• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი OK! News

#OK! პრინცი ჰარი დაბადების დღეს აღნიშნავს – 41 წელი ფოტოებში

September 15, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

დღეს, 2025 წლის 15 სექტემბერს, მეფე ჩარლზ III-ისა და ლედი დიანა სპენსერის უმცროსი ვაჟი 41 წლის გახდა. ის სახელით – ჰენრი ჩარლზ ალბერტ დევიდი დაიბადა, თუმცა ბავშვობიდან მთელ მსოფლიოში ცნობილია, როგორც პრინცი ჰარი.
ჰარი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეთა რიგში უფროსი ძმის, პრინცი უილიამისა და მისი სამი შვილის: ჯორჯის, შარლოტასა და ლუის შემდეგ მეხუთე ადგილზეა.

პრინცის ცხოვრება დაბადების დღიდან მუდმივად ყურადღების ცენტრშია. მისი პირველი საჯარო გამოჩენა კერძო კლინიკა Lindo–ს კიბეებზე შედგა, როდესაც მშობლებმა მსოფლიოს პირველად წარუდგინეს.

პატარაობაში, დედა, პრინცესა დიანა წითური თმის გამო, რომელიც დედის ოჯახიდან მემკვიდრეობით ერგო, ჰარის  „პატარა სპენსერს“ ეძახდა. იმ დროს ჰარის მშობლებს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ არ იყო დაძაბული, ამიტომ მომავალი სასექსის ჰერცოგს ბავშვობა საკმაოდ ბედნიერი ჰქონდა.
პრინცი პრესტიჟულ სკოლებში სწავლობდა და იტონის კოლეჯი დაამთავრა. 18 წლის რომ გახდა, ბებიამ, დედოფალმა ელისაბედ II-მ, ჰარის მნიშვნელოვანი სამეფო საჩუქარი –  საკუთარი გერბი და მონოგრამა გადასცა. ითვლება, რომ ჰარი ამ სიმბოლოების შექმნაში თავადაც მონაწილეობდა.

2005 წელს, ჰარი სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა. ამ დღიდან სამხედრო სამსახური პრინცის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. 2008 წელს ჰარიმ ბრიტანეთის არმიაში ლეიტენანტის წოდება მიიღო, მოგვიანებით კი კაპიტნისაც. 2007 წელს პრინცი პირველად გაემგზავრა ავღანეთში, ხოლო მეორედ – 2012–2013 წლებში, როგორც ვერტმფრენის პილოტი. ჰარიმ სამხედრო კარიერა 2015 წელს დაასრულა.

მოზარდობის პერიოდიდან მოყოლებული, პრინცი ჰარი სამეფო ოჯახს უამრავ თავსატეხს უჩენდა. ის ხშირად ხვდებოდა გაზეთების სკანდალურ სტატიებში, სადაც „გართობის მოყვარულ პრინცს“ უწოდებოდნენ. მართლაც, ჰარი ღამის კლუბებში დიდ დროს ატარებდა, საეჭვო რეპუტაციის ჯგუფებთან მეგობრობდა და ხშირად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სკანდალებში ეხვეოდა.

დროთა განმავლობაში, პრინცი დამშვიდდა, საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო და სამეფო მოვალეობების შესრულება დაიწყო. 2018 წელს პრინცი მეგან მარკლზე დაქორწინდა. სწორედ მაშინ მათ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ტიტულები მიანიჭეს. აღსანიშნავია, რომ ჰარიმ დედისგან მემკვიდრეობით სამკაულებთან ერთად, საქორწინო კაბაც მიიღო, თუმცა მეგანმა გარდაცვლილი დედამთილის კაბის ჩაცმაზე უარი თქვა და საკუთარი შეკვეთით დამზადებული Givenchy–ს კაბა ჩაიცვა.

2019 წელს სამყაროს ჰარისა და მეგანის ვაჟი – არჩი მოევლინა. მოგვიანებით, სამეფო ოჯახთან დაპირისპირების შემდეგ ოჯახი აშშ-ში გადავიდა. 2021 წელს, წყვილს ქალიშვილი ლილიბეტი შეეძინა.

ოჯახთან ერთად, ჰარის დღევანდელ ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი საქველმოქმედო საქმიანობას უკავია. პრინცი რეგულარულად ატარებს შეჯიბრებებს ვეტერანებისა და დაჭრილი სამხედროების მხარდასაჭერად  და აქტიურად მონაწილეობს უამრავი ფონდის საქმიანობაში.

თავის ინტერვიუებში ჰარი ხშირად აღნიშნავდა რომ ბედნიერია შტატებში ცხოვრებით და შვილების აღზრდით. „მომწონს აქ ცხოვრება და შვილების გაზრდა. ვფიქრობ, რომ ეს არის ცხოვრება, რომელიც დედაჩემს სურდა ჩემთვის“, – თქვა ჰარიმ ნიუ-იორკში გამართულ კონფერენციაზე.
ჰარის დიდ ბრიტანეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრინცმა გეგმები შეცვალა.

„ჰარის სურს, რომ შვილებმა განათლება აქ, დიდ ბრიტანეთში მიიღონ. ის გრძნობს, რომ მისი შვილები მოკლებულნი არიან იმ ოჯახურ კავშირებს, რომლებითაც მისი ძმისშვილები სარგებლობენ. ჰარიმ შეინარჩუნა ახლო მეგობრებისა და ნდობით აღსავსე ადამიანების წრე ლუდგროვსა და იტონში სწავლის პერიოდიდან და თავისი შვილებისთვისაც იგივე სურს“ –  თქვა პრინცის ერთ-ერთმა მეგობარმა.

შეძლებს თუ არა პრინცი თავისი გეგმის განხორციელებას, ჯერჯერობით უცნობია — მეგან მარკლი შვილების ბრიტანეთში სწავლის კატეგორიულად წინააღმდეგია, თანაც ამაზე საუბარი  ნაადრევია, რადგან არჩი მხოლოდ ექვსი წლისაა, ლილიბეტი კი ივნისში ოთხი წლის გახდა.

ეს ჰარის პირველი დღეა საბავშვო ბაღში – 1987 წლის 16 სექტემბერი. ნოტინგ ჰილი, დასავლეთ ლონდონში.

ეს ფოტო 1989 წლის 1 ივნისს არის გადაღებული. მასზე ჩანან პრინცი ჩარლზი და პრინცესა დაიანა უილიამთან და ჰარისთან ერთად, ტრესკოს კუნძულზე.

1989 წლის 11 სექტემბრით დათარიღებულ ფოტოზე, სადაც ჰარი უფროს ძმასთან, უილიამთან ერთადაა გადაღებული, ჩანს როგორ ართმევს ხელს უილიამი ვეზერბის სკოლის დირექტორს, ხოლო მისი უმცროსი ძმა, ოთხი წლის პრინცი იღიმება.

ეს 1998 წლის 2 სექტემბერია, პრინცესა დიანას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ. პრინცი ჰარი მამასთან ერთად ხვდება პრესტიჟულ იტონის კოლეჯის დირექტორ ჯონ ლუისს.

ჰარის მე-18 დაბადების დღე. ფოტო გადაღებულია 2002 წლის 12 სექტემბერს, დაბადების დღემდე სამი დღით ადრე. ჰარის ხელში უჭირავს ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ „დაბადების დღის მაისური“ ლონდონში, აპტონ პარკზე.

ასევე გაეცანი

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები
OK! News

#OK! ძველი ახალი წელი – ისტორია და ტრადიციები

January 13, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – დაჯილდოების ცერემონიის საუკეთესო ლუქები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები
OK! News

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
OK! News

#OK! მოდური ჰოროსკოპი – რომელი ეპოქის სტილი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

January 12, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! EIKON APARTMENTS – უნიკალური კურორტი იმუნიტეტის ამაღლებისა და დასვენებისთვის

#OK! EIKON APARTMENTS – უნიკალური კურორტი იმუნიტეტის ამაღლებისა და დასვენებისთვის

February 12, 2025
#OK! www.morebeauty.ge – თმის სწორი მოვლა ზაფხულში

#OK! www.morebeauty.ge – თმის სწორი მოვლა ზაფხულში

July 2, 2022
OK! ბიზნეს სელებრითი – ნინჩო ჯიბლაძე (ვიდეო)

OK! ბიზნეს სელებრითი – ნინჩო ჯიბლაძე (ვიდეო)

November 18, 2023
#OK! ,,ორბელიანი საქართველო”- მოძებნე #მეტისიკეთე შენი ქალაქის ქუჩებში

#OK! ,,ორბელიანი საქართველო”- მოძებნე #მეტისიკეთე შენი ქალაქის ქუჩებში

November 15, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

#OK! ადრიანო ჩელენტანოს და კლაუდია მორის ქორწინების საიდუმლო, რომელიც 60 წელზე მეტია გრძელდება

January 6, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

#OK! Medcorner – სივრცე, სადაც ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ესთეტიკა ერთმანეთთან თანხვედრაშია

January 7, 2026
#OK! ვეფხისტყაოსანის ეკრანიზაცია – რეალობად ქცეული ოცნება

#OK! ვეფხისტყაოსანის ეკრანიზაცია – რეალობად ქცეული ოცნება

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები