• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! ქეთევან კაკალაძის პროფესიული გზა და სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ

November 6, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დამეთანხმებით, მოწესრიგებული და ჯანმრთელი პირის ღრუ ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ლამაზ ღიმილს შეუძლია უფრო თავდაჯერებული გაგვხადოს, რაც შემდეგ უკვე ჩვენს განწყობასა და თვითშეფასებაზე აისახება. ჟურნალი OK! ექიმ-თერაპევტს, ორთოპედს და მიკროსკოპის ექიმს, ქეთევან კაკალაძეს გაგაცნობთ, რომელიც უკვე მრავალი წელია ერთგულად ემსახურება საკუთარ პროფესიას და მუდმივად საკუთარი ცოდნის განვითარებაზეა ორიენტირებული. უკვე რამდენიმე თვეა, რაც საკუთარი სახელობის კლინიკაც დააფუძნა და პაციენტებს ყველა იმ მანიპულაციას სთავაზობს, რაც დღეს სტომატოლოგიაში არსებობს.

 

გაგვეცანით და გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ.

მე ვარ ქეთევან კაკალაძე, ექიმი-თერაპევტი, ორთოპედი და მიკროსკოპის ექიმი. დავიბადე ქალაქ ქობულეთში 1986 წლის 4 თებერვალს. დედა პედაგოგი იყო, მამა ინჟინერი. სწორედ დედის რჩევით ჩავაბარე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო სტომატოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც 5 წლის ვადით ვისწავლე. შემდეგ სწავლა რეზიდენტურაზე, ბათუმში, ტარიელ ჩიქობავას კლინიკაში განვაგრძე, რომელიც ჩემი ლექტორი იყო. მან მომცა დიდი სტიმული, ძალა და ცოდნა, რომ მაქსიმალური ჩემი პროფესიისთვის გამეკეთებინა. 2012 წლიდან მუდმივად გავდივარ ტრენინგებს, ვესწრები კონფერენციებს და მასტერკლასებს საქართველოს ფარგლებს გარეთ. ევროპაში მიღებული განათლებით, უწყვეტი პროგრამებით და კვალიფიკაციებით მუდმივად ვიმაღლებ ჩემს ცოდნას და გამოცდილებას.

2024 წლის მარტში გავხსენი ქეთევან კაკალაძის სახელობის მულტიფუნქციური სტომატოლოგიური ცენტრი „კრისტალდენტი“, რომელსაც მეხუთე თვეა ვხელმძღვანელობ. აქ წარმოდგენილია ყველა თანამედროვე სტანდარტის სერვისი პაციენტებისთვის, როგორც მიკროსკოპული სტომატოლოგია, ასევე კლინიკური ლაბორატორია. ჩვენთან ტარდება სხვადასხვა სირთულის ოპერაციები და ვხელმძღვანელობთ მსოფლიო ჯანდაცვის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი  გაიდლაინებით. სერვისი სრულად აგებულია ევროპულ სტანდარტებზე.

 

 

უფრო ვრცლად გვიამბეთ პროცედურებზე, რომლებსაც თქვენს პაციენტებს სთავაზობთ.

კლინიკაში წარმოდგენილია დღესდღეობით არსებული სტომატოლოგიური მანიპულაცის აბსოლუტურად ყველა სერვისი. ეს იქნება თერაპიული, ორთოპედიული, ბავშვთა, ქირურგიული სტომატოლოგია თუ პარადონტოლოგია და იმპლანტოლოგია. კლინიკაში ტარდება სხვადასხვა ტიპის  ოპერაციები, დაწყებული რეცესიების დახურვით ქირურგიული და არაქირურგიული მეთოდებით, ასევე რთული ენდოდონტიები, არხის განმეორებითი მკურნალობა, ცირკონიუმის გვირგვინები, ვინირები და ა.შ. ასევე კლინიკაში წარმოდგენილია 3D ციფრული ლაბორატორია, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან ხდება პირის ღრუს გაციფრულება და შემდგომ მისი გადატანა კლინიკურ ლაბორატორიაში, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ პაციენტისთვის ინდივიდუალურად შედგეს როგორც მკურნალობის გეგმა, ასევე მოხდეს გვირგვინების დამზადება, რომელიც ზუსტ პარამეტრებზე იქნება გათვლილი. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ცოცხალ კბილებზე ვიმუშაოთ.

 

გუნდზეც გვიამბეთ.

კლინიკაში ამჟამად ჩემთან ერთად წარმოდგენილია 5 ექიმი, რომლებიც არა მარტო დროში, არამედ პრაქტიკაშიც გამოცდილი კადრები არიან.

ჩვენთან მუშაობს ქირურგი ორთოპედი, პაატა რიჟვაძე, რომლის ლაბორატორიაც არის ჩვენს კლინიკაში, რაც ძალიან დიდი კომფორტია ექიმისთვისაც და კლინიკისთვისაც, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კლინიკის განძია. ასევე, წარმოდგენილი გვყავს ყველა პროფილის ექიმი-სტომატოლოგი. კლინიკაში არსებული სერვისი კომფორტს უქმნის როგორც ექიმს, ასევე პაციენტს.

 

გარემო, რომელიც თქვენთან მოსულ პაციენტებს ხვდებათ.

თავად რეტრო სტილის მოყვარული ადამიანი ვარ, ჩემი დევიზია, რაც შეიძლება დიდხანს შევინახო ნივთები, რომლებიც მიყვარს და ჩემთვის ძვირფასია. შესაბამისად, კლინიკის ინტერიერშიც იგრძნობა ჩემი განწყობა და რეტრო სტილის მიმართ დამოკიდებულება. ჩვენთან შემოსული პაციენტი, პირველ რიგში, ინტერიერს აქცევს ყურადღებას, შესაბამისად, მანამ, სანამ ექიმის კაბინეტში შევა, მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს. თუმცა იცის უნდა ითქვას, რომ  ჩვენთან არასოდესაა დიდი რიგები, თითოეულ პაციენტს ჩანიშნულ დროს იღებს ექიმი.

 

რას ეტყოდით თქვენს პაციენტებს?

პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში პაციენტებს უჭირთ გეგმურ ვიზიტებზე სიარული. რეალურად, დღევანდელ კლიმატურ პირობებსა და კვების რაციონს თუ გადავხედავთ, ალბათ ძალიან ცოტა თუ იცავს სწორი კვების რეჟიმს, რაც ყველაზე მეტად განაპირობებს პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობას. ამიტომ ჩვენთან მოსულ თითოეულ პაციენტს რეკომენდაციის სახის ვეუბნებით, რომ 6 თვეში ერთხელ აუცილებლად ჩაიტარონ პირის ღრუს გეგმური დათვალიერება, რათა თავიდან აირიდონ გართულებები, რაც შეიძლება დაგვიანებას მოჰყვეს.

 

 

ოჯახზეც მოგვიყევით. რამდენად რთულია ოჯახისა და პროფესიის ერთმანეთთან შეთავსება?

უკვე 10 წელია განქორწინებული ვარ. 23 წლისა დავოჯახდი. ჩემი ყოფილი მეუღლე მხატვარია, ჩემს კლინიკაში მისი ორი ძალიან დიდი ნახატია წარმოდგენილი. გვყავს ორი საერთო შვილი, 9 წლის გოგონა ნიაკო და 14 წლის ბიჭი დათუნა. ორივე მშობელი ჩართული ვართ ჩვენი შვილების აღზრდასა და განვითარებაში, შესაბამისად, განქორწინების შემდგომი სტრესი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ახასიათებთ ბავშვებს, ჩვენს შემთხვევაში არ ყოფილა, რადგან მეგობრული და ცივილიზებული ურთიერთობა შევინარჩუნეთ. ბავშვები უმეტესაც ბებია-ბაბუასთან იზრდებიან ოჯახურ გარემოში, სითბოსა და სიყვარულში, რადგან ორივე მშობელი ძალიან დაკავებული ვართ.

რაც შეეხება ჩემს მშობლებს, მამა 41 წლის ასაკში გარდაიცვალა, მყავს გმირი დედა, რომელიც ძალიან ახალგაზრდა დაქვრივდა და მთელი თავისი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა. ჩემი ძმა ოჯახთან ერთად კანადაში ცხოვრობს და დაკავებულია საკუთარი ბიზნესით და ძალიან მალე გეგმავენ საქართველოში დაბრუნებას. ის ყოფილი ფეხბურთელია, თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. შესაბამისად, დედაჩემი და ჩემი ძმა არიან ჩემი ცხოვრების მთავარი გმირები, რომლებიც მაქსიმალურად დამიდგნენ გვერდში კარიერულ წინსვლაში, მათგან მქონდა დიდი სტიმული, ხელშეწყობა და ძალა, რათა მაქსიმუმი გამეკეთებინა.

 

რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ კარიერული ნაბიჯების გადადგმას?

ჩემი თაობის სწავლის პერიოდს და ახლანდელს რომ გადავავლოთ თვალი, ვიტყოდი, რომ ახლა ძალიან დიდი საპრაქტიკო ბაზა აქვთ. სტუდენტმა, რომელიც დაამთავრებს უნივერსიტეტს, მანამ, სანამ რეზიდენტურის პროცესში ჩაერთვება, თითქმის ყველაფერი იცის პრაქტიკის დონეზეც კი. დამწყებ სტომატოლოგებს ვურჩევდი გამოიჩინონ მოთმინება. აუცილებლად უნდა დაეუფლონ პროფესიას სრულყოფილად, რადგან ეს ეხება ადამიანის ჯანმრთელობას, ესაა ნდობაზე დაფუძნებული მანიპულაცია. უნდა გქონდეს შესაბამისი ცოდნა და სწორედ ამის შემდეგ უნდა მოჰკიდო ხელი ამ საქმეს. ამბიცია უნდა იყოს ცოდნასთან შესაბამისი. ჩადეთ დიდი შრომა და რესურსი თქვენივე განვითარებისთვის, სწორედ ამის შემდეგ მიაღწევთ იმას, რაც მიზნად გაქვთ დასახული.

ყოველწლიურად უამრავ კონფერენცია-მასტერკლასს ვესწრები, ერთი შეხედვით, არაერთხელ მაქვს მსგავსი დასახელების მასტერკლასები გავლილი, მაგრამ არ არსებობს კონფერენცია, საიდანაც რაღაც ახალს არ ისწავლი. ჩვენი პროფესია ითვალისწინებს მუდმივ რეჟიმში განვითარებასა და ცოდნას. აუცილებელია მეტი სწავლა და მეტი მოთმინება!

 

სამომავლო გეგმები.

კლინიკაში ამ ეტაპზე არ გვაქვს მხოლოდ 3D ტომოგრაფი, იგივე პირის ღრუს კატე, რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გვექნება კლინიკის გაფართოებასთან ერთად. სამწუხაროდ, ახლა არ გვაქვს საკმარისი ფართი ამ აპარატურის დასადგმელად, რადგან კატე ითვალისწინებს თავის პროტოკოლს, უნდა იყოს ოთახში, რომელიც მოპირკეთებული იქნება ტყვიით და მოშორებული იქნება სხვა კაბინეტებისგან.

სამომავლოდ ვგეგმავთ, კლინიკას მივუერთოთ კიდევ ერთი ფართი, რაც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ დამატებით ორი კაბინეტი 3D ტომოგრაფიის სივრცესთან ერთად. ეს აუცილებელია პაციენტის სწორი დიაგნოსტირებისთვის, რადგან მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება საკმარისი არ არის პირის ღრუს მდგომარეობის შეფასებისთვის. მოლაპარაკებების საფუძველზე წლის ბოლომდე გვექნება დასრულებული ეს პროცესი. გაფართოებასთან ერთად შევძლებთ ექიმების დამატებას, შესაბამისად, ჩვენთან წარმოდგენილი იქნება ყველა პროფილის ექიმი და ჩატარდება ყველა ის მანიპულაცია, რაც სტომატოლოგიაში დღეს არსებობს.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: გიორგი კალანდაძე

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! კენდალ ჯენერის ჩაცმულობა Coachella-ს 2022 წლის ფესტივალისთვის

#OK! კენდალ ჯენერის ჩაცმულობა Coachella-ს 2022 წლის ფესტივალისთვის

April 18, 2022
#OK! სახლები, რომლებშიც ქეით მიდლტონი პრინცესობამდე ცხოვრობდა

#OK! სახლები, რომლებშიც ქეით მიდლტონი პრინცესობამდე ცხოვრობდა

February 17, 2024
#OK! აქამდე უცნობი კადრები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დოკუმენტური ფილმიდან

#OK! აქამდე უცნობი კადრები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დოკუმენტური ფილმიდან

December 13, 2022
#OK! ყოველწლიურად “სუპერდრაი” 30 მილიონ პლასმასის ბოთლს გადაამუშავებს!

#OK! ყოველწლიურად “სუპერდრაი” 30 მილიონ პლასმასის ბოთლს გადაამუშავებს!

November 16, 2021

კვირის ჰიტები

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

#OK! სენ-ტროპეში ბრიჯიტ ბარდოს დაკრძალვა გაიმართა

January 8, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

#OK! ევროვიზია 2026-ზე საქართველოს ჯგუფი „ბზიკები“ წარადგენს

January 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები