• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! ქუთაისი

#OK! „ქუთაისი ინნ“ – სასტუმრო ახალი გამოწვევებით

July 12, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK გიამბობთ პრემიუმ კლასის სასტუმროზე, რომელიც მდებარეობს ქალაქ ქუთაისის ისტორიულ ნაწილში და წარმოდგენილია 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომრით. სტუმარს აქ დახვდება ულამაზესი გარემო, ხუთვარსკვლავიანი კომფორტი და დახვეწილი ინტერიერი. სასტუმრო „ქუთაისი ინნ“ მიმზიდველია საქმიანი შეხვედრებისა და სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიებების ჩასატარებლადაც. სასტუმრო ხშირად მასპინძლობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სტუმრებსაც.

 

რა იყო კომპანია „ინნ ჯგუფის სასტუმროების“ მიზანი?

ერთ-ერთი მიზანი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში კომპანიის ბრენდის სასტუმროების გახსნა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება იყო, სადაც დამსვენებლებს შევთავაზებდით მაქსიმალურ კომფორტს და ადგილმდებარეობის ღირსშესანიშნაობების გაცნობის საშუალებას. ქუთაისში „ქუთაისი ინნ“-ის გახსნის მთავარი ამ მხარის უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი გახლდათ. ქუთაისსა და მის შემოგარენში უამრავი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უცხოელებსაც და ადგილობრივ დამსვენებლებსაც ერთნაირად ხიბლავდათ. ქუთაისის ტურისტული პოტენციალის გაღვიძებას საერთაშორისო აეროპორტიც უწყობს ხელს.

 

 

 

 

სასტუმროს დიზაინის შექმნაში შეტანილია ქუთაისური ელემენტები?

„ქუთაისი ინნ“-ის დიზაინის შექმნისას მაქსიმალურად ვეცადეთ მოვრგებულიყავით ქუთაისის ისტორიულ უბანს და ფერებიც ბაგრატის ტაძრის შესაბამისი ავარჩიეთ. ჩვენი დიდი სურვილი იყო, რომ სასტუმროს ხასიათიც კი ქუთაისური ჰქონოდა. დამატებით ერთ-ერთი, რასაც ყურადღება მივაქციეთ, იყო კოლორიტული კიბეები, იგივე ბალახვნის კიბეები, რომელიც არის 100-საფეხურიანი და თითქმის 100 წელს ითვლის, გვინდოდა ამ ისტორიულ ნაწილთან ურთიერთშერწყმით ღირებული არქიტექტურა შეგვემატებინა ქალაქისთვის. ამასთან, კომპანია „ინნ ჯგუფის სასტუმროები“ „ქუთაისი ინნ“-ის დაარსებისას ითვალისწინებდა მომავალი მომხმარებლების სურვილებსაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სტუმარს შესძლებოდა ესარგებლა ბარის მომსახურებით, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეებში. იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ადგილმდებარეობაც ხელს გვიწყობდა და მწვანე საფარიც ჩვენი დიზაინის ნაწილია, გადავწყვიტეთ სასტუმროს გამწვანებული ტერასა ჰქონოდა.

 

სასტუმროს გამორჩეული მხარეები…

სასტუმროს კონცეფცია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, არის სასტუმროების კომფორტი. „ქუთაისი ინნ“ არის სასტუმრო 5-ვარსკვლავიანი სერვისებით, რაც უზრუნველყოფს მათ დასვენებასა და კეთილდღეობას. დამატებით, ეს არის სიმყუდროვე. სასტუმრო ქალაქის ცენტრთან ახლოს, კოლორიტულ უბანში მდებარეობს, მაგრამ, ამავე დროს, ქალაქის ხმაურისგან მაქსიმალურად დაცულია.

 

 

გარდა იმისა, რომ „ქუთაისი ინნ“ დასასვენებლად იდეალური გარემოა, რა აქტივობების ჩატარება შეიძლება სასტუმროში?

აეროპირტის მახლობლად „ქუთაისი ინნ“-ის მდებარეობა ითვალისწინებს მოგზაურთა საჭიროებებს, სთავაზობს მათ მოსახერხებელ ადგილს დასასვენებლად, უცხო ქვეყნებიდან ჩამოსვლისას ან გამგზავრებამდე. ,,ქუთსისი ინნ“ არა მხოლოდ დასვენების, არამედ საქმიანი შეხვედრებისა და კორპორაციული ღონისძიებების ადგილიცაა. ბიზნესისა და საქმიანი შეხვედრებისთვის სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეებს.

 

რა აერთიანებს „ქუთაისი ინნ“-ს?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეფცია არის მწვანე ფერის შერწყმა სასტუმროს ექსტერიერსა და ინტერიერში. ბუნების ელემენტების შემოსვლა ქმნის მშვიდ და სასიამოვნო ატმოსფეროს. მთლიანობაში, სასტუმროს კონცეფცია აერთიანებს სტუმრებისთვის მაქსიმალურ კომფორტს, ინდუსტრიაში დანერგილ მაღალ სტანდარტებს, მრავალფეროვან სერვისებს, სიმყუდროვეს და სტუმრებზე მორგებულ საჭიროებებს. პირველ რიგში, ჩვენს მომსხურებასა და სტუმრებთან ურთიერთობაში ჩავაქსოვეთ იმერული სტუმარმასპინძლობა, რითაც ასე ვამაყობთ ქართველები. ინტერიერიდან დაწყებული, თანამშრომლების ჩათვლით, ვცდილობთ სტუმარს ვაგრძნობინოთ, თუ რა არის 5-ვარსკვლავიანი გარემო და მაქსიმალურად კმაყოფილი და ნასიამოვნები დავტოვოთ ისინი. იმერული სტუმარმასპინძლობისა და ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სტანდარტების სინთეზი კი ყველა სტუმარს ხიბლავს და უძლიერებს საქართველოსადმი თბილ დამოკიდებულებას.

 

 

როგორია თქვენი სტუმრების შეფასებები?

ჩვენთვის, როგორც 5-ვარსკვლავიანი სასტუმროსთვის, ყველა სტუმარი ინდივიდუალური და განსაკუთრებულია, შესაბამისად, ყველა სერვისი თუ პირობა მათ კომფორტსა და სიამოვნებაზეა მორგებული. „ქუთაისი ინნ“, პირველ რიგში, არის ყველაზე დიდი სასტუმრო ქალაქში. ის შეფასებები და დამოკიდებულება, რაც დამსვენებლებისგან მოდის, სიამაყით გვათქმევინებს, რომ „ქუთაისი ინნ“ არის ქუთაისში საუკეთესო სასტუმრო თავისი სტანდარტებით. ჩვენ ვცდილობთ, რომ იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია, სტუმარს მაქსიმალურად კომფორტული დასვენება შევთავაზოთ.

 

სასტუმროს სამომავლო გეგმები…

განსაკუთრებული სიახლე გვაქვს 2025 წლის ივლისში. „ქუთაისი ინნ“-ის ეზოში გაიხსნება ნებისმიერი სეზონისთვის მორგებული დახურული აუზი და სპა-ცენტრი, სადაც თითოეულ სტუმარს პროფესიონალები მოემსახურებიან. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში არ არის ბევრი აუზი და მასზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია, აუზით სარგებლობა შეეძლებათ არა მარტო დამსვენებლებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასაც. აგრეთვე, სასტუმროს ემატება სავარჯიშო დარბაზი, რომელიც იქნება ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი. ზაფხულში, თბილ ამინდსა და სიმწვანეში კი, სასტუმროს სტუმრები შეძლებენ ტერასაზე დასვენებას და უგემრიელესი განახლებული მენიუს დაგემოვნებას.

ჩვენი სასტუმრო ჰპირდება ყველას, რომ მეტ სიახლეს შევთავაზებთ და ჩვენთვის ისინი ყოველთვის განსაკუთრებული დარჩებიან. ჩვენ არ ვკმაყოფილდებით მიღწევებით და მუდამ ვფიქრობთ ჩვენივე სერვისების გაუმჯობესებაზე.

 

 

 

 

ტექსტი:  მარიშა ანთია

ასევე გაეცანი

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი
Health & Beauty

#OK! სილამაზის სალონი SOPRA – სანდოობა, საუკეთესო ატმოსფერო და შედეგი

July 13, 2025
#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი
Health & Beauty

#OK! ესთეტიკის ცენტრი „სალმარი“ – თქვენი სილამაზისა და თავდაჯერებულობის საწინდარი

July 18, 2025
#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“
Gastro

#OK! „ველით ყველას ღიმილით, სითბოთი და იმ გემოვნებით, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა“ – ბარ-რესტორანი „პაოლო“

July 13, 2025
#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე
OK! ქუთაისი

#OK! პატარა იდეები საზღვრების გარეშე

July 12, 2025

ახლა კითხულობენ

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

მომავლის სტომატოლოგია იქ, სადაც დეტალები განსაზღვრავს ხარისხს

July 5, 2025
#OK! TAMOSKIN – შექმენი შენი თავის საუკეთესო ვერსია

#OK! TAMOSKIN – შექმენი შენი თავის საუკეთესო ვერსია

December 26, 2022
#OK! Victoria’s Secret-ის “ანგელოზების” დიეტა

#OK! Victoria’s Secret-ის “ანგელოზების” დიეტა

October 15, 2021
#OK! Drop wellness კოქტეილები – Brain Tonic

#OK! Drop wellness კოქტეილები – Brain Tonic

December 29, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

#OK! ცნობილი ადამიანების 10 ყველაზე ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი

February 21, 2026
#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

#OK! საქართველოს ოლიმპირურმა ნაკრებმა გუნდმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა

February 20, 2026
#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

#OK! რომელ ფილმებში იყო გამოყენებული ნამდვილი ძვირფასეულობა

February 24, 2026
#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

#OK! Unique Fashion Show New York 2026 – ქართული იდენტობა საერთაშორისო სცენაზე

February 20, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები