„საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ვეტერინარიაში 21-ე საუკუნის ახალი გამოწვევების მხარდამხარ ყოფნა. სწორედ ამიტომ ჩვენ არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეულით. ჩვენ ვიქნებით პიროვნული და ორგანიზაციული წარმატების საუკეთესო მაგალითი“. მაშ ასე, ჟურნალი „OK! ქუთაისი“ გაგაცნობთ საქართველოს ცხოველთა ფედერაციას (GAF), რომელიც არა მხოლოდ ქუთაისში, არამედ მთელ საქართველოში პასუხისმგებლობითა და ნოვაციებით გამორჩეული კომპანიაა.
რა იყო გაფისა და მათი დამფუძნებლების მთავარი მიზანი იდეის დაბადებიდან დღემდე?
ინოვაციური პროექტი, რომელიც იწერებოდა ორი წლის განმავლობაში და საფუძველი 2021 წლის ივლისიდან ქალაქ ქუთაისში ჩაეყარა, შეიქმნა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პოპულაციების სწორად მართვისთვის. პირველ რიგში, იდეა ცხოველებისადმი დიდმა სიყვარულმა დაბადა და ასევე, ჩვენი ქალაქის მასშტაბით არ არსებობდა სივრცე, სადაც ჩვენი ცხოველისთვის ყველა საჭირო მომსახურებას მივიღებდი.
საქართველოს ცხოველთა ფედერაცია დაარსების დღიდან დღემდე მიჰყვება ორგანიზაციის მთავარ პრინციპს – ცხოველების უპირობო სიყვარულს. ამ პერიოდში გადადგმული თითოეული ნაბიჯი მიმართულია პროფესიული და პიროვნული განვითარებისკენ. ვერ ვიტყვით, რომ გავლილი გზა მარტივი იყო. არსებული იდეის განხორციელებას ძალიან დიდი ძალისხმევა და შრომა დასჭირდა. იდეის დონიდან საკუთარი ძალებით და ახლობელი ადამიანების გვერდში დგომით შევძელით შეგვექმნა საჭიროებების შესაბამისად დაკომპლექტებული კომფორტული სივრცე.
როგორ ინარჩუნებთ სტაბილურად ხარისხს კლინიკურ ქსელში, რომელიც საკმაოდ ფართოა?
საქართველოს ცხოველთა ფედერაციის ვეტერინარული კლინიკების ქსელი გახლავთ მულტიპროფილური. ჩვენი კლინიკები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ექიმ-ვეტერინარებით. ჩვენს კლინიკებში დასაქმებულია როგორც ადგილობრივი ვეტერინარები, ასევე უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები.
ჩვენი კლინიკები აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით, რომლის მეშვეობითაც საშუალება გვაქვს პაციენტებს გავუწიოთ საუკეთესო დიაგნოსტიკური თუ სტაციონარული მომსახურება. ჩვენი ორგანიზაცია ფლობს მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და გამორჩეულია მყუდრო და კომფორტული გარემოთი.
საქართველოს ცხოველთა ფედერაციის სტაბილურობის გარანტი საუკეთესო ვეტერინარებისა და უახლესი აპარატურის კომბინაციაა. ეს ყველაფერი განაპირობებს მომხმარებელთა კეთილგანწყობას, ნდობასა და ერთგულებას. საქართველოს ცხოველთა ფედერაციის ვეტერინარული კლინიკების პაციენტებს უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში მიიღონ სრული ვეტერინარული მომსახურება. რაც ძალიან მნიშვნელოვანია – კლინიკაში დანერგილია მულტიდისციპლინური მიდგომები, ექიმები არ იღებენ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. მხოლოდ კონსილიუმის – სპეციალისტების საერთო შეფასებების შეჯერებით იგეგმება მკურნალობა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ცხოველთა ფედერაციის ვეტერინარული კლინიკების ქსელი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში, სადაც შესაძლებელია ისეთივე მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, როგორც ევროპისა და ამერიკის წამყვან ვეტერინარულ კლინიკებში. წარმატებული კლინიკური პრაქტიკის გარდა არის სხვა კომპეტენციებიც, რომელთა დამსახურებითაც ვინარჩუნებთ ხარისხს. ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი შიდა საგანმანათლებლო პროგრამები, გვყავს მოწვეული ვეტერინარები, რომლებიც ატარებენ ლექციებს და მუდმივად ხდება ჩვენი თანამშრომლების გადამზადება.
ყველაფერი ეს განაპირობებს ჩვენი ქსელის უნიკალურობას, წარმატებას და ლიდერობას.
გაგვაცანით ყველა ის სერვისი და მომსახურება, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენი კლინიკები გახლავთ მულტიპროფილური და აერთიანებს სხვადასხვა სახის სერვისსა და მომსახურებას. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ პაციენტებს ვემსახურებთ 24/7-ზე. ჩვენს კლინიკაში შექმნილია ტრადიციული ქირურგიისა და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები. ჩვენთან შესაძლებელია ნებისმიერი სირთულის ქირურგიული ოპერაციის ჩატარება, როგორიცაა ძვლის ფიქსაცია, სიმსივნური წანაზარდის კვეთა, თიაქრის ოპერაცია და მრავალი სხვა. ოპერაციები მიმდინარეობს სპეციალური სანარკოზე აპარატით, რაც დასავლეთ საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ჩვენს კლინიკაშია შესაძლებელი. კლინიკაში ფუნქციონირებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება და მომხმარებელთა კომფორტისთვის შესაძლებელია GAF ტაქსით მომსახურება. ასევე, გვაქვს სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების მანქანა, რომელიც პაციენტს ემსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ასევე, მინდა სიამაყით ვისაუბრო ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის შესახებ. არსებულ დეპარტამენტში თავმოყრილია მომხმარებლებისთვის საჭირო დოკუმენტაციების წარმოება, როგორიცაა წარმოშობის დოკუმენტი, საერთაშორისო ვეტერინარული პასპორტი, დაბადების მოწმობა, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და ჩვენი ინოვაციური ID ბარათი.
რაც შეეხება ID ბარათს, საქართველოში ვართ ერთადერთი ვეტერინარული კლინიკა, რომელმაც შეძლო და აწარმოა ცხოველთა ბაზები. ID ბარათის მეშვეობით მეპატრონეს საშუალება აქვს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონულად აკონტროლოს მისი ოთხფეხა მეგობრისთვის საჭირო პროცედურები.
ჩვენს ფედერაციაში მრავალი სხვა მოსახერხებელი მომსახურებაა. მაგალითისთვის, ჩვენ გვაქვს ცხოველთა სასტუმრო, გასეირნების სერვისი, კინოლოგის მომსახურება, რაც ძალიან კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მათი ცხოვრების სტილის გამო სათანადო დროს ვერ უთმობენ ოთხფეხა მეგობრებს.
ჩვენს ფედერაციაში, რა თქმა უნდა, არის 24-საათიანი ზოომარკეტი და ვეტერინარული აფთიაქი, სადაც შესაძლებელია შეიძინონ ყველა სახის საკვები პროდუქცია და სამკურნალო თუ საპროფილაქტიკო პრეპარატები, როგორც ძაღლებისა და კატებისთვის, ასევე, მსხვილი რქოსანი ცხოველებისა და ფრინველებისთვის. საქართველოს ცხოველთა ფედერაციას, რასაკვირველია, აქვს საკუთარი ვებგვერდიც. მომხმარებლებს საშუალება აქვთ პროდუქცია შეიძინონ სახლიდან გაუსვლელად და ასევე, „GAF ბლოგში“ შეუძლიათ გაეცნონ სხვადასხვა სახის საინტერესო ინფორმაციას ცხოველთა ჯიშებზე, თავისებურებებსა და საჭიროებებზე. არ გამოგვრჩეს, რომ ჩვენს ფილიალებში ხელმისაწვდომია „კრედო“ ბანკის განვადება და ირაოს სადაზღვევო პოლისით სარგებლობა.
გამოწვევები…
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში თითქმის ყველა პროფესია მაღალ საფეხურზეა ასული, ვეტერინარია მაინც რჩება საუკუნის მთავარ გამოწვევად.
მთავარი პრობლემა კვალიფიციური კადრის მოძიებაა. დიდ ქალაქებშიც კი, როგორიცაა ბათუმი, ქუთაისი, ვერ ხერხდება კადრების მობილიზება. ჩვენთვის კი, პირველ რიგში, კვალიფიციური პერსონალია მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, გვიწევს ვეტერინარების მოწვევა სხვადასხვა ქვეყნიდან, რაც არც ისე მარტივი პროცედურაა. განსაკუთრებით დიდ პრობლემას ვაწყდებით რეგიონებში. არადა, ჩვენმა კომპანიამ მთავარ მიზნად ვეტერინარიის, როგორც მომავლის პროფესიის, რეგიონებში განვითარება დაისახა.
გამოწვევაზე თუ ვსაუბრობთ, არანაკლებია ფინანსების მოძიებაც. მოგეხსენებათ, იმ აპარატურას, რასაც ჩვენი კლინიკები იყენებენ, სჭირდება ასიათასობით ლარი, რაც არც ისე მარტივია სუბსიდირების გარეშე.
როგორია „გაფის“ ყოველდღიური საქმიანობა, გაქვთ თუ არა განსაკუთრებული შინაგანაწესი?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უპირველესი პირობაც და შინაგანაწესიც ცხოველების სიყვარულია. წარმოუდგენელია, ემსახურო საქმეს, გადაარჩინო ცხოველის სიცოცხლე სიყვარულის გარეშე. რაც შეეხება ყოველდღიურ საქმიანობას, ჩვენს ფილიალებში ყოველდღიურად შემოჰყავთ ათობით ცხოველი და ფრინველიც მათ შორის.
მიმდინარეობს მათი გამოკვლევები და მკურნალობა. GAF-ი ვეტერინარიაში ცნობიერების ამაღლებასაც უწყობს ხელს და ძალიან ხშირად დავდივართ სკოლებში, ვატარებთ ტრენინგებს. ასევე ხშირად კოლეჯებიდან და უნივერსიტეტებიდანაც გვსტუმრობენ.
როგორც ცნობილია, ქუთაისის ფარგლებს უკვე გასცდით ხელმისაწვდომი მომსახურების გაზრდის მიზნით. გვიამბეთ ახალი პროექტების შესახებ.
საქართველოს ცხოველთა ფედერაციის ვეტერინარული კლინიკები მდებარეობს ქალაქ ქუთაისში 2 ფილიალის სახით, ქალაქ ბათუმში, თერჯოლაში, ხაშურში და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ინოვაციური პროექტის მშენებლობა ქალაქ წყალტუბოში.
წყალტუბოს პროექტი განსხვავდება ყველა დანარჩენი ფილიალისგან. ეს იქნება საწვრთნელი ბაღისა და სკოლის, დიდი ზომის სტაციონარის, კლინიკისა და სასტუმროს ერთობლიობა. წყალტუბოზე მყარდება ძალიან დიდი იმედები, რადგან თავისი არსით ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია ჩვენი ფედერაციისთვის.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით და მუდმივად მივიწევთ წინ, ძალიან მალე დედაქალაქშიც ვაპირებთ მრავალპროფილური ვეტერინარული კლინიკის გახსნას.
ჩვენი ფედერაციის მთავარი მიზანია ვიყოთ ხელმისაწვდომი ყველა რეგიონსა თუ ქალაქში. სამომავლო გეგმაც ასეთია, რაც შეიძლება მეტი ულტრათანამედროვე ვეტერინარული კლინიკა ჩვენს ქვეყანაში.
დეტალურად გაგვაცანით ის ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა და ტექნიკა, რომელიც გამორჩეულია დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.
დიახ, „საქართველოს ცხოველთა ფედერაციის“ ვეტერინარული კლინიკების ქსელი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნიკითა და აპარატურით.
ჩვენს მომხმარებლებს კლინიკაში ხვდებათ უახლესი მოდელის, სპეციალურად ცხოველისთვის განკუთვნილი ავტომატიზებული ანალიზატორები. ლაბორატორიაში ხდება სრული ჰემატოლოგიური კვლევა და ბიოქიმიური ანალიზის გაკეთება. პასუხი გვაქვს მაქსიმუმ 10 წუთში, რაც ერთი ასად ამარტივებს წინასაოპერაციო პერიოდის შემცირებას.
კლინიკები აღჭურვილია უახლესი მოდელის ექოსკოპიით, რენტგენით, ციფრული მიკროსკოპით და, რაც ყველაზე მთავარია, სანარკოზე აპარატით.
რაც შეეხება სანარკოზე აპარატს, ამ უკანასკნელის მეშვეობით მინიმუმამდე დადის პოსტოპერაციული პერიოდის ლეტალობით დასრულების შედეგი.
მიუსაფარი ცხოველები…
ჩვენი ფედერაცია დაარსების დღიდან არ ივიწყებს მიუსაფარ ცხოველებს და არც იმ ადამიანებს, ვინც მათზე ზრუნავს. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობთ გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი. საქართველოს ცხოველთა ფედერაციამ 2022 წელს შექმნა პროექტი – „შემიფარე“, რომლის ფარგლებშიც ჩვენს კლინიკებში მუდმივად არის 50%-იანი ფასდაკლება მიუსაფარი ცხოველებისთვის. დამატებით ყოველთვიურად ვაკეთებთ სტერილიზაცია/კასტრაციის 2 ოპერაციას ყველა ჩვენს ფილიალში. გვაქვს სხვადასხვა სახის შეღავათი ყველა პროცედურასა და სერვისზე. ვანაწილებთ თანხას და ასე შემდეგ. პროექტ „შემიფარეს“ ფარგლებში GAF-მა მიუსაფარ ცხოველებს დაუდგა სახლები ქალაქში და მის მიმდებარედ. ჩვენ არ ვწყვეტთ მიუსაფარი ცხოველების დახმარებას, ძალიან ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა ტერიტორიას, სადაც ქუჩის ცხოველები ბინადრობენ და ვაპურებთ მათ მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციით.
ღირებულებები
- უსაფრთხოება და ხარისხი
ჩვენ მივისწრაფვით საუკეთესო შედეგებისკენ, ვუფიქრდებით და ვამოწმებთ ჩვენს ქმედებებს, რათა თავიდან ავიცილოთ შეცდომები, ვსვამთ კითხვებს, ნათლად და გარკვევით ვახდენთ კომუნიკაციას, უკომპრომისოდ ვზრუნავთ ხარისხზე და ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო მასალებსა და სამედიცინო აღჭურვილობას.
- პაციენტზე ზრუნვა
პაციენტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენთვის პაციენტი არ არის უბრალოდ სტატისტიკა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომით, უახლესი დიაგნოსტიკური კვლევებითა და თერაპიით. განუწყვეტლივ ვშრომობთ, რათა ყოველთვის ვიყოთ სანდო სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები და დავიცვათ ჩვენი პაციენტების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
- ინოვაცია და ზრდა
ფეხს ვუწყობთ ინოვაციებს და მუდმივად ვმუშაობთ სერვისების გაუმჯობესებისთვის, ვეძებთ ხარისხის გაუმჯობესების გზებს. გვჯერა საკუთარი ძალების, ვიღებთ გამოწვევებს და ერთად ვპოულობთ გამოსავალს. ვზრუნავთ კომპანიის სტაბილურ ზრდასა და თანამშრომლების განვითარებაზე.
- გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა
ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ საუკეთესო გამოსავალი და მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს. გუნდურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ პაციენტებს საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ. ვენდობით ჩვენს თანამშრომლებს და ვაფასებთ მათ შრომას. თითოეული თანამშრომელი ჩვენთვის თანასწორია.
ყოველდღიურ საქმიანობაში ჩვენ ვიცავთ შემდეგ 2 წესს:
- არა – არარაციონალურ და გაუმართლებელ ანტიბიოტიკოთერაპიას;
- არა – პაციენტის ჯანმრთელობაზე ექიმის გულგრილ დამოკიდებულებას;
საქართველოს ცხოველთა ფედერაციის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს ვეტერინარიაში 21-ე საუკუნის ახალი გამოწვევების მხარდამხარ ყოფნა. სწორედ ამიტომ ჩვენ არასდროს ვკმაყოფილდებით მიღწეულით. ჩვენ ვიქნებით პიროვნული და ორგანიზაციული წარმატების საუკეთესო მაგალითი.
ტექსტი: მაკუნა შავგულიძე
ფოტო: ლანა ვახტანგაძე