• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პროფესიონალი – ინტერვიუ გუგა ქაშიბაძე

July 7, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

პლასტიკური ქირურგია და მხატვრობა – გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ერთმა ნიჭიერმა ადამიანმა ეს ორი, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული სფერო ერთმანეთის სრულყოფისთვის მომართოს და გამოიყენოს? ქართული OK! სიამოვნებით წარმოგიდგენთ არაჩვეულებრივ პროფესიონალს უმწიკვლო რეპუტაციით და ნამდვილად დამსახურებული პოპულარობით – დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელს, ქირურგ გუგა ქაშიბაძეს.  როდის და რატომ გადაწყვიტა ექიმობა, როგორ განიტვირთება თავისუფალ დროს, სად არის მისი ყველაზე დიდი კომფორტის ზონა, როგორი მამაა და რა არის მისი ყველაზე დიდი ოცნება – ამ და სხვა საინტერესო თემებზე გუგა ქაშიბაძესთან ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუში ამოიკითხავთ.

 

 

გუგა, ყოველთვის გინდოდათ ექიმობა?

არა. ასე არ ყოფილა, რომ ბავშვობიდან მქონოდა ამის სურვილი. ეს გადაწყვეტილება გვიან, სკოლის დამთავრების წინ მივიღე. მანამდე ბევრი რამ მინდოდა, მაგალითად, მხატვრობა, სამხატვრო აკადემიაშიც კი ვაპირებდი ჩაბარებას, რადგან ბავშვობიდან ვხატავ. არქიტექტურა მაინტერესებდა, ფიზიკის ფაკულტეტზეც კი მეფიქრებოდა.

 

რამ გადაგაწყვეტინათ ექიმობა?

რაღაც ეტაპზე მივხვდი, მინდოდა ის პროფესია ამერჩია, რომლის საშუალებითაც ადამიანებს დავეხმარებოდი. ექიმობაში ხომ ადამიანების დახმარების ფაქტორია ამოსავალი წერტილი. ეს იყო ჩემთვის გადამწყვეტი და არა, ვთქვათ, ის, რომ ოჯახში მყავდნენ ექიმები და მათ განაპირობეს ჩემი საქმიანობა. დედაჩემი ექიმი-ბაქტერიოლოგი იყო და ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა, ამ კლინიკაში ვარ გაზრდილი. ახლაც მახსოვს ბაქტერიული ლაბორატიის სუნი, ხმები, გარემო. თავიდან სულ არ მქონდა ის განწყობა, რომ აუცილებლად თეთრი ხალათი უნდა ჩამეცვა.

 

ოდესმე გინანიათ ეს გადაწყვეტილება?

არა, არასოდეს მინანია. მქონია წარმატების ეტაპები, გადარჩენილი სიცოცხლეები, ის მომენტები, თავი რომ მაგარი გგონია. იყო წარუმატებელი ეპიზოდებიც, მინანია რაღაც ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ პროფესიის არჩევა – არასოდეს. სწორი არჩევანი გავაკეთე. დღემდე მიკვირს, რაში მიხდიან ხელფასს, იმდენად მსიამოვნებს ჩემი საქმის კეთება. შაბათ-კვირის მალე გასვლას ველოდები, რომ ორშაბათს სამსახურში მივიდე და ჩემს საქმეს შევუდგე. ვფიქრობ, ექიმის პროფესიისადმი სუბიექტურ დამოკიდებულებასაც მნიშვნელობა აქვს, თავად უნდა შეფუთო და მიუდგე ამ საქმეს ისე, რომ მისგან სიამოვნება მიიღო, არ გარდაქმნა რუტინად. ზოგჯერ იუმორი დაინახო, ეძიო პროფესიული თავგადასავლები, კარგი გაგებით, ცხადია. მთავარია, რუტინად და უბრალოდ, მოვალეობის შესრულებად არ გექცეს საქმიანობა, როცა პარასკევი დღის მოსვლა გიხარია. ის აზარტი და ხიბლი, რაც ექიმობას ახლავს, თუ გაანიავე, დარჩება მხოლოდ ნაცრისფერი კედლები. ის თეთრი ხალათიც ნაცრისფერი გახდება.

 

როდის არის ყველაზე ხშირი მომართვიანობა დამწვრობის ცენტრში?

ზოგჯერ ჰგონიათ, რომ ზამთარში, ახალი წლის ფეიერვერკების გამო და ზაფხულში მზისგან დამწვრობის პერიოდშია ყველაზე დიდი აქტიურობა ჩვენთან, მაგრამ სინამდვილეში მთელი წლის მანძილზე, სამწუხაროდ, დიდი დატვირთვა გვაქვს. ბევრი მძიმე პაციენტი გვყავს. შემთხვევების ძირითადი მიზეზი – 80% გაუფრთხილეობლობითაა განპირობებული, როცა თავისუფლად შეიძლებოდა ტრავმის თავიდან აცილება, ოდნავ მეტი ყურადღება რომ გამოგვეჩინა. მხოლოდ 20%-ია უბედური შემთხვევები. ეს მხოლოდ ქართული სინამდვილე არაა, მთელი მსოფლიოს სტატისტიკაა. ყოველთვის საწყენია პაციენტების ისეთი ტრავმით მიღება, რომელთა თავიდან აცილება სიფრთხილით შესაძლებელი იქნებოდა. როცა ასანთით ბენზინის ავზის დონეს შეამოწმებ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ აფეთქდება. როცა დედა პატარას აბანავებს და ცხელ წყალს თითით ამოწმებს, ცხადია, დაეწვება და ეს უნდა გაითვალისწინოს.

 

 

გუგა, რამდენად გაიზარდა საზოგადოების კულტურა ზაფხულში მზესთან სიფრთხილის თვალსაზრისით? რას ამბობს სტატისტიკა?

ძალიან მინდა, რომ უკეთესი სტატისტიკა გვქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი წინსვლა არაა. ყოველთვის მიხარია, როცა აუზზე გასული ადამიანები მზისგან დამცავ კრემებს აქტიურად იყენებენ, ეს ისეთივე აუცილებლობა უნდა იყოს, როგორიც საცურაო კოსტიუმის ჩაცმა და სათვალის გაკეთება. დამცავის ხმარება, მითუმეტეს, აუცილებელია ბავშვების შემთხვევაში. მშობელმა არ უნდა დაუშვას, რომ ბავშვი მზის ქვეშ დამცავი საცხის გარეშე გაიყვანოს. ალბათ ნანახი გექნებათ კადრები, როგორი მაქსიმალურად დაცული საცურაო კოსტიუმები აცვიათ ბავშვებს უცხოეთში, რადგან მშობლები კარგად იაზრებენ, რომ მზე ძალიან დიდი საფრთხის შემცველია.

 

ლეღვის ნახარშის თემა კვლავ აქტუალურია?

ძალიან მიხარია, რომ შარშანდელმა სეზონმა ისე ჩაიარა, მსგავსი შემთხვევა არ გვქონია. იმედია, წელსაც ასე იქნება. 12-წლიანმა ცუდმა გამოცდილებამ ლეღვის ნახარშის გამოყენების მავნე ჩვევასთან დაკავშირებით ალბათ გარკვეული გამოცდილება დაუგროვა საზოგადოებას და მეტად გათვითცნობიერდა.

 

თუ შეიძლება, ურჩიეთ ჩვენს მკითხველს, როგორ მოიქცნენ ნებისმიერი სახის დამწვრობის მიღებისთანავე, რა არის ასეთ დროს სასწრაფო დახმარება საშინაო პირობებში?

პირველ რიგში, პრევენცია. ბავშვები, როგორც წესი, იწვებიან სახლში, ეს არის ე.წ. საყოფაცხოვრებო ტრავმა, ცხელი წყალი ან საჭმლის ნახარში და ა.შ. მოზრდილები ხშირად იწვებიან გაზის, საწვავის აალების შედეგად. სახლში დამწვრობა ძირითადად ხდება სამზარეულოში, ყველაზე ხიფათიან ადგილზე ოჯახში. ამიტომ ცოტა მეტი ყურადღებით უნდა ვიყოთ. კიდევ ერთი გაფრთხილება: იმას, რასაც ბავშვი გუშინ არ აკეთებდა და დღეს არ აკეთებს, აუცილებლად გააკეთებს ხვალ. სულ უნდა გქონდეთ მოლოდინი. დღეს თუ ქვედა უჯრას აღებს, ხვალ გაიზრდება და ზედა უჯრაზეც გადავა. დამწვრობის შემთხვევაში, ტრავმის მიღების პირველივე წუთებში პირველადი დახმარებაა გამდინარე ცივი წყლით დაზიანებული ადგილების გაგრილება. ოღონდ ამას ეფექტი აქვს დამწვრობის პირველივე წუთებში, ათიოდე წუთის შემდეგ აზრი აღარ ექნება. სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ დაზიანებულ ადგილებს ტანსაცმელი და გამდინარე წყალს შევუშვიროთ. ყინული რეკომენდებული არ არის, ჯობს გამდინარე ცივი წყალი. მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, ჯობს, მეტი ყურადღება და გარემოს ადეკვატური შეფასება, რომ დაზღვეული ვიყოთ საფრთხისგან.

 

საკმაოდ დატვირთული და რთული სამუშაო რეჟიმი გაქვთ. თავისუფალ დროს როგორ განიტვირთებით, როგორ ისვენებთ?

ძირითადად ვხატავ, სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის საღებავი, გრაფიკა, კარიკატურები. კერამიკაზე, ლითონზე ვმუშაობ. ბოლო დროს რამდენიმე ქანდაკება გავაკეთე. ეს სრულად ჰობის დონეზე. არანაირი განათლება არ მაქვს ამ მხრივ და არც მაქვს პრეტენზია, რომ რაიმე ღირებულს ვაკეთებ. უბრალოდ, სიამოვნებას მანიჭებს ეს საქმიანობა. მხატვრობა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეხმარება ჩემს ძირითად საქმიანობაში, ქირურგიაში და პირიქით, პლასტიკური ქირურგია მხატვრობაში მეხმარება. ოჯახის შემდეგ ეს ყველაზე დიდი განტვირთვაა ჩემთვის.

 

მოდი, თქვენს ოჯახზე მოგვიყევით.

დიდი სიამოვნებით. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს. სამსახური იქნება თუ სადმე სხვაგან წასვლა, სულ ვითვლი დროს, გზაში რა დროს დავკარგავ, რადგან თითოეული დამატებითი წუთის გატარება ოჯახში მნიშვნელოვანია. ბავშვებთან ერთად გატარებულ დროს ვერაფერი გადაწონის, ვერც სამსახური და ვერც ცალკე დასვენება. ვცდილობ, არ გამომრჩეს არაფერი, ბავშვების პირველი ნაბიჯით და პირველი წაკითხული წიგნით დაწყებული, მათი სერიოზული, მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯებით გაგრძელებული. შვილების ცხოვრებაში აქტიურად ჩართული მამა ვარ. მე და ჩემს მეუღლეს ორი გოგო გვყავს. უფროსი მეოთხე კურსზეა, სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. ჩვენი პროფესია ამოირჩია და ამით ძალიან გახარებული ვიყავით მე და ჩემი მეუღლე. მეუღლეც ექიმია, პედიატრია ფარმაცევტულ კომპანიაში და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემზე დაკავებულია. საერთოდ არ ჩავრეულვარ ბარბარეს პროფესიის არჩევანში, რადგან იყო შემთხვევები, ჩემი მეგობრის შვილებმა მშობლების გავლენით აირჩიეს ექიმობა და შემდეგ მეორე, მესამე კურსიდან თავი დაანებეს სწავლას. არ მინდოდა, რომ ჩემი შვილის შემთხვევაშიც რამე მსგავსი მომხდარიყო, ამიტომ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება და რომ გვითხრა, მედიცინა მაინტერესებსო. ძალიან გაგვიხარდა. ექიმობაზე უკეთესი პროფესია რა უნდა ამოერჩია, არც ვიცი. უმცროსი პატარა გვყავს, 6 წლის. დიდი საჩუქარი გაგვიკეთა თავისი გაჩენით. ხშირად ხალხს მისი ბაბუა ვგონივარ, ერთად რომ ვსეირნობთ. ერთხელ მეზობელი შეგვხვდა და მითხრა, უი, მამა ყოფილხართ და ამ ბავშვის ბაბუა მეგონეთო. მადლობა, ქალბატონო, ბებია რომ არ გეგონეთ-მეთქი, ვუპასუხე.

 

 

რაიმე პროფესიული რიტუალი თუ გაქვთ?

რაღაც გარკვეული ნიშნების მჯერა. არ ვიცი, რიტუალში ითვლება თუ არა, საოპერაციოში ყოველთვის ფეხით ავდივარ. ბევრ სართულზეა საოპერაციო და ლიფტს არ ვიყენებ. არ ვიცი, ცრურწმენა დავარქვა თუ რა ვუწოდო ამას, მაგრამ ეს კარგად მაქვს დაცდილი და დავდივარ სულ კიბით.

 

ღვინო თეთრი თუ წითელი?

ზოგადად არ ვარ ალკოჰოლის მოყვარული. ვერცერთ ქმედებას ვერ დაგისახელებთ, სადაც ალკოჰოლი შეიძლება მეხმარებოდეს მის შესრულებაში. ცეკვას, სიმღერას თუ რაიმე სხვა მოქმედებას ნასვამი უკეთ ვერ გააკეთებ, ასე მგონია, უბრალოდ, შეიძლება თავად სხვანაირად გეგონოს. ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ. კვირაში რამდენჯერმე ვვარჯიშობ, ველოსიპედით და აქტიური სპორტით ვარ დაკავებული. წელიწადში სულ რამდენჯერმე მიწევს ალკოჰოლის მიღება, ყოველი შემთხვევისთვის, მოსადუნებლად და კარგი განწყობისთვის ალკოჰოლი ნამდვილად არ მჭირდება. ისე კი, უპირატესობას თეთრ ღვინოს ვანიჭებ.

 

მღერით?

არა. რახან ულვაში მაქვს, ბევრს ჰგონია, რომ კარგი თამადა ვარ, ბევრს ვსვამ და ვმღერი. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ სუფრასთან მოუმართავთ, აბა, მეორე ხმა მომაშველეო. არადა, საერთოდ არ ვმღერი. ძალიან უკვირთ, ამას რომ აღმოაჩენენ ხოლმე.

 

გუგა, თქვენი ყველაზე დიდი ოცნება, სურვილი გაგვიმხილეთ.

რთული კითხვაა. ბანალური პასუხი გამომივა, მაგრამ ჩემშიც ის პატრიოტული კოდი და სურვილებია ჩადებული, რაც ალბათ თითოეულ მოქალაქეშია. ჩემი სურვილია საქართველოს კეთილდღეობა და გაცილებით უკეთესი ქვეყნის გადაბარება მომავალი თაობისთვის, ვიდრე ჩვენ ჩავიბარეთ. ოდნავ მაინც უკეთესი თუ იქნება, ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვიქნები. ჩვენზე გაცილებით უკეთესი ახალი თაობა გვყავს, ძალიან ლაღები, თავისუფლები, ლამაზები, ნიჭიერები და მე ეს ძალიან მიხარია. მინდა, ისეთი ქვეყანა გადავაბაროთ, სადაც უკეთესი პირობები ექნებათ შექმნილი, ვიდრე ჩვენ ჩავიბარეთ უფროსი თაობისგან.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო
OK! News

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
#OK! დავ კამერონისა და დამიანო დავიდის სამდღიანი ქორწილი – ტოსკანური ზღაპარი, ვარსკვლავური სტუმრები და გამორჩეული ლუქები
OK! კულტურა

#OK! დავ კამერონისა და დამიანო დავიდის სამდღიანი ქორწილი – ტოსკანური ზღაპარი, ვარსკვლავური სტუმრები და გამორჩეული ლუქები

September 30, 2026
#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა
OK! კულტურა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

February 2, 2024
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

June 30, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

September 28, 2026
#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები