ზაფხულის დადგომასთან ერთად საჭირო გახდა განსაკუთრებული თავის მოვლა, რათა მომზადებულები დავხვდეთ ცხელ დღეებს. ხშირად ქალბატონები სხვადასხვა ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ ზაფხულის პერიოდი ამ მხრივ ნაყოფიერად გამოიყენონ, თუმცა არის რამდენიმე საჭირო დეტალი, რომლის ცოდნაც აუცილებელია ამ გეგმის შესასრულებლად. ამისთვის კი OK! გთავაზობთ 3 ჯადოსნურ რჩევას, რომელთა გათვალისწინებაც კომფორტულს გახდის თქვენს დასვენების პერიოდს.
ფეხსაცმლის სწორად შერჩევა
ზაფხულის ცხელი დღეების სასიამოვნოდ გასატარებლად, ექსპერტები ქალბატონებს ურჩევენ, მოიხმარონ მაქსიმალურად ღია და კომფორტული ფეხსაცმელები, რათა მათი თითოეული ბედნიერი მომენტი უფრო მეტად სასიამოვნო გახდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტიპის ფეხსაცმელები ჩაცმულობას უფრო დახვეწილს, ქალბატონს კი უფრო მეტად თავდაჯერებულს ხდის.
გელი თქვენი ფეხების ჯანმრთელობისა და სილამაზისათვის
სიცხეს თან ახლავს დისკომპორტი ქვედა კიდურებში, რის გამოც ქალბატონებს არც თუ ისე იშვიათად უწევთ, უარი თქვან წვეულებებზე. სიმძიმის შეგრძნების, შეშუპებისა და დისკომფორტის მოსახსნელად ქვედა კიდურებში ექიმები რეკომენდაციას უწევენ ჰეპარინის მაღალკონცენტრირებულ გელს ადგილობრივი გამოყენებისთვის.
დასვენება
ხშირად ზაფხული დაუსრულებელ გართობასთან ასოცირდება, რითაც ადამიანის როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად გადაღლის საშიშროება იზრდება. განსაკუთრებით კი ახალგაზრდები აქტიურდებიან ამ პერიოდში, რითაც არდადეგების დასრულების შემდგომ მათ მიერ სამუშაოს შესრულების ხარისხი მცირდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, მოვუსმინოთ საკუთარ თავს და გამოვყოთ დრო მშვიდ გარემოში ჩვენივე დასვენებისთვის.