• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! Ray11-ის მულტივერსის დასაწყისი

July 6, 2023
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

მართალია, დღეს ქართული კინო აქტიური ტემპებით ვითარდება საქართველოში, თუმცა ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ არ ვართ განებივრებული კარგი და ხარისხიანი პროდაქშენ კომპანიებით. დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიას-Ray11-ს, რომელიც ახალგაზრდა, მაგრამ გამოცდილი გუნდითაა დაკომპლექტებული და მოიცავს პროდაქშენის რამდენიმე მიმართულებას: ფილმების, სერიალების, რეკლამების, მუსიკალურის კლიპების გადაღებით დაწყებული, ანიმაციისა და კომიქსის შექმნით დასრულებული. Ray11-ის მიზანია, მსოფლიოს გააცნოს ქართული ხარისხიანი პროდუქტი. მისი ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია „იბერიის საგა“, რომელშიც კარგად არის გადმოცემული ქართული მითოსი, ზღაპრის გმირები და ლეგენდები. შეიძლება ითქვას, „იბერიის საგა“ არის „ბეჭდების მბრძანებლის“, „სამეფო კარის თამაშების“ მსგავსი სამყარო. უფრო დეტალურად Ray11-ის ნამუშევრებზე, სამომავლო გეგმებსა და ცოტა „სპოილერზე“ ჟურნალი OK! კომპანიის დირექტორს, გეგა აფაქიძეს ესაუბრა.

 

 

გვესაუბრეთ Ray11-ის ნამუშევრებზე

2022-2023 წლებში ჩვენ საზოგადოებას შევთავაზეთ სხვადასხვა ჟანრის სერიალები, რომლებმაც იუთუბ და სატელევიზიო სივრცეშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა. „ორობოროსი-1937“, „შეფის ვოიაჟი“, „კეთილები“… ეს იმ სერიალების ჩამონათვალია, რომელიც მაყურებლებმა უკვე იხილეს.

თებერვალში გვქონდა ფილმის პრემიერა კინოთეატრებში „კეთილები კინოში“, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია კავე+ საიტზე, სხვა ზემოაღნიშნულ პროექტებთან ერთად.

გარდა ამისა, Ray11 აქტიურად მუშაობს ანიმაციის მიმართულებით და მაყურებელმა უკვე ნახა „ალუდა ქეთელაურის“ სრულმეტრაჟიანი ანიმაციის ტრეილერიც, რომლის პრემიერა იგეგმება 2024 წლის მაისში.

ასევე, პრეპროდაქშენის პროცესშია 3D ანიმაცია – „იბერიის საგა“, სადაც იხილავთ ქართული მითოლოგიის, ზღაპრების, ნოველებისა და ისტორიული გმირებისგან შემდგარ სამყაროს, და გამოჩნდებიან ქართველი სუპერგმირებიც.

მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ანიმაციით დაინტერესებულები არიან უცხოეთის წამყვანი სტრიმინგ და ანიმაციური პლატფორმები, რომლებთანაც ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიდის.

 

 

სანამ მაყურებლები იხილავენ ანიმაციას, ჩვენ გადავწყვიტეთ „იბერიის საგას“ სამყარო უკვე გაგვეცნო ქართველებისა და მსოფლიოსთვისაც, ამიტომ გამოვუშვით კომიქსი „იბერიის ქრონიკები“, რომელიც ანიმაციის ერთგვარი პროლოგია, სადაც ისტორია ვითარდება იბერიული ღმერთების ომის დროს. კომიქსი გამოვა 2 თვეში ერთხელ და პირველი აქტი, სულ 10 ნაწილისგან შედგება.

გარდა ფილმებისა და ანიმაციებისა, მაყურებელს უკვე შევთავაზეთ მუსიკალური კლიპებიც და რეკლამებიც.

საბოლოოდ, 2022-2023 წლები რომ შევაჯამოთ, ray11-მა იმუშავა პროდუქტებზე, რომელიც გათვლილი იყო ქართულ ბაზარზე. 2023-2024 წელს კი ვაპირებთ შევქმნათ პროდუქტი, რომელსაც დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვება უცხოურ ბაზარზეც. ამიტომ ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებზე, ვეწვიეთ „ბერლინალეს“, კანის კინოფესტივალს, სექტემბერში ვმონაწილეობთ Eurasian Film Market-ზე.

 

როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტიანია აღნიშნული ბაზარი? და რა გამოარჩევს Ray11-ს?

მოხარული ვარ, რომ კინემატოგრაფია აქტიური ტემპებით ვითარდება საქართველოში, რაზეც მეტყველებს მსოფლიო წამყვანი პროდაქშენების დაინტერესება, რაც პირადად მოვისმინე და ვნახე კანის კინოფესტივალზე ვიზიტის დროს. სულ უფრო და უფრო მეტ კინოკრეატორს სურს ქართულ კინოინდუსტრიასთან თანამშრომლობა, თუმცა დიდ კონკურენციას ვერ ვხედავ საქართველოს ბაზარზე. ვთვლი, რომ რაც მეტი პროდაქშენი იქნება საქართველოს წარმომადგენელი და რაც მეტ ფილმს, სერიალს თუ ანიმაციას შევთავაზებთ მსოფლიოს და ქართველ მაყურებელს, მით უფრო განვითარდება ეს სფერო და მეტი თავის გამოჩენის შესაძლებლობები მიეცემა ქართულ პროდაქშენებსაც.

რაც შეეხება ray11-ს, ალბათ, გამოირჩევა all inclusive-ურობით, ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდი, გვაქვს ჩვენი აპარატურა, რაც ავტომატურად აისახება პროდუქტის ხარისხსა და იმაზე, თუ რა სიხშირით ვუშვებთ ახალ ფილმებს და სერიალს. ქართველებს უყვართ და მონატრებულები არიან ქართულ კინოს, ამიტომ ჩვენი მიზანია, მაღალი ხარისხის ფილმებითა და სერიალებით ხშირად გავანებივროთ ჩვენი მაყურებლები.

 

დეტალურად გვესაუბრეთ Ray11-ის მიმდინარე პროექტებზე…

ამ ეტაპზე ვმუშაობთ 2 ფილმზე („ინსტრუქტორი“) და („მიცვალებულთა დღე“) არტჰაუსის მიმართულებით, და ვგეგმავთ გავგზავნოთ 2024 წლის ფესტივალებზე, განსაკუთრებით ვუმიზნებთ კანის ფესტივალს.

დაწყებულია მუშაობა „ორობოროსის“ მეორე სეზონზე, სადაც პირველი სეზონისგან განსხვავებით, სერიალი მიიღებს საერთაშორისო მასშტაბს და ჩართულია ბევრი ცნობილი სახე. მეორე სეზონის პრეზენტაცია უკვე მოხდა ერთ-ერთ ფესტივალზე და დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

 

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ასევე ვმუშაობთ „ალუდა ქეთელაურის“ ანიმაციაზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, დიდ პოპულარობას მოიპოვებს მსოფლიოს მასშტაბით. უკვე დასკვნით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ერთ-ერთ დიდ უცხოურ კომპანიასთან, რათა ანიმაციის პრემიერა არა მარტო საქართველოს კინოთეატრებში, არამედ ევროპულ და აზიურ ქვეყნებშიც მოხდეს.

 

 

ray11-ის მთავარ მარგალიტად მაინც „იბერიის საგა“ მიმაჩნია. ეს არის პროექტი, რითაც პროდაქშენი დაიწყო. დარწმუნებული ვარ, დიდ პოპულარობას მოიპოვებს მსოფლიოს მასშტაბით. მასში მსოფლიო გაეცნობა ქართულ მითოსს, ზღაპრის გმირებსა და ლეგენდებს. შეიძლება სპოილერი გამომივიდეს, მაგრამ ჩვენ მიერ შექმნილი იბერიის სამყარო არის „ბეჭდების მბრძანებლის“, „სამეფო კარის თამაშების“ მსგავსი სამყარო. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც კომბლეს თავისი სამეფო აქვს და მაქციებს ებრძვის, სადაც „ვეფხისტყაოსნის“ გმირებიც კი ჩართულები არიან ღმერთების ომში, დევების, ქაჯების, ჭინკების წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართველოს ყველა კუთხე წარმოდგენილია თავისი მითოლოგიითა და პერსონაჟებით.

 

Ray11-ის გუნდი

Ray11-ის წარმატება და მომავალი გეგმების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა იმ გუნდის გარეშე, რომელიც პირველი დღიდანაა ჩართული, რათა საქართველოში შეიქმნას ჰაბი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო პროდუქციას შექმნის და მსოფლიოს საქართველოს კინოკულტურასა და ისტორიას გააცნობს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მრავალი ჯილდოს მქონე სცენარისტებით, რეჟისორებით, მხატვრებით, ანიმატორებითა და შრომისმოყვარე ტექნიკური ჯგუფით.

აღსანიშნავია, რომ სექტემბრიდან ვიწყებთ RAY აკადემიას, სადაც შესაძლებელი იქნება კურსების გავლა ანიმაციისა და კომიქსის შექმნის მიმართულებით, წარმატებული კურსდამთავრებული ავტომატურად შემოუერთდება ray11-ის ანიმაციის გუნდს. ასევე Rayacademy-ში იგეგმება კურსები კინორეჟისურის, სცენარისა და პროდაქშენის მიმართულებითაც.

 

 

სამომავლო გეგმები

სექტემბერში ვიხილავთ „იბერიის ქრონიკების“ კომიქსის მეორე ტომს, სადაც ჩვენს მკითხველებს ახალ გმირებს გავაცნობთ. სექტემბერშივე ვგეგმავთ „იბერიის ქრონიკები“ ვთარგმნოთ ინგლისურ ენაზე, რათა მსოფლიოსაც გავაცნოთ ქართული მითოსი და გმირები.

RAY11 საქართველოში კომიქსების ინდუსტრიის განვითარებაში აქტიურად არის ჩართული, ამიტომ ჩვენ დავიწყეთ თანამშრომლობა Rusty Comics-თან და მოვიპოვეთ marvel-ისა და DC ლიცენზია, რათა ქართულად ვთარგმნოთ ყველასათვის საყვარელი სუპერგმირების კომიქსები. მკითხველებმა უკვე იხილეს მარველის 4 კომიქსი ქართულ ენაზე და უახლოეს მომავალში ვაპირებთ სისტემატურად შევთავაზოთ ახალ კომიქსები ქართულად, ჩვენივე კომიქსშოპში.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ველედას“ პირველი შოურუმი საქართველოში და განახლებული პროდუქციის უპირატესობები

#OK! „ველედას“ პირველი შოურუმი საქართველოში და განახლებული პროდუქციის უპირატესობები

March 7, 2024
#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

April 10, 2023
#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

August 5, 2025
#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

January 30, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება

#OK! Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება

September 28, 2026
#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები