რეკლამა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
რეკლამა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
რეკლამა
მთავარი Décor

#OK! Golden Tulip Design Tbilisi – გამორჩეული არქიტექტურის დიზაინ-სასტუმრო საოცარი ხედებით ძველ თბილისზე

ნოემბერი 6, 2022
საკითხავი დრო: 1 min read
რეკლამა

ცოტა ხნის წინ ძველ თბილისში საერთაშორისო ბრენდის დიზაინ-სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi გაიხსნა. სასტუმრომ გახსნის დღიდანვე მიიპყრო როგორც ადგილობრივი სტუმრების, ასევე ტურისტების ყურადღება და უკვე იქცა მათთვის საყვარელ ადგილად.

Golden Tulip Design Tbilisi-ის შენობა ცნობილმა პორტუგალიელმა არქიტექტორმა, ცეზარ რიბეირომ „ნოა სტუდიასთან“ თანამშრომლობით დააპროექტა. აქ, ამ შენობაში, თითოეულ დეტალს განსაკუთრებული დატვირთვა და ფუნქცია აქვს.

 

შენობის ფასადი მოპირკეთებულია ქართული აგურით, რომელიც განსაკუთრებით უხდება ქალაქის კოლორიტულ უბანს. ექსტერიერზე გამოყენებულ ტრადიციულ აგურს თანამედროვე დიზაინის შავი ფანჯრების პროფილები ერწყმის, რომლებიც იატაკიდან ჭერამდეა განთავსებული და ოთახს მთელი დღის განმავლობაში მზის შუქით ავსებს. მთლიანი შენობის როგორც ექსტერიერი, ასევე ინტერიერი გეომეტრიული ფორმებით თამაშია.

 

შენობას განსაკუთრებულს ხდის ფასადის მუდ-ლაით კონცეფცია, რომლითაც უძრავი ქონება − უსულო შენობა, ცოცხალი ორგანიზმი ხდება და შიგნით მყოფი ადამიანების განწყობა გარეთ გამოაქვს. შედეგად, შენობის ფასადი, როგორც ადამიანის ფიქრები და განწყობებია − არასდროს არის ერთნაირი და ყოველდღიურად იცვლება. თითოეული ოთახის ჩარჩო ახალი სტუმრების განწყობებს გადმოსცემს და ახალ ისტორიებს უყვება ქალაქს. მუდ-ლაით კონცეფცია ფერთა მთელ გამას მოიცავს. ამგვარი გადაწყვეტილებით, არქიტექტორმა ერთგვარად მინიმალისტურ ინტერიერში სითბო შეიტანა.

 

სასტუმროს შესასვლელშივე გხვდება საერთაშორისო სტანდარტისა და ადგილობრივი კულტურის საოცარი მიქსი. ლობიში არსებულ კედელზე ხელით მოხატული უნიკალური ქართული ანბანია წარმოდგენილი. ეს საქართველოში პირველი სივრცეა, სადაც ციფრული არტის კედელია განთავსებული. ციფრულ გალერეაში ქართველი NFT-არტისტების გამოფენები გაიმართება.

სასტუმროში თანამედროვე დიზაინის 77 ოთახია და მოიცავს ყველაფერს, რაც კომფორტული დასვენებისთვისაა საჭირო. სასტუმროს თითოეული ნომერი ქართველი არტისტების მიერ ხელით შექმნილი ნამუშევრებითაა გაფორმებული, რომლებიც საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს გადმოგვცემს.

 

როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, გეომეტრიული ფორმები შენობის არქიტექტურაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ექსტერიერზე გამოყენებული დეტალები ინტერიერშიც მეორდება. რასაც ფასადზე დაინახავთ, აუცილებლად დაგხვდებათ ოთახებშიც.

კორიდორი, როგორც მთლიანად სასტუმრო, გეომეტრიულ ფორმებს იმეორებს. თითოეულ დეტალს ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, დიზაინერული ელემენტია, ხოლო მეორე მხრივ − პრაქტიკული დანიშნულებისაა. ასეა სარკის ზედაპირის მქონე სამკუთხედის კონსტრუქციის შემთხვევაშიც, რომელიც კორიდორს ორ ნაწილად ყოფს და სათავსო ოთახის ფუნქციასაც იძენს.

 

კორიდორი მუქია, კედელზე ნატურალური ხის შავი პანელებია გაკრული. არქიტექტორმა აქაც ფერებით ითამაშა. ჩამუქებული, შავი კორიდორიდან სტუმარი პირდაპირ თეთრ, ნათელ ოთახში ხვდება.

TITA რესტორნის ერთ კედელზე მთლიანი ვიტრაჟებია, საიდანაც ძველი თბილისის პანორამული ხედები იშლება.

რესტორანში სივრცე სხვადასხვა კუნძულადაა დაყოფილი. აქ მოწყობილია ბიზნეს-ლაუნჯი, ბარი საავტორო კოქტეილებისთვის და მაგიდები მეგობრული ვახშმებისთვის.

ლანდშაფტის დიზაინერებმა იზრუნეს სივრცის გამწვანებაზე და ტერასაზე ნამდვილი ტროპიკული კუნძული მოაწყვეს.

 

 

რკინის კიბე, რომლითაც რესტორნიდან ტერასაზე ასვლა შეგიძლიათ, სამკუთხაა და სპეციალური მასალით ისეა შექმნილი, რომ ვიბრაცია არ იგრძნობა.

სასტუმრო მთლიანად ეკომეგობრული და ენერგოეფექტური მასალებითაა აშენებული და ე.წ. მწვანე შენობის სტატუსს ატარებს.

დიზაინერული, Iconic-ავეჯი, რომელიც სასტუმროშია, Golden Tulip Design Tbilisi-ისთვის სპეციალური შეკვეთით, საზღვარგარეთ დამზადდა. მასალად გამოყენებულია ნატურალური ხე, რომელიც, თავის მხრივ, აგრძელებს შენობის ეკომეგობრულ კონცეფციას.

 

რეკლამა
რეკლამა

ასევე გაეცანი

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა
Décor

#OK! აღმაშენებლის 146 – კენარის პირველი პრემიუმ სივრცე უკვე გაიხსნა

დეკემბერი 28, 2022
#OK! 2023 წლის ასტროლოგიური პროგნოზი – ინტერვიუ მიხეილ ცაგარელთან
Décor

#OK! როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა

იანვარი 4, 2023
#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები
Décor

#OK! მაღალი მოდა და ინტერიერი – 2023-ის ტენდენციები

დეკემბერი 27, 2022
OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება
Décor

OK! LOVELY ROSES – ზოდიაქოს ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ წინ მშვენიერი წელი გველოდება

დეკემბერი 28, 2022
რეკლამა

ახლა კითხულობენ

#OK! ვილა პარკ გორი – იდეალური გარემო და უგემრიელესი კერძები

#OK! ვილა პარკ გორი – იდეალური გარემო და უგემრიელესი კერძები

ნოემბერი 3, 2021
#OK! სტილის ინსპირაცია ირინა შეიკისგან! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა!

#OK! სტილის ინსპირაცია ირინა შეიკისგან! მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში გამოჩნდა!

მარტი 29, 2021
#OK! საინტერესო ფაქტები უიტნი ჰიუსტონის შესახებ!

#OK! საინტერესო ფაქტები უიტნი ჰიუსტონის შესახებ!

აგვისტო 13, 2021
#OK! სელმა ჰაიეკი DuJour-ის 10 წლის საიუბილეო წვეულებაზე

#OK! სელმა ჰაიეკი DuJour-ის 10 წლის საიუბილეო წვეულებაზე

დეკემბერი 13, 2022

კვირის ჰიტები

#OK! “არ იცის კამერებთან მუშაობა, აქვს არაფრისმთქმელი გამოხედვა და ნეპოტიზმით მოპოვებული კონტრაქტები” – რატომ გააკრიტიკეს კენდალ ჯენერი

#OK! “არ იცის კამერებთან მუშაობა, აქვს არაფრისმთქმელი გამოხედვა და ნეპოტიზმით მოპოვებული კონტრაქტები” – რატომ გააკრიტიკეს კენდალ ჯენერი

იანვარი 24, 2023
#OK! “ჰოლივუდის ლეგენდები” – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის Wolves-ის გადაღებებზე

#OK! “ჰოლივუდის ლეგენდები” – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ახალი ფილმის Wolves-ის გადაღებებზე

იანვარი 25, 2023
#OK! “ცუდი გოგო ხარ თუ კარგი? ეს საშინელი შეკითხვა ჟურნალისტმა 16 წლის ასაკში დამისვა” – ენ ჰეტევეი

#OK! “ცუდი გოგო ხარ თუ კარგი? ეს საშინელი შეკითხვა ჟურნალისტმა 16 წლის ასაკში დამისვა” – ენ ჰეტევეი

იანვარი 24, 2023
#OK! ოსკარის ნომინაცია 12 წლიანი პაუზის შემდეგ – ბრენდან ფრეიზერი The Whale-ში შესრულებული მთავარი როლისთვის “ოსკარებზეა” ნომინირებული

#OK! ოსკარის ნომინაცია 12 წლიანი პაუზის შემდეგ – ბრენდან ფრეიზერი The Whale-ში შესრულებული მთავარი როლისთვის “ოსკარებზეა” ნომინირებული

იანვარი 27, 2023
რეკლამა
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×