლის. ჰოლივუდის ლამაზმანი საზოგადოებაში არ არის ცნობილი სოციალური
მედიის გამოყენებით, თუმცა, იმედოვნებს, რომ გულახდილობით, მონდომებითა და
ხარისხიანი პროდუქციით მალე გახდება მომხმარებლების ერთ-ერთი საყვარელი
ბრენდის დამფუძნებელი.

ადამიანი, რომელიც ძალიან აფასებს კონფიდენციალურობას, როგორ აპირებს გააცნოს ფართო
საზოგადოებას საკუთარი ბრენდი, რომელიც სოციალურ მედიას თითქმის ყოველდღიურად
იყენებს?

მე ძალიან აღელვებული ვარ და დიდი მოლოდინი მაქვს სამომავლოდ The Outset-ისთვის, მინდა
ყველანაირად ვიყო ამ საქმეში ჩართული. მაინტერესებს მომხმარებელთან ურთიერთობა და
მსურს ვიყო ამ ყველაფრის ნაწილი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე აუცილებლად უნდა
გადავუღო ფოტოები ჩემს საუზმეს და გამოვაქვეყნო ინსტაგრამზე, რათა საზოგადოებას ჩემდამი
ნდობა გაუჩნდეს. ვფიქრობ, შემიძლია ვიყო ხელმისაწვდომი სოციალურ მედიაში აქტიურობის
გარეშე.

რა ასაკიდან უვლით სახის კანს?

მახსოვს წლები, როდესაც ვებრძოდი თინეიჯერულ აკნეს, როდესაც მიმდინარეობდა
ჰორმონალური ცვლილებები. მახსოვს, ვიზაჟისტები როგორ მეუბნებოდნენ: „რა არის ეს?“,
ჩემთვის ძალიან რთული იყო ამის გაგება, რადგან დიდი ხნის განმავლობაში მქონდა აკნე.
მახსოვს დედა როგორ მეუბნებოდა ხოლმე, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად კარგად არ
უნდა გამოვიყურებოდე დღის განმავლობაში, საღამოს, როდესაც დავიბან სახეს, მე საკუთარი
თავის რეალურ ვერსიასთან დავრჩები, რასაც აუცილებლად უნდა ვუვლიდე. ამან ძალიან დიდი
ზეგავლენა მოახდინა ჩემს თავდაჯერებულობაზე.

90-იანი წლები ხშირად „სილამაზის ექსპერიმენტების“ ეპოქად ითვლება, როგორი იყო თქვენთვის
ამ მხრივ ეს პერიოდი?

მე ვიღებდი ფილმებში მონაწილეობას, თუმცა, სხვა მხრივ ნორმალური ბავშვობა მქონდა, ისევე
ვატარებდი დროს, როგორც ჩემი სხვა თანატოლები. ხშირად ვიყავი ხოლმე მეგობრებთან ერთად,
მაშინ სოციალური მედია არ არსებობდა, არც ამდენ ფოტოს იღებდა ვინმე. ჩვენ უფრო რეალური
ცხოვრებით ვცხოვრობდით და ვერთობოდით. მახსოვს როგორ გავიკეთე პირსინგი ცხვირსა და
წარბზე, მაშინ მომწონდა ლურჯი ტუჩსაცხი და მქონდა პერსონალური სტილი. მაშინ წვრილი
წარბები იყო მოდაში და მახსოვს ყველა ჩემს მეგობარს მე ვუკეთებდი მათ. ჩემი წარბები ამ
ტრენდის გამო მერვე კლასის შემდეგ არ შეცვლილა. თინეიჯერობის პერიოდში განსაკუთრებით
გოგონებს ხშირად სურთ ჩაატარონ ექსპერიმენტები, რადგან ეს მათ საკუთარი თავის აღმოჩენასა
და თვითგამოხატვაში ეხმარებათ.

რომელი ქალი იყო ის, რომლის ეკრანზე გამოჩენამაც თქვენზე გასული წლების განმავლობაში
წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა?

მე ძალიან ბევრი ფილმი მაქვს ნანახი ჰოლივუდის ოქროს ხანიდან და ჯუდი გარლენდის დიდი
თაყვანისმცემელი ვარ. ის ძალიან ლამაზი და თვალისმომჭრელი იყო, გასაოცარი მსახიობი,
რომლის ფილმების ყურებაც ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს. მისი პერფორმანსები ძალიან
სუფთა, მრავლისმეტყველი და დამაფიქრებელი იყო. ძალიან მომწონდა ასევე ვაინონა რაიდეირი,
რომელიც ყოველთვის ყველა ფილმში გამორჩეული იყო. მომწონდა მისი გარეგნობაც და
პერსონალური სტილიც, ის შესანიშნავი ადამიანი, ლამაზი ქალი და ნიჭიერი მსახიობია.
თქვენ არაერთხელ გიმუშავიათ სილამაზის ბრენდებთან. რამ გაფიქრებინათ შეგექმნათ The
Outset?

მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი ამბასადორად ბრენდებისთვის და საბოლოოდ
გადავწყვიტე შემექმნა ეს პროექტი, რომელზეც ხუთ წელზე მეტი ვმუშაობდი. მე უბრალოდ
ვგრძნობდი, რომ არ მინდოდა სხვა ადამიანების სილამაზის სტანდარტების წარმოჩენა, მე
გავიზარდე, როგორც ადამიანი და მივიღე ძალა გამეკეთებინა ის, რაც ჩემთვის ჭეშმარიტებასთან
ასოცირდება. ეს ინდუსტრია რადიკალურად განსხვავდება სამსახიობო ბიზნესისგან, დავიწყე
იმაზე ფიქრი, რისი ნახვაც დამჭირდებოდა, მომხმარებელი რომ ვყოფილიყავი. არ მინდოდა ჩემი
სახელის ლიცენზირება, მინდოდა რაღაც არაფრიდან შემექმნა.

სამსახიობო და სილამაზის ინდუსტრიის გარდა, თქვენი ცხოვრების რომელმა ეტაპმა იქონია
თქვენზე გარდამტეხი ცვლილება?

ბევრი ასეთი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში, როგორც პროფესიულ კარიერაში, ასევე პირად
ცხოვრებაში. ცხადია, შვილების გაჩენა ჩემთვის ყველაზე დიდი მოვლენა იყო, რის შემდეგაც
მიჭირდა სამსახურზე გადართვა, განსაკუთრებით მანამ, სანამ ბავშვები ცოტა არ გაიზარდნენ.
ყოველთვის მქონდა იმის შეგრძნება, რომ ვპოულობდი ბალანსს საქმიანობასა და პირად
ცხოვრებას შორის და მგონია, რომ ეს ძალიან კარგად გამომდის.

გაიგე მეტი: სკარლეტ იოჰანსონი

ასევე გაეცანი

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-იანებიდან დღემდე
Hollywood News

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-იანებიდან დღემდე

October 10, 2025
#OK! ჯეინ გუდოლი – მეცნიერების სიმბოლო და ბუნების უსასრულო ამბის მთხრობელი
Hollywood News

#OK! ჯეინ გუდოლი – მეცნიერების სიმბოლო და ბუნების უსასრულო ამბის მთხრობელი

October 2, 2025
#OK! “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე” – მადონა
Hollywood News

#OK! “არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და საიდან მოდიხარ, ყოველთვის შეგიძლია შეიცვალო და საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდე” – მადონა

August 24, 2025
#OK! ყველაზე გამორჩეული როლები ანია ტეილორ-ჯოის შემოქმედებიდან
Hollywood News

#OK! ყველაზე გამორჩეული როლები ანია ტეილორ-ჯოის შემოქმედებიდან

August 24, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ინექციური კოსმეტოლოგიის შემსწავლელი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე პირველად გამოიცა

#OK! ინექციური კოსმეტოლოგიის შემსწავლელი სახელმძღვანელო ქართულ ენაზე პირველად გამოიცა

December 8, 2022
#OK! ანია ტეილორ-ჯოი ბრენდ Tiffany & Co-ს სახე გახდა!

#OK! ანია ტეილორ-ჯოი ბრენდ Tiffany & Co-ს სახე გახდა!

June 15, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი საზაფხულო არდადეგებს Turks and Caicos-ის კუნძულებზე ატარებს

#OK! კიმ კარდაშიანი საზაფხულო არდადეგებს Turks and Caicos-ის კუნძულებზე ატარებს

July 9, 2022
#OK! Rihanna Savage X Fenty-სთვის! მომღერლის სექსუალური ფოტოსესია!

#OK! Rihanna Savage X Fenty-სთვის! მომღერლის სექსუალური ფოტოსესია!

March 5, 2021

კვირის ჰიტები

#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

#OK! დედაზე მოგონებების აღსადგენად პრინცმა ჰარიმ სენსორული თერაპია ჩაიტარა

December 1, 2025
#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

December 1, 2025
#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

December 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები