ასაკი მხოლოდ ციფრებია – ინტერვიუ რუსა ჩაჩუასთან
ყველა ქალს სურს ჰქონდეს ლამაზი და ჯანსაღი კანი, ამასთანავე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დიდხანს შეაჩეროს დაბერების პროცესი. ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ 100%-ით ფრანგულ კოსმეტიკურ ლუქს ბრენდს Rexaline-ს, რომლის წარმატების ისტორია 2008 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაიამიში, „რექსალაინის“ ლაბორატორიის დაარსებით დაიწყო. ბრენდის უმთავრეს მიზანს უნიკალური სილამაზის რიტუალისა და დაბერების საწინააღმდეგო ხაზის შექმნა წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა RX ჰიალურონის მჟავა, Refill X-treme, განახლებული და გაუმჯობესებული ფორმულა, რომელიც სხვა ჰიალურონის მჟავებისგან განსხვავებით, კანის შრეებში 15-ჯერ მეტად ეფექტურ ბიოშეღწევადობასა და კანის 50%-ით მეტ დატენიანებას უზრუნველყოფს. „რექსალაინის“ შრატები 25 წლის ასაკიდან გამოიყენება და გრძელვადიანად ანელებენ კანის დაბერების პროცესებს. ბესტსელერი Rexaline Line Killer-ის პროდუქციის სახელწოდებაც კი გვეუბნება, რომ ის „კლავს ნაოჭებს“ და გიბრუნებთ ახალგაზრდობას. ვეგანური, არაკომედოგენური „რექსალაინის“ სახის მოვლის პროდუქცია მრავალი წელია, მსოფლიოში მომხმარებელთა აღფრთოვანებასა და სიყვარულს იმსახურებს. ახლა კი პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია „ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. ბრენდის უპირატესობებზე კი უფრო ვრცლად რუსა ჩაჩუასთან ვისაუბრებთ.
რუსა, ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებით, როგორია თქვენი თავის მოვლის რუტინა?
რაც მე და Rexaline-ი დავმეგობრდით, ამ ბრენდის თავის მოვლის საშუალებებს ვიყენებ. სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი მაქვს და მუდმივად საჭიროებს დატენიანებას. Rexaline-ს კი არაერთი პროდუქტი აქვს, რომელიც ძალიან ღრმად ატენიანებს კანს. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ჩემი კანი უფრო ჯანსაღი და მბზინავი გახდა. ძალიან გამიხარდა, რომ „რექსალაინი“ უკვე საქართველოშია.
რომელი იყო Rexaline-ს პირველი პროდუქტი, რომელიც გამოიყენეთ?
ეს იყო Rexalaline Line Killer-ის ლიფტინგ შრატი, რომელიც ძალიან ეფექტურია ნაოჭების როგორც პრევენციის მიზნით, ასევე ძალიან კარგად მოქმედებს უკვე არსებულ ნაოჭებზე… სანამ დავიწყე პროდუქციის გამოყენება, გავეცანი ინფორმაციას და აღმოვაჩინე, რომ მასში შედის ჰიალურონის მჟავას ორმაგი კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს 50%-ით მეტ დატენიანებას და 15-ჯერ მეტ შეღწევადობას. ეს ინფორმაცია მოწოდებულია პროდუქციის შეფუთვებზე და, შესაბამისად, დამაინტერესა.
მინდა აღვნიშნო, რომ გამოყენებისთანავე კანი გახდა რბილი და გლუვი. რადგან პროდუქციას აქვს ლიფტინგის ეფექტი, ის ხანგრძლივად ამკვრივებს კანს, ანიჭებს ტონუსს, ღრმა ნაოჭები მცირდება, სახის ფერი ჯანსაღი და მბზინავი ხდება, კანის სტრუქტურა გაუმჯობესებულია და თითქოს უფრო ახალგაზრდავდება.
როგორ შეიძლება ქალმა აკეთოს ბევრი საქმე და თან ოჯახისთვისაც დარჩეს დრო. რამდენად რთულია თქვენთვის ამის შეთავსება?
ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს. როდესაც ჩემი მეუღლე სამსახურშია და ჩემი შვილები სკოლაში, მაშინ ვარ დაკავებული ჩემი საქმით, ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო. იქნება ეს ფოტოგადაღება თუ, უბრალოდ, სთორისთვის ვიდეო, მაქსიმალურად ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო და ხარისხიანი შედეგი მივიღო, მაგრამ როდესაც სკოლიდან ბრუნდებიან ბავშვები, ბოლომდე მათზე გადავერთვები ხოლმე. ოჯახს ძალიან დიდი დრო სჭირდება, რათა ყურადღება და ზრუნვა არ მოვაკლო, დანარჩენს კი ვუთმობ საკუთარ თავს, რათა ვივარჯიშო და სასურველი ფიზიკური ფორმა შევინარჩუნო.
რა არის თქვენი და თქვენი მეუღლის, როგორც მშობლების, მთავარი პრინციპი შვილების აღზრდასთან მიმართებით?
ყველაზე მთავარია, რომ შვილებს აგრესიას არასოდეს ვაჩვენებთ. მათ არასოდეს გაუგიათ ხმამაღალი ლაპარაკიც კი ჩემსა და დიმას შორის, რადგან ყოველთვის პატივისცემით ვეპყრობით ერთმანეთს და ამას არ ვთამაშობთ. ბავშვები ლაღები უნდა გაიზარდონ.
დროთა განმავლობაში მეც გავიზარდე ჩემს შვილებთან ერთად. ბევრი საკითხის მიმართ შევიცვალე დამოკიდებულება. ადრე მეტად ემოციური ვიყავი. მინდოდა ბავშვები ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მე ვეტყოდი. ახლა ვხვდები, რომ ასე არ ყოფილა სწორი. ასე რომ, მეც გავიზარდე, როგორც მშობელი და დიმამ ძალიან იმოქმედა ამ მხრივ ოთხ ბავშვსა და მათ დედაზე.
რა გაბედნიერებთ?
მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი დადებითი აბედნიერებს, ეს იქნება კარგი ამინდი თუ ჩემი საყვარელი ადამიანების დანახვა. მადლიერების გრძნობა არის უმნიშვნელოვანესი. არ ვაქცევ ყურადღებას ნეგატივს, ვცდილობ, მხოლოდ დადებითი ენერგიითა და განწყობით ვიყო აღსავსე და ჩემში არ დარჩეს უარყოფითი განცდების ადგილი. და, რა თქმა უნდა, ბედნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია სიყვარული, რის გარეშეც მე არ შემიძლია. როდესაც დიმას მიმართ სიყვარულს გამოვხატავ, ეს არის ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა.
როგორ და ვისთან ერთად განიტვირთებით?
ჩემთვის იდეალური დასვენება არის ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად დროის გატარება. ხშირად ვატარებ დროს შვილებსა და დედასთან ერთად. მეუღლესთან ერთად ერთი-ორი დღით გასვლა ნამდვილად ზეიმია ჩემთვის. თვიდან თვემდე ველოდები, როდის მოიცლის ხოლმე, რომ ერთად მოვიწყოთ არდადაგები, რომელსაც ახალი ემოციები და შეგრძნებები მოაქვს, რაც დიდხანს მყოფნის.
გარდა ამისა, მიყვარს მოგზაურობა. სულ ახლახან ვიყავი რომში მეგობრებთან ერთად. ამ ქალაქში სულ მეუღლესთან ერთად დავდიოდი. მეგობრებთან ერთად ვერ ვახერხებდი ხოლმე მოგზაურობას, რადგან უმეტესობა მრავალშვილიანი დედები ვართ, თუმცა წელს მოვახერხეთ ბავშვობის მეგობრებმა, წავედით რომში და ეს არდადეგები მართლაც განსაკუთრებული იყო, რადგან ბავშვობაში დაგვაბრუნა. ძალიან სახალისო მოგზაურობა გამოგვივიდა, იტალიელებიც კი შევაწუხეთ ჩვენი სიცილ-კისკისით.
გაქვთ თუ არა Rexaline-ს ამოჩემებული პროდუქტი, რომელსაც სულ იყენებთ?
ახლა დავიწყე „რექსალაინის“ Crystal Bright Fluid-ის გამოყენება, რომელიც SPF 50 დაცვითაა და ამ სეზონზე ერთ-ერთი საჭირო პროდუქტია. გარდა ამისა, მომხიბლა იმან, რომ გამდიდრებულია გალის მჟავათი, რომელიც 4-ჯერ უფრო ძლიერი ანტიოქსიდანტია, ვიდრე ყველასათვის ცნობილი C ვიტამინი. კანის დაცვასთან ერთად, „რექსალაინის“ ფლუიდი სწრაფად და ეფექტურად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს, სახის კანი ხდება ნათელი და ერთგვაროვანი, ხოლო დამატენიანებელი, ორმაგი ჰიალურონის მჟავას კომპლექსის წყალობით, უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას, რაც ამ პერიოდში ჩვენი კანისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია.
თქვენი აზრით, რომელია Rexaline-ს must have პროდუქტი, რომელიც ყველა ქალის ჩანთაში უნდა იდოს?
უპირველესად, მინდა აღვნიშნო, როდესაც რაიმე პროდუქტს ვურჩევ ჩემს გამომწერებს, მე თვითონ ვიყენებ მას და სხვა შემთხვევაში რეკომენდაციას არ ვუწევ. Must Have პროდუქტი კი Rexaline Hydra-Shock-ის დამატენიანებელი ინოვაციური ნიღაბია, რომელსაც სასწაულმოქმედი შევარქვი. როდესაც სადმე მივდივარ და მინდა კარგად გამოვიყურებოდე, აუცილებლად ვიყენებ ამ ნიღაბს. ბრენდმა ზუსტად ამ ნიღბით გაითქვა სახელი და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მას ქართველი მანდილოსნებიც შეიყვარებენ. უჩვეულოა, თუმცა რეალობა, ნიღბის დატანიდან ზუსტად 15 წუთში კანი იძენს ბუნებრივ ბზინვარებასა და კომფორტის შეგრძნებას.
ფოტო: ზუკა კაკუტაშვილი
პროექტის ავტორი: თამთა დალაქიშვილი
ტექსტი: სოფიო მალანია
ვიზაჟი: სოფია საენკო