რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი OK! Kids

#OK! საბავშვო ფიტნესცენტრი GOBABYGYM – სახალისო და დატვირთული სავარჯიშო პროგრამები თქვენი პატარისთვის

November 10, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

ადამიანს ჯანმრთელობისთვის ესაჭიროება სწორად კვება, ფიზიკური აქტივობებით დაკავება და დასვენება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მშობელი ცდილობს ბავშვი თავიდანვე მიაჩვიოს ვარჯიშსა და სწორ კვებას. ჩვენს რეალობაში კი რთულია ისეთი ადგილის პოვნა, სადაც ბავშვები პატარა ასაკიდანვე დაკავდებიან ფიზიკურად. ქართული OK! დღეს გაგაცნობთ სწორედ ისეთ სივრცეს, სადაც პატარები ერთდროულად ერთობიან და ფიზიკურად ჯანსაღდებიან. სულ რამდენიმე თვეა თბილისში GOBABYGYM-ის პირველი დარბაზი გაიხსნა. მიუხედავად მცირე პერიოდისა, ეს ადგილი პატარებმა ძალიან შეიყვარეს. GOBABYGYM არის სივრცე, სადაც დაგხვდებიან სერტიფიცირებული ტრენერები და უსაფრთხო გარემო. GOBABYGYM-ის პროფესიონალების გუნდი თქვენი პატარის გაჯანსაღებაზე იზრუნებს. ამის შესახებ უფრო დეტალურად OK!-ის Gobabygym Tbilisi-ის მენეჯერი − თეონა კუტალაძე ესაუბრა.

უპირველესად, მოგვიყევით Gobabygym-ის შესახებ უფრო დეტალურად.

GOBABYGYM საბავშვო ფიტნესდარბაზების ფრანგული ბრენდია, რომელსაც 20-წლიანი წარმატებული საქმიანობის გამოცდილება აქვს. ბრენდს უამრავი მომხმარებელი ჰყავს, არა მხოლოდ საფრანგეთის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ GOBABYGYM-ის ყოფილი აღსაზრდელები დღეს უკვე წარმატებული სპორტსმენები არიან ევროპაში და სპორტში მათი პირველი ნაბიჯები სწორედ „ბეიბიჯიმს“ უკავშირდება.

საქართველოში GOBABYGYM-ის გახსნის იდეა მის უნიკალურ კონცეფციას უკავშირდება. ჩვენი დარბაზი არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონშიც პირველია და მიზანი პატარა ასაკიდანვე ბავშვების ფიზიკურად აქტიურ ფორმაში ყოფნა და ენერგიის სასარგებლოდ მიმართვაა, რაც საბოლოო ჯამში აუცილებელია ჯანმრთელობისა და სხეულის გაჯანსაღებისთვის.

 

 

რას სთავაზობს Gobabygym ბავშვებს? რა ასაკზეა გათვლილი?

GOBABYGYM TBILISI 2-იდან 8 წლამდე ბავშვებს სთავაზობს ფიზიკურ გაჯანსაღებას და გართობას ერთ სივრცეში. გვაქვს ასაკის შესაბამისი ჯგუფები და მასზე მორგებული უნიკალური სავარჯიშო მეთოდოლოგია, რომელიც შექმნილი და დროში გამოცდილია საფრანგეთში. მაგალითად, პატარა ასაკში მთავარი მოძრაობაა, ამ ასაკობრივი ჯგუფის ვარჯიშები კი შედგენილია ისე, რომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს მოტორიკისა და მამოძრავებელი კუნთების სწორ განვითარებას. უფრო მოზრდილ ასაკში (6-იდან 8 წლამდე) უკვე აერობიკისა და სპორტის ელემენტებით გაჯერებული ვარჯიშები ტარდება.

აღსანიშნავია, რომ GOBABYGYM TBILISI მუშაობს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან ინდივიდუალური, ბავშვის საჭიროებებზე მორგებული პროგრამებით.

GOBABYGYM TBILISI საუკეთესო ადგილია სოციალიზაციისთვის. გარდა ფიზიკური გაჯანსაღებისა, ჩვენთან პატარები ეჩვევიან დისციპლინას, იძენენ ახალ მეგობრებს და ვარჯიშობენ მათთან ერთად. პროგრამები იმდენად სახალისო და დატვირთულია, ზოგჯერ მშობლებიც გამოთქვამენ სურვილს ჩაერთონ პროცესში ბავშვებთან ერთად, რასაც ყოველთვის მივესალმებით.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ GOBABYGYM TBILISI-ში შესაძლებელია დაბადების დღის აღნიშვნაც. განსხვავებით კლასიკური დაბადების დღის ცენტრებისგან, ჩვენთან თემატური, უამრავი სახალისო თამაშით, სპორტული შეჯიბრებით, ბევრი და ძალიან მხიარული აქტივობით დატვირთული სპორტული სადღესასწაულო პროგრამა დაგხვდებათ, რაც განსაკუთრებულად მოსწონთ როგორც პატარებს, ასევე მათ მშობლებს.

 

რა უპირატესობა აქვს ამ აქტივობებს ბავშვისთვის?

GOBABYGYM TBILISI პატარა ასაკიდან უწყობს ხელს ბავშვთა სპორტულად აქტიურ ფორმაში ყოფნას და გაჯანსაღებას. ჩვენთან დაგხვდებათ ინოვაციური აღჭურვილობა, სხვადასხვა სახის საბავშვო ტრენაჟორები, სხეულის სხვადასხვა ნაწილის გაჯანსაღებისთვის შექმნილი ფერადი ინვენტარი, რომელთა გამოყენებით პატარებს ვეხმარებით მაქსიმალურად პროდუქტიულად დახარჯონ თავიანთი უზღვავი ენერგია. ვარჯიშებს წარმართავენ სერტიფიცირებული ტრენერები, რომლებსაც ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. შესაბამისად, GOBABYGYM TBILISI-ში ვარჯიშები სახალისოსა და სასარგებლოს გარდა, არის ასევე უსაფრთხო, რაც, დამეთანხმებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს საქმიანობაში.

 

 

გვესაუბრეთ გუნდზე, რომელიც ქმნის Gobabygym-ს.

თამამად შემიძლია გითხრათ, რომ GOBABYGYM-ის გუნდი ენერგიასა და დროს არ იშურებს, რათა ბრენდის მაღალი სტანდარტი მუდმივად იყოს შენარჩუნებული. მთავარი ფაქტორი ჩვენთვის არის ნდობა, რომელსაც მშობლები გვიცხადებენ, შესაბამისად, ორმაგად საპასუხისმგებლოა ჩვენი საქმიანობა, როცა საქმე ეხებათ ბავშვებს. გუნდის თითოეული წევრი მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება თავის საქმეს სანდოობის მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.

ცალკე მინდა გამოვყო ჩვენი ტრენერები − ადამიანები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბავშვებთან. მათი პროფესიონალიზმის დიდი დამსახურებაა, რომ GOBABYGYM TBILISI პატარების საყვარელ ადგილად იქცა ამ მცირე პერიოდში. ჩვენმა ტრენერებმა მომზადება გაიარეს ფრანგ სპეციალისტებთან და მხოლოდ ინტენსიური სწავლებისა და სერტიფიცირების შემდეგ მიიღეს პირველი ბავშვები „ბეიბიჯიმში“.

რეკლამა

 

სამომავლო გეგმები…

GOBABYGYM TBILISI მუდმივად ანებივრებს თავის მომხმარებელს სხვადასხვა შეთავაზებით და ახალი სერვისებით. მომავალშიც ბევრ სიახლეს შევთავაზებთ პატარებს. ძალიან მალე GOBABYGYM გაფართოვდება და ჩვენი სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც, რათა პატარა ასაკიდანვე მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, ხელშეწყობა და პატარების სპორტითა და ვარჯიშით დაინტერესება.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: ალექსეი სეროვი

რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! „საუკეთესო მონსტრის დაბადების დღე“ – როგორ ულოცავს მარიამ სანოგო შვილს დაბადების დღეს
OK! Kids

#OK! „საუკეთესო მონსტრის დაბადების დღე“ – როგორ ულოცავს მარიამ სანოგო შვილს დაბადების დღეს

February 2, 2023
#OK! ნიკოლოზ წულუკიძის ტკივილიანი მამაშვილობა
OK! Kids

#OK! ნიკოლოზ წულუკიძის ტკივილიანი მამაშვილობა

February 1, 2023
#OK! „როცა ცუდად ვარ ხოლმე, ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი, დავდივარ და მუსიკას ვუსმენ“ – სტეფანეს შვილის, სტეფანი მღებრიშვილის ინტერვიუ
OK! Kids

#OK! „როცა ცუდად ვარ ხოლმე, ცუდ ხასიათზე ან მოწყენილი, დავდივარ და მუსიკას ვუსმენ“ – სტეფანეს შვილის, სტეფანი მღებრიშვილის ინტერვიუ

January 18, 2023
#OK! „5 წლის თომა“ – მაკა ჩიჩუას და  გიორგი მარგველაშვილის შვილი 5 წლის გახდა
OK! Kids

#OK! „5 წლის თომა“ – მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილის შვილი 5 წლის გახდა

January 18, 2023
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში

#OK! აფხაზეთის უნიკალური კადრები ფრანგი ფოტოგრაფის ობიექტივში

March 30, 2021
#OK! Stranger Things-ის ვარსკვლავი სეიდი სინქი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე “ალექსანდრ მაკქუინის” კაბით წარსდგა

#OK! Stranger Things-ის ვარსკვლავი სეიდი სინქი ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე “ალექსანდრ მაკქუინის” კაბით წარსდგა

September 6, 2022
#OK! შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები CREATV-ის ნათლობის ყუთთან ერთად

#OK! შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები CREATV-ის ნათლობის ყუთთან ერთად

October 1, 2021
#OK! სანდრო ბოლქვაძე – OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი

#OK! სანდრო ბოლქვაძე – OK! Techno Book-ის მოწვეული რედაქტორი

December 2, 2022
რეკლამა

კვირის ჰიტები

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

OK! Luca Polare რაც ყველაზე ძალიან მიყვარს… – ვრცლად ქართული ბრენდის სიახლეების შესახებ

February 1, 2023
#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

#OK! USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

January 28, 2023
OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

OK! Peack Design – ინტერიერის დიზაინის ქართული სტუდია

February 1, 2023
OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

OK! მელოდიის შექმნისას ყოველი სიტყვა შიგნიდან მესმის – მუსიკოსი Saly Betli

February 1, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×