• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პროპაგანდა – როცა სიტყვა იარაღი ხდება

February 10, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პროპაგანდის ისტორია ზუსტად იმ წუთიდან იწყება, როდესაც სამყაროში პოლიტიკა დაიბადა. მისი კონტექსტი თავისთავად არ არის პოზიტიური, რადგან ამ მეთოდით ხელისუფლება ალტერნატიულ რეალობას ქმნის და საზოგადოების მსოფლმხედველობას მნიშვნელოვნად ცვლის. პროპაგანდა ერთგვარი ჭურვია, სწორედ მაშინ გამჟღავნდება, როდესაც აფეთქდება, თუმცა მას ამ დროისთვის საკუთარი საქმე უკვე გაკეთებული აქვს, ადამიანების გონების აფეთქება მან უკვე შეძლო, ამიტომ მასთან ბრძოლა ისეთივე რთული პროცესია, როგორც, მაგალითად, რადიაციასთან ბრძოლა. ვერ ხედავ, შესაბამისად, მისი ამოცნობაც რთულია და ადვილად იპყრობს ადამიანების გონებას. ერთადერთი მნიშვნელოვანი იარაღი მასთან საბრძოლველად კი ცოდნაა, ცოდნა იმისა, როგორია პროპაგანდის გზები, როგორი იყო მისი ისტორია, როგორ იყენებდა ამას ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი მტერი, რუსეთი და ჰგავს თუ არა მისი მეთოდები ჩვენი ხელისუფლებისას დღეს… პროპაგანდის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან გამომდინარე, მისი ფორმები უნივერსალური გახდა და ნებისმიერ წინააღმდეგობას ერგება. ამიტომ თავად განსაჯეთ, ჩვენ კი საბჭოთა წარსულის, კვლევის ლაბორატორიის მკვლევართან, რუსუდან კობახიძესთან ერთად მცირე რაკურსს გთავაზობთ საბჭოთადროინდელ პრესაში…

 

 

რა ძირითადი მეთოდები გამოიყენებოდა საბჭოთა პროპაგანდისტულ პრესაში მოვლენების გაშუქებისას?

საბჭოთა პროპაგანდა 70 წლის განმავლობაში მოქმედებდა კოლექტიურ ცნობიერებაზე. მისი მეთოდები სულ იცვლებოდა პოლიტიკური დღის წესრიგის, მისაღწევი ამოცანების, ბელადების შეცვლის ფონზე, ამიტომ მისი მეთოდები და ამოცანები ერთგვაროვანი არ ყოფილა, თუმცა მაინც შეიძლება გამოვყოთ ძირითადი მახასიათებლები, რაც მთლიანობაში განსაზღვრავდა საბჭოთა პროპაგანდის ძირითად კურსს:

ა) მტრის ხატის გამოძერწვა და საზოგადოების მანიპულირება „მტრის განადგურების“ აუცილებლობით. „მტრის“ რიგები მუდმივად ივსებოდა ახალი სახეებით და ახალი ჯგუფებით;

ბ) ცოცხალი ტყუილები (როგორც იოზეფ გებელსი ამბობდა, რაც უფრო აბსურდულია ტყუილი, მით უფრო ადვილად იჯერებს მას მასა);

გ) თავისუფალი სივრცეების ამოქოლვა – ერთი პარტიის იდეოლოგიაზე სწორება;

დ) მეხსიერების კორექცია – ისტორიული მეხსიერების ფორმირება კომუნისტური პარტიისთვის მისაღები სახით;

ე) ახალი საბჭოთა ენის ფორმირება; სიტყვების შინაარსების ამოტრიალება და გაუფასურება, კლიშეების, ლოზუნგების სიჭარბე;

ვ) სამყაროს წარმოჩენა ორ მტრულ ბანაკად: ჩვენ და ისინი, სადაც „ჩვენ“ უპირობოდ კეთილ ძალას წარმოადგენს, ხოლო „ისინი“ – ბოროტს;

ზ) ძალის დემონტრირება – მასების დარწმუნება საბჭოთა სახელმწიფოსა და ბელადის სიძლიერეში, დაუმარცხებლობაში.

 

 

როგორ მოქმედებდა საბჭოთა პრესა საზოგადოებრივ აზრზე და როგორ ცდილობდა მათი შეხედულებების ფორმირებას?

საბჭოთა პრესა ძირითადად მუშაობდა იმ ილუზიის შექმნაზე, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება საამურია, ხალხი ბედნიერია, ინდუსტრია ვითარდება, კულტურა ყვავის და ა. შ. ამისთვის საბჭოთა ხალხი ბელადისა და პარტიის მადლიერი უნდა იყოს. საგაზეთო და სატელევიზიო ბადეში ძალიან მცირე ადგილი ეთმობოდა ნეგატიურ მოვლენებს: კრიმინალს, ბუნებრივ კატასტროფებს (მაგ. ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქება დამალეს).

ამის პარალელურად მიდიოდა „ხალხის მტრების“ გაშავება და შემდგომ მეხსიერებიდან ამოშლა. „ხალხის მტრების“ მიმართ გამოიყენებოდა ნეგატიური და ზიზღის გამომწვევი ლექსიკა: გველის წიწილები, ცოფიანი ძაღლები, ფაშისტები, გამყიდველები, აგენტები, მავნე ელემენტები, საზიზღარი მოღალატეები და სხვ.

რა მსგავსებებს ხედავთ დღევანდელი გაშუქების სტილსა და საბჭოთა პროპაგანდის მექანიზმებში?

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა საბჭოთა პროპაგანდის ანარეკლია, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი დღესაც აქტიურად გამოიყენება სამთავრობო არხების მიერ: „ოცნების“ წარმატებათა წარმოჩენა, „ხალხის“ სახელით ლაპარაკი, მტრის ხატი, ყველა ნეგატიური მოვლენის მტრულ ბანაკზე გადაბრალება, ნეგატიური ლექსიკაც თითქმის იდენტურია.

რომელი კონკრეტული მაგალითები შეგიძლიათ მოიყვანოთ საბჭოთა პერიოდის პრესიდან, რომლებიც დღევანდელ მედიაში გავრცელებული პრაქტიკების მსგავსია?

მნიშვნელოვანია ომისა და მშვიდობის თემით სპეკულირება. საბჭოთა კავშირი მტერს ხედავდა ჯერ „ბურჟუაზიულ იმპერიალისტებში“, შემდეგ „მტრულ კაპიტალისტურ ქვეყნებში“, იგონებდა კონსპირაციულ თეორიებს (დღევანდელი „გლობალური ომის პარტიის“ და „დიფ სთეითის“ მსგავსს, რომელთა აგენტურული ქსელი მუშაობდა ქვეყნის შიგნით). 50-იან წლებში მსოფლიოს ჟანდარმად წარმოჩენილი იყო ამერიკის შეერთებული შტატები, რომლიდანაც მოდიოდა ომის საფრთხე, ხოლო სსრკ მშვიდობის მტრედად იყო მოაზრებული. სასკოლო და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში შეტანილი იყო სამხედრო საქმე, ეს ლექციები და გაკვეთილები ემსახურებოდა ახალგაზრდების ომით დაშინებას. ომის თემატიკა წამყვანი იყო ფილმების შერჩევისას სატელევიზიო ეთერებში.

 

 

რა გავლენა იქონია საბჭოთა პროპაგანდამ მაშინდელ საზოგადოებაზე და რა გავლენა აქვს დღეს ამ მექანიზმს ჩვენს ქვეყანაში?

გავლენის მასშტაბურობას ვერ შევადარებთ. საბჭოეთი ჩაკეტილი სახელმწიფო იყო, საზოგადოებრივი ცნობიერება მხოლოდ პროპაგანდისტული გზავნილებით იკვებებოდა, ამიტომ მან გაცილებით ღრმა და მძიმე კვალი დატოვა. პოსტსაბჭოთა ადამიანების დიდი ნაწილი კვლავ შეპყრობილია შიშის სინდრომით, გამოირჩევა კონსპირაციული თეორიების მაღალი მიმღებლობით, შერჩევითი და ფრაგმენტული მეხსიერებით, პროპაგანდისადმი მოწყვლადი ბუნებით, დაბალი აქვს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

დღევანდელი პროპაგანდის გავლენა სწორედ ასეთი მენტალობის ადამიანებზე მოქმედებს წარმატებულად. მისი ეფექტიანობა დაბალია ახალგაზრდა თაობაში, რადგან თავისუფალ გარემოში დაბადებული და გაზრდილი ადამიანის სენტიმენტებით მანიპულირება უფრო ძნელია. ამასთან ერთად, დღეს პროპაგანდისტული მედია არაა ერთადერთი საინფორმაციო წყარო. არსებობს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროებიც. ციფრულ ეპოქაში პროპაგანდის გავლენის ძალა და გავლენის სფერო შესუსტებულია, თუმცა ისტორიული მაგალითების გაცნობა და პარალელების გავლება აუცილებელია.

 

ტექსტი: თაკო დარახველიძე

ფოტო: მაკა მეგრელიძე

ასევე გაეცანი

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან
ინტერვიუ

#OK! LINGOSTAR – შენი წარმატება იწყება აქ – დედები, რომლებიც გამარჯვებულ შვილებს ზრდიან

March 3, 2026
#OK! აჩი და შოთი არველაძეები
OK! Sport

#OK! აჩი და შოთი არველაძეები

February 22, 2026
#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა
OK! News

#OK! იდეიდან რეალობამდე – გიორგი პაპავას საავტორო გადაცემა

February 18, 2026
#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას - ქეთო ჭარელაშვილი
ინტერვიუ

#OK! ქალთა გაძლიერება ცვლის მთელი საზოგადოების ცხოვრებას – ქეთო ჭარელაშვილი

February 18, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ორსული გალ გადოტის იშვიათი გამოჩენა ლოს ანჯელესის ქუჩებში

#OK! ორსული გალ გადოტის იშვიათი გამოჩენა ლოს ანჯელესის ქუჩებში

June 1, 2021
#OK! ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინეს!

#OK! ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად აკა მორჩილაძე წარადგინეს!

February 16, 2024
#OK! შეანელე სვლა

#OK! შეანელე სვლა

April 1, 2025
#OK! Elsesi Racha Glamping – შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები წლის ნებისმიერ სეზონზე

#OK! Elsesi Racha Glamping – შეაგროვეთ დაუვიწყარი მოგონებები წლის ნებისმიერ სეზონზე

February 4, 2022

კვირის ჰიტები

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 1, 2026
#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

#OK! 10 მოსალოდნელი ქორწილი 2026 წელს

February 27, 2026
#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

#OK! Met Gala 2026-ის თემა ცნობილია

February 24, 2026
#OK! Rolling Stone-მა 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო „ოსკაროსანი“  მსახიობი ქალი დაასახელა

#OK! Rolling Stone-მა 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო „ოსკაროსანი“ მსახიობი ქალი დაასახელა

February 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები