• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! „რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები“ – 17 ნოემბერი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა

November 16, 2025
საკითხავი დრო: 2 mins read

17 ნოემბერი ქართული პოეზიის მეფის, გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. 133 წლის წინ, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში დაიბადა მეოცე საუკუნის უდიდესი პოეტი, რომელმაც სრულიად ახალი პოეტური სამყარო შექმნა.

ლეგენდად დარჩეს!" - გალაკტიონი და ტიციანი - GzaPress

თანამედროვეთა მოგონებებიდან ჩანს, რომ გალაკტიონი გულჩახვეული, ფიქრიანი და განსაკუთრებული მგრძნობელობით გამოირჩეული ბავშვი ყოფილა. მასში ბავშვობიდან ხედავდნენ თვისებებს, რომლებმაც მისი, როგორც პოეტის უნიკალურობა განსაზღვრა.
ტრაგიკული ბედის პოეტს არც ცხოვრებაში უმართლებდა და არც სიყვარულში. მისი პირველი სიყვარული საკუთარი მასწავლებლის, რაფიელ ჩიხლაძის ქალიშვილი – რაისა ყოფილა, რომელიც სასწავლებლად კიევში გაემგზავრა და იქვე გათხოვდა. პირველ სიყვარულს გალაკტიონმა “უსიყვარულოდ” მიუძღვნა.

ოზურგეთის გენდერის მედიაცენტრი : გალაკტიონის პირველი სიყვარული

„უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, / სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ… / უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, / არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ…/.

გალაკტიონის პოეზიაში ხშირად გვხვდება შორეული, მიუწვდომელი ქალის სახება, რომელიც პოეტის შთაგონების წყაროდ ქცეულა. ასეთი ქალის სახებას ვხედავთ ლექსში „რაც უფრო შორს ხარ“ ან  „მოვა, მაგრამ როდის?“

რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!/ მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი,/ ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,/ მიუწვდომელი – როგორც ედემი.

“შორეული ქალის ეშხი მოვა… მაგრამ როდის?/ სიყვარული სასახლეში მხოლოდ ერთხელ მოდის!/ ასეთია ნაზი ბედი, ბედი რჩეულ ფერის,/ სიცოცხლეში თეთრი გედი მხოლოდ ერთხელ მღერის!”

შორეული და მიუწვდომელია მერის ხატებაც, რომელსაც პოეტმა თავისი ცნობილი ლექსი – „მერი“ მიუძღვნა. მერის პროტოტიპად  რუსეთის დუმის დეპუტატის, პროკოფი შერვაშიძის ულამაზესი ასული მიიჩნევა, რომელიც 1918 წელს ნიკოლოზ მეორის ადიუტანტზე დაქორწინდა. გალაკტიონს თავის მუზასთან არათუ სასიყვარულო ურთიერთობა, უბრალო ნაცნობობაც არ ჰქონია, თუმცა საოცნებო ქალის წარმოსახვითი ჯვრისწერა მისთვის ტრაგედიად ქცეულა.

„ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,/ ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?“

როგორ გახდა ქართველი თავადის ასული შანელის მუზა და ვინ იყო მისი ერთადერთი  სიყვარული

იმავე 1912 წელს გალაკტიონმა მომავალი მეუღლე – ოლია ოკუჯავა გაიცნო, რომელიც მის პოეზიას აღმერთებდა. წყვილმა 1916 წელს ჯვარი დაიწერა.

 „მას შემდეგ, რაც შენ წადი, რაღაც საშინელმა სიცარიელემ მოიცვა ჩემი არსება… სიცარიელემ, რომლის განადგურებას, არ ვიცი, რანაირი მდგომარეობა შეძლებს და რა არის მისი წამალი? …როდესაც შენ აქ იყავი, მე შემეძლო, დამენახე შენ… ჩემთვის უბრალოდ შენს ახლოს ყოფნა საკმარისი იყო, რომ შენ გარდა არაფერზე არ მეფიქრა. როდესაც მწარე ფიქრები, სევდიანი და სასოწარკვეთილი სულიერი განწყობილება შემიპყრობდა, მე მოვქროდი შენსკენ, თუმცა არც შენგან მესმოდა დამამშვიდებელი საუბარი, მაგრამ უბრალო სიახლოვე საკმარისი იყო ჩემთვის“ –  წერდა გალაკტიონი 1914 წლის 6 იანვრით დათარიღებულ წერილში ოლია ოკუჯავას.

ოლღა ოკუჯავა - ვიკიპედია

ოლია ოკუჯავას ეძღვნება გალაკტიონის კიდევ ერთი გენიალური ლექსი „მზეო თიბათვისა“. ამ ლექსით გალაკტიონმა 1917 წელს ოლღა მოსკოვში გააცილა.

„მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა / ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები / იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით / ფრთებით დაიფარე ამას გევედრები“.

ბედნიერი მომავალი არც ამ სიყვარულს ჰქონდა – 1929 წელს გალაკტიონის მეუღლე პირველად გადაასახლეს, 1937 წელს – მეორედ, 1941 წელს კი ღალატისა და ტროცკისტობის ბრალდებით დახვრიტეს. ლექს „უკანასკნელ მატარებელში“ გალაკტიონი წერდა:

მას შენ გაგიჟებით უყვარხარ!" - ოლღა ოკუჯავას წერილი გალაკტიონს - კვირის  პალიტრა

„ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი/ ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი,/ გამოსალმების ხელოვნებისთვის/ ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი?“

ამის შემდეგ პოეტი ცოტა ხანი ესტონელ მკვლევარ ქალთან ოლღა დარიუსთან ერთად ცხოვრობდა, 1943 წელს კი გენერალ დავით ებანოიძის ქვრივზე ნინო კვირიკაძეზე დაქორწინდა და მასთან სიცოცხლის უკანასკნელი 17 წელი გაატარა.

“მე ჩემს ნინოში გხედავ,/ ჩემო ქართველო დედავ,/ შენი ხელების კოცნას/ სწორედ ამიტომ ვბედავ/ ბევრნი გვყოლოდნენ მსგავსნი/ ო, ნეტავ, ნეტავ, ნეტავ…“.

 

გალაკტიონ ტაბიძე 1959 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. პოეტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

 

 

 

 

 

გაიგე მეტი: გალაკტიონ ტაბიძე

ასევე გაეცანი

#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
OK! News

#OK! 2026 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

December 21, 2025
#OK! მატილდა გვარლიანმა Models.com-ის ქუჩის სტილის კატეგორიაში გაიმარჯვა
OK! News

#OK! მატილდა გვარლიანმა Models.com-ის ქუჩის სტილის კატეგორიაში გაიმარჯვა

December 20, 2025
#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა
OK! News

#OK! ბრაუნის უნივერსიტეტზე თავდასხმის შემდეგ აშშ-მა „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

December 19, 2025
#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე,  Chanel-ის კაბით გამოჩნდა
OK! News

#OK! მიშელ ობამა ცათამბჯენების ფონზე, Chanel-ის კაბით გამოჩნდა

December 21, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! 8 ივლისს, INNERGATED ივენთ-სერია ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს

#OK! 8 ივლისს, INNERGATED ივენთ-სერია ერთი წლის იუბილეს აღნიშნავს

July 6, 2023
#OK! „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ძველი სეზონის მონაწილეები დაბრუნდნენ

#OK! „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ძველი სეზონის მონაწილეები დაბრუნდნენ

December 8, 2022
#OK! სად ატარებენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საზაფხულო არდადეგებს (ფოტოები)

#OK! სად ატარებენ ჯასტინ და ჰეილი ბიბერები საზაფხულო არდადეგებს (ფოტოები)

July 12, 2022
#OK! ირინა შეიკი 1950-იანი წლების სექსსიმბოლოს ბეტი პეიჯის როლში – მოდელის პროვოკაციული ფოტოსესია Halloween-ისთვის

#OK! ირინა შეიკი 1950-იანი წლების სექსსიმბოლოს ბეტი პეიჯის როლში – მოდელის პროვოკაციული ფოტოსესია Halloween-ისთვის

November 2, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

#OK! ანა შამილაძის სარედაქტორო სვეტი OK! ბათუმისთვის

December 16, 2025
#OK! კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა

#OK! კატამ ჩართულ სარეცხ მანქანაში 10 წუთი გაატარა

December 17, 2025
#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

#OK! ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონება 600 მილიარდ დოლარს შეადგენს

December 16, 2025
#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

#OK! სანამ ხე სათამაშოდ იქცევა – ახალგაზრდა ხელოვანის ისტორია, რომელმაც ხეს ახალი სიცოცხლე აჩუქა

December 15, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები