• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Techno

#OK! ქართული ტექნოლოგიური ბაზრის ანალიზი

November 30, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

ქართულ ბაზარზე უხვად არის წარმოდგენილი პლატფორმები სხვადასხვა მიმართულებით: უძრავი ქონება, ავტოინდუსტრია, ონლაინმარკეტი, გართობა და ა.შ. ერთი შეხედვით, ისინი სავსეა კონტენტით და დიდი რაოდენობით ნახვას აგენერირებენ, თუმცა უმეტესობა ქართულ პლატფორმებს ახასიათებთ თვისება, რომლის გამო ვერასოდეს გასცდებიან ადგილობრივ ბაზარს და მეტიც − დღითი დღე სულ უფრო აზიანებენ ინდუსტრიებს საქართველოში.

თვისება, რომლითაც მათ შეძლეს ბაზრის დაზიანება, არის მოთხოვნა-მიწოდების სიჩქარის შემცირება. აქ დასაქმების საიტების მაგალითზე შევეცდები იმის ახსნას, თუ რა არის ეს ფენომენი და როგორ აუარესებენ უმუშევრობის პრობლემას.

რა არის დასაქმების საიტი? ის აუცილებლად გახლავთ მედიატორი სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის. თუ ის მათ სწრაფად აკავშირებს ერთმანეთთან, ესე იგი ზრდის მოთხოვნა-მიწოდების სიჩქარეს, თუ გვიან აკავშირებს ერთმანეთთან, ესე იგი ამცირებს მოთხოვნა-მიწოდების სიჩქარეს. ანუ მოთხოვნა-მიწოდების სიჩქარე არის სამსახურის მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის დაკავშირების სიჩქარე.

ახლა კი იმის შესახებ, თუ როგორ იწვევენ ისინი უმუშევრობის პრობლემის გამძაფრებას, სწორედ დაკავშირების სიჩქარის შემცირებით.

დავიწყოთ მთავარი პრობლემით − მონეტიზაციის პოლიტიკა და ბიზნესმოდელი.

რა არის მათი მიზანი? დეკლარირებულად ისინი ემსახურებიან ადამიანის დასაქმებას, მაგრამ სინამდვილეში მათი მიზანი დასაქმება საერთოდ არ არის, რადგან ეს ეწინააღმდეგება მათ მონეტიზაციის პოლიტიკას.

მინდა გკითხოთ: როდის აქვთ ქართულ დასაქმების საიტებს უფრო მეტი შემოსავალი? რა თქმა უნდა მაშინ, როდესაც მაღალია როგორც უმუშევრობის, ასევე ვაკანტური ადგილების მაჩვენებელი. ამიტომ აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა − როგორ შეიძლება მოაგვაროს დასაქმების პრობლემა ისეთმა საიტმა, რომლის შემოსავალიც სრულად ეფუძნება გაუარესებულ შრომით ბაზარს.

ამის სიმპტომები თქვენ შეგიძლიათ ბევრი მიმართულებით დაინახოთ. მაგალითად, შედით დასაქმების საიტზე და სცადეთ ფილტრის საშუალებით თქვენთვის სასურველი ვაკანსიის პოვნა.

მათ ფილტრი არ აქვთ, ან იმდენად ცუდად არის ორგანიზებული, რომ შედეგს ვერ მოგიტანთ. რატომ ხდება ეს ასე? ამ საიტების მთავარი მიზანია არა ის, რომ დაგასაქმოთ, არამედ ის, რომ დიდი ხანი ეძებოთ სამსახური მათი საშუალებით.

ქართული საიტები ამ პრობლემაზე არ შეჩერდნენ და დაამატეს კიდევ უფრო უარესი ინსტრუმენტი, რომელიც პრაქტიკულად მიზნად ისახავს მოთხოვნა-მიწოდების სიჩქარის მაქსიმალურ შემცირებას, რაც კატასტროფულია ბაზრის სიჯანსაღისთვის. ახლა დეტალურად შევეცდები ავხსნა, თუ როგორ ახერხებენ ქართული პლატფორმები ამის გამოწვევას.

ბაზრის გაუარესებისთვის მათ მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტიანი იარაღი − განცხადების დაპრიორიტეტების სისტემა შექმნეს. მაგალითად, ხშირად შეხვდებით ისეთ განცხადებებს, რომლებსაც აწერიათ: VIP, VIP Standard, VIP+, Super VIP, Premium და ა.შ.

ეს სისტემა იწვევს იმას, რომ პროდუქტი ან სერვისი, რომელიც ცუდად ემსახურება მომხმარებელს, გადაჭარბებული ფასით არის მოცემული ან დასაქმების შემთხვევაში, არღვევს თქვენს შრომით უფლებებს − უფრო ადრე გხვდებათ, ვიდრე კეთილსინდისიერი განმცხადებელი. თუ პროდუქტი ან სერვისი კარგი ხარისხის არის, ის სწრაფად იყიდება, შესაბამისად მას არ სჭირდება დაპრიორიტეტება. თუ ის ცუდი ხარისხისაა, უნდა დააპრიორიტეტო, რადგან სხვა შემთხვევაში ვერ გაყიდი.

ზუსტად ამის გააზრებამ გამოიწვია საშინელი პროტესტი ჩემში და სრულად დავუკავშირე საკუთარი რესურსები ამ პრობლემის მოგვარებას.

დღეს Sfero.ge არის ერთადერთი ქართული პლატფორმა, რომელიც ცდილობს დაიცვას სამსახურის მაძიებლისა და კეთილსინდისიერი დამსაქმებლის ინტერესები, მაქსიმალურად სწრაფად აპოვნინოს მათ ერთმანეთი.

ჩვენ უარი ვთქვით ვაკანსიის დაპრიორიტეტების ნებისმიერ მონეტიზებულ სისტემაზე და შემოვიტანეთ რეიტინგით დაპრიორიტეტების პრინციპი, თუ როგორ გამოითვლება ის.

მხოლოდ Sfero-ს პლატფორმაზე სამსახურის მაძიებელს შეუძლია დაინახოს, რამდენმა ადამიანმა იხილა ვაკანსია და რამდენმა გააგზავნა განაცხადი. თუ ბევრი ადამიანი ეცნობა ვაკანსიას და ბევრი აგზავნის განაცხადს, მისი რეიტინგი იზრდება, თუ ბევრი ეცნობა და ცოტა აგზავნის, ვაკანსიის რეიტინგი მცირდება, თუმცა აქ არ შევჩერდეთ. შემდეგი სისტემა, რომელიც ვაკანსიის პრიორიტეტს განსაზღვრავს, ის არის, თუ რამდენად სწრაფად ეცნობა დამსაქმებელი თქვენს განაცხადს და ეხმაურება მას. თუ სწრაფად ეცნობა, ემატება რეიტინგის ქულები, თუ აგვიანებს − აკლდება.

ჩვენი გუნდის რწმენით, Sfero აუცილებლად გააჯანსაღებს შრომით ბაზარს, ააჩქარებს კავშირს სამსახურის მაძიებელსა და კეთილსინდისიერ დამსაქმებელს შორის, რითაც გაზრდის ხელფასებს და შეამცირებს უმუშევრობის ზღვარს, რადგან ყველა ფუნქცია, რომელიც დავნერგეთ და დანერგვის პროცესში გვაქვს, სწორედ ამას ისახავს მიზნად.

ასევე გაეცანი

#OK! 2023 წლის სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla
Techno

#OK! 2023 წლის სრულიად ახალი Toyota Corolla Cross და MC Corolla

May 30, 2023
#OK! BergHOFF – სამზარეულოს ინვენტარის სპრემიუმ ხაზი
Techno

#OK! BergHOFF – სამზარეულოს ინვენტარის სპრემიუმ ხაზი

May 22, 2023
#OK! Dyson ოფიციალურად უკვე საქართველოშია
Techno

#OK! Dyson ოფიციალურად უკვე საქართველოშია

May 19, 2023
#OK! BergHOFF – მეტი კომფორტი და ესთეტიკა სამზარეულოში
Techno

#OK! BergHOFF – მეტი კომფორტი და ესთეტიკა სამზარეულოში

May 15, 2023

ახლა კითხულობენ

#OK! ნავნე წარმოგიდგენთ კოსმეტიკის LUX ბრენდების აუთლეტ ხაზს

#OK! ნავნე წარმოგიდგენთ კოსმეტიკის LUX ბრენდების აუთლეტ ხაზს

July 5, 2022
#OK! რიტა ორა Aje-ს კაბით! მომღერლის გლამურული და გემოვნებიანი იმიჯი!

#OK! რიტა ორა Aje-ს კაბით! მომღერლის გლამურული და გემოვნებიანი იმიჯი!

May 20, 2021
#OK! ლევან წულუკიძე საკუთარ შემოქმედებაზე, ბოლოდროინდელ გატაცებასა და საინტერესო სიახლეზე

#OK! ლევან წულუკიძე საკუთარ შემოქმედებაზე, ბოლოდროინდელ გატაცებასა და საინტერესო სიახლეზე

September 11, 2021
#OK! 20 მოდური მომენტი, როდესაც დუა ლიპამ 90-იანი წლების იმიჯი მოირგო!

#OK! 20 მოდური მომენტი, როდესაც დუა ლიპამ 90-იანი წლების იმიჯი მოირგო!

August 28, 2021

კვირის ჰიტები

OK! სასტუმრო Pine Astoria – ძველი შენობის ახალი სიცოცხლე…

OK! სასტუმრო Pine Astoria – ძველი შენობის ახალი სიცოცხლე…

June 4, 2023
#OK! ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი – რეპერის მეუღლეს ახალი ექსცენტრული სტილი

#OK! ქანიე უესტი და ბიანკა ცენსორი – რეპერის მეუღლეს ახალი ექსცენტრული სტილი

June 5, 2023
#OK! Bela Borse – ჩანთების მაღაზია მრავალფეროვანი არჩევანით

#OK! Bela Borse – ჩანთების მაღაზია მრავალფეროვანი არჩევანით

June 5, 2023
#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

#OK! ეკრანდამოკიდებულება ბავშვებში – ინტერვიუ ოფთალმოლოგთან

June 5, 2023
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×