• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! როგორ მოვუაროთ ზაფხულში თმას – PSP გირჩევთ

August 4, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

თმა ადამიანის, როგორც ინდივიდის, განუყოფელი ნაწილია. ყველა დროსა და ქვეყანაში მას სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ინდივიდუალურობის გამოხატვის მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენდა. ხშირად ადამიანი პირველ ეფექტს სწორედ ლამაზი და მოვლილი თმით ახდენს. ჯანმრთელი თმა ქალის მთავარი სამკაულია, ხოლო ზაფხულში მისი მოვლა − უმნიშვნელოვანესი საზრუნავი.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონზე მცხუნვარე მზე და მარილიანი წყალი თმაზე ისეთივე უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც ქიმიური ან მექანიკური დაზიანება. სწორედ ამიტომ, ზაფხულში მზისგან თმის დაცვა და მისი დატენიანება ყველა ქალბატონის მიზანს წარმოადგენს. ჩვენ კი ამ მიზანს საკუთარი რჩევებით მარტივად შესასრულებელს გავხდით…

წარმოგიდგენთ პროდუქტებს, რომელთა გამოყენება ზაფხულის სეზონზეც კი, რომელიც თქვენს თმას გამოფიტვას უქადის, გასაოცარი ენერგიითა და სიცოცხლისუნარიანობით აავსებს.

 

უპირველესად, თქვენ წინაშეა თმის მოვლის იტალიურ ბრენდ keyPro-ს გასაოცარი Kay Sun სერიის ტაიტის ზეთი, რომლის ფუნქცია მზისა და UV-სხივებისგან თმის დაცვაა. მისი კომპაქტური ზომა იძლევა საშუალებას, რომ თქვენი საზაფხულო ჩანთის განუყრელი ატრიბუტი გახდეს და მუდმივად თან ატაროთ, ზღვასა თუ აუზზე. პროდუქტის გამოყენება ნებისმიერი ტიპის თმისთვისაა რეკომენდებული − არ აქვს მნიშვნელობა ნატურალურია, შეღებილი თუ გაღიავებული, ან ხვეული თუ სწორი. ნოტიო თმაზე მისი დატანა მზის აბაზანების მიღების წინ და მის შემდეგაც შესაძლებელია.

ტაიტის ზეთი თქვენს თმას არა მხოლოდ მზისგან დაიცავს, არამედ საფუძვლიანად დატენიანებას და თმისთვის გასაოცარი სურნელის მინიჭებას შეძლებს, რომელიც ზაფხულის მოგონებებს ყველა სეზონზე უმალ გაამძაფრებს!

 

მზის სხივებისგან დაცვის ეფექტით, იმავე სერიაში წარმოდგენილია შამპუნი, რომელიც დღეში რამდენიმეჯერ დაბანის შემთხვევაშიც კი თქვენს თმას დაბალანსებული PH-ის საფუძველზე დელიკატურად გაასუფთავებს და ინტენსიურად დაატენიანებს.

 

 

ნიღაბი KAY SUN-ის სერიიდან ღრმად ხურავს თმის ფორებს, რაც ხელს უშლის თმის ღერის სიღრმეში მარილისა თუ ქლორის შეღწევას. მნიშვნელოვანია, რომ გამოყენებისას ყოველთვის დავაყოვნოთ თმა 5-7 წუთი და შემდეგ ბოლომდე ჩამოვიბანოთ.

სპრეი კი იდეალური პროდუქტია მისთვის, ვისაც მზის აბაზანის მიღებამდე მოსამზადებლად მცირე დრო აქვს − თმის წინასწარი დანოტივების ან სპეციალური შამპუნის გამოყენების გარეშე, მომენტალურ დაცვით ეფექტს იძლევა. თუ თქვენ დაუგეგმავად აღმოჩნდით მეგობრებთან ერთად აუზის წვეულებაზე, მაშინ საცურაო კოსტიუმთან ერთად ეს პროდუქტი ხელს უნდა გააყოლოთ. აუზსა თუ ზღვაში ჩახტომამდე, სულ რამდენიმე შესხურებაც კი მშრალ თმაზე თქვენი თმის დაცვის 100%-იან გარანტიას იძლევა, როგორც მარილისა და ქლორისგან, ასევე მზის სხივებისგან.

 

ცხადია, დაცვასთან ერთად ცხელი ზაფხულის დღეების შემდეგ, თმას ინტენსიური დატენიანება სჭირდება, მაგრამ თუკი ვერც დრო და ვერც ფინანსები გამონახეთ ძვირადღირებული სალონური პროცედურებისთვის, მაშინ BOTU-CURE-ის სერია სწორედ რომ მისი ანალოგია − სწრაფად და მარტივად, სახლის პირობებში შეძლებთ მიიღოთ ისეთი შედეგი, რომელსაც თმის ბოტოქსის პროცედურა იძლევა.

 

აღნიშნულ სერიაში წარმოდგენილი შამპუნი ზღვის წყალმცენარის პეპტიდების ბაზაზეა დამზადებული, გაჯერებულია კოლაგენით, რომელიც ინტენსიურ სიმშრალესა და თმის მტვრევადობას წარმატებით უმკლავდება. შამპუნის ფუნქცია კანისა და თმის ნაზ გასუფთავებასთან ერთად, ღრმა, ინტენსიური დატენიანებაა, რომელიც პარალელურად თმაში არსებულ პროტეინის ბალანსს აღადგენს და მას მომენტალურ ბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს…

 

რა თქმა უნდა, გამომშრალი და დაზიანებული თმა ნიღბის გარეშე წარმოუდგენელია!

BOTU-CURE-ის თმის ნიღაბი წარმოადგენს პროდუქტს, რომლის გამოყენება რეკომენდებულია ყოველ დაბანაზე. აქვს ე.წ. მახსოვრობის ეფექტი, რაც მასში არსებული მიკრომოლეკულების საფუძველზე თმის ღერში ღრმად აღწევს, ნარჩუნდება დაბანიდან დაბანამდე და თმის შიდა სტრუქტურის ძლიერ აღდგენას, ხოლო გარე ფორების მჭიდროდ დახურვას უზრუნველყოფს, რაც ერთგვარ ლამინირების ეფექტს იძლევა. არ დაგავიწყდეთ: მაქსიმალური შედეგისთვის მნიშვნელოვანია ნიღაბი 10 წუთამდე დავაყოვნოთ, ხოლო მაქსიმალური ეფექტისთვის, საშხაპე ქუდის ქვეშ მისი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეთბობაც რეკომენდებულია.

ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტებთან ერთად, მნიშვნელოვანია დავიცვათ შემდეგი რეკომენდაციები:

− ყოველთვის თან ვატაროთ თავსაბურავი, რომელიც ჩვენს თმას მზის პირდაპირი სხივებისგან დაიცავს;

− გვახსოვდეს, რომ წყლის დღიური ნორმის მიღება ზაფხულის ცხელ დღეებში, როგორც ჩვენი ორგანიზმისთვის, ასევე ჩვენი თმის სილამაზისა და ტენიანობისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

 

თმა მხოლოდ ცოცხალი სუბსტანცია როდია… ჩვენი გარეგნობის მთავარი სამკაულისთვის კი ნამდვილად ღირს საზაფხულო ჩანთაში ადგილის გამონახვა, თუმცა ეს ადგილი ძალიან მცირეა − ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების სამოგზაურო ზომებსაც იოლად აღმოაჩენთ.

 

თამარა ცერცვაძე

თმის მოვლის ექსპერტი, Universal Beauty Academy Italy-ის საერთაშორისო ტრენერი

 

ასევე გაეცანი

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 19, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026
#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე
Health & Beauty

#OK! სიყვარულით გაკეთებული საქმე ყოველთვის ამართლებს – ნათია ბერიძე

February 15, 2026
#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty
Health & Beauty

#OK! თაკო გვაზავა – Health & Beauty

February 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! გაატარეთ ზამთრის დღეები ტენდენციურად KEDDO Georgia-სთან ერთად

#OK! გაატარეთ ზამთრის დღეები ტენდენციურად KEDDO Georgia-სთან ერთად

December 10, 2024
#OK! ჟიზელ ბიუნდჰენი ბრაზილიური VOGUE-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

#OK! ჟიზელ ბიუნდჰენი ბრაზილიური VOGUE-ის აგვისტოს ნომრის გარეკანზე

August 11, 2023
#OK! 10 წლის ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

#OK! 10 წლის ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

November 29, 2021
#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

#OK! მოახლე, რომელმაც მსოფლიოში პირველი სილამაზის სალონი გახსნა – მართა ჰარპერის ისტორია

July 8, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

#OK! მსახიობები, რომლებიც 2026 წელს 60 წლის იუბილეს აღნიშნავენ

February 18, 2026
#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

#OK! ცნობილი მშობლების სელებრითი შვილები

February 18, 2026
#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“  შეარქვეს?

#OK! ვინ არის გოგონა, რომელსაც „მატილდა გვარლიანის ორეული“ შეარქვეს?

February 19, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები