• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! თეთრი კვამლის მოლოდინში! ვატიკანი ახალი პაპის არჩევისთვის ემზადება

April 30, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

„ნოვენდიალესის“ (პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემდგომი პერიოდი) დასრულდა. მსოფლიო პაპ ფრანცისკეს გამოემშვიდობა. შაბათს იგი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ვატიკანი მზადაა  რიგით 267-ე პაპი 7 მაისს აირჩიოს. წესების თანახმად, კარდინალები ვატიკანში შეიკრიბებიან სპეციალურ შეკრებაზე, რასაც “კონკლავი” მოჰყვება. ასე ეწოდება პაპის არჩევის საიდუმლო პროცესს. ვატიკანის მუზეუმმა განაცხადა, რომ სიქსტის კაპელა ვიზიტორებისთვის დაიხურება, რათა კონკლავის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყოს. საინტერესოა, როგორ ჩატარდება კონკლავი და ვინ არიან სავარუდო კანდიდატები?

 

 

 

 

როგორ ჩატარდება კონკლავი?

მატეო ბრუნიმ, წმინდა საყდრის პრესსამსახურის დირექტორმა, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონკლავის თარიღი განისაზღვრა კარდინალების მეხუთე გენერალურ კრებაზე, რომელიც 28 აპრილს გაიმართა.

არჩევნები უმკაცრესად დახურულ გარემოში, საიდუმლოდ ტარდება სიქსტეს კაპელაში, რომელიც მიქელანჯელოს მიერ არის მოხატული. ამჟამად კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს 252 კარდინალი, რომელთაგან 138-ს აქვს უფლება ახალი პაპის არჩევაში მონაწილეობა მიიღოს. პაპ პავლე მეექვსის მიერ შემუშავებული აპოსტოლური კონსტიტუციის მიხედვით, 80 წლის ზემოთ მყოფ ეპისკოპოსებს კონკლავში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

 

 

 

კარდინალები აძლევენ ხმას თავიანთ რჩეულ კანდიდატს მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებული არ დადგინდება. ეს პროცესი შეიძლება რამდენიმე დღე გაგრძელდეს. წარსულში ხმის მიცემის პროცედურა კვირებსა და თვეებსაც კი გრძელდებოდა.

 

არჩევნების მიმდინარეობის ერთადერთი გარეგნული ნიშანი კვამლია, რომელიც დღეში ორჯერ ჩნდება კარდინალების ხმის ბარათების დაწვის შედეგად. შავი კვამლი ნიშნავს, რომ არჩევა ვერ მოხერხდა. თეთრი კვამლი კი ტრადიციულად მიანიშნებს, რომ ახალი პაპი უკვე არჩეულია.

 

 

 

 

მას შემდეგ, რაც თეთრი კვამლი ცაზე გამოჩნდება, ახალი პაპი, როგორც წესი, ერთ საათში წმინდა პეტრეს მოედანზე ხალხის წინაშე გამოჩნდება. კონკლავში მონაწილე უფროსი კარდინალი წარადგენს გადაწყვეტილებას სიტყვებით: „Habemus Papam“ — რაც ლათინურად ნიშნავს „გვყავს პაპი“.

შემდეგ ის დაასახელებს ახალ პაპის მის მიერ არჩეული სახელს, რომელიც შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს მის ნათლობის სახელს. მაგალითად, პაპი ფრანცისკე დაიბადა როგორც ხორხე მარიო ბერგოლიო, მაგრამ მან აირჩია სხვა სახელი წმინდა ფრანცისკეს პატივსაცემად.

 

ვინ შეიძლება გახდეს ახალი პაპი?

 

კარდინალი პეტერ ერდო, ბუდაპეშტის (უნგრეთი) არქიეპისკოპოსი

კარდინალი პეტერ ერდო ყველაზე მაღალი რანგის კათოლიკე ლიდერია ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% ქრისტიანია. ის პაპს მხარს უჭერდა და ცდილობდა მართლმადიდებელ ქრისტიანებთან დაახლოებას.

 

 

კარდინალი ფრიდოლინ ამბონგო, კინშასას (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) არქიეპისკოპოსი

კარდინალი ფრიდოლინ ამბონგო, აფრიკისა და მადაგასკარის ეპისკოპოსთა კონფერენციების სიმპოზიუმის პრეზიდენტი, გლობალური ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც აფრიკელი ეპისკოპოსების სახელით ერთხმად უარყო ვატიკანის 2023 წელს გამოქვეყნებული დეკლარაცია “Fiducia Supplicans”, რომელიც ერთსქესიანთა ურთიერთობაში მყოფი ადამიანების კურთხევის წესებს ეხებოდა.

 

 

 

კარდინალი მარიო გრეკი, ეპისკოპოსთა სინოდის გენერალური მდივანი

კარდინალი მარიო გრეკი  დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ტარდება სინოდი ეკლესიაში. მისი მხარდამჭერები აქებენ მას ეკლესიის მმართველობაში  ინკლუზიური მიდგომის დანერგვისთვის.

 

 

კარდინალი პიეტრო პაროლინი, ვატიკანის სახელმწიფო მდივანი

კარდინალი პიეტრო პაროლინი  ვატიკანში მეორე ყველაზე მაღალჩინოსანი პირია. იგი  კარიერით დიპლომატი, რომელმაც ყველა არსებული  არეულობის მიუხედავად შეძლო საკუთარი პოზიციის გამყარება.

 

კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა, იერუსალიმის პატრიარქი

კარდინალი პიერბატისტა პიცაბალა არის სასულიერო კანდიდატი, რომელმაც ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის დროს ღაზას სექტორს ესტუმრა.

 

კარდინალი ლუის ტაგლე

კარდინალი ლუის ტაგლე ცნობილია როგორც “აზიური ფრანცისკე” მისი მისიონერული სულისკვეთებით, აგრეთვე იმ ადამიანთა ზრუნვით, რომელთაც საკმარისი შემოსავალი არ აქვთ.

 

კარდინალი მატეო ძუპი, ბოლონიის (იტალია) არქიეპისკოპოსი

კარდინალი მატეო ძუპი  არის იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის პრეზიდენტი. ის ცნობილია როგორც “ქუჩის მღვდელი” და მისიონერი, რომელიც ემხრობა ეკლესიას, რომელიც უსმენს მორწმუნეებს და მზად არის მოდერნიზაციისთვის. ძუპი იღებს ერთსქესიანთა წყვილებსა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს.

 

კარდინალი ანდერს არბორელიუსი, სტოკჰოლმის არქიეპისკოპოსი

კარდინალი ანდერს არბორელიუსი სკანდინავიის პირველი კარდინალია. იგი ასევე ტრადიციონალისტია ეკლესიის სექსუალური ეთიკის სწავლების საკითხებში.

 

 

კარდინალი ჟერალდ სიპრიენ ლაკრუა, კუბეკის მეტროპოლიტური არქიეპისკოპოსი

კარდინალი ჟერალდ სიპრიენ ლაკრუა არის კუბეკის მეტროპოლიტური არქიეპისკოპოსი. მისი კარიერის დასაწყისში რამდენიმე წელი იმყოფებოდა მისიონერად და სემინარიის პროფესორად კოლუმბიაში.

 

 

 

წყარო: CBS

გაიგე მეტი: კონკლავირომის პაპი

ასევე გაეცანი

#OK! 2026 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! 2026 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 29, 2025
#OK! ვინ იყო  მთავარი მამაკაცი ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრებაში
OK! News

#OK! ვინ იყო მთავარი მამაკაცი ბრიჯიტ ბარდოს ცხოვრებაში

December 28, 2025
#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 28, 2025
#OK! 10 ნივთი, რომელიც 2026 წლის დადგომამდე უნდა მოიცილოთ
OK! News

#OK! 10 ნივთი, რომელიც 2026 წლის დადგომამდე უნდა მოიცილოთ

December 28, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! DUKA Georgia – ყოველდღიური ცხოვრებისთვის განუყოფელი ნივთები უკვე ახალ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ

#OK! DUKA Georgia – ყოველდღიური ცხოვრებისთვის განუყოფელი ნივთები უკვე ახალ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ

November 1, 2022
#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის  გადაღებები უკვე დაიწყო

#OK! ,,ეშმაკს აცვია პრადა 2″ – ის გადაღებები უკვე დაიწყო

July 2, 2025
#OK! გიორგი ჯიქური

#OK! გიორგი ჯიქური

July 9, 2021
#OK! ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხე შვილის მოლოდინში – ჰოლივუდის სამაგალითო წყვილის “ბედნიერი ოჯახის” საიდუმლო

#OK! ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი მეოთხე შვილის მოლოდინში – ჰოლივუდის სამაგალითო წყვილის “ბედნიერი ოჯახის” საიდუმლო

September 16, 2022

კვირის ჰიტები

#OK! პრინცმა ჰარიმ პოლოს ჩემპიონატზე უელსელის გვარით იასპარეზა

#OK! პრინცმა ჰარიმ პოლოს ჩემპიონატზე უელსელის გვარით იასპარეზა

December 26, 2025
#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

#OK! ბრედლი კუპერმა ჯიჯი ჰადიდს ხელი სთხოვა

December 24, 2025
#OK! 2026 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! 2026 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 29, 2025
#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

#OK! მეფე ჩარლზ III -ის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოართვეს

December 27, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები