• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პროფესიონალის სახე

December 1, 2021
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

ქართული OK!-ის სტუმარი შვედეთში ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი, ლუნდის ღეროვანი უჯრედების ცენტრის დამფუძნებელი და მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „მედ დიაგნოსტიკის“ დამფუძნებელი ზაალ კოკაიაა. ზაალთან ინტერვიუში შეიტყობთ, როგორია ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ნიჭიერი ქართველი მეცნიერ-ბიოლოგის ცხოვრება შვედეთსა და საქართველოში, რომელ მიმართულებებს ავითარებს ქართულ რეალობაში უნიკალური პროფილის მქონე სამედიცინო ცენტრი „მედ დიაგნოსტიკა“, რა არის ზაალ კოკაიას უდიდესი გატაცება მედიცინის მიღმა და როგორია კოკაიების დიდი ოჯახის საშობაო რიტუალი.

ზაალ, თქვენ შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ღეროვანი უჯრედების ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბრძანდებით. ცენტრს ახლაც თავად ხელმძღვანელობთ?

ახლახან დავტოვე ხელმძღვანელის პოზიცია და ახალგაზრდებს დავუთმე გზა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიყავი ამ ცენტრის დირექტორი. ბოლოს მივიჩნიე, რომ ამდენი წლის შემდეგ „ახალი სისხლი“ იყო საჭირო ორგანიზაციისთვის და ახალგაზრდებს პოზიცია დავუთმე. ამჟამად ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ. ლუნდის უნივერსიტეტში ნევროლოგიის კათედრის პროფესორი და კვლევითი ჯგუფის ლაბორატორიის ხელმძღვანელი გახლავართ.

ცოტა შორიდან დავიწყებ და გკითხავთ: როდის და რატომ დაინტერესდით ღეროვანი უჯრედებისა და აღდგენითი ნევროლოგიის საკითხებით?

ეს, გარკვეულწილად, ევოლუციურად ხდებოდა. თავიდან, 30 წლის წინ, როცა შვედეთში ჩავედი, ვსწავლობდი ნერვული სისტემის ერთ-ერთ პათოლოგიას − ეპილეფსიას და ამ თემას სიღრმისეულად ვიკვლევდით. შემდეგ ნელ-ნელა გადავერთე ღეროვანი უჯრედების საკითხებისკენ, დავინტერესდი ამ თემით, დავიწყე კვლევები და ასე აღმოვჩნდი ამ სფეროში. 2003 წელს დავაარსეთ ღეროვანი უჯრედების ცენტრი შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში, და ამჟამად მე უკვე ვარ ერთადერთი ადამიანი დამფუძნებლებიდან, რომელიც დღემდე აქტიურად აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას ამ ცენტრში.

თქვენ ბრძანდებით მრავალპროფილურ სამედიცინო-კლევით ცენტრ „მედ დიაგნოსტიკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. რას ემსახურება ეს ცენტრი და რომელი მიმართულებები აქვს?

2019 წლის ნოემბერში მე და ნათია ცაბუტაშვილმა დავაარსეთ დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც, გადავწყვიტეთ, რომ არ იქნებოდა კლასიკური ფორმატის. ჩვენი იდეა იყო, შეგვექმნა ისეთი ინოვაციური მიდგომების ცენტრი, სადაც კვლევითი, სამედიცინო და აკადემიური მიმართულებები იქნებოდა გაერთიანებული. გავაკეთეთ „მედ დიაგნოსტიკა“, რომელიც აღჭურვილია მოლეკულური, გენეტიკური და უჯრედული კვლევებისთვის საჭირო უახლესი ტექნოლოგიებით, სამედიცინო დიაგნოსტიკისა და კვლევების ჩასატარებლად. იდეა იყო, შეგვექმნა პლატფორმა, რომელიც საშუალებას მისცემდა ექიმებს, ჩაეტარებინათ ისეთი კვლევები, როგორიც სხვაგან არსადაა შესაძლებელი და მხოლოდ ჩვენთან თანამშრომლობით შეძლებდნენ ამის განხორციელებას. ჩვენს მკვლევარ პარტნიორებს ვთავაზობთ არა მხოლოდ ნიმუშების დამუშავებას და მონაცემების მიღებას, არამედ ექსპერიმენტების დაგეგმვას და მიღებული მონაცემების ინტერპრეტაციას, რაც უფრო თანამედროვეს ხდის კვლევებს.

მეორე მხრივ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მუდმივად გამოზრდილიყო ახალგაზრდა თაობა თანამედროვე მიდგომების მიხედვით. ჩვენი პლატფორმა სხვადასხვა სამედიცინო და ბიოლოგიურ უმაღლეს სასწავლებლებს საშუალებას მისცემდა, ჩვენს ბაზაზე სტუდენტებს სამაგისტრო ნაშრომები შეესრულებინათ და პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოემუშავებინათ, კვლევის პროცესში ესწავლათ ამ ტიპის ხელსაწყოებისა და მეთოდოლოგიის გამოყენება, რაც დღევანდელი საერთაშორისო სტანდარტებით აუცილებელი პირობაა მსგავსი კვლევების საწარმოებლად და დარგის განსავითარებლად.

ასევე, გვქონდა ბიზნესმოდელი, რომელიც პაციენტებისთვის უზრუნველყოფდა ყოველმხრივი − მოლეკულური, გენეტიკური და უჯრედული ანალიზების დონეზე სადიაგნოსტიკო მომსახურების მიწოდებას.

ჩვენ გვქონდა ასეთი იდეაც, რომ შეგვექმნა ბიო-ბანკი, სადაც პაციენტების ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე, შევინახავდით მათგან აღებულ ნიმუშებს და გარკვეული პერიოდის შემდეგ შევთავაზებდით სხვა მკვლევრებს, გამოეყენებინათ ეს მასალა თავიანთი კვლევებისთვის − რა თქმა უნდა, ეთიკური ნებართვის საფუძველზე. ასე შევძლებდით საერთაშორისო ასპარეზზე გავსულიყავით და საერთაშორისო კვლევებშიც ვყოფილიყავით ჩართული.

როცა ერთსა და იმავე ცენტრში არის სამივე კომპონენტი − დიაგნოსტიკა, კვლევა და განათლება, ეს ჯერჯერობით უნიკალური და ერთადერთი შემთხვევაა საქართველოში, თუმცა დასავლეთ სამყაროში ეს გახლავთ თანამედროვე მიდგომა − როცა გაერთიანებულია სამივე მიმართულება.

 

სამწუხაროდ, „კოვიდ“-კრიზისის პერიოდში მოუწია თქვენს კომპანიას ამოქმედება. როგორი გავლენა იქონია პანდემიურმა ფორს-მაჟორმა „მედ დიაგნოსტიკაზე“?

სამწუხაროდ, გახსნიდან სულ რამდენიმე თვეში დაგვატყდა თავს „კოვიდი“ და იძულებული გავხდით, მთელი რესურსები პანდემიაზე გადაგვერთო, იმდენად, რომ ფიზიკურად შეუძლებელი გახდა კვლევითი და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვა. მთელი ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენი ცენტრი ჩამოყალიბდა, როგორც ერთ-ერთი წამყვანი და სანდო დიაგნოსტიკური ცენტრი „კოვიდის“ ფარგლებში, თუმცა, პარალელურად, ბევრ სხვა გენეტიკურ და მოლეკულურ ტესტებსაც ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებელს. ახლა უკვე დავიწყეთ ფიქრი პოსტ„კოვიდურ“ პერიოდზე, ოპტიმისტები ვართ და იმედი გვაქვს, რომ მალე ისევ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას. იდეები, რომლებიც დღეს დაპაუზებულია, პროაქტიულად გვინდა განვავითაროთ და ინტენსიურად დავნერგოთ ახალი მიმართულებები.

უკვე გაქვთ წარმოდგენა, როგორი იქნება პოსტპანდემიური „მედ დიაგნოსტიკა“?

ჩამოვაყალიბეთ იმ სერვისებისა და ტექნოლოგიების სია, რომელიც უნდა შევთავაზოთ სამედიცინო, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რათა შეექმნათ წარმოდგენა, თუ როგორი ტიპის ურთიერთობა და თანამშრომლობა არის ჩვენთან შესაძლებელი. ეს იქნება არა მხოლოდ მომსახურების ფორმატი, არამედ თანამონაწილეობა სხვადასხვა სამეცნიერო პროექტში, რათა მოვამზადოთ პუბლიკაციები, კვლევები, მოვიძიოთ დაფინანსების წყაროები… ჩვენ გვაქვს საშუალება ისეთი წინადადებები შევთავაზოთ მკვლევრებს, რაც მათ მისცემთ საშუალებას განახორციელონ იდეები, რომელთა დამოუკიდებლად სრულყოფა მათთვის შეუძლებელი იქნებოდა. ეს არგებს არა მხოლოდ კომპანიას, არამედ მთლიანად სამედიცინო დარგს საქართველოში. ასევე, ვფიქრობთ, რა სახის წინადადებები შევთავაზოთ უნივერსიტეტებს, რათა პრაქტიკა და სამაგისტრო პროექტები გაიარონ მათმა სტუდენტებმა, ისწავლონ ჩვენთან, შეიძინონ და გამოიმუშაონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია უმეტესად ახალგაზრდა, ენთუზიასტი ბიოლოგებისა და ექიმებისგან, რომლებიც ძალიან მოტივირებულები არიან.

მედიცინა თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ უმთავრეს როლს თამაშობს, ეს ცალსახაა, მაგრამ გაგვაცანით თქვენი ცხოვრების სხვა, ასევე უმნიშვნელოვანესი ნაწილი − ოჯახი.

სიამოვნებით. ჩემი უფროსი ვაჟი − გიორგი, 30 წლისაა და წლისაც არ იყო, როდესაც შვედეთში გადავსახლდით. უმცროსი − ლუკა, შვედეთში დაიბადა და გაიზარდა. ორივემ იქ დაამთავრა ლუნდის უნივერსიტეტი. გიორგი ასტროფიზიკოსია, სადოქტორო დისერტაცია რამდენიმე წლის წინ დაიცვა და ახლა ერთ-ერთ დიდ ფირმა „იკეაში“, ანალიტიკურ განყოფილებაში მუშაობს, მონაცემების ანალიზის სპეციალისტია. გიორგის ჰყავს მეუღლე, ისიც ასტროფიზიკის დოქტორია და კიდევ, 2.5 წლის შვილიშვილი მყავს − ჯეისონ კოკაია. ლუკა სტოკჰოლმში მუშაობს, კომპანიაში, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს კომპიუტერული პროგრამირებით უზრუნველყოფს. შვედეთის ბევრ ჰოსპიტალში პაციენტების მონაცემების ანალიტიკას აკეთებენ. ჩემი მეუღლე, თამუნა ჩიქოვანი ფილოლოგია. შვედეთში ყოფნისას კარგად შეისწავლა შვედური ენა და ქართულად თარგმნა ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებები. საქართველოში, რასაკვირველია, დღესაც გამოდის ეს წიგნები და დიდი პოპულარობით სარგებლობს. თამუნა ახლაც აგრძელებს თარჯიმნად მუშაობას. გარდა ამისა, ჩემი ძმის − მერაბის მეუღლესთან ერთად საიუველირო მაღაზია გახსნა და ამგვარად, იუველირიც გახდა ბოლო რამდენიმე წელია.

ზაალ, რა გიტაცებთ? თავისუფალ დროს რის გაკეთება განიჭებთ სიამოვნებას?

კულინარია მიყვარს ძალიან. ძირითადად ქართულ კერძებს ვამზადებ და ვცდილობ, ჩემი გარკვეული შტრიხებიც შევიტანო ხოლმე.

შესანიშნავი ჰობი გქონიათ. ყველაზე კარგად რომელი კერძი გამოგდით?

ბევრი რამ გამომდის კარგად − ფხალეული, ხაჭაპური… პანდემიის პერიოდში დავიწყე საკუთარი საფუვრის გამოყვანა, მჟავე საფუარს ვაკეთებ და სხვადასხვა ტიპის პურს ვაცხობ. ჩემი გართობა ესაა. თითქმის ორი წელია, რაც შინ პური არ გვიყიდია.

საკმაოდ დიდი ოჯახი გაქვთ. როდის იკრიბებით ხოლმე ერთად მთელი ოჯახი?

ტრადიციულად, ახალ წელს და უფრო მეტად კი საშობაოდ ვიკრიბებით ხოლმე და ვაკეთებთ ხინკალს. ეს არის ჩვენი რიტუალი. ზოგი ცომს ზელს, ზოგი ახვევს, ყველანი ჩართულები ვართ მზადების პროცესში და ვმხიარულობთ. ახალ წელს რიგრიგობით, ხან ჩემი ძმის ოჯახში ვხვდებით, ხანაც ჩემთან.

2022 წლის შეხვედრას სად აპირებთ?

ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება. ლუკა ჩამოვა სტოკჰოლმიდან საახალწლოდ − ეს დაზუსტებით ვიცით და ველით მას. გიორგი და მისი ოჯახიც შემოგვიერთდება და ვნახოთ, სად შევიკრიბებით. მთავარია, რომ ყველა ერთად ვიქნებით.

 

ტექსტი: თაკო გვაზავა

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა
Slider Area

OK! Hotel Honey Kutaisi: მეტი, ვიდრე უბრალოდ მასპინძლობა

September 26, 2026
#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი
ინტერვიუ

#OK! სოფი ლორენი კამერებს მიღმა – რას გვიყვება მსახიობის შესახებ მისი რძალი, მარიამ შარმანაშვილი

September 24, 2026
#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და  სიურპრიზები უყვარს
ინტერვიუ

#OK! „Sakura“ – აღმოაჩინე შენი სიურპრიზი: თათო გოგოლაშვილის ახალი ბრენდი მათთვის, ვისაც სილამაზე და სიურპრიზები უყვარს

September 21, 2026
#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის
Gastro

#OK! რა კავშირია კვებასა და სამუშაო ეფექტიანობას შორის

September 17, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

#OK! დათო არჩვაძის ახალი ემოციური კლიპი, რომელიც აგვისტოს ომის გმირს მიუძღვნა!

February 2, 2024
#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

#OK! მაიკო წერეთლის სარედაქტორო სვეტი OK!-ის ივლისის ნომრისთვის

June 30, 2022
#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

#OK! გლამურული რიტა ორა! მომღერალი Dion Lee-ს ძვირადღირებული კაბით!

November 26, 2022
#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

#OK! აპარტ ჯგუფი – პირველი ქართული დეველოპერული კომპანია TIME-ის ფურცლებზე

March 25, 2025

კვირის ჰიტები

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

#OK! ბრიჯიტ ბარდო: ცხოვრება, კარიერა და ყველაზე რთული როლი – დედობა

September 28, 2026
#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

#OK! Galliano x Zara – ჯონ გალიანოსა და Zara-ს ახალი პროექტის გამოსვლის თარიღი ცნობილია

September 28, 2026
#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

#OK! მატილდა გვარლიანი და ნასტასია ლეგრან-ბაბლუანი: ორი ქართველი მოდელი მილანის მოდის კვირეულზე

September 28, 2026
#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

#OK! 20 წლის ფეხბურთელის მძიმე ბრალდება, დამნაშავის გამართლება და მატჩი, რომელიც არ შედგა – რა ხდება „ნიკე-ლუსოს“ გარშემო

October 1, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები