• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! როდესაც ჩოხა ხვდება სარის – ცეკვა, რომელიც საზღვრებს გააქრობს

August 8, 2025
საკითხავი დრო: 1 min read

ცეკვა არის მოძრაობა, რომელიც გადმოსცემს ემოციას, გვიყვება ისტორიას და ბადებს ვიზუალურ ესთეტიკას. წარმოგიდგენთ სრულიად ინოვაციურ პროექტს, რომელიც ქართულ და ინდურ კულტურას გააერთიანებს. ეს არის ხიდი ორ უძველეს ცივილიზაციას შორის – ქართულ ტემპერამენტსა და ინდურ სიფაქიზეს შორის გაჩენილი დიალოგი გარდაიქმნება ქორეოგრაფიულ მოგზაურობად, რომელიც ტრადიციის და თანამედროვეობის შერწყმაა. ცეკვის პრემიერა საქართველოში შემოდგომას გაიმართება. წარმოდგენაში მონაწილეობს ინდური ცეკვების უბადლო შემსრულებელი, ქრისტინე კაპანაძე, ხოლო ქართული მხარე წარმოდგენილია დავით ფოცხიშვილის მუსიკითა და ქორეოგრაფიით, ლეგენდარული ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი „მეტეხის“ მოცეკვავეების შესრულებით. იდეის ავტორი და პროდიუსერი, დავით ბეჟიტაშვილი ამ პროექტის მნიშვნელობაზე გვესაუბრება.

 

როგორ გაჩნდა ამ პროექტის იდეა და რა არის მისი მიზანი?

დავით ბეჟიტაშვილი, კინოპროდიუსერი, საქართველო-ინდოეთის კულტურულ ურთიერთობათა პალატის დამფუძნებელი: ქართულ-ინდურის შერწყმა ცეკვაში პირველად 2017 წელს მოხდა. ქართულ-ინდური კულტურული ურთიერთობების ისტორიაში, ეს პროექტი დღემდე ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა.

ეს იყო სუხიშვილების გასტროლი ინდოეთის ოთხ უდიდეს ქალაქში, სადაც წარმოდგენილი იყო პროგრამა სინერგია, რომელიც მოიცავდა ქართულ-ინდური კულტურის შერწყმას. ამ პროექტის ავტორი იყო ჰემა მალინი – ინდური კინოსა და ცეკვის ცოცხალი ლეგენდა.

და აი ახლა, 8-წლიანი პაუზის შემდეგ, ძალიან მალე მაყურებელი კვლავ იხილავს ინოვაციურ ქორეოგრაფიულ პროექტს. ეს იქნება ქართულისა და ინდურის შერწყმა ერთ ცეკვაში. ეს პროექტი აერთიანებს ორი ქვეყნის კულტურას და ქმნის ახალ მოძრაობით ენას. ეს იქნება შეხვედრა ტრადიციასა და სიახლეს შორის, ფერებში, ჟესტებსა და გულწრფელობაში. უნიკალური ქორეოგრაფიული მოგზაურობა ორი უძველესი კულტურის გზაზე.

ცეკვის პრემიერა საქართველოში შემოდგომას გაიმართება. ცეკვაში მონაწილეობენ ინდური კულტურის ცენტრი „განგას“ სოლისტი და ქორეოგრაფი, ინდური ცეკვების უბადლო შემსრულებელი – ქრისტინე კაპანაძე, და უდიდესი ისტორიის მქონე ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი “მეტეხის“ მოცეკვავეები, დავით ფოცხიშვილის ხელმძღვანელობით. ცეკვის იდეის ავტორი და პროდიუსერი ვარ მე, ქორეოგრაფი და მუსიკის ავტორი კი დავით ფოცხიშვილი.

ჩვენი მიზანია, რომ ეს ცეკვა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს როგორც ინდოეთში, ასევე საქართველოში. ეს ცეკვა უნდა გახდეს კიდევ ერთი სიმბოლო ამ ორი უძველესი ქვეყნის ურთიერთობის, რომელიც დღითიდღე უფრო ღრმავდება.

 

 

დავით ფოცხიშვილი, ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი „მეტეხის“ ხელმძღვანელი: ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტი „მეტეხი“ 1978 წელს დაარსდა. ამ წლების განმავლობაში ანსამბლმა უდიდესი წარმატება მოიპოვა როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ, რაზეც უამრავი მსოფლიო ჯილდო მეტყველებს. ასევე, ჩვენს კონცერტებს დასწრებია მსოფლიოს წამყვანი ქორეოგრაფები, რეჟისორები, ბალეტმაისტერები და სხვ. ფაქტობრივად, ანსამბლმა იმოგზაურა ყველა კონტინენტზე, სულ ბოლოს 2025 წელს ავიღეთ მსოფლიო ჯილდო – გინესების რეკორდი დავამყარეთ. ქართული ანსამბლი პირველად მოხდა გინესების ისტორიაში, შოუც ჩვენ გავხსენით.

რას უნდა ველოდოთ ამ პროექტისგან? რა ისტორიის მატარებელია ეს ცეკვა?

ეს არის ქართული ცეკვისა და ინდური პლასტიკის სინთეზი, სადაც ორი ქვეყნის ტრადიციები ორგანულად იკვეთება. ინდური ცეკვა ძველი დროიდან იღებს სათავეს, ისევე როგორც ქართული და ვფიქრობ, ეს ორი განსხვავებული ხასიათი მშვენივრად შეიძლება შეერწყას ერთმანეთს. ეს იქნება თანამედროვე ფოლკლორული ჩანახატი, რომელიც ეფუძნება ორი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. დარწმუნებული ვარ, ნამუშევარი გამოიწვევს ემოციას და შექმნის თავისებურ, გამორჩეულ ნიშას.

რაც შეეხება მუსიკას, მისი ავტორი თავად ვარ. როდესაც პირველად მოვისმინე ეს იდეა დავით ბეჟიტაშვილისგან, მაშინვე გულში მომეძალა მელოდია და თვალწინ წარმომიდგა, თუ რამდენად ლამაზი და საინტერესო ქორეოგრაფია შეიძლებოდა შექმნილიყო. პლასტიკიდან გამომდინარე, ჩემებურად მოვარგე როგორც რიტმები, ისე მელოდიური ხაზი.

თქვენი აზრით, ამ ორი ქვეყნის ცეკვის შერწყმა რა როლს ითამაშებს ქართულ-ინდური კულტურული ურთიერთობის უფრო გაღრმავებაში?

ქრისტინე კაპანაძე, ინდური კულტურის ცენტრი „განგას“ სოლისტი და ქორეოგრაფი, მსახიობი და პირველი ინდური ბრენდის დამაარსებელი საქართველოში: ქართული და ინდური ცეკვის შერწყმა არა მხოლოდ ესთეტიკურად შთამბეჭდავი ქორეოგრაფიული ექსპერიმენტია, არამედ ღრმა კულტურული დიალოგის სიმბოლოა, რომელიც ორ ქვეყანას შორის მყარ კულტურულ ხიდს ქმნის.

 

ამ პროექტში ინდურ მხარეს წარმოვადგენ ინდური კლასიკური ცეკვის ელემენტებით, სადაც თითოეული მოძრაობა, ჟესტი და რიტმი ატარებს სიღრმისეულ ფილოსოფიას, შინაარსსა და განწყობას. ქართული ცეკვის ხატოვანი სიმტკიცისა და ეროვნული ენერგეტიკის შეხამება ინდური კლასიკის სიფაქიზესთან და სიმბოლიზმთან ქმნის გამორჩეულ ქორეოგრაფიულ ერთობას, რომელიც სცენაზე გადმოსცემს საერთო ისტორიას, ემოციას და კულტურულ ღირებულებებს.

მსგავსი ინოვაციური პროექტები მხოლოდ ესთეტიკური ეფექტით არ შემოიფარგლება, ისინი ამყარებენ ხალხთაშორის კავშირს, იწვევენ ორმხრივ პატივისცემასა და ინტერესს, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ახალგაზრდა თაობების ჩართულობასა და კულტურული გაცვლების ხელშეწყობაში.

ეს პროექტი გვახსენებს, რომ კულტურა არ არის მხოლოდ იდენტობის გამოხატვა, არამედ ურთიერთგაგების უნივერსალური ენაა, რომელიც შექმნის კულტურულ და შემოქმედებით პლატფორმას, რაც გააძლიერებს ინდოეთსა და საქართველოს შორის კულტურულ კავშირს – ურთიერთგაგებას, პატივისცემასა და ორმხრივ თანამშრომლობას.

 

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: გვანცა ზარქუა

ასევე გაეცანი

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში
ინტერვიუ

#OK! პირველი კადრიდან პროფესიულ სამყარომდე – გვანცა ახალაიას გზა ფოტოგრაფიაში

August 8, 2025
#OK! მოთხრობები სკრინინგზე
OK! Doctors

#OK! მოთხრობები სკრინინგზე

August 8, 2025
#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი
OK! Business

#OK! თბილისის გამორჩეული სიმბოლო – ჭრელი აბანოს ისტორია, ტრანსფორმაცია და მომავალი

August 8, 2025
#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან
Health & Beauty

#OK! ზაფხულის მაკიაჟის ტენდენციები ეკა ჩანჩიბაძისგან

August 8, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! მცენარეული მალამო “LT”

#OK! მცენარეული მალამო “LT”

May 31, 2021
#OK! ტინა კუნაკის ფოტოსესია ძმასთან – ზაკარი კუნაკისთან ერთად

#OK! ტინა კუნაკის ფოტოსესია ძმასთან – ზაკარი კუნაკისთან ერთად

July 10, 2021
#OK! როგორ მიირთმევდნენ ცნობილი ადამიანები შამპანურს: ბევრისთვის აქამდე უცნობი 11 ვინტაჟური ფოტო

#OK! როგორ მიირთმევდნენ ცნობილი ადამიანები შამპანურს: ბევრისთვის აქამდე უცნობი 11 ვინტაჟური ფოტო

January 10, 2022
#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

#OK! ირაკლი მაქაცარია შეყვარებულია! ვარსკვლავი საყვარელი ქალბატონის ვინაობას ამხელს

April 10, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?

#OK! ვინ დგას ჰოლივუდის ვარსკვლავების სილამაზის უკან?

August 4, 2025
#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

#OK! 20 უკვდავი ფრაზა ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმებიდან

August 5, 2025
#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

#OK! ,,დავქორწინდით! კიდევ ერთხელ! ” – Scary Spice – ის მეორე ქორწილი მაროკოში გაიმართა

August 4, 2025
#OK! ციფრული ამნეზია – როგორ გვავიწყდება მოვლენები, როცა ყველაფერს ტელეფონით ვაფიქსირებთ?

#OK! ციფრული ამნეზია – როგორ გვავიწყდება მოვლენები, როცა ყველაფერს ტელეფონით ვაფიქსირებთ?

August 6, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები