• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! საშიში ტენდენციები

October 1, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

შესაძლოა ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ ადამიანის თვითშეფასება შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს – ინსტაგრამამდე და ინსტაგრამის შემდეგ. აპლიკაცია, რომელიც იდეაში გამოგონებული იყო იმისთვის, რომ ფოტოები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის, საბოლოო ჯამში, ტრიგერი გახდა ჩვენი არასრულფასოვნების კომპლექსისთვის. მარკეტინგის უზარმაზარი მანქანა ყოველდღიურად გვთავაზობს ახალ აუცილებელ პროდუქციას, ალგორითმი ითვლის, რა არის შენი ინტერესის წყარო და გთავაზობს უშრეტ ინფორმაციას შენი ინტერესების მიხედვით. საათები იკარგება იდეალური ფოტოების თვალიერებაში − რეალური ცხოვრების საათები, ყალბ, ილუზორულ სამყაროში.

ინსტაგრამი თავიდან ბოლომდე ყალბია. ყალბი რეალობა, ყალბი ემოციები, ყალბი, ყალბი, ყალბი… ადამიანები. მათ შორის, არც მე ვარ გამონაკლისი.

ყოველდღიურად ვუყურებთ ათასობით უნაკლო ადამიანს, რომლებიც საკუთარ უნაკლო ცხოვრებას უნაკლოდ აღბეჭდავენ ფოტოებზე, პერიოდულად საინტერესო ციტატებით. ეს ილუზორული იდეალურობა იწვევს მხოლოდ ერთ შეკითხვას − რატომ არ ვარ მე იდეალური? აქ უკვე იღვიძებს ის, რაც სჭირდება ყველა ქვეყნის მარკეტოლოგს − საკუთარი თავის შეცვლის სურვილი. თამაშში შემოდის კოსმეტიკის უამრავი საშუალება, რომლებიც გვპირდება, რომ მათი პროდუქციის მოხმარების შემთხვევაში, გაცილებით მომხიბვლელები ვიქნებით. ცნობილი ინსტა-გოგონები გვაცნობენ სამოსის ახალ ბრენდებს, რომელიც ჩვენს იმიჯს cool-ს გახდის. ახლა ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, იყო განსხვავებული, უნიკალური და cool.

მხოლოდ აქ რომ მთავრდებოდეს ჩვენი მარათონი, კარგი იქნებოდა, მაგრამ არა. ვერ იქნები სრულყოფილი, ინიექციების გარეშე. მარტივი მიზეზის გამო − არცერთი სახე არ არსებობს „დეფექტის“ გარეშე. არავის აქვს ისეთი იდეალური კანი, ცხვირი, თმა, როგორიც არის ფოტოზე აღბეჭდილი. მაგრამ თუ ფილერს გაიკეთებ, შეიძლება მიუახლოვდე იმ იდეალურ სილამაზეს, რომელიც არის აღბეჭდილი ფოტოზე და მოგვიანებით სახელდახელოდ დამუშავებულ „ფოტოშოპში“ ან კიდევ სხვა ათას აპლიკაციაში.

 

ინიექციების მეშვეობით ვუახლოვდებით იმ იდეალურ იმიჯს, რომელიც ასეთი პოპულარულია დასავლეთში და ინსტაგრამზე. აი, აქ უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა ჩემსავე სტატიაში და არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ყველა ერთ ქვაბში მოვხარშო. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იკვეთება საკმაოდ საგანგაშო ტენდენცია, რომელსაც ვაკვირდები ბოლო წლების განმავლობაში – სახეები ერთმანეთს ემსგავსება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა უცხოეთში, სადაც გაცილებით ხელმისაწვდომია კოსმეტიკური პროცედურები. ჩემი საყვარელი ქართული ფილმიდან „არაჩვეულებრივი გამოფენა“, გამახსენდა სცენა: „თვალებში ხომ ჰგავს, ბატონო? − ჰგავს. ცხვირი ხომ ჰგავს, ბატონო? − ცხვირი ჰგავს. ტუჩნიკაპი? კი წააგავს, ჰგავს“. ჰოდა, ცხვირიც ჰგავს, თვალიც ჰგავს, ტუჩნიკაპიც ჰგავს და საერთოდ, მიჭირს განსხვავება. რეალობა ასეთია − მუდმივი ალტერაციისა და გაუმჯობესების შედეგად, მოხდა მაქსიმალური მიახლოება ოქროს სტანდარტთან. ჰოდა, საბოლოო ჯამში, ყველა ერთმანეთს დაემსგავსა. ან ამ გზას ადგას.

არ იფიქროთ, რომ წინააღმდეგი ვარ კოსმეტიკური პროცედურების, პირიქით − მომწონს, რადგანაც სილამაზეს ახანგრძლივებს. მომწონს, რომ „დეფექტის“ კორექციის საშუალება არსებობს. მომწონს, რომ მაქვს საშუალება, ჩემს თავს მოვუარო და ის, რაც მაკომპლექსებს, გავაქრო სურათიდან. ამ შემთხვევაში, ვლაპარაკობთ ისეთ მდგომარეობაზე, როდესაც უკვე დამოკიდებული ვხდებით მუდმივ ალტერაციებზე.

სავალალო შედეგამდე იმ შემთხვევაში მივდივართ, თუ დამოკიდებული ვხდებით ინიექციებზე და ზოგადად, ჩაციკლული საკუთარ გარეგნობაზე. როდესაც ყველა სახე ერთმანეთს ჰგავს, იკარგება ინდივიდუალიზმი როგორც გარეგნობაში, ასევე ჩაცმულობაში.

ინსტაგრამის არარეალურმა სამყარომ გააჩინა არარეალური სტანდარტი, საითაც ყველა ვისწრაფვით. სინამდვილეში კი, ცნობილი ინსტა-გოგონების რეტუშირებული სახეების მიღმა, ზუსტად ისეთივე „დეფექტები“ იმალება, როგორსაც ჩვენს სახეებზე ვხედავთ.

 

ასევე გაეცანი

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია
Fashion

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე
Fashion

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა
Fashion

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

#OK! ჯერ დაიჭირეს, მერე გამოუშვეს – სკანდალებში გახვეული ყოფილი პრინცი თავისუფალია

February 20, 2026
#OK! “კიმ კარდაშიანის ცრემლები ხელოვნურადაა შექმნილი, ის სინამდვილეში არ ტირის” – რატომ გახდა რეალითი შოუს ვარსკვლავი კრიტიკის ობიექტი

#OK! “კიმ კარდაშიანის ცრემლები ხელოვნურადაა შექმნილი, ის სინამდვილეში არ ტირის” – რატომ გახდა რეალითი შოუს ვარსკვლავი კრიტიკის ობიექტი

October 7, 2022
#OK! ორსული კაილი ჯენერი კიმ კარდაშიანის ცნობილ იმიჯს ირგებს

#OK! ორსული კაილი ჯენერი კიმ კარდაშიანის ცნობილ იმიჯს ირგებს

October 8, 2021
#OK! „ნიკორა“ Art-გენის გენერალური პარტნიორია

#OK! „ნიკორა“ Art-გენის გენერალური პარტნიორია

August 2, 2021

კვირის ჰიტები

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! თავისუფლება და ბუნებრივი სიმსუბუქე – Saint Laurent-ის 2026 წლის შემოდგომის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 5, 2026
#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

#OK! საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები SGA Awards-ზე

March 2, 2026
#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

#OK! შარლ ლეკლერი და ალექსანდრა სან-მლუ დაქორწინდნენ

March 2, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები