• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Hollywood News

#OK! “მახსოვს, როგორ მეუბნებოდნენ უარს, თავს გარიყულად ვგრძნობდი, “აუთსაიდერად”, რომელიც ამ საზოგადოებას არ ეკუთვნოდა” – ლეონარდო დიკაპრიოს გზა წარმატებამდე

November 11, 2023
საკითხავი დრო: 1 min read

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ამერიკელი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო საზოგადოებისთვის ცნობილი ფენომენური როლებით, ორიგინალური შესრულებითა და გამორჩეული გარეგნობით გახდა, თუმცა მიუხედავად მისი ურიცხვი წარმატებისა, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის იმ გზის შესახებ, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულმა შემსრულებელმა წარმატების მისაღწევად განვლო. ლეონარდო დიკაპრიო 1975 წლის 11 ნოემბერს ლოს ანჯელესში, კალიფორნიაში დაიბადა. სახელის ინსპირაცია ლეონარდოს დედამ იმ დროს მიიღო, როდესაც ფლორენციაში, Uffizi-ის მუზეუმში ლეონარდო და ვინჩის ნახატის დათვალიერებისას მუცელში ბავშვის პირველი ბიძგები იგრძნო. ლეოს მშობლები მისი დაბადებიდან მალევე, რამდენიმე თვეში დაშორდნენ ერთმანეთს. დედ-მამის განქორწინების შემდეგ, პატარა ლეონარდო უმეტეს დროს Echo Park-ში დედასთან, ნახევარძმასთან და მამინაცვალთან ერთად ატარებდა.

სამსახიობო კარიერის საწყისი ეტაპი მისთვის მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის პარალელურად, ერთ-ერთმა აგენტმა საკუთარი სახელის ლენი უილიამსით შეცვლა სთხოვა, განაწყენებულმა ლეომ იმედი დაკარგა, რის შემდეგაც მსახიობობისთვის თავი დანებება სურდა. ოჯახის წევრების დახმარებით, მან აზრი მალევე შეიცვალა, თუმცა სახელის შეცვლაზე უარი განაცხადა.

„მახსოვს, როგორ მეუბნებოდნენ ქასთინგის დირექტორები სისტემატურად უარს. ამ დროს თავს გარიყულად ვგრძნობდი. ყოველთვის მეგონა, რომ აუთსაიდერი ვიყავი, რომელიც ამ საზოგადოებას არ ეკუთვნოდა. როდესაც მსახიობობა დავიწყე, მასზე, როგორც კარიერაზე, არასდროს მიფიქრია, არ მესმოდა ამ ყველაფრის კონცეფცია. ვფიქრობ, იმ პერიოდში უბრალოდ ვცდილობდი კოლეჯში სასწავლებლად ფული შემეგროვებინა“.

ლეონარდომ 1990-იან წლებში სატელევიზიო სერიალ Parenthood-ში Garry Buckman-ის როლი შეასრულა, გადაღებებზე კი შემსრულებელი ტობი მაგუაიერი გაიცნო, რომელთანაც დღეს არა მხოლოდ საერთო პროექტები, არამედ მრავალწლიანი საუკეთესო მეგობრობა აკავშირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ლეონარდო ძალიან ბევრ სარეკლამო რგოლში ჩნდებოდა, რომელთაგან პირველი 14 წლის ასაკში Matchbox-ის სათამაშო ავტომობილების რეკლამა იყო. დიკაპრიომ სახელი Critters 3-ში შესრულებული სადებიუტო როლით გაითქვა, რომელიც 1991 წელს გამოვიდა. ფილმს არაერთი წარმატებული პროექტი მოჰყვა. 1993 წელს მსახიობმა What’s Eating Gilbert Grape-ში მენტალურად ჩამორჩენილი ბავშვის როლი შეასრულა. მისი მოქმედება იმდენად დამაჯერებელი იყო და მაყურებელი იმდენად აღაფრთოვანა, რომ ზოგიერთს ის რეალურ ცხოვრებაშიც მსგავსი ეგონა. ლეონარდომ მიიღო „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ფილმი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ახალგაზრდა მსახიობის კარიერაში. მას შემდეგ ლეონარდომ შექსპირის პიესის, „რომეო და ჯულიეტას“ 1996 წლის განახლებულ ვერსიაში მთავარი როლი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდში ლეონარდო უკვე ძალიან ბევრ ფილმში მონაწილეობდა, მას საყოველთაო აღიარება თითქმის ყველასათვის ცნობილმა და საყვარელმა ფილმმა Titanic-მა, შემდეგ კი The Revenant-მა და The Wolf Of Wall Street-მა მოუტანა.

2016 წელს ლეონარდომ კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო სწორედ The Revenant-ში შესრულებული როლით მიიღო. ეს პროექტი გახდა მისი სიმბოლური კარიერული მომენტი, რომელმაც ვარსკვლავს მსოფლიო აღიარება მოუტანა. „ოსკარის“ მოპოვებამდე მსახიობი ხუთჯერ იყო ნომინირებული, თუმცა 2016 წლამდე გამარჯვება ვერ მოახერხა. ის ამავე წელს ყველაზე მაღალანაზღაურებად მამაკაც ნომინანტებს შორის დასახელდა.

„არ ვფიქრობ, რომ ოდესმე ველოდი ისეთ ჯილდოს, როგორიც „ოსკარია“. სიმართლე გითხრათ, ეს არ იყო ჩემი მოტივაცია, როდესაც კონკრეტულ როლზე ვმუშაობდი. მსახიობობაში ყველაზე კარგი ის არის, რომ დანარჩენი პროფესიებისგან რადიკალურად განსხვავდება. შენ არ შეგიძლია გააკეთო იგივე, რასაც გუშინ აკეთებდი. მე მოტივირებული ვარ ნიჭიერ ადამიანებთან მუშაობით და შემდეგ ამ ყველაფრის დიდი სიამაყით გახსენებით“.

ლეონარდოს სიტყვა „ჰოლივუდზე“ უპირველესად საკუთარი ბავშვობა, შემდეგ კი მთელი თავისი არსებობა ახსენდება. მსახიობის თქმით, ჰოლივუდი იყო ადგილი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა, თუმცა იმდენად „ხელშეუხებელი“ ეგონა, რომ ამ ნატვრის ახდენა ზოგჯერ ეჩვენებოდა.

„მე დავიბადე და გავიზარდე ჰოლივუდში. ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთადერთი მიზეზი ჩემი მსახიობად ყოფნისა არის ის, რომ აქ ვცხოვრობ. ჩემს პროფესიაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი, თუმცა თავი ამ ყველაფრის ნაწილად არასდროს წარმომედგინა. ჰოლივუდი ჩემთვის ხელშეუხებელ ოცნებად რჩებოდა“.

მსახიობის აზრით, ძალიან რთულია იყო ოპტიმისტი, თუმცა ამბობს, რომ პესიმისტური აზროვნება დამღუპველია. ის ადამიანებს მოუწოდებს, რომ მიუხედავად ცხოვრებაში არსებული სირთულეებისა, დადებითი დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ.

„წარმოუდგენლად რთულია იყო ოპტიმისტი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვიბრძვით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება… თუ შეგიძლია აკეთო ის, რაც საუკეთესოდ გამოგდის და ბედნიერი ხარ, ეს ნიშნავს, რომ ამ ცხოვრებაში ძალიან ბევრ ადამიანზე წინ ხარ“.

ლეონარდოს პირადი ცხოვრება მრავალფეროვანია. მისი სასიყვარულო ურთიერთობები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და წარმატებულ ლამაზმანებს უკავშირდება, მათ შორის არიან ნაომი კემპბელი, მერაია ქერი, პერის ჰილტონი და ალისია სილვერსტოუნი. 2002-იდან 2005 წლამდე ის ბრაზილიელ სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენს ხვდებოდა.

ლეონარდო სამსახიობო კარიერის პარალელურად დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით. ის არის Appian Way Productions-ის და არაკომერციული ორგანიზაცია Leonardo DiCaprio Foundation-ის დამფუძნებელი. მსახიობი მხარს უჭერს ქველმოქმედებს და შექმნილი აქვს არაერთი დოკუმენტური ფილმი გარემოს დაცვის შესახებ. 2016 წელს Times Magazine-მა ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელა. ამჯერად კინოვარსკვლავს კარიერულ საქმიანობაში პაუზა აქვს აღებული და პირად ცხოვრებაზეა ორიენტირებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ის 23 წლის ამერიკელ მოდელსა და მსახიობს, კამილა მორონეს ხვდება. ლეონარდო თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სწორედ მეგობარ გოგონასთან და მშობელ დედასთან ერთად ატარებს, რომელსაც მსახიობი ხშირად „მოსიარულე სასწაულს“ უწოდებს. „ოსკაროსან“ დიკაპრიოს 11 ნოემბერს 46 წელი შეუსრულდება.

გაიგე მეტი: ლეონარდო დიკაპრიო

ასევე გაეცანი

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
OK! Men

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025
#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-იანებიდან დღემდე
Hollywood News

#OK! პამელა ანდერსონის ტრანსფორმაცია 90-იანებიდან დღემდე

October 10, 2025
#OK! ჯეინ გუდოლი – მეცნიერების სიმბოლო და ბუნების უსასრულო ამბის მთხრობელი
Hollywood News

#OK! ჯეინ გუდოლი – მეცნიერების სიმბოლო და ბუნების უსასრულო ამბის მთხრობელი

October 2, 2025
#OK! არქივიდან – ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ჩარკვიანთან (2020)
OK! Men

#OK! არქივიდან – ექსკლუზიური ინტერვიუ მამუკა ჩარკვიანთან (2020)

August 25, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ესპანეთის დედოფალი უკრაინის ეროვნული სამოსით გამოჩნდა

#OK! ესპანეთის დედოფალი უკრაინის ეროვნული სამოსით გამოჩნდა

March 9, 2022
#OK! დღესასწაულის მნიშვნელოვანი დეტალები

#OK! დღესასწაულის მნიშვნელოვანი დეტალები

December 2, 2021
#OK! “მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება, მე მისი პირველი ქმარი ვიყავი, ბენი კი მეოთხეა” – ჯენიფერ ლოპესის ყოფილი მეუღლე წყვილის ურთიერთობაზე საუბრობს

#OK! “მათი ქორწინება დიდხანს არ გაგრძელდება, მე მისი პირველი ქმარი ვიყავი, ბენი კი მეოთხეა” – ჯენიფერ ლოპესის ყოფილი მეუღლე წყვილის ურთიერთობაზე საუბრობს

August 17, 2022
#OK! Discover Yoga – იგრძენით იოგას ჯადოსნური შესაძლებლობები

#OK! Discover Yoga – იგრძენით იოგას ჯადოსნური შესაძლებლობები

January 16, 2024

კვირის ჰიტები

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

#OK! Prada-მ Versace 1.36 მლრდ დოლარად შეიძინა

December 3, 2025
#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

#OK! Lacoste-ს საკულტო ლოგოტიპი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებით შეიცვალა

November 30, 2025
#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

#OK! Emporio Armani მილანის მამაკაცის მოდის კვირეულში მონაწილეობაზე უარს ამბობს

December 2, 2025
#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

#OK! ლინდსი ლოჰანი ყველაზე გავლენიანი ადამიანების რეიტინგში მოხვდა

December 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები