• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! საშობაო სურვილები სოფიკო დევდარიანისგან – ინტერვიუ NAIL LOUNGE BATUMI-ის დამფუძნებელთან

January 3, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

ესთეტიკური სილამაზის ცენტრი Nail Lounge Batumi ოფიციალურად 2019 წლის 7 დეკემბერს გაიხსნა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე. სალონის მიზანი თავიდანვე მომხმარებლებისთვის ერთ სივრცეში ყველა საჭირო პროცედურის ხარისხიანად შეთავაზება იყო და დღეს უკვე ერთ-ერთი ლიდერია სილამაზის სფეროში არსებულ ცენტრებს შორის აჭარაში. სალონის დამფუძნებელი სამი შვილის დედა – სოფიკო დევდარიანია, რომელმაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა სამედიცინო სფეროში და საკუთარი სალონის გახსნა გადაწყვიტა ბათუმში. ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით OK! Health and Beauty Book-ი სოფიკოს პირადად ესტუმრა.

 

სოფიკო, უპირველესად, გვიამბეთ თქვენ შესახებ. სად მიიღეთ განათლება და რა არის თქვენი ძირითადი პროფესია?

საკმაოდ მრავალფეროვანი გამოცდილება მაქვს მედიცინის მიმართულებით: დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და მიღებული მაქვს მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის სფეროში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ექიმად, შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელიც ვიყავი. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი მსოფლიოში წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორც პროდუქტების მენეჯერი.

როგორ დაგებადათ სალონის გახსნის იდეა?

გადავწყვიტე დროებით თავი დამენებებინა ყველა საქმისთვის და შევუდექი საკუთარი ბიზნესის წარმოების შესახებ ფიქრს − გადავწყვიტე დამეფუძნებინა სილამაზის სალონი. რატომ სილამაზის სალონი? – ალბათ იმიტომ, რომ ბუნებით ესთეტი ვარ, მიყვარს ხარისხიანი, მაღალი დონის მომსახურება და მინდოდა რაიმე ისეთი გამეკეთებინა, რაც არა მარტო მე, არამედ ჩემთვის ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებსაც სიამოვნებას მიანიჭებდა.

სიმართლე გითხრათ, სილამაზის სალონების მიმართულებით გამოცდილება არ მქონია, ჩემი განათლება და პროფესიული საქმიანობა მკვეთრად განსხვავდებოდა ამ სფეროსგან, თუმცა არ შევუშინდი არანაირ გამოწვევას და დღეს ბაზარზე საკმაოდ მყარად ვართ წარმოდგენილები − სალონი Nail Lounge Batumi გამოირჩევა სერვისების მრავალფეროვნებით და მომსახურების მაღალი ხარისხით.

 

სოფიკო, გვიამბეთ Nail Lounge Batumi-ის შესახებ. რა სახის პროცედურებს სთავაზობთ საზოგადოებას?

Nail Lounge Batumi უკვე ორი წელია, რაც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა და მას შემდეგ მუდმივი განვითარებისა და წინსვლის რეჟიმში ვართ. საზოგადოებას ვთავაზობთ ყველა იმ პროცედურას, რომელიც ასოცირებულია საკუთარი თავის მოვლასთან და უფრო მეტად გალამაზებასთან. დამეთანხმებით, ეს ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მოვლილი და გალამაზებული „მე“ უფრო მეტად თავდაჯერებული და ხალისიანია.

ჩვენთან მოსულ მომხმარებელს საშუალება აქვს ისარგებლოს დიოდური ლაზერული ეპილაციით, ფრჩხილის მოვლა/მოწესრიგებით, თმის სტილისტისა და ვიზაჟისტის მომსახურებით, პერმანენტული მაკიაჟით, წარბისა და წამწამის კორექციით. ფაქტობრივად ყველა იმ პროცედურით, რომელთა გარეშე დღეს უკვე წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრებისეული რუტინა.

სალონი მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საზოგადოებას შესთავაზოს მაღალი ხარისხის სერვისი, ამიტომ მთელი გუნდი ცდილობს, ყველა მომხმარებლის სურვილი მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს. გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ესთეტიკური თვალსაზრისით, ვაპირებთ გავფართოვდეთ და ახლო მომავალში ჩვენს მომსახურებებს აუცილებლად დაემატება ახალი პროცედურები სხეულის კორექციის, ინიექციური კოსმეტოლოგიის თუ პოდოლოგიის მიმართულებით.

რატომ ბათუმი?

ბევრჯერ მითქვამს, რომ ბათუმი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია და მასთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. თუმცა უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ბათუმი მუდმივად ვითარდება და ფეხს უწყობს ყველანაირ სიახლეს. მოკლედ რომ ვთქვათ, ბათუმში საქმის კეთება სასიამოვნოცაა და მიმზიდველიც.

 

რა გამოწვევები გქონდათ ამ 2 წლის განმავლობაში?

სალონის გახსნიდან 3 თვეში დაიწყო COVID-19-ის პანდემია და როგორც ყველა, ჩვენი სალონიც დაიკეტა ფაქტობრივად ისე, რომ ნორმალურად გახსნაც კი ვერ მოვასწარით. თუმცა მიმაჩნია, რომ გუნდის მიერ სწორად არჩეულმა სტრატეგიამ, დაგეგმვამ, თანამშრომლების პროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ მალევე აღვადგინეთ მუშაობა და ნელ-ნელა მოვიპოვეთ პოპულარობა. დღეს უკვე გაცილებით მეტი ადამიანი გვიცნობს და გვენდობა, რაც ძალიან გვახარებს. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ არაფერს ვუშინდებით, რადგან Nail Lounge Batumi-მა შეძლო დაემკვიდრებინა თავი, როგორც მაღალი ხარისხის მომსახურების ცენტრს, რომელიც თავის გამორჩეულ ინტერიერთან ერთად, პირველი მისვლისთანავე ნუსხავს ნებისმიერ სტუმარს.

გვესაუბრეთ გუნდზე.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ Nail Lounge Batumi-ის გუნდი დაკომპლექტებულია მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალებით. მათ შორის არიან კადრები, რომლებიც უკვე მუშაობდნენ შესაბამის სფეროში ან ჩვენთან დაეუფლნენ პროფესიას, თუმცა ყველა მათგანი (ჩემი ჩათვლით) მუდმივი სწავლისა და განვითარების პროცესში ვართ. სილამაზე და ესთეტიკა ის მიმართულებაა, რომელიც წინ მიიწევს, ვითარდება და ჩვენ არ გვაქვს უფლება ჩამოვრჩეთ ამ წინსვლას.

სალონში შეგიძლიათ ისარგებლოთ თბილისიდან მოწვეულ სტილისტ გიორგის მომსახურებით, რომელსაც თბილისის რამდენიმე მაღალი კატეგორიის სალონში აქვს გამოცდილება მიღებული. გიორგი გთავაზობთ ყველა სახის მომსახურებას: თმის შეჭრას, დავარცხნას, ყველა სახის სირთულის შეღებვას მაღალი ხარისხის პროდუქციით, აგრეთვე თმის გამაჯანსაღებელ/აღმდგენ პროცედურებს.

სალონის სპეციალისტებს წელიწადში მინიმუმ ერთხელ აუცილებლად უტარდებათ ტრენინგი გადამზადების მიზნით. მაგალითისთვის რომ გითხრათ, გასულ წელს მოწვეული გვყავდა ერთ-ერთი ცნობილი სკოლის წარმომადგენელი, რომელმაც გაგვიზიარა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, მომავალ წელს კი სალონის ერთ-ერთი სპეციალისტი მიემგზავრება საზღვარგარეთ საკუთარი ცოდნის გასაღრმავებლად.

Nail Lounge Batumi სილამაზის ბევრ სალონს ჯანსაღ კონკურენციას უწევს − ვცდილობთ ვიყოთ ტრენდულები და ფეხი ავუწყოთ მსოფლიო ტენდენციებს. მიხარია, რომ ზოგიერთისთვის მისაბაძიც ვართ.

 

 

სოფიკო, გვიამბეთ სალონში წარმოდგენილი ლაზერული ეპილაციის აპარატზე.

ვინაიდან ბაზარზე ეფექტურობა და ხარისხი ძალიან კარგად ფასობს, ანუ ხედავს და აფასებს მომხმარებელი, გადავწყვიტეთ, გვეყიდა უმაღლესი ხარისხის აპარატი, რომელიც ძალიან კარგ შედეგებს მოგვცემდა და იქნებოდა განსხვავებული ბაზარზე წარმოდგენილი უმრავლესობისგან. ჩატარებული მარკეტინგული ანალიზის შემდეგ, გადავწყვიტეთ შეგვეძინა COCOONMEDICAL-ის ბრენდის primelase Excellence − ესპანური წარმოების დიოდური ლაზერული აპარატი (FDA), რომელიც გამოირჩევა საუკეთესო მახასიათებლებით და უპირატესობებით. დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე არსებულ დიოდურ აპარატებს შორის ეს არის ყველაზე ეფექტური, ყველაზე მძლავრი (4800 ვატი) და ყველაზე სწრაფი. აპარატის მიერ გამომუშავებული დიოდური სხივის ძალიან მაღალი სიმძლავრე და ინტენსივობა განაპირობებს მკურნალობის მაღალ ეფექტურობას და ეკონომიურობასაც − პროცედურებს შორის ხანგრძლივობა არის 30-45 დღე, განსხვავებით 21 დღისა (რაც სხვა ტიპურ შემთხვევებში გვხვდება), ეს კი მომხმარებლის დროისა და თანხების დაზოგვას ნიშნავს.

ზუსტად ამიტომ გვყავს ძალიან ბევრი მადლიერი მომხმარებელი, მათ შორის ისეთებიც, რომლებისთვისაც ადრე სხვაგან ჩატარებული მკურნალობა უშედეგო ან ნაკლებად ეფექტური იყო.

თავად რომელი პროცედურის მომხმარებელი ხართ?

ალბათ ყველაზე ხშირად მანიკიურ-პედიკიური და სტილისტი. ვიკეთებ აუცილებლად აპარატულ მანიკიურს, მიმაჩნია, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესოა, გელ-ლაქის ფერს კი ხასიათის მიხედვით ვარჩევ.

რა თქმა უნდა, პერიოდულად ლაზერულ ეპილაციაზეც ვაკითხავ გოგონებს. ამ ეტაპზე უკვე მხოლოდ ე.წ. გადატარებით შემოვიფარგლები, რადგან რამდენიმე სეანსის შემდეგ ფაქტობრივად სრულიად მომიგვარა Nail Lounge-მა პრობლემა.

თქვენი თავის მოვლის რუტინა გაგვიზიარეთ.

ყოველდღიურად ბევრს არაფერს ვიყენებ, მაგრამ აუცილებლად დილით კარგად ვიტენიანებ სახის კანს და მსუბუქი Make up-ით შემოვიფარგლები: BB-კრემი, ბლაში და ჰაილაითერი, ხანდახან ტუშიც. ბოლო დროს ყოველდღიურად მოვიხმარ უფრო nude-სტილის ტუჩსაცხს, საღამოს აუცილებლად კარგად ვიწმენდ სახეს, მომდევნო საღამოს კი აღმდგენი კრემით ვანებივრებ საკუთარ თავს.

 

ჩაცმის სტილზეც გვესაუბრეთ.

პანდემიამ და დემნამ სრულიად შეცვალეს ჩვენი სტილი − Casual, Casual და ისევ Casual − კედებით, ოვერსაიზ-ტანსაცმლით და გასული საუკუნის 90-იანი წლების საბჭოური ტენდენციებით. თუმცა გამოსასვლელი ტანსაცმელი ჩემს გარდერობში ყოველთვის იკავებს საპატიო ადგილს.

რომელია თქვენი საყვარელი სუნამო?

არ მაქვს ერთი კონკრეტული, უბრალოდ მაქვს ჩემი ძირითადი „სიყვარულები“ და შემდეგ იმისდა მიხედვით, თუ როგორ განწყობაზე ვარ, ვირჩევ არსებული სიახლეებიდან. გამოვარჩევ GUERLAIN-ის უკვდავ SHALIMAR-ს, ახალი სუნამოებიდან კი ძალიან მომეწონა SAINT LAURENT-ის LIBRE და VALENTINO-ს Born in Roma Yellow Dream.

როგორია Nail Lounge Batumi-ის სამომავლო გეგმები?

სამომავლო გეგმა ისევ და ისევ არის ესთეტიკური კუთხით განვითარება, მეტი პროფესიონალი კადრი, რათა გვქონდეს მომსახურების მაღალი ხარისხი და ვუპასუხოთ თანამედროვე ტენდენციებს. გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ვგეგმავთ ფილიალის გახსნას. თუ სად იქნება, ამას ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ. ასევე სიახლე გვაქვს ის, რომ პოდოლოგიური განხრით ვაპირებთ განვითარებას. გვსურს განვვითარდეთ ინიექციური კოსმეტოლოგიისა და სხეულის აპარატული მეთოდით კორექციის მიმართულებით. ჩვენი მომხმარებლები ძალიან მალე შეიტყობენ, დამატებით რომელი მაღალეფექტიანი მომსახურების მიღებას შეძლებენ ჩვენთან.

დაბოლოს, თქვენი საშობაო სურვილები OK!‑ის მკითხველებისთვის…

ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას და სულიერ სიმშვიდეს. აუცილებლად გაუკეთეთ საკუთარ თავს და საყვარელ ადამიანებს პატარ-პატარა სიურპრიზები − ეს ნამდვილად აბედნიერებს ყველას. ვაჩუქოთ ერთმანეთს სითბო და გავცეთ მეტი დადებითი ენერგია, რომელიც აუცილებლად დაგვიბრუნდება. ახალი 2022 წელი ბევრი სიახლისა და სასიკეთო ძვრების მომტანი იყოს ყველა ჩვენგანისთვის. ახალი წლის ღამეს ჩაიფიქრეთ კეთილი სურვილები. მერწმუნეთ, თუ გულით ჩაიფიქრებთ, ყველა სურვილი აგიხდებათ. გილოცავთ ახალ წელს!

 

ასევე გაეცანი

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
Health & Beauty

#OK! „Fuck ასაკი“ – ნანუკა ჟორჟოლიანი 11 წლის წინ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

March 23, 2023
#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა
Health & Beauty

#OK! Beauty Success-ის ახალი სივრცე „სითი მოლში“ გაიხსნა

March 21, 2023
#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა
Fashion News

#OK! კოსმეტიკური პროცედურების მსხვერპლის, ლინდა ევანჯელისტას „ახლიდან დაბადება“ – 90-იანი წლების საკულტო სუპერმოდელი და სტივენ მეისელის მუზა

March 29, 2023
#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან
Health & Beauty

#OK! ინტერვიუ პერმამენტული მაკიაჟის სპეციალისტთან

March 14, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული ელი გოლდინგის უახლესი ფოტოსესია Paper Magazine-ისთვის

#OK! ორსული ელი გოლდინგის უახლესი ფოტოსესია Paper Magazine-ისთვის

April 21, 2021
#OK! ჯანეტ ქერდიყოშვილის ნიუ-იორკული დაბადების დღე

#OK! ჯანეტ ქერდიყოშვილის ნიუ-იორკული დაბადების დღე

November 29, 2022
#OK! ICHIGO – სუში აზიური გემოები განსაკუთრებული მომენტებისთვის

#OK! ICHIGO – სუში აზიური გემოები განსაკუთრებული მომენტებისთვის

December 2, 2021
#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

#OK! როგორ მიულოცა ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას დაბადების დღე?

March 26, 2023

კვირის ჰიტები

#OK! „მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ, გუშინ გავქრისტიანდი“ –  გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის შვილი გაქრისტიანდა

#OK! „მე პატარა ლუკა ჭოხო ვარ, გუშინ გავქრისტიანდი“ – გიორგი ჭოხონელიძის და ანეტა ნიკურაძის შვილი გაქრისტიანდა

March 27, 2023
#OK! „მეორე ადგილი ავიღე“ – პიანისტი, გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის კონკურსის შესახებ

#OK! „მეორე ადგილი ავიღე“ – პიანისტი, გიორგი გიგაშვილი რუბენშტეინის კონკურსის შესახებ

March 31, 2023
#OK! სელენა გომესი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ხვდებიან

#OK! სელენა გომესი და ზეინ მალიკი ერთმანეთს ხვდებიან

March 26, 2023
#OK! “სასმლის გამო თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, დღეს გავიდა 5 თვე, რაც არ დამილევია” – ბელა ჰადიდი

#OK! “სასმლის გამო თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, დღეს გავიდა 5 თვე, რაც არ დამილევია” – ბელა ჰადიდი

March 27, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×