• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა, ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია… მნიშვნელოვანია დიზაინმა გაუძლოს დროს

August 2, 2022
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ინტერვიუ მხატვარ, ინტერიერის დიზაინერ ნინო პაიჭაძესთან

 

ჟურნალ OK!-ის დღევანდელმა გმირმა ბავშვობიდან იცოდა, რომ ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა. ის პროფესიით მხატვარი, სტილისტი და ინტერიერის დიზაინერია და ცდილობს თავისი ულევი ენერგია, ინდივიდუალური ხედვა და საინტერესო შინაგანი სამყარო გადმოსცეს როგორც ნახატებში, ისე ინტერიერში. მის ნამუშევრებში ესთეტიკა და ფუნქცია ერთმანეთს ერწყმის, ის ცდილობს ხელოვნება დაანახოს ყველას ყველაფერში. დღევანდელი ჩვენი ინტერვიუ გაგაცნობთ ძალიან საინტერესო ხელოვანს − ნინო პაიჭაძეს.

საზოგადოებამ გაგიცნოთ, როგორც მხატვარი. არაერთი გამოფენა გქონიათ საზღვრებს გარეთ. ამჟამად რა ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში ხატვას?

ხატვა ყოველთვის იყო და იქნება საკუთარი ცხოვრების ნაწილი და ჩემი იდეების გამოხატვის ერთ-ერთი ძლიერი გზა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შემოთავაზება მქონია, ჩემი ნამუშევრები, ერთი-ორის გამოკლებით, ყველა პირად კოლექციაშია. ვფიქრობ, ჯერ ადრეა მათი გაყიდვა. ყოველთვის ისეთი განცდა მქონდა, რომ თუ დავხატავდი, უნდა დამეხატა რაიმე გენიალური ან საერთოდ არ უნდა დამეხატა. ამიტომ ზუსტად ისე მაქვს მორგებული, როგორც სწორად მიმაჩნია, რადგან შედევრები ყოველდღე არ იქმნება.

 

პირველად როდის გაგიჩნდათ ინტერესი ინტერიერის დიზაინის მიმართ?

1 წლის ვიყავი, როდესაც ხელი დავიწვი და მას შემდეგ ფანქარი არ გამიშვია ხელიდან, თინეიჯერობის ასაკში კი უკვე ისეთ დონეზე ვხატავდი, რომ აკადემიაშიც სრული დაფინანსებით ჩავირიცხე. ხატვა ჩემი ნაწილი იყო და მისი სწავლა აღარ მჭირდებოდა, ამიტომაც გადავწყვიტე ისეთი პროფესია ამერჩია, რომელიც ფინანსურად მომგებიანი იქნებოდა და საკუთარ ინტერესებსაც დამიკმაყოფილებდა.

ჩემი მშობლების სახლი დახვეწილი და გემოვნებიანი იყო. ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ დეკორს, ავეჯსა და ინტერიერს, ტიხრებიც კი ყველასგან განსხვავებული განლაგებით იყო და ქვეცნობიერში ეს ინფორმაცია ჩემ სასიკეთოდ დაილექა, რამაც გამოიწვია ამ სფეროს არჩევა.

რამდენად დატვირთულია თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?

შეიძლება ითქვას, გადატვირთულიც კია. დიდი ენერგიის მატარებელი ვარ და ჩემი მიზანია, საკუთარი ენერგია ხელშესახებ პროდუქტად და პროგრესად გარდავქმნა – ეს მე სიცოცხლის ძალას მაძლევს. თუ ეს ენერგია შემოქმედებად არ გარდავქმენი, იგი გამანადგურებს. ინტერიერის დიზაინი, სტილისტობა, YouTube-ის ვლოგი, წერა, ხატვა, ტატუების კეთება (როგორც ჰობი) − რასაც კი ვაკეთებ, ყველაფერი შემოქმედებითი პროცესია.

როგორია თქვენთვის ინტერიერის დიზაინის პროექტზე მუშაობის პროცესი?

ეს ჰგავს ბრეინშტორმინგს. ინტენსიური, შეუჩერებელი, აქტიური პროცესია. საწყის ეტაპზე საჭიროა კლიენტის გაცნობა, მისი გაგება, როგორც პიროვნების, რათა კარგად გავეცნო მათ სურვილებს, თუ რა სჭირდებათ, და არა ის, თუ რა უნდათ. კლიენტი ხშირად თვითონ შედის ჩიხში და თუ გვერდით პროფესიონალი არ ჰყავს, ვერ იქნება შედეგით კმაყოფილი. სწორედ ინტერიერის დიზაინერის მოვალეობაა გაიგოს კლიენტის მოთხოვნები და აჩვენოს ის უნიკალური ვარიანტი, რაზეც დამკვეთს არც უფიქრია. თუ ინტერიერის დიზაინერი მხოლოდ დამკვეთის აზრს მიჰყვება, თავის ხედვას არ ამუშავებს და არ სთავაზობს მას, მაშინ გამოდის, რომ ის უბრალოდ შემსრულებელია და არა დიზაინერი. ასეთი შემთხვევები ხშირია საქართველოში.

ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესია, როდესაც ყველა იდეა, მოთხოვნა, ფერი, პატერნი, მატერიალი, ელემენტი, სასწაულებრივად ავსებს და ერწყმის ერთმანეთს, თითქოს წინასწარ იყო ასე გადაწყვეტილი. როდესაც სივრცე ფაზლივით ეწყობა და აქამდე არჩეული ნაწილები სწორ ადგილებზეა დასმული, ამ დროს ვგრძნობ, რომ სწორ გზას ვადგავარ. ამ გზამდე კი ჩემს ინტუიციასა და შეგრძნებებს მივყავარ.

 

 

 

ინტერიერის დიზაინზე მუშაობისას რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას − ფუნქციას თუ ესთეტიკას?

ორივეს. ფუნქცია და ესთეტიკა ჩემს შემთხვევაში ერთმანეთს ერწყმის. ჩემი არასტანდარტული დიზაინერული აზროვნებისა და ხრიკების მეშვეობით, შემიძლია ფუნქციური და პრაქტიკული გავხადო ესთეტიკური, ლამაზი, და პირიქით.

ტენდენციებს არ მივყვები, ინტერიერში ყოველთვის ვეძებ უწონადობას, წერტილს… სადაც ყველა დროის მონაკვეთში − ასი წლის წინ თუ ასი წლის შემდეგაც, თქვენი სახლი თავის აქტუალურობას და ხიბლს არ დაკარგავს. ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დიზაინი, როგორც შემოქმედება, უძლებდეს დროს.

როგორ დაახასიათებდით თქვენს ნამუშევრებს? ხომ არ გამოარჩევდით რომელიმეს?

როგორც ხელოვნებას. საკუთარი პროექტებისადმი მაქვს მიდგომა, როგორც ჩემი ნახატებისადმი − ყოველი პროექტი უნდა იყოს შედევრი. და მაინც, დავახასიათებდი სამი სიტყვით − საუცხოო, მყუდრო და სიყვარულით სავსე. საყვარელი პროექტი კი, რა თქმა უნდა, ჩემი სახლია, რადგან მისი მეშვეობით ოცნებები რეალობად მექცა.

თქვენ ასევე ბრძანდებით პერსონალური სტილისტი. რამდენად აქტუალურია ეს პროფესია საქართველოში?

მიმაჩნია, რომ პერსონალური სტილისტის პროფესია ძალიან საჭიროა, თუმცა საქართველოში ჯერ კარგად ცნობილი არ არის. თვალი გადაავლეთ ჰოლივუდის ვარსკვლავებს − ყოველთვის ყველას ეტყობა, თუ რომელი სტილისტი ზრუნავს მათ ჩაცმულობაზე და რომელ წელს შეეცვალათ ის.

ზოგჯერ ადამიანი ცუდად გამოიყურება არა იმიტომ, რომ შეუხედავია, არამედ იმიტომ, რომ მას ცუდად აცვია. ამიტომაც მნიშვნელოვანია იცოდეთ საკუთარი სხეულის პლუსები თუ მინუსები და შესაბამისად შეარჩიოთ ტანისამოსი. ასევე, ძვირადღირებული ნივთი არ ნიშნავს გემოვნებიანს, თუმცა ძვირადღირებული სტილისტის მომსახურებით გემოვნებიანად ჩაიცვამთ. მსიამოვნებს, როცა ჩემი მუშაობის შედეგს ვხედავ − ადამიანს ახალი სტილით, დახვეწილი სამოსით, რომელიც უპირველესად მას თვითშეფასებას უმაღლებს, რადგან ხშირ შემთხვევაში ტანისამოსთან ერთად იცვლება პიროვნებაც. ვცდილობ მაქსიმალურად ავთენტური გავხადო ინდივიდი, რომელთანაც ვმუშაობ − ამის შედეგად, უმრავლესობა თავისი ცხოვრების ახალ მიზანსა და გზასაც პოულობს. ამერიკული იდიომა − „ჩვენ ვართ ის, რასაც ვიცვამთ“, ძალიან ზუსტია ამ შემთხვევაში, რადგან ტანისამოსი განსაზღვრავს ჩვენს ქცევებს, თვითშეფასებასა და ხასიათსაც.

 

 

1 of 2
- +

1.

2.

 

დაბოლოს, რა არის ხელოვნება თქვენთვის?

სამყარო თვითონ ხელოვნებაა, ჩვენ კი სამყაროს ნაწილი ვართ და ყველაფერი ჩვენ გარშემო და ჩვენშიც ხელოვნებაა… ახედეთ ცას, ნახეთ რა საოცარი ფერია, დააკვირდით ღრუბლებს, უყურეთ მთვარეს, გასინჯეთ გემრიელი საჭმელი, შეეხეთ ბალახს, გაატარეთ მანქანა, გახედეთ თუნდაც ერთმანეთის მიყოლებით ჩაყრილ ურბანულ კორპუსებს − ყველაფერი ჩვენ გარშემო ხელოვნებაა. მთავარია, ჩვენ მისი სწორად დანახვა ვისწავლოთ და ესთეტიკის უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ.

 

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

 

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის
Décor

#OK! ibis Styles საქართველოში გაფართოებას განაგრძობს და თბილისში ახალ სასტუმროს ხსნის

February 23, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

#OK! „მის სამყაროს“ ორმა კონკურსანტმა ტიტულზე უარი თქვა

November 28, 2025
#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

#OK! ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

February 6, 2026
#OK! პრინცი უილიამისა და ქეითის პირველი საჯარო გამოჩენა მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

#OK! პრინცი უილიამისა და ქეითის პირველი საჯარო გამოჩენა მეგან მარკლის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ

March 12, 2021
#OK! მშვილდისარი, ჩოგბურთი.. ქეით მიდლტონის ხალისით სავსე გამოჩენა

#OK! მშვილდისარი, ჩოგბურთი.. ქეით მიდლტონის ხალისით სავსე გამოჩენა

May 14, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

#OK! ლუვრის ახალი დირექტორი კრისტოფ ლერიბო გახდა

February 26, 2026
#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

#OK! Dior-ის 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის ,,Ready To Wear” კოლექცია

March 4, 2026
#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები