• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! რას და როგორ იცვამენ ცნობილი დიზაინერები?

February 7, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დიდი ხანია მივეჩვიეთ, რომ მთელი მსოფლიო დიზაინერების ნამუშევრებს განხილავს და მათი პერსონალური სტილი ნაკლებად გვაინტერესებს. რა თქმა უნდა, მოდის ინდუსტრიაში ისეთი ეპატაჟური სახეებიც არიან, როგორიც დონატელა ვერსაჩე ან ჯონ გალიანოა, თუმცა ისეთებიც არსებობენ, რომლებიც ტრენდებს კი არ მისდევენ, არამედ საკუთარი კომფორტის გარშემო ქმნიან.

პოდიუმს მიღმა მოდის ცნობილი დიზაინერები ჩვეულებრივი ადამიანები არიან – თავიანთი გემოვნებითა და ჩვევებით. გთავაზობთ ერთად დავათვალიეროთ წამყვანი მოდის სახლების კრეატიული დირექტორების გარდერობები, რომ გავიგოთ, როგორ იმოსებიან ისინი, ვინც მოდას ქმნიან.

ჯონათან ანდერსონი

ანდერსონისთვის მთავარია, რომ სამოსში თავი მოხერხებულად იგრძნოს. ბევრი ფიქრობს, რომ მისი სტილი ისეთივე საკულტო გახდება, როგორც სტივ ჯობსის შავი როლინგი და ჯინსები, თუმცა, ჯონათანს გაცილებით ფართო არჩევანი აქვს – ლურჯი ჯინსი, უბრალო მაისური და gorpcore-ის სტილის სპორტული ფეხსაცმელი. დიზაინერს „მყვირალა“ სამოსი არ მოსწონს. მას მოდა გულწრფელად უყვარს და ამ სიყვარულს პოდიუმზე  გვიზიარებს, თავისთვის კი უფრო normcore სტილს ირჩევს. ცნობისთვის, normcore – ის სტილი ყოველდღიურ ტანსაცმელს, მათ შორის, კლასიკურ ჯინსებს, მაისურებს, სვიტერებს, კაპიუშონიან ქურთუკებს და სპორტულ ფეხსაცმელს აერთიანებს. ეს სტივ ჯობსის, მარკ ცუკერბერგის და სერგეი ბრინის მიერ წარმოდენილი მაქსიმალურად გამარტივებული ჩაცმის სტილია. რა თქმა უნდა, ანდერსონის გარდერობში ბრენდებსაც შეხვდებით. მათ შორის: JW Anderson, Loewe და Dior.

მიუჩა პრადა

76 წლის მიუჩა მოდის სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი ტრენდსეტერია. მარტო მილანის საშობაო ბაზრობაზე შვილიშვილთან ერთად მისი გამოჩენა რად ღირს, როცა დიზაინერს „ნამდვილი ბებია“ უწოდეს. მიუჩას გარდერობის უდიდესი ნაწილი, რა თქმა უნდა, Prada და Miu Miu-სგან შედგება, დანარჩენი კი გემოვნების საქმეა, რადგან ქალბატონს ფერების, ფაქტურებისა და ფორმების იდეალური შეგრძნება აქვს.

ალესანდრო მიკელე

ალესანდრო მიკელე normcore დიზაინერების სრული ანტიპოდია. მისი სტილი ვინტაჟურ კოსტიუმებს, ნაქარგიანს პიჯაკებს, აბრეშუმის პერანგებს, ბაფთებს, მასიურს სამკაულებსა და დიდ სათვალეებს  მოიცავს. მიკელე სხვადასხვა სტილს ერთმანეთში ურევს და ამას დეტალების მიმართ ისეთივე მანიაკალური ყურადღებით აკეთებს, როგორც საკუთარ კოლექციებში. იტალიელი დიზაინერის გარდერობში ვინტაჟი, Gucci და Valentino ჭარბობს, თუმცა, მთავარი წესი უცვლელია – საზოგადოებაში არ უნდა გამოჩნდე, თუ შენს ლუქში ერთი მკვეთრი ფერი მაინც არ ურევია.

პიტერ მიულიე

პიტერ მიულიე თითქმის მთლიანად სამუშაოშია ჩაფლული, თავისუფალ დროს კი ძაღლთან ერთად ატარებს, რომლის ფოტოებსაც სოციალურ ქსელებში აქტიურად აქვეყნებს. დიზაინერი უკიდურესად სადად იცვამს: უბრალო ჯინსი ან შარვალი, სვიტერი ან პერანგი ლოგოების გარეშე და მოხერხებული ფეხსაცმელი. მისი სტილი Alaïa-ს ფილოსოფიას ასახავს – სუფთა ხაზები, ფუნქციონალურობა და ფორმის პატივისცემა  ყურადღების მიქცევის გარეშე.

პიერ პაოლო პიჩოლი

იტალიელი დიზაინერი ყოველდღიურ ცხოვრებაში მინიმალიზმს და შავ სამოსს ირჩევს. ეს ერთგვარი „სამუშაო უნიფორმაა“, რომელიც მუქი მაისურების, შავი შარვლებისა და მუქი სათვალეებისგან შედგება. ასეთი სამოსი პიჩოლის ეხმარება, რომ ყურადღება შემოქმედებითი პროცესიდან სხვა მიმართულებით არ გადაიტანოს. ბოლო დროს დიზაინერს სულ უფრო ხშირად ხედავენ გრძელ, შავ პალტოში, რომელიც მისი ქუჩის სტილის სავიზიტო ბარათად იქცა. რა თქმა უნდა, Balenciaga-ს ახალი კრეატიული დირექტორი შანსს ხელიდან არ უშვებს, რომ ლუქი საკულტო City Bag-ით არ შეავსოს, რომელსაც ყოველდღიურ გამოსვლებში ხშირად იყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

#OK! სკანდალური წასვლის შემდეგ პირველად, ჯონ გალიანო Dior-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

 

გაიგე მეტი: #ჯონათან ანდერსონიამიუჩა პრადალესანდრო მიკელეპიერ პაოლო პიჩოლიპიტერ მიულიე

ასევე გაეცანი

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 2, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა
Fashion

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა
OK! News

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! La Montagne – სიმონ პორტ ჟაკმუსმა 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა

#OK! La Montagne – სიმონ პორტ ჟაკმუსმა 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა

July 1, 2021
#OK! ანჯელინა ჯოლი ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოყვანილი სამოსით პირველად გამოჩნდა

#OK! ანჯელინა ჯოლი ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოყვანილი სამოსით პირველად გამოჩნდა

July 5, 2021
#OK! Studio Privé – საკუთარ თავთან ჰარმონიის გზა

#OK! Studio Privé – საკუთარ თავთან ჰარმონიის გზა

October 8, 2023
#OK! NRJ MOVIE NIGHT  HOUSE OF GUCCI

#OK! NRJ MOVIE NIGHT HOUSE OF GUCCI

December 28, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

#OK! ჯიმ კერი შეყვარებულია – ვინ არის 64 წლის მსახიობის რჩეული?

February 27, 2026
#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 2, 2026
#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

#OK! პრინცი ჰარი და მეგანი ორდღიანი ვიზიტით იორდანიაში იმყოფებოდნენ

February 26, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები