• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Fashion

#OK! როგორია ჰადიდების ცხოვრება სამოდელო კარიერის მიღმა

April 14, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

OK! Fashion Book ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოჯახის – ჰადიდების შესახებ გიამბობთ, რადგან ძალიან საინტერესოა მათი ცხოვრება პოდიუმს მიღმა. რთულია შეუმჩნეველი დაგრჩეს, თუ როგორი თბილი ურთიერთობები აქვთ ოჯახის წევრებს, როგორ ზრუნავენ და გვერდში უდგანან ერთმანეთს. ბავშვობიდან ძალიან მეგობრულ გარემოში იზრდებოდნენ. აქტიურად იყვნენ და დღემდე არიან ჩართული ფერმერულ ცხოვრებაში. მათ ჰყავთ სხვადასხვა სახეობის ცხოველები და საკმაოდ დიდ დროს უთმობენ მათ მოვლას. შესაბამისად, საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა მათი ცხოვრების სტილი.

დები, ბელა და ჯიჯი ჰადიდები დღესდღეობით თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნად და სასურველ სუპერმოდელებად ითვლებიან.

აშკარაა, რომ მოდელების წარმატებულ მომავალში დიდი როლი დედამ, იოლანდა ფოსტერმა ითამაშა. წარმოშობით ჰოლანდიელმა იოლანდამ მოდელობა 16 წლის ასაკში დაიწყო, ერთი წლის შემდეგ კი უმსხვილეს ამერიკულ სამოდელო სააგენტოებთან გააფორმა კონტრაქტი. 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა და ცნობილ არქიტექტორზე, მოჰამედ ჰადიდზე გათხოვდა, რომელთანაც 3 შვილი: ბელა, ჯიჯი და ანვარი შეეძინა. უმცროსი ვაჟის დაბადების შემდეგ მან საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და ამერიკაში პოპულარულ რეალითი შოუში „ბევერლი-ჰილზის ნამდვილი დიასახლისები“ დაიწყო გადაღება და ამით შვილებს ჰოლივუდურ ელიტაში გზა გაუხსნა.

დღეს იოლანდა ფოსტერი ქალიშვილების მთავარი დამხმარე და მრჩეველია კარიერულ საკითხებში. ამჟამად კი უმცროს ვაჟზე, ანვარზეა კონცენტრირებული, რომელიც დების კვალს მიჰყვება და მოდის ინდუსტრიას იპყრობს.

 

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, იოლანდა ბედნიერ ქორწინებაშია ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკალურ პროდიუსერ დევიდ ფოსტერთან, რომელზეც 2011 წელს იქორწინა. შვილების მამასთან კი 2000 წელს განქორწინდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, იოლანდა ჰადიდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მოდელების, ჯიჯი და ბელა ჰადიდების დედაა. წარსულში ასევე სუპერმოდელი, ასაკის მიუხედავად შესაშურ ფორმაშია.

თუ Instagram-ზე მის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს დავაკვირდებით, ვარსკვლავის სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლოდ შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების წესი მივიჩნიოთ.

უკვე მრავალი წელია იოლანდა ცდილობს მხოლოდ ორგანული საკვები მიირთვას. ის სამშობლოში, ჰოლანდიაში დიდ დროს ატარებს, სადაც აქვს საკუთარი ბოსტანი, ლიმონისა და ლავანდის ბაღები, ჰყავს შინაური ცხოველები, რომელთა მოვლაში აქტიურადაა ჩართული. საკვებად კი სწორედ საკუთარი ხელით მოყვანილ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს.

წარმატებული სუპერმოდელების დედა დიდ დროს ატარებს ბუნებაში და ყოველთვის დიდ მადლიერებას გამოხატავს ცხოვრებისადმი.

 

ფერმის სახლში, რომელიც პენსილვანიაში მდებარეობს, ასევე დიდ დროს ატარებენ დები, ბელა და ჯიჯი. დების უახლოესი მეზობლები ცხენები, თხები, ძროხები და სხვა შინაური ცხოველები არიან. სუპერმოდელები დროს არ კარგავენ და ინსტაგრამზე გამუდმებით აზიარებენ ოთხფეხა მეგობრების ფოტოებს. ფერმის სახლის სიმშვიდე ნამდვილად საუკეთესო არჩევანია ჯიჯისთვის, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ისინი აქტიურად უვლიან მცენარეებსა და ყვავილებს. დებმა ეზოში კრისტალების „ლაბირინთიც“ კი მოაწყვეს, რომელიც იდეალური ადგილი აღმოჩნდა მედიტაციისთვის. ჰადიდების დედა, იოლანდა სწორედ აქ მედიტირებს ყოველდღიურად.

ფერმის სახლში ხის სასადილო მაგიდა ნამდვილად აუცილებელი ნივთია. თანაც ეზოში, პირდაპირ ღია ცის ქვეშ. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ჰადიდების ოჯახს სადილზე ოთხფეხა მეგობრები, ცხენები უწევენ კომპანიონობას.

 

ჰადიდების წარმატებული ცხოვრება შესაძლოა ბევრისთვის აღმოჩნდეს შთაგონების წყარო და მაგალითი იმისა, თუ როგორ მიიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება.

ასევე გაეცანი

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე
Fashion

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია
Fashion

#OK! კიმ კარდაშიანის $5 მილიარდიანი ბიზნეს იმპერია

February 13, 2026
#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე
Fashion

#OK! ქართველი მოდელი მაკო მაჭავარიანი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე

February 7, 2026
#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა
Fashion

#OK! მილა იოვოვიჩის 18 წლის ქალიშვილი Dior-ის ახალი სახე გახდა

February 5, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტეილორ სვიფტი 34 წლის გახდა: გასული ათწლეულის “საუკეთესო არტისტად” წოდებული მილიარდერი ვარსკვლავი იუბილარია

#OK! ტეილორ სვიფტი 34 წლის გახდა: გასული ათწლეულის “საუკეთესო არტისტად” წოდებული მილიარდერი ვარსკვლავი იუბილარია

December 13, 2023
#OK! ZENKAS ART – ფერებით გადმოცემული ემოცია თქვენი განწყობისთვის

#OK! ZENKAS ART – ფერებით გადმოცემული ემოცია თქვენი განწყობისთვის

May 10, 2022
#OK! „ლუტეცია ჯგუფმა“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაარსა!

#OK! „ლუტეცია ჯგუფმა“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდი დაარსა!

April 23, 2021
#OK! ბექჰემები, ტინა კუნაკი, ემილი რატაკოვსკი, ლეტიცია კასტა, ევა ლონგორია და სხვები Jacquemus-ის ჩვენებაზე

#OK! ბექჰემები, ტინა კუნაკი, ემილი რატაკოვსკი, ლეტიცია კასტა, ევა ლონგორია და სხვები Jacquemus-ის ჩვენებაზე

June 27, 2023

კვირის ჰიტები

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

არდი აგრძელებს სუხიშვილების ტალანტის დაზღვევას

February 23, 2026
#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები