• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! ქართველი იურისტის, ნატალია ვაშაკიძის ამერიკული თავგადასავალი

February 12, 2025
საკითხავი დრო: 2 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

დღეს მოგიყვებით ძლიერ, ლაღ და მიზანდასახულ ემიგრანტ ქალზე, რომლის ცხოვრებაც სავსეა საინტერესო გამოცდილებითა და დიდი სამომავლო გეგმებით. ის არაერთი საინტერესო სტატიის თუ პროექტის ავტორია, ერთ-ერთი პროგრამით კი ჰარვარდი დაინტერესდა და მასთან დღემდე თანამშრომლობს. მისთვის ემპათიის გრძნობა უცხო არ არის, მისი მიზანია, განახორციელოს თავისი დაწერილი პროექტი და დაეხმაროს სოციალურად დაუცველ არასრულწლოვნებს. გაიცანით ამერიკაში მცხოვრები წარმატებული იურისტი, ნატალია ვაშაკიძე.

 

 

ნატალია, როგორი იყო თქვენი ცხოვრება საქართველოში?

დავამთავრე ქუთაისის 38-ე საშუალო სკოლა. დედას სურდა უცხო ენებზე ჩამებარებინა. დავიწყე მოსამზადებლად სიარული და მახსოვს, როცა პროფესია უნდა აგვერჩია, კალმით ამოვხაზე იურიდიული ფაკულტეტი. იმ წუთებში ყველაზე ბედნიერი ვიყავი. დაახლოებით სამი თვე იყო დარჩენილი მისაღებ გამოცდებამდე, როცა დედამ გაიგო, რომ იურიდულზე ვაბარებდი. ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. ძალიან აქტიური სტუდენტი ვიყავი, ისე მიყვარდა ჩემი პროფესია, რომ კოდექსი ზეპირად ვიცოდი. უნივერსიტეტში მეტსახელად „ხადიაშჩი კოდექსს“ მეძახდნენ. პარალელურად კი, 17 წლიდან პროკურატურაში პრაქტიკაზე დავდიოდი. მახსოვს, გასაუბრებაზე პროკურორმა, თემურ ბობოხიძემ მითხრა – თქვენ ხართ დაბადებული იურისტად, თან პროკურორად…. ამ სიტყვებმა მაშინ უდიდესი მოტივაცია მომცა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ გენპროკურორის მიერ დავინიშნე პროკურორის თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე. ამის შემდეგ ვიმუშავე უნივერსიტეტში ლექტორად, ვკითხულობდი ჯერ შრომის, მერე საოჯახო სამართალს.

 

ამერიკაში როგორ წახვედით?

29 წლისა გავთხოვდი და საცხოვრებლად მოსკოვში გადავედი, სადაც ჩემი ოცნება ავისრულე და ჩავაბარე ლომონოსოვის უნივერსიტეტში ასპირანტურაზე. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც უნივერსიტეტში ჩამოვიდა ცნობილი პროფესორი, ჯონ კლერი, რომელმაც ჩაატარა კონკურსი, რომლის შედეგადაც მოვხვდი ჯეფერსონის უნივერსიტეტში, სადაც უფასოდ სწავლის საშუალება გვქონდა. პრაქტიკის გავდიოდით არასრულწლოვანთა კოლონიაში. ვაკვირდებოდი, როგორ მუშაობდნენ ფსიქოლოგები არასრულწლოვნებთან, ამ ყველაფერმა კი დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, არასრულწლოვნების პრობლემებით დავინტერესდი და გამიჩნდა სურვილი, იგივე მოდელი ჩვენს ქვეყანაში გადმომეღო.

 ჯეფერსონის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დავბრუნდი მოსკოვში და ხარისხი დავიცავი ლომონოსოვში, პარალელურად კი ვგზავნიდი ჩემს ნაშრომებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, – კვლევით ცენტრებში. ერთ მშვენიერ დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრიდან მივიღე მოწვევა, სადაც დავიწყე თანამშრომლობა. ვიკვლევდი არასრულწლოვნებში დანაშაულის გამომწვევ მიზეზებს და სტატიას ვწერდი პრევენციაზე. ამას გარდა, ვიმუშავე ამერიკის ერთ-ერთი შტატის პოლიციასთან. ტრენინგებს ვატარებდი თემაზე – თუ როგორ შეიძლება პოლიციელმა მოიპოვოს არასრულწლოვნის ნდობა. შემდეგ უკვე პოლიციამ შემომთავაზა გამევლო კურსები ძალადობის მსხვერპლი ქალების თემაზე. ამ კუთხითაც ძალიან აქტიურად ვიმუშავე და დღემდე ვმუშაობ და ვეხმარები ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

ასევე, ანდრია დუფისთან ერთად ვმუშაობ ორგანიზაცია „დარაში“, რომელიც ეხმარება ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ანდრიამ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა, ამასთან დაკავშირებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებას იუსტიციის საბჭოსთან, რათა დუფიმ ტრენინგები ჩაუტაროს ქართველ მოსამართლეებს.

 

 

მოგვიყევით თქვენი ბოლო პროექტის შესახებ…

დავწერე პროექტი – სოციალურად დაუცველი არასრულწლოვნების ჩართულობა მევენახეობა-მეღვინეობაში. სტატისტიკის მიხედვით, დანაშაულის ჩამდენი არასწრულწლოვნები ძირითადად არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ამიტომაც გადავწყვიტე, ეს პროექტი მათთვის მიმეძღვნა. ამის შემდეგ შევიძინე მიწა ამბროლაულში – მინდა დარბაზ-მარანი ავაშენო, სადაც ტრენინგებს ჩავატარებ თემაზე: სოციალურად დაუცველი ბავშვების ჩართულობა მევენახეობაში. მეყოლება ფსიქოლოგი, რომელიც ინდივიდუალურად იმუშავებს ამ მოზარდებთან, თან რაჭაში საკმაოდ ბევრი მარანია და შევძლებ მათ დასაქმებასაც (რასაკვირველია, მათი მშობლების თანხმობით). მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ, ვერ მოვიპოვე გრანტი, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ინვესტორი გამოჩნდება. არქიტექტორიც ვნახე, ახალგაზრდა გოგონა – მარიამ მამასახლისი, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ მეხმარება.

 

 

ღვინის წარმოების იდეა როგორ გაჩნდა?

სწორედ ამ პროგრამის განხორციელების იდეა როცა გამიჩნდა, მაშინ დავიწყე ჩემი ბრენდის ღვინის წარმოება, რომელსაც ჩემი მეუღლის ბებიის პატივსაცემად „მახალდიანი“ დავარქვი. ეტიკეტის დამზადების დროს უკანა მხარეს მივაწერეთ, რომ ეს ღვინო ჟუჟუნა მახალდიანის ტექნოლოგიითაა დამზადებული. სხვათა შორის, ჟუჟუნას ბაბუა, პეტრე მახალდიანი იყო პირველი, რომელმაც ეს ღვინო 1921 წელს საფრანგეთში გაიტანა და ოქროს მედალი მიიღო. ეს ღვინის დაყენების ოჯახური საიდუმლო კი ჩემს მეუღლეს გადმოეცა და სწორედ ამ წესით დავაყენეთ მაღალი ხარისხის ნატურალური ღვინო, რომელსაც მართლაც საოცარი გემო აქვს. მე და ჩემს მეუღლეს გვეხმარებოდა ტექნოლოგი, ბატონი თემურ ღვინიანიძე, არაჩვეულებრივი ადამიანი. ყველა, ვინც დააგემოვნა ჩვენი ღვინო, აღნიშნავდა, რაღაც ღვთიური გემო აქვსო.

 

სამომავლოდ მინდა ჩემი ღვინო ფართო მასშტაბებზე გავიტანო და შემოსავალი სწორედ ზემოთ ხსენებულ პროექტს – სოციალურად დაუცველ ბავშვებს მოვახმარო. ვფიქრობ, ყველას ვალია, დავეხმაროთ ამ ბავშვებს, ორიენტირებულნი იყვნენ სწავლაზე და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში, რათა ნორმალური მომავალი ჰქონდეთ. როცა საქართველოში დავბრუნდები, ამ პროექტს აუცილებლად განვახორციელებ.

 

 

რა არის ყველაზე დიდი სირთულე, რაც ამერიკაში ცხოვრებას თან ახლავს?

ჩემს შემთხვევაში ერთადერთი სირთულე, რაც ამერიკაში ცხოვრებას თან ახლდა, ეს იყო ჩემი შვილებისგან შორს ყოფნა. მახსოვს, ერთხელ მკითხეს, გიღირდათ თქვენი შვილების დატოვება თქვენი ბეგრაუნდის გამოო? – მე ჩამოსული ვარ იმისთვის, რომ მივიღო გამოცდილება, დავბრუნდე საქართველოში და ვიყო რეალიზებული, დამოუკიდებელი ქალი, რომელიც თავის გამოცდილებას სხვებს გაუზიარებს და თავის ქვეყანას წაადგება. ჩემი ორი შვილის საქართველოში დატოვება მირჩევნია გარკვეული წლებით, თუ იმის შესაძლებლობა მექნება, რომ სხვის შვილებს ვუშველო და დავეხმარო.

 

გაგვაცანით თქვენი ოჯახი

მყავს ორი შვილი. მარიამი 18 წლისაა და აპირებს ევროპაში ჩააბაროს უნივერსიტეტში. რომა კი ფეხბურთს თამაშობს და როგორც მწვრთნელები ამბობენ, მას დიდი მომავალი აქვს. ჩემი მეუღლე რამინ ჯანგიძეა. რომ არა ის, ვერ მივაღწევდი ამდენს, ჩემი პირველი მხარდამჭერი და საუკეთესო მეგობარია.

 

როგორ ფიქრობთ, რას მოაქვს წარმატება?

წარმატება მოაქვს დაუღალავ შრომას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა, საკუთარ თავზე მუშაობა და, რა თქმა უნდა, რწმენა და ღვთის წყალობა. მე ყოველთვის ვგრძნობდი უფლის ნებას. როცა აქ ყოფნა და ადაპტაცია მიჭირდა, მონასტრებში დავდიოდი და რამდენიმე დღით ვჩერდებოდი, რაც ძალიან მეხმარებოდა.

 

რა თვისებები შეგძინათ ამერიკამ?

მართალია, დამოუკიდებლობა არასოდეს მაკლდა, თუმცა აქ, როცა ჩემი საყვარელი ადამიანების გარეშე დავრჩი, მივხვდი ნამდვილ დამოუკიდებლობას. იმუნიტეტი გამოვიმუშავე ზოგადად ცხოვრებისადმი. აქ უფრო მეტად აფასებენ შრომას და ცოდნას. ხელს გიწყობენ, რომ შენი ცოდნითა და ინდივიდუალობით უფრო მეტი სიკეთე მოუტანო ქვეყანას.

 

რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანს, ვინც პირველად ჩადის უცხო ქვეყანაში?

ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში ადაპტაცია. როცა სევდა და დარდი შემოგიტევთ, მაშინ უნდა გაიხსენოთ, თუ რისთვის ჩამოხვედით. ყველანი ჩამოვდივართ კონკრეტული მიზნებისთვის, რისთვისაც ღირს მოთმენა. განსაკუთრებით ქალებს ვეტყოდი, არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით, მთავარია გვწამდეს, გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობების და შრომით, ცოდნით ყველაფერს მივაღწევთ!

 

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: არქივიდან

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! „ველედას“ პირველი შოურუმი საქართველოში და განახლებული პროდუქციის უპირატესობები

#OK! „ველედას“ პირველი შოურუმი საქართველოში და განახლებული პროდუქციის უპირატესობები

March 7, 2024
#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

#OK! იგრძენი თავი ქალურად და დახვეწილად სახლის პირობებში

April 10, 2023
#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

#OK! დღეს დედამიწამ ბრუნვის რეკორდულ სიჩქარეს მიაღწია

August 5, 2025
#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

#OK! ვიქტორია ბექჰემი საკუთარი ბრენდის – Victoria Beckham-ის სათვალის სარეკლამო კამპანიის სახე პირველად გახდა

January 30, 2026

კვირის ჰიტები

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

#OK! ახალი მოთამაშე ბაზარზე: RODEO ღონისძიებებს სრულ ტექნიკურ მომსახურებას შესთავაზებს

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება

#OK! Higgsfield AI Unlimited Summit 2026-ს უერთდება

September 28, 2026
#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

#OK! ლუკა ლოჩოშვილი მამა გახდა – ფეხბურთელისა და სალომე ლაშხის სიყვარულის ისტორია

September 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები