• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! რა მნიშვნელობა აქვს პერსონალურ ტრენერთან ერთად ვარჯიშს? – ინტერვიუ სპორტდარბაზი „წრეს“ ინსტრუქტორთან

March 15, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ადამიანებმა აქტიურად დაიწყეს ზრუნვა თავიანთ ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე, შესაბამისად, სულ უფრო აქტუალური ხდება ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს, ბალანსირებულ კვებასა და ფიზიკურ აქტივობას. სპორტდარბაზი „წრე“, რომელიც უკვე 9 წელია არსებობს ბაზარზე, მუდმივად ზრუნავს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე. ცენტრი აღჭურვილია ხარისხიანი და დახვეწილი ვიზუალის მქონე ინვენტარით, ტრენერები კი გამოირჩევიან განსკუთრებული პროფესიონალიზმითა და მაღალკვალიფიციურობით. აქ მოსულ ადამიანს აქვს საშუალება, შეარჩიოს მისთვის სასურველი ფიზიკური აქტივობა, დაესწროს როგორც ჯგუფურ, ისე ინდივიდუალურ კლასებს. ჯანსაღი ცხოვრების წესის რაობასა და ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობაზე ვრცლად „წრეს“ სერტიფიცირებული ფიტნეს და პილატეს ინსტრუქტორი, ნანჩო გოგოხია გვესაუბრება.

 

როდის და რატომ დაიწყეთ ვარჯიში?

ნანჩო გოგოხია: ვარჯიში დავიწყე 15 წლისამ, დამოუკიდებლად, სახლის პირობებში. ინტერნეტში შემთხვევით აღმოვაჩინე ონლაინვარჯიშები, რამაც ჩემზე დიდი ზეგავლენა იქონია. თანდათან უფრო და უფრო მეტი დრო დავუთმე ამ ახალ გატაცებას და მალე ვარჯიში ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. საკუთარ თავზე გამოვცადე სხვადასხვა მიმართულება, ვვარჯიშობდი წონებით, ვაკეთებდი იოგას, პილატესს და ამის პარალელურად ვაკვირდებოდი ჩემს ორგანიზმს, ვხედავი პროგრესს, რომელსაც თითოეული მიმართულება მაძლევდა.

 

 

რატომ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით ფიტნესინსტრუქტორი?

დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი ცოდნა დავაგროვე ვარჯიშის სხვადასხვა სახეობის მიმართულებით. პანდემიის პერიოდში კი მეგობრების თხოვნით დავიწყე მათთვის ონლიანვარჯიშების ჩატარება, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თანდათან სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვებოდა ჩვენს ახალ წამოწყებაში. ბოლოს კი, მათი დიდი სურვილიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ეს ახალი გამოწვევა მიმეღო და გავმხდარიყავი ფიტნესინსტრუქტორი.

 

რა მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას ჩვენს ცხოვრებაში?

ფიზიკური აქტივობის დადებით გავლენაზე ალბათ დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ის არა მხოლოდ ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის მენტალურ ჯანმრთელობაზეც, რაც ვფიქრობ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ გავხდეთ მეტად ენერგიულები, შევამციროთ დეპრესიის განვითარების რისკი, ვმართოთ შფოთვები და გავხდეთ მეტად თავდაჯერებულები.

 

რამდენი ხანი უნდა დავუთმოთ ვარჯიშს?

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შედეგის მისაღებად უმთავრესი პირობაა არა ერთჯერადი ვარჯიშის ხანგრძლივობა, არამედ მისი სისტემატური ხასიათი. ყოველდღიურად, თუნდაც 15-20 წუთის დათმობა ფიზიკური აქტივობისთვის, საბოლოდ მნიშვნელოვან შედეგებს მოგვცემს. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ და თავიდანვე განვსაზღვროთ ისიც, თუ რა არის ჩვენი კონკრეტული მიზანი. თუკი კუნთის ზრდა და ფორმების გაუმჯობესება ან გამძლეობის მომატება გვსურს, მაშინ ვარჯიშისთვის ბევრად მეტი დროის დათმობა და სწორი ტექნიკების შერჩევაა საჭირო.

რა მნიშვნელობა აქვს პერსონალურ ინსტრუქტორთან ერთად ვარჯიშს?

ერთი შეხედვით, ყველას შეუძლია ივარჯიშოს ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად და ტრავმების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია საქმეში ჩავრთოთ პროფესიონალი, რომელიც დიდი ტექნიკური ცოდნის და გამოცდილების მეშვეობით შეძლებს ჩვენი ვარჯიში მეტად თანამიმდევრული, ეფექტიანი და, ამავდროულად, უსაფრთხო გახადოს. ძალიან ხშირი შემთხვევაა, განსაკუთრებით ვარჯიშის დაწყების პირველ ეტაპზე, რომ არასწორად შესრულებული მოძრაობების გამო ადამიანები სხვადასხვა სახის დაზიანებებს იღებენ. სწორედ ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალის ზედამხედველობა-ინსტრუქტაჟს.

 

 

რატომ „წრე“, რა გამოარჩევს მას?

„წრე“ არის ადგილი, სადაც მხოლოდ პროფესიონალ და გამოცდილ ინსტრუქტორებს ვხვდებით, ამავდროულად, აქ არის შექმნილი ყველა პირობა იმისთვის, რომ ვარჯიშის პროცესი სასიამოვნო იყოს. პირადად ჩემთვის ეს სივრცე განსაკუთრებულად გამორჩეულია, რადგან სწორედ აქ გადავდგი კარიერის პირველი ნაბიჯები.

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, ვისაც ვარჯიშის დაწყება სურს და არ იცის როგორ მოიქცეს?

არავითარ შემთხვევაში არ დაელოდოთ ახალი კვირის ორშაბათს ან თვის პირველ რიცხვს, მთავარია დაწყება! გამოცდილი და პროფესიონალი ინსტრუქტორის გვერდით კი, ეს პირველი ნაბიჯებიც უფრო მარტივი და სასიამოვნო გახდება. საშუალოდ 1 თვე არის საკმარისია იმისთვის, რომ მივეჩვიოთ ამ რეჟიმს, გამოვიმუშაოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი ისე, რომ ვარჯიში ჩვენი დღის საუკეთესო ნაწილად იქცეს.

ტექსტი: მარიამ ბალხამიშვილი

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები
ინტერვიუ

#OK! ციფრული სამყაროს მიღმა – Mitaishvili academy: ცოდნა, გამოცდილება და ახალი შესაძლებლობები

October 28, 2026
#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ
Health & Beauty

#OK! ჯპს-ის დაბადების დღე: 5 რამ, რისთვისაც გაორმაგებული ქულების გამოყენებას გირჩევთ

October 23, 2026
#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში
ინტერვიუ

#OK! თაკო მექვაბიძე – აჭარული ნაქარგებით შთაგონებული კოლექცია პარიზში

October 26, 2026
#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად
ინტერვიუ

#OK! Kids Dream – როგორ იქცევა ბავშვების განსაკუთრებული დღე დაუვიწყარ დღესასწაულად

October 19, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ტუჩსაცხის 4 ტრენდული ფერი, რომელიც ზაფხულის დასრულებამდე აუცილებლად უნდა სცადოთ!

#OK! ტუჩსაცხის 4 ტრენდული ფერი, რომელიც ზაფხულის დასრულებამდე აუცილებლად უნდა სცადოთ!

August 28, 2021
#OK! ,,ჯეოქსი” – კეთილდღეობა და ინოვაციურობა ყოველ ნაბიჯზე

#OK! ,,ჯეოქსი” – კეთილდღეობა და ინოვაციურობა ყოველ ნაბიჯზე

September 7, 2022
#OK! ვინ გადავა ფინალში? – 25 ოქტომბერს „რანინას“ ნახევარფინალია

#OK! ვინ გადავა ფინალში? – 25 ოქტომბერს „რანინას“ ნახევარფინალია

October 24, 2025
#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე თანამედროვე მეთოდი – ინტერვიუ ბარიატრიულ ქირურგ ჯაბა ბაბაევთან

#OK! ბარიატრიული ქირურგია – ჭარბი წონის კლების ყველაზე თანამედროვე მეთოდი – ინტერვიუ ბარიატრიულ ქირურგ ჯაბა ბაბაევთან

November 9, 2024

კვირის ჰიტები

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

#OK! 5 ფილმი, რომელიც ჰელოუინის საღამოს განსაკუთრებულ განწყობას შეგიქმნით

October 27, 2026
#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

#OK! ჯენიფერ ლოურენსი “შიმშილის თამაშებში“ ბრუნდება

October 28, 2026
#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

#OK! რამდენს გამოიმუშავებენ Victoria’s Secret-ის მოდელები ჩვენებაში მონაწილეობით – რა არის მატილდა გვარლიანის სავარაუდო ჰონორარი?

October 27, 2026
#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

#OK! ქეითლინ ჯენერი ტრანზიციას ნანობს? – რა ვიცით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ

October 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები