• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! რა არის ასკეზა და რა წესები უნდა დავიცვათ, რომ სურვილი ავისრულოთ?

February 15, 2026
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ბოლო დროს, ასტროლოგიურ პროგნოზებში ტერმინი – ასკეზა სულ უფრო ხშირად გვხვდება. სულ უფრო მეტ ცნობილ ადამიანს მიაჩნია, რომ ასკეზას ნებისმიერი სურვილის შესრულება შეუძლია, მთავარია, ის გულწრფელი იყოს და სწორად შესრულდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ბედნიერების ნაცვლად, პრობლემები მოიტანოს.

რა არის ასკეზა?

ასკეზა ერთგვარი შეთანხმებაა სამყაროსთან, რომელიც სურვილის ასრულების სანაცვლოდ, რაღაცის დროებით შეზღუდვას გულისხმობს. უცნაურია, მაგრამ ასკეტიზმის ცნება ყველასთვის ნაცნობია, სიტყვა ასკეზა კი ყველას აბნევს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მეორის  შედეგია. თუ ასკეტიზმი სულიერი ზრდის სასარგებლოდ სიკეთეებზე უარის თქმას გულისხმობს, ასკეზა არის რაღაცისგან ნებაყოფლობით გათავისუფლება სულიერი მიზნის მიღწევად.

მარტივად რომ ვთქვათ, ასკეზის დროს ადამიანი მიზნად არასასურველი ჩვევებისგან თავის დაღწევას ისახავს და სანაცვლოდ, გარკვეული ოცნების ასრულება სურს.

ასკეზა ყოველთვის თვითდისციპლინა და თავშეკავებაა. ძველ ბერძნებს მიაჩნდათ, რომ სიტყვა ἄσκησις სხეულის ან „გონებისა და ნების“ ვარჯიშს ნიშნავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ეს კონცეფცია მსოფლიოს ყველა რელიგიაში არსებობს.

რა სურვილები შეიძლება ჩაიფიქროთ?

თეორიული ნაწილი დასრულდა, მოდი პრაქტიკაზე გადავიდეთ. რა სურვილები შეიძლება გამოდგეს ასკეზისთვის? მაგალითად, ბილწსიტყვაობისგან, ჭორაობისგან, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიისა და აგრესიისგან თავის დაღწევა, ცხოვრების სიყვარულის პოვნა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, დაორსულება და ა.შ.

ასკეზის მიზანი არავის უნდა გაუმხილოთ, გარდა უახლოესი მეგობრებისა და სულიერი მენტორისა (თუ გყავთ).

როგორ მუშაობს

ასკეზის პერიოდში არა მარტო ნეგატიურ ჩვევებს იშორებთ, არამედ საკუთარ ცხოვრებაში მომხდარ დადებით ცვლილებებსაც ამჩნევთ. ბევრი ადასტურებს, რომ დაპირების სრულად შესრულების შემთხვევაში, მიზანს, რისთვისაც ასკეზა დაიწყო, აუცილებლად აღწევს.

სხვათა შორის, ასკეზის საკუთარ ინტერპრეტაციას ასტროლოგიაც გვთავაზობს. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ ჩვენს ნათალურ რუკებში თვითდისციპლინასა და შეუპოვრობაზე პასუხისმგებელია სატურნი. ვიღაცისთვის ამ პლანეტის გავლენა უფრო ძლიერია (მაგალითად, მილიარდერებისთვის), ვიღაცისთვის კი უფრო სუსტი. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ასკეზის დაცვით ამ პლანეტის ენერგიას იზიდავთ და აიძულებთ მას დაგეხმაროთ.

 

 

ასკეზა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს, მაგალითად:

  • მარხვა: გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკვებისა და სასმელისგან თავის შეკავება ან გარკვეული სახის საკვებისგან, როგორიცაა ხორცი, ალკოჰოლი, ტკბილეული და ა.შ.
  • დუმილი და ლაპარაკი: საუბრის ან ურთიერთობისგან თავის შეკავება, რათა ყურადღება შინაგან განცდებზე, გრძნობებსა და აზრებზე გავამახვილოთ.
  • მოკრძალება: ფუფუნების საგნებზე, სამკაულებზე, მოდურ ტანსაცმელზე და სხვა ნივთებზე უარის თქმა, რამაც შეიძლება ამპარტავნება, სიამაყე ან შური გამოიწვიოს.
  • ქველმოქმედება: საკუთარი შემოსავლის, ქონების ან დროის ნაწილის დათმობა ღარიბების, ავადმყოფების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასახმარებლად.

ასკეზა არა როგორც თვითდასჯა, არამედ როგორც უფრო მაღალი მიზნის მიღწევის საშუალება უნდა აღიქმებოდეს. ის ზომიერებას, წინდახედულობას და წონასწორობას მოითხოვს, რათა ადამიანის ჯანმრთელობა, ფსიქიკა ან ურთიერთობა არ დააზიანოს.

ასკეზა შეიძლება ძალიან მარტივი იყოს: ადრე გაღვიძება, წიგნის ყოველ დღე კითხვა, დილის ვარჯიში და ა.შ.

თუ პირობის შესრულება ძალიან გიადვილდებათ, ეს ასკეზა არ არის. მაგალითად, ძნელია ყოველდღიურად წიგნის კითხვა არაკომფორტულად ჩათვალოთ, მაგრამ ყოველდღიურად ამის გასაკეთებლად დროისა და ენერგიის პოვნა უკვე ასკეზაა. სასურველია, რომ დავალებები უფრო გაართულოთ. მნიშვნელოვანია შინაგანი წინააღმდეგობის შეგრძნება და მისი დაძლევა, რადგან უკეთესი მხოლოდ ცხოვრების ჩვეული რუტინისა და ტემპისგან თავის დაღწევით შეგიძლიათ გახდეთ.

პრაქტიკის ხანგრძლივობა 21 დღიდან სამ თვემდე, ზოგჯერ ერთ წლამდეც კი მერყეობს. ამ დროის განმავლობაში ადამიანი თავის ნებისყოფას ცდის, ჩვევას ავითარებს და სანაცვლოდ იღებს იმას, რაც სურს.

სანამ ასკეზას დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა მისი დასრულება. ასკეზა რთული გამოცდაა, რომელსაც  ბუმერანგის პრინციპი აქვს. თუ საკუთარ ნებისყოფაში დარწმუნებული არ ხართ, არ დაიწყოთ.

ასევე დაგაინტერესებთ

 

 

#OK! ერთი მოწეული სიგარეტი სიცოცხლის ხანგრძლივობას 20 წუთით ამცირებს

 

ასევე გაეცანი

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია
OK! News

#OK! SAG Awards 2026-ის გამარჯვებულთა სია

March 2, 2026
#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა
Fashion

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი  Paramount-მა შეიძინა
OK! News

#OK! Netflix-ის უარის შემდეგ Warner Bros Discovery-ი Paramount-მა შეიძინა

March 2, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
OK! News

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ინგრედიენტები, რომლებიც  სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის

#OK! ინგრედიენტები, რომლებიც სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის

April 6, 2022
#OK! მე ვარ ქართველი  და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!

#OK! მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!

April 1, 2025
#OK! აბაზანაში გახსნილი ოფისიდან დიდებამდე – ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი?

#OK! აბაზანაში გახსნილი ოფისიდან დიდებამდე – ვინ არის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი?

October 15, 2025
#OK! ევა ბარბაქაძე 21 წლის გახდა – იხილეთ ფოტოები ევას ბრჭყვიალა დაბადების დღიდან

#OK! ევა ბარბაქაძე 21 წლის გახდა – იხილეთ ფოტოები ევას ბრჭყვიალა დაბადების დღიდან

November 13, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

#OK! კაროლინ ბესეტის მინიმალისტური სტილი, რომელიც მსოფლიოს შთაგონების წყაროდ იქცა

March 1, 2026
#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

#OK! ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის კიდევ ერთმა შვილმა გვარი შეიცვალა

February 27, 2026
#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

#OK „სისხლიანი მთვარე“ 3 მარტს – მთვარის სრული დაბნელება ახლოვდება

February 24, 2026
#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

#OK! „სასწაული ყინულზე“ – აშშ-ის ჰოკეის გუნდის ისტორიული გამარჯვება ზუსტად 46 წლის შემდეგ

February 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები