• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! საუბრები ჭიქა ღვინოზე „ამოსასთან“ ერთად

ოქტომბერი 21, 2021
საკითხავი დრო: 1 min read

ვირტუალურ საუკუნეში, როდესაც რეალური შეხვედრები, ხელნაწერი ბარათები, წერილები, დაბეჭდილი ფოტოები და უბრალოდ, მეგობრული საუბრები იშვიათობად იქცა, ჟურნალმა OK! გადაწყვიტა, სწორედ მეგობრებისთვის შექმნილი ღვინის თანხლებით რეალურ სივრცეში შეეკრიბა მეგობრები. მაშ ასე, ახალი რუბრიკა ვირტუალურ სამყაროში ძალიან ცნობილი მეგობრების − დათო გორგილაძისა და ირაკლი გაფრინდაშვილის მონაწილეობით იწყება.

გადაღება ირაკლის სამფლობელოში, ზღაპრულად ლამაზ ადგილას, „სათიბეში“ დავნიშნეთ. რა თქმა უნდა, თან მეგობრობის სულითა და ქართული სტუმართმოყვარეობით შთაგონებული ღვინო – „ამოსა“ წავიღეთ. საუბრები ჭიქა ღვინის თანხლებით ხომ მეტად სასიამოვნოა ძვირფასი მოგონებების შესაქმნელად.

„მეგობრისთვის შექმნილი ღვინო“ − სწორედ ეს ფრაზაა „ამოსას“ კონცეფცია, რაც გულისხმობს იმას, რომ ღვინო მთელი გულითა და განსაკუთრებული მონდომებითაა შექმნილი. „ამოსა“ მსუბუქი, გემრიელი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ღვინოა. მისი გამორჩეული დიზაინისა და დახვეწილი გემოების ერთიანობამ ღვინის არა მარტო ქართველი, არამედ ევროპელი მოყვარულების მოწონებაც დაიმსახურა და დღეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ღვინოსა და ყველის ტანდემი საუკეთესოა, თან თუ ეს ყველი შოკოლადსა და ჩირთან ერთადაა ტანდემში, ხომ საერთოდ… მოკლედ, ჭიქა ღვინით და KONFETERY-ის შოკოლადთან ერთად, საუბარი დავიწყეთ.

 

 

როგორ დამეგობრდით?

დათო:

ირაკლი ჩემი მეგობრების მეგობარი იყო. ასეთ შემთხვევებში რთულია, ზუსტად გაიხსენო პირველად შეხვედრის, ხელის ჩამორთმევისა და გაცნობის მომენტი. ისე კი, მეგობრობა რასაც ჰქვია, ოჯახურ წვეულებაზე დაიწყო, სადაც შევნიშნე, რომ ეს ტიპი კარგად ხუმრობს. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგად ხუმრობს და ეს იუმორი ნაწვალები და ნავარჯიშები კი არ არის, ძალიან ბუნებრივი და რაღაცნაირად თვითნაბადია. ერთდროულად, მასობრივიცაა და ხარისხიანიც. ასეთ ადამიანებს ყოველთვის ვაფასებდი. მგონია, რომ ბოროტება ასეთებისთვის უცხოა და ირაკლის შემთხვევაშიც ასე აღმოჩნდა. ერთი-ორი შეხუმრება, „იუმორის თქმა“, და საძირკველშიც ჩავარდა კაფსულა. ადრე მოხდა ეს, და თუ სწორად მახსოვს, გაზაფხულზე არა.

 

 

ირაკლი:

ნამდვილად მახსოვს, ჩვენ სალომე ბენიძისგან გავიცანით ერთმანეთი. სალომესთან დიდი ხანია ვმეგობრობ. სალომე არის ჩემში ფემინისტური საწყისების გამღვიძებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. ბავშვობის მეგობრები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ახლა თქვენც ხედავთ, როგორი მეგობრობა გვაკავშირებს. ეს მანამდე იყო, სანამ დათო ძალიან მსუქანი იყო. მისი ცხოვრება ხომ ეტაპებად იყოფა – სიგამხდრემდე და სიგამხდრის შემდეგ. პრინციპში, ჩემიც ასეა − გორგილაძემდე და გორგილაძის შემდეგ. ფეისბუქში მერე შევთამაშდით.

რომ გავიცანი, მივხვდი, რომ ის „ის“ იყო და მე „მე“ ვიყავი, ერთ ენაზე ლაპარაკი ძალიან კარგია და ამის ფუფუნება დიდად არ მაქვს ხოლმე, იუმორის ენაზე − მით უმეტეს. ერთ ენაზე ვსაუბრობთ მე და დათო.

დათო:

ხო, ეს საუკეთესო პანდემია იყო ჩვენს ცხოვრებაში. პრინციპში, სხვა პანდემიების დროს რა ხდებოდა, არ მახსოვს, მაგრამ „კორონას დროს“ თავისით მოხდა თითქოს. ასეთი მისია დაგვეკისრა, საზოგადოება გვისმენდა და ჩვენც გამოგვდიოდა ხუმრობები. პანდემიამდეც ვხუმრობდით, მაგრამ ის, რომ სადაც ჩემს გვარს ახსენებენ, მაშინვე გაფრინდაშვილსაც იქვე ამბობენ და პირიქით, ეს ნამდვილად „კოვიდის“ დამსახურებაა.

 

 

ირაკლი:

სასაცილო სოციალური პასუხისმგებლობა დაგვაკისრა პანდემიამ − რაც შეიძლება მეტი სისულელე გვეწერა და მეტად გვეცინა ამ ამბავზე. ფაქტობრივად, პანდემიური კოლაბორაცია შედგა. ამ ამბავმა გორგილაძეს შესძინა მთელი ათი ათასი „ფოლოვერი“. სახუმარო თემა არ მელევა, საბედნიეროდ. ახალი სახელია „ქუსლის მაზის ბიჭი“. აქამდე მხოლოდ „ყოფილ მსუქანს“ ვეძახდი.

დათო, ხომ ვერ გაიხსენებდით ერთ ისტორიას ირაკლის შესახებ?

დურგალთან შეხვედრა ყოველთვის კარგია: ქუჩაში, კაფეში, ბარში, საქმესთან დაკავშირებით. მგონია, რომ წიგნის წაკითხვისა არ იყოს, ყველა ჯერზე უკეთესი ხდები, მაგრამ არაფერი შეედრება შემთხვევას, როცა დიდი თავყრილობების დროს შემთხვევით გადაეყრები გაფრინდაშვილს. ხელში ყოველთვის ჭიქა უჭირავს და ლაკონიური ფრაზებით შემოიფარგლება. მერე ფიქრობ: აი, ახლა ამან, ამ ღვთის პირიდან გავარდნილმა, რანაირად მოახერხა ამ ერთი წინადადებით თან გაგაცინოს და თან რაღაც ამოუცნობი ენერგია მოგცეს. პარასკევი საღამოა, გავიხედოთ, „მტკვარზე“ შევდივარ. მთავარ „დენს ფლორზე“ თითქოს წრე აქვთ გაკეთებული. იფიქრებ, რომ ვიღაც შუაში „ლეკურს“ ცეკვავს. არადა, მსუბუქი ტექნო იღვრება დინამიკებიდან. მივუახლოვდი და გაფრინდაშვილია ყურადღების ცენტრში − რაღაც ამოუცნობს ცეკვავდა. კარგი იყო, მოკლედ…

ირაკლი, „სათიბე“ თქვენი ახალი და საინტერესო პროექტია…

კი, როგორ შეიძლება ეს ხედი არ მოგწონდეს?.. ყოველ საღამოს ახალი კინო მაქვს ღრუბლების მონაწილეობით, ყოველდღე სხვადასხვანაირად ჩადის მზე. დავდივარ, ვაგროვებ დაშლილი სახლების ქვებს, ძველ ნივთებს და ვაწყობ სათიბეს. დიდი გეგმები მაქვს ძალიან.

ირაკლი, ფეისბუქი დიდი ხანია გაქვთ?

კი, 12 წელია მაქვს. იყო პერიოდი, ლათინური ასოებით სისულელეებს ვწერდი. გამუდმებით ვშლი ამ არქივებს, ფეისბუქი რომ შემახსენებს ხოლმე. მაგრამ ჩემი ფეისბუქი ამით მოვიდა დღემდე, რომ ბევრი სისულელე ვწერე. სწორედ ფეისბუქმა შექმნა გაფრინდაშვილიც, გორგილაძეც და თქვენ წარმოიდგინეთ, „სათიბეც“. მიყვარს, კარგი პლატფორმაა. ინსტაგრამს რაც შეეხება, კარგი ფილტრები აქვს, ფოტოებს ვამუშავებ და იქვე ვტოვებ ხოლმე, მაგრამ მე რა თქმა უნდა, არ ვპოზირებ, არ ვარ საინსტაგრამო პერსონაჟი.

 

ტექსტი: მაიკო წერეთელი/მარიამ მთივლიშვილი

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით
Fashion

#OK! ახალი კოლექცია „მეთერსისგან“ – გაატარე ზაფხული კომფორტული და დახვეწილი სამოსით

ივნისი 6, 2022
#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული
Fashion

#OK! იყავი განსაკუთრებული და ატარე F E L I N O Milano-ს სამკაული

ივნისი 6, 2022
#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage
Health & Beauty

#OK! ახალი ესთეტიკური სივრცე − Entourage

ივნისი 6, 2022
Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი
Health & Beauty

Beam Medical – თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნავს პროფესიონალთა გუნდი

ივნისი 6, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ნეტფლიქსმა სერიალ Emily in Paris-ის მე-3 და მე-4 სეზონები დაამტკიცა

#OK! ნეტფლიქსმა სერიალ Emily in Paris-ის მე-3 და მე-4 სეზონები დაამტკიცა

იანვარი 11, 2022
#OK! რიანა საკუთარი დედის 52-ე დაბადების დღის წვეულებაზე

#OK! რიანა საკუთარი დედის 52-ე დაბადების დღის წვეულებაზე

აპრილი 6, 2021
#OK! ბიზნეს შეხვედრაზე მიმავალი კიმ კარდაშიანი რობერტო კავალის სამოსით და ვერცხლისფერი მინიჩანთით

#OK! ბიზნეს შეხვედრაზე მიმავალი კიმ კარდაშიანი რობერტო კავალის სამოსით და ვერცხლისფერი მინიჩანთით

მარტი 25, 2021
#OK! კიმ კარდაშიანი მალიბუში ისვენებს: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

#OK! კიმ კარდაშიანი მალიბუში ისვენებს: ვარსკვლავის უახლესი პაპარაცული ფოტოები

სექტემბერი 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! 79 წლის ქელვინ ქლაინი 34 წლის მეგობარ ბიჭთან ერთად: წყვილის იშვიათი გამოჩენა

#OK! 79 წლის ქელვინ ქლაინი 34 წლის მეგობარ ბიჭთან ერთად: წყვილის იშვიათი გამოჩენა

ივნისი 22, 2022
#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი ერთმანეთს დაშორდნენ

ივნისი 23, 2022
#OK! კენდალ ჯენერი მეგობართან, ფაი ხადრასთან ერთად მალიბუში ისვენებს (ფოტოები)

#OK! კენდალ ჯენერი მეგობართან, ფაი ხადრასთან ერთად მალიბუში ისვენებს (ფოტოები)

ივნისი 21, 2022
#OK! “4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება” – კიმ კარდაშიანი

#OK! “4 შვილის მოვლით ძალიან ვიღლები, დასასვენებლად ძალიან ცოტა დრო მრჩება” – კიმ კარდაშიანი

ივნისი 23, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×