• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! საქართველოზე შეყვარებულნი – ინტერვიუ ვანესა გუტიერესთან

ივნისი 30, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

ხშირად ვფიქრობ, რას ნიშნავს ადამიანებისთვის სამშობლო… ალბათ მშობლიურ კერას, სადაც იბადები, იზრდები, და გრძნობას, უცებ რომ ამოგათქმევინებს: „არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა…“ რაღაც ფარული და ძალიან წმინდაა სამშობლო… ხანდახან მასზე საჯაროდ საუბარიც რომ გერიდება… ბოლო დროს ძალიან ხშირად მომისმენია: „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ, ნეტავ აქ არ დავბადებულიყავი…“ ამ დროს არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც ეს ქვეყანა ისეთივე საყვარელი, მისაღები, თბილი და ტკბილია, როგორიც ჩვენთვის, ან ხანდახან უფრო მეტადაც… ვეცადოთ შევიყვაროთ ჩვენი საქართველო გულწრფელი სიყვარულით და დავინახოთ ის დადებითი მხარეები, რაც უხვად მოუნიჭებია უფალს ჩვენთვის. მაშ ასე, ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანასა და ახალგაზრდა თაობაზე, მოდელ და ფიტნესტრენერ ვანესა გუტიერესთან.

პირდაპირ ამ შეკითხვით მინდა დავიწყო: რას ფიქრობთ საქართველოზე?

ეს არის ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება და ეს ყველაზე მთავარი და დასაფასებელია, ჩემი აზრით.

ჩვენი ნომერი ახალი თაობას ეძღვნება − დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც ქართველ ახალგაზრდობაში დაინახეთ…

დადებითი მხარეები არის ის, რომ ახალ თაობას შეუძლია ძალიან ბევრ ენაზე საუბარი, მარტივი კომუნიკაციის დამყარება და ეს ძალიან კარგია. უარყოფით მხარედ თუ შეიძლება მივიჩნიოთ, ვიტყვი − ზედმეტ თავისუფლებას, რომელსაც არ უწევენ ანგარიშს, არ უფრთხილდებიან, სათანადოდ ვერ აფასებენ.

და მაინც, რა მოგწონთ ყველაზე მეტად ქართველ ხალხში?

ძალიან გახსნილები არიან. არ იშურებენ დადებით ემოციებს, ქათინაურებს. ხშირად ყოფილა, ქუჩაში მივდივარ და უცებ მესმის: „როგორ ხარ? ძალიან მიხარია, რომ შევხვდით…“ ეს მეც ძალიან მახარებს.

როგორ ფიქრობთ, რა სახის პრობლემების წინაშე დგას ახალი თაობა საქართველოში და არა მხოლოდ?

არ ვფიქრობ, რომ პრობლემები არსებობს. ამ ქვეყანაში ჩვენ ვვითარდებით და შრომით ვუახლოვდებით საკუთარ ოცნებებს. მგონია, რომ ყველაფერი კარგად არის. საქართველოში თავს დაცულად გრძნობ. განვითარების კუთხით კი შემიძლია ვთქვა, რომ შრომა გიფასდება. ასე რომ, ჩემი აზრით, ახალგაზრდებს სანერვიულო არ აქვთ.

დაცულობა ახსენეთ და თქვენთვის არის თბილისი წყნარი, მშვიდი და დაცული ქალაქი?

დიახ, თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია − უამრავი გასართობი ადგილით, თეატრით, კინოთი, ფესტივალებით. ძალიან შემიყვარდა აქაურობა. რაც მთავარია, თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ.

თქვენ შესახებ გვიამბეთ − საქმიანობა, გატაცებები…

აქ ბევრი მიმართულებით ვსაქმიანობ: ფიტნესტრენერი ვარ, ვასწავლი ზუმბას, ცეკვას, აკვაპარკში ვმუშაობ, ასევე იოგას ვასწავლი. ბოლო დროს გამიტაცა სამოდელო მიმართულებამ და ამ კუთხითაც შევძელი რეალიზება. მე მგონი, ყველაფერი კარგად მიდის. ჰობის რაც შეეხება, ძალიან მიყვარს ცეკვა.

თქვენს ქვეყანაზეც მოგვიყევით ცოტა რამ. არის რაიმე მსგავსება ჩვენ შორის?

ჩემი სამშობლო ძალიან ლამაზია, ისმის მუდმივად სიმღერა, ცეკვა, ბევრი მოჰიტოა… შეიძლება ითქვას, რომ განწყობით ჰგავს კიდეც ჩვენი ქვეყნები ერთმანეთს.

როგორ ფიქრობთ, რომელია საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარე?

ვფიქრობ, რწმენა − ძლიერი რწმენა. და ასევე, მე რომელ სფეროშიც ვარ, მგონია, რომ ესეც ძლიერი მხარეა − სპორტი ძალიან უყვართ საქართველოში.

 

ყდის გმირი: ვანესა გუტიერესი; IC Model Management

ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: ნინა შუბლაძე

ჩაცმულობა: DATUNA

ასევე გაეცანი

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან
ინტერვიუ

#OK! ორიგინალური იდეები, განსხვავებული გარემო და პროფესიული ფოტო-ვიდეოგადაღება IQ studio-სგან

აგვისტო 3, 2022
#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან
Décor

#OK! ყველაზე ცნობილი ქორწილების ორგანიზატორი საქართველოში – ინტერვიუ ედემ გვარმიანთან

აგვისტო 3, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი
Gastro

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022
#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან
ინტერვიუ

#OK! გამომცემლობა „პალიტრა L“ – კარგ კომპანიას პროფესიონალები ქმნიან

აგვისტო 4, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! ტიმოთი შალამე და ლილი-როუზ დეპი ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ

#OK! ტიმოთი შალამე და ლილი-როუზ დეპი ურთიერთობის აღდგენას ცდილობენ

აპრილი 21, 2021
#OK! ადრიანა ლიმა ერთდროულად L’Officiel-ის პარიზული, ამერიკული და იტალიური გამოცემების გარეკანზე

#OK! ადრიანა ლიმა ერთდროულად L’Officiel-ის პარიზული, ამერიკული და იტალიური გამოცემების გარეკანზე

თებერვალი 16, 2022
#OK! ჯენიფერ ლოპესთან დაშორების შემდეგ ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილ მეგობარ გოგონას დაუახლოვდა

#OK! ჯენიფერ ლოპესთან დაშორების შემდეგ ალექს როდრიგესი ბენ აფლეკის ყოფილ მეგობარ გოგონას დაუახლოვდა

ივნისი 23, 2021
#OK! ტინა კუნაკის და ვენსან კასელის გლამურული გამოჩენა Bvlgari-ის წვეულებაზე

#OK! ტინა კუნაკის და ვენსან კასელის გლამურული გამოჩენა Bvlgari-ის წვეულებაზე

ივნისი 7, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

#OK! კიმ კარდაშიანი და პიტ დევიდსონი ერთმანეთს დაშორდნენ

აგვისტო 9, 2022
#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

#OK! საირმე – ისტორიული კურორტი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსით

აგვისტო 5, 2022
#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

#OK! M|group – სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტჯგუფი

აგვისტო 3, 2022
#OK! შეიძინეთ ბინა საცხოვრებელ კომპლექსში Batumi View

#OK! შეიძინეთ ბინა საცხოვრებელ კომპლექსში Batumi View

აგვისტო 4, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×