• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! ქეთი ბაქრაძე გირჩევთ

March 6, 2022
საკითხავი დრო: 2 mins read

OK! Gastro Book-ის მოწვეულმა რედაქტორმა ქეთი ბაქრაძემ მისი საყვარელი კულინარიული მიმართულებები გაგვიზიარა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მაშ ასე, გამოგვყევით:

საქართველო

საგურამოს ზღაპარი

ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. როდესაც მინდა, ნამდვილი იმერული გემოები შევიგრძნო, ყოველთვის მივდივარ „საგურამოს ზღაპარში“.

აქ თქვენ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი პრასის ფხალი, რომლის მსგავსსაც ვერსად მიირთმევთ. დატეხილი ყველი, დატეხილი მჭადი, შემწვარი ღვიძლი კეცზე, წიწილა… მოკლედ, აქ ყველაფერია, რაც იმერულ გემოებს უკავშირდება.

გუდა

ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი, ამიტომ ყოველი ზამთრის მოსვლასთან ერთად ვსტუმრობ რესტორან „გუდას“, რომელიც გუდაურისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. ძალიან გამახარა ამ ადგილის აღმოჩენამ. აქ თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ ხინკლის სხვადასხვანაირი სახეობები, მათ შორის: მთიულური, მოხევური, ცხვრის და სხვა…

ძალიან მომეწონა კონცეფცია, საოცარი გარემოა, კერძები − კიდევ უფრო გასაოცარი. გირჩევთ აუცილებლად ესტუმროთ ამ ადგილს. დარწმუნებული ვარ ყველა თქვენგანს აღგაფრთოვანებთ.

ნოსირი

მეგრული სამზარეულო ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი „ნოსირის“ კერძები, სადაც პირველად რომ ვიყავი, ისეთი მჭადები მივირთვი, რომ სიმინდის ფქვილი თან წამოვიღე. ასეთ გემრიელ ელარჯს, წიწილას და კუპატს ძალიან ცოტა ადგილას თუ დააგემოვნებთ.

ფან-ფანი, ბალაგანი და ღელე-ღურდანი

ძალიან ხშირად ვსტუმრობ აჭარას, განსაკუთრებით კი ზაფხულში. ისე არასოდეს ვბრუნდები იქიდან, რომ არ ვეწვიო ჩემს უსაყვარლეს რესტორან „ფან-ფანს“, სადაც ნამდვილი ბათუმური გარემო და უგემრიელესი კერძებია.

ასევე, კვარიათში ძალიან მიყვარს „ბალაგანი“ და ცოტა ზემოთ − „ღელე-ღურდანი“. ყოველთვის, როდესაც ვხვდები ამ კუთხეში, აუცილებლად ვსტუმრობ ამ ადგილებს.

 

საზღვარგარეთ

დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც რომელიღაც ახალ ქვეყანას ვსტუმრობ, აუცილებლად მივდივარ ბაზარში, იმიტომ, რომ სწორედ ბაზარია ძალიან ბევრის მთქმელი ამა თუ იმ ქვეყნის კულტურაზე. ვნახულობ უამრავ ახალ პროდუქტს, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროცესია.

ძალიან მიყვარს ფლორენციის ბაზარი, ალმატის ბაზარი. ეს ადგილი საოცარ ჩირებს, თხილს და ხილს გვთავაზობს, და რასაკვირველია, მადრიდის პატარა ბაზარი, რომელიც ვერის ბაზარს მახსენებს და ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება. აქ შეხვდებით არაჩვეულებრივ პროდუქტებს − ხორცს, ხილს და ბოსტნეულს. აქვეა საოცარი საუზმეც.

 

 

საფრანგეთი

ჩემთვის და ზოგადად, ამ პროფესიაში მომუშავე ადამიანებისთვის ფრანგული სამზარეულო ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მიზიდავს რეგიონებში სიარული − იმაზე მეტად, ვიდრე დიდ ქალაქებში. ჩემი პირველი მოგზაურობა ლუარას ხეობაში იყო და ამიტომ ძალიან შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია დღემდე. ეს ის ადგილია, სადაც ღვინო სანსერს დააგემოვნებთ.

საფრანგეთში მოგზაურობისას შატო ამბუაზიაში მოვხვდი, სადაც ლეონარდო და ვინჩი გარდაიცვალა. აქ ძალიან ბევრი საინტერესო კერძი დავაგემოვნე. ასეთ რეგიონებში გასვლას კიდევ უფრო განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ლუარას ხეობა იქნება, ბურგუნდია თუ ბორდო, ყველა გურმანმა უნდა გაიაროს ეს გზა.

თხილამურით სრიალის მიმართ ჩემი სიყვარულის გამო ხშირად ვსტუმრობ საფრანგეთის სათხილამურო კურორტებს. გემრიელი რესტორნებითა და გასტრონომიით ვალდიზერს და უძველეს კურორტ შამონს გამოვარჩევდი, რომელიც მონბლანის ძირში მდებარეობს. აქ ბევრი პატარ-პატარა რესტორანია განთავსებული, რომლებიც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო დასამახსოვრებელსა და სასიამოვნოს გახდის. ასეთ ფონდიუს ვერსად გასინჯავთ.

 

იტალია

იტალია ჩემი საყვარელი ქვეყანაა. აქ მოგზაურობისას მუდმივად სხვადასხვა რეგიონს ვსტუმრობ და ყოველთვის ახალი გემოებითა და შთაბეჭდილებებით ვბრუნდები. თითოეულ ადგილთან სხვადასხვანაირი ემოციური კავშირი მაქვს და ყველა ძალიან ძვირფასი და შთამბეჭდავია ჩემთვის. საოცარი სანახავია, თუ როგორ ერწყმის თანამედროვე და ძველი გარემო ერთმანეთს.

 

ტოსკანაში პატარა მანქანით უნდა იმოგზაურო, თან იტალიური სიმღერები ჩართო. გაუყვე სოფლებსა და ქალაქებს − სიენას, ლუკას, სანჯიმინიანოს, მონტეპუჩიანოს. აუცილებლად უნდა ეწვიოთ ყველაზე ძველ მეღვინეობა „ვილა ანტინორის“, რომელსაც ძალიან ბევრი ვენახი აქვს. ასევე, ფლობს საკუთარ რესტორნებს და საუკუნეებია თავის ღვინოს აწარმოებს. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა ესტუმროთ იქაურ მეღვინეებს და მეღვინეობებს.

 

ტოსკანას საოცარი შთაბეჭდილებების შემდეგ, უნდა ეწვიოთ ნეაპოლისა და ამალფის სანაპიროს, სორენტოდან სალერნომდე. აქაც ძალიან ბევრი საყვარელი ადგილი მაქვს, სუნთქვა რომ გეკვრება მოსახვევებში, ისეთი ლამაზია აქაურობა. აქ უამრავი რესტორანია „მიშლენის“ ვარსკვლავებით, მაგრამ ყველაზე მეტად პატარა ყურეში მდებარე რესტორნები მიყვარს. მათგან გამოვარჩევდი ნამდვილ იტალიურ რესტორანს „არმანდინიოსთან“, სადაც 80 წლის ბაბუა არმანდინიო თავად უმასპინძლდება სტუმრებს.

 

აქვეა კიდევ ერთი პატარა რესტორანი, რომელსაც თავისი ულამაზესი ნაპირი აქვს. უბრალო და ფანტასტიკური ადგილია. პირველად აქ გავსინჯე ლიმონის ფოთლებზე შემწვარი მოცარელა. ამ სანაპიროზე ყველაფერი ჯადოსნურია.

ასევე, ჩემი აღმოჩენაა პულია, იტალიის „ქუსლი“, ქალაქ ბარიდან ქვემოთ. აქ არის საოცარი ადგილები, ნაპირები, ბაზარი, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ და მოიაროთ მანქანით. აქ ყოფნისას პატარა ქალაქ მონოპოლის ვესტუმრე, რომლის სილამაზემაც მომნუსხა.

 

ნიუ იორკი

ნიუ იორკი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია. მას შემდეგ, რაც პირველად მოვხვდი, მოსვენება დავკარგე. აქ ყველაფერი იდეალურია, ყველა რესტორანი ფანტასტიკურია.

გამოვყოფ ბისტრო „ბუვეს“, სადაც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ ყოველი სტუმრობისას. აქაური საუზმეები მიყვარს, საოცარ კერძებს ამზადებენ. ამიტომ ფეხით მოიარეთ ნიუ იორკი ზემოდან ქვემოთ და ქვემოდან ზემოთ, და ყველა პატარა-პატარა ადგილს ეწვიეთ.

 

 

ურუგვაი

დაბოლოს… ჩემი ახალი აღმოჩენა − ურუგვაი, მართლაც უნიკალური ქვეყანაა. ულამაზესი ხომ არის და ფანტასტიკური სამზარეულოც აქვს.

მონტევიდეოში, უბან კარასკოში ერთ-ერთი გამორჩეული რესტორანი − „მანზანარი“ მდებარეობს, სადაც პერიოდულად არგენტინელი შეფი – ფრანცის მანმანი ჩამოდის და თავისი გრილის ხელოვნებას უზიარებს საზოგადოებას. ის საკვების ბუხარზე და ნახშირზე შეწვის ოსტატია. აღმოჩენაა ჩემთვის ეს ადგილი.

 

 

 

არ შემიძლია არ აღვნიშნო კურორტი პუნტა დე ლესტე და მისი სანაპიროები, მათ შორის ხოსეიგნასიო, სადაც ჩემთვის აღმოჩენა იყო ორი ულამაზესი რესტორანი − „ლა სუსანა“ და „ლა ჰუელას“, თავისი განსაკუთრებული ზღვის პროდუქტებით, მიდიებითა და კერძებით. როდესაც სანაპიროს ჩაუყვები, შეხვდები. როცა ჩვენთან ზამთარია, იქ ზაფხულია და განსაკუთრებული ადგილია ზამთარში სამოგზაუროდ მაშინ, როდესაც გინდათ ოკეანე, ზაფხული და თბილი ამინდი.

 

ასევე გაეცანი

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი
Gastro

#OK! რესტორანი „დანდიანა“ – ნეტარების საბადო, ბედნიერებისა და კმაყოფილების სინთეზი

July 8, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის
Gastro

#OK! ჯანსაღი კვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისთვის

June 24, 2025
#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება
Gastro

#OK! “იაკუძა ლაუნჯი” – ახალი აზიური გამოცდილება

March 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: გამოიცანი ევროპული ქვეყნები დროშების მიხედვით!

#OK! ტესტი: გამოიცანი ევროპული ქვეყნები დროშების მიხედვით!

November 12, 2023
#OK! Halsey დედა გახდა! მომღერალს პირველი შვილი შეეძინა!

#OK! Halsey დედა გახდა! მომღერალს პირველი შვილი შეეძინა!

July 26, 2021
#OK! ქეით მოსის 20 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი 22 წლის იონი ჰელბირტზს ხვდება

#OK! ქეით მოსის 20 წლის ქალიშვილი ლაილა მოსი 22 წლის იონი ჰელბირტზს ხვდება

June 26, 2023
#OK! ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა – მოდელი ხვეული თმით და Amy Shehab-ის კაბით ლას ვეგასში რესტორნის გახსნაზე

#OK! ბელა ჰადიდმა იმიჯი შეიცვალა – მოდელი ხვეული თმით და Amy Shehab-ის კაბით ლას ვეგასში რესტორნის გახსნაზე

March 20, 2023

კვირის ჰიტები

#OK! ცივი დღეები დასრულდა –  დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

#OK! ცივი დღეები დასრულდა – დღეიდან საქართველოში მზიანი ამინდები გველის

July 6, 2025
#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

#OK! „ლოკროსი“ – მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია

July 5, 2025
#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

#OK! ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს – „საქართველოს ქალ აუდიტორთა და იურისტთა ასოციაცია“ 5 წლისაა

July 8, 2025
#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

#OK! იაპონური ,,Washoku” – კვების სტილი, როგორც დეპრესიის პრევენცია

July 3, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები