• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Health & Beauty

#OK! როგორ ავიმაღლოთ განწყობა სტრესულ მომენტებში

April 4, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს და ავიმაღლოთ განწყობა? უპირველესად განსაზღვრეთ, რატომ იმყოფებით ამა თუ იმ მდგომარეობაში, რამდენად მოგწონთ და კომფორტულად გრძნობთ თავს კონკრეტულ სიტუაციაში; რა გაბრაზებთ, გძაბავთ, გაწუხებთ და გაღიზიანებთ. ზოგიერთი სტრეს-ფაქტორის იდენტიფიცირება მარტივია. ჩვენს განწყობაზე გავლენას ყოველდღიური დაბრკოლებებიც ახდენს.

თქვენ სასარგებლოდ გამოიყენეთ ნებისმიერი ხერხი, რომელიც რელაქსაციაში დაგეხმარებათ. მაგალითად, იოგა, ბუნებაში სეირნობა, მასაჟი, ცეკვა, მუსიკა, ფილმი და სხვა. სტრესთან გამკლავებაში ეფექტურია ჯანსაღი ცხოვრების წესიც: მშვიდი ძილი, რეგულარული ვარჯიში, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი. მაქსიმალურად შეამცირეთ დრო, რომელსაც კომპიუტერისა თუ ტელევიზორის ეკრანთან ატარებდით და გააკეთეთ საინფორმაციოს ფილტრი, რაც ჩვენს ყოველდღიურობაზე უარყოფით გავლენას ახდენს.

იმისათვის, რომ მეტნაკლებად დაგეხმაროთ და გარკვეული წვლილი ჩვენც შევიტანოთ თქვენი განწყობის ამაღლებაში, რამდენიმე საჭირო რჩევას მოგცემთ.

 

რეგულარული ვარჯიში, განსაკუთრებით კი იოგა, ძალიან კარგი გამოსავალია სტრესისგან თავის დასაღწევად. ეს არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, რომელიც კუნთების მოდუნებას იწვევს, ამით კი პრობლემისგან ვთავისუფლდებით. ჩვენგან გამოდის ბრაზი, რომელიც ხშირ შემთხვევაში კუნთებშია ჩაკირული, ხოლო ბრაზის გამოსვლისთანავე ქრება ემოციაც.

თქვენ უკვე გსმენიათ იოგას მრავალი სარგებლის შესახებ, მაგრამ გარდა ფიზიკური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი უპირატესობებისა, იოგამ დაამტკიცა, რომ სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვნად გეხმარებათ. იოგას მოყვარულები უკვე აფასებენ ამ ხელოვნების დამამშვიდებელ ღირსებებს. არ არის საჭირო იყოთ ექსპერტი, რათა მიხვდეთ რამდენად დიდ გავლენას ახდენს იოგა თქვენს სტრესულ დონეზე; თუნდაც მარტივ პოზაში მოკლევადიანი სესიის დროს, იგრძნობთ რამდენად მოქმედებს თქვენს გონებაზე და როგორ გათავისუფლებთ კუნთების ტკივილისგან, რომ აღარაფერი ვთქვათ სუნთქვის ბალანსსა და კონცენტრაციაზე.

ცურვა უპირველეს ყოვლისა ფიზიკური დატვირთვაა, რომლის შემდგომი დაღლილობა არის ჯანსაღი დაღლილობა და საბოლოო ჯამში, გვაძლევს განტვირთვის საშუალებას. წყალში ჩაძირული სხეული მისი მიწიერი წონის მხოლოდ მესამედს იწონის. სიმსუბუქის ეს შეგრძნება კი კარგია თქვენი სხეულისა და გონებისთვის, რადგან ამ დროს სიმძიმისა და შებოჭილობის ყველანაირი ნიშანწყალი ქრება და კუნთები დუნდება.

რაც შეეხება მასაჟს, ეს არის ფიზიოთერაპიის მეთოდი, რომელიც აჯანსაღებს და ალამაზებს ორგანიზმს, აღადგენს სხეულში ლიმფოდრენაჟს და სისხლის მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე; აღადგენს ძვალ-სახსროვანი სისტემის ნორმალურ მუშაობას; ხსნის კუნთების სპაზმს და ხელს უწყობს სტრესისგან გათავისუფლებას. სტრესის დროს ასევე რეკომენდებულია შარკოს შხაპი გოგირდის წყლით. გოგირდის აბაზანების მიღებას აქვს უნიკალური თვისება − მინერალური წყლიდან გამომუშავდება სულფიდები, რომელიც ღრმად აღწევს კანში და ამდიდრებს უჯრედების სტრუქტურას. კიდევ ერთი იდეალური ვარიანტია რელაქს-მასაჟი სურნელოვანი ეთერზეთების გამოყენებით. 40-წუთიანი რელაქს-მასაჟი კეთდება მთლიან სხეულზე, სპეციალური დამამშვიდებელი ეთერზეთების გამოყენებით.

დარწმუნებული ვარ სასიამოვნო ფილმის ნახვა და წიგნის წაკითხვა განტვირთვის საშუალებებს შორის ნამდვილად ლიდერია. ამ დროს ჩვენ ვეშვებით სამყაროში, რომელიც ყოველდღიურ სტრესს გვავიწყებს. პულსის დაგდებითა და კუნთების მოდუნების წყალობით, ამ ორ აქტივობას შეუძლია ხელი შეუწყოს რელაქსაციას.

 

ასევე გაეცანი

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები
Health & Beauty

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს
Health & Beauty

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე
Health & Beauty

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია
Health & Beauty

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! „10 წლის განმავლობაში მე გვერდზე არ გამიხედავს“ – ია ფარულავა ტარიელ სუარსთან დაშორებაზე!

#OK! „10 წლის განმავლობაში მე გვერდზე არ გამიხედავს“ – ია ფარულავა ტარიელ სუარსთან დაშორებაზე!

October 30, 2023
#OK! იყავით გამორჩეული „მარიამორთან“ ერთად

#OK! იყავით გამორჩეული „მარიამორთან“ ერთად

October 1, 2021
#OK! ორსული რიანას ფოტოსესია საკუთარი ბრენდის თეთრეულის უახლესი კოლექციისთვის

#OK! ორსული რიანას ფოტოსესია საკუთარი ბრენდის თეთრეულის უახლესი კოლექციისთვის

July 11, 2023
#OK! „მინდოდა მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე“ – ალექსანდრა პაიჭაძემ საიდუმლო გაამხილა!

#OK! „მინდოდა მხოლოდ დიდი მუცლით დამეანონსებინა ეს სიახლე“ – ალექსანდრა პაიჭაძემ საიდუმლო გაამხილა!

August 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! „ანალაინი“ –  უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

#OK! „ანალაინი“ – უფრო მეტი, ვიდრე ესთეტიკური სილამაზე

July 5, 2025
#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

#OK! როგორ შევარჩიოთ ფიზიკური აქტივობა პიროვნული ნიშნებით? – ახალი კვლევები და საზაფხულო რჩევები

July 9, 2025
#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

#OK! სტუდიო ლიბერთი – ახალი სტანდარტი ქუთაისში

July 4, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები