• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! „პრაიმი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ქალთა გუნდის მზღვეველია

May 8, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა თითოეული ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით კი სპორტსმენებისთვის, რომელთა ცხოვრებაშიც ძალიან ხშირია თამაშის დროს მიღებული ტრამვა. ამიტომ აუცილებელია მათზე განსაკუთრებული ზრუნვა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სულ ცოტა ხნის წინ სადაზღვევო კომპანია „პრაიმმა“ საკუთარ თავზე აიღო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის – ქალთა ფეხბურთის გუნდების დაზღვევა, რომელთა შორისაც 420 გოგონაა სხვადასხვა რეგიონიდან და მათ შორის თბილისიდან. აღსანიშნავია, რომ UEFA-ს მოთხოვნაა ქალთა ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში. ამ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალი OK! ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირსა და „პრაიმის“ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს, მარია კალანდაძეს ესაუბრა.

დავით მუჯირი – ფედერაციის გენერალური მდივანი

 

რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენებისთვის დაზღვევა?

როგორც მოგეხსნებათ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქალთა ფეხბურთის განვითარება წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენი გუნდი წლებია აქტიურად მუშაობს და მიხარია, რომ წლიდან წლამდე იზრდება ფეხბურთით დაინტერესებულ გოგონათა რაოდენობა.

წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემას ლიგაში მოთამაშე გოგონათა ჯანმრთელობის დაზღვევა წარმოადგენდა. მოგეხსენებათ, რომ სპორტული დაზღვევა სპეციფიკურია, ამიტომ გოგონებისთვის აღნიშნული სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომი არ იყო.

რას მოიცავს ეს მომსახურება და თანამშრომლობა?

საბედნიეროდ, უკვე გვყავს პარტნიორი „პრაიმ“ დაზღვევის სახით, რომელმაც სურვილი გამოთქვა, ჩვენთან ერთად ჩართულიყო ქალთა ფეხბურთის განვითარებაში და შესაძლებლობა მოგვცა, სპორტული სადაზღვევო პაკეტით უზრუნველვყოთ ქალთა ლიგაში მოთამაშე გუნდები. მიმდინარე სეზონიდან მომდევნო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სრულად უზრუნველყოფს ქალთა პირველ და მეორე ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების სპორტულ სამედიცინო დაზღვევას. რისთვისაც მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა „პრაიმ“ დაზღევევას.

როგორია თქვენი მოლოდინები?

დარწმუნებული ვარ, აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს ქალთა ფეხბურთის მეტად განვითარებას და გაზრდის ჩართული გოგონების რიცხვს.

 

მარია კალანდაძე – კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

 

გვიამბეთ ამ თანამშრომლობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია სპორტსმენების დაზღვევა?

ბავშვობიდან სპორტით ვიყავი გატაცებული, ჩოგბურთს საკმაოდ კარგად ვთამაშობდი. თუმცა ოთხმოცდაათიანი წლები ძალიან მძიმე დრო იყო სპორტის განვითარების კუთხით, განსაკუთრებით არასწორი და არასათანადო მკურნალობის გამო ბევრმა სპორტსმენმა ნაადრევად შეწყვიტა კარიერა.

სადაზღვევო კომპანიაში დასაქმების დღიდან გამიჩნდა ქალთა ფეხბურთის დაზღვევის სურვილი, რადგან მიმაჩნია, რომ სპორტსმენს მკურნალობის შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეს. ამის საუკეთესო გზა არის უწყვეტი სადაზღვევო მომსახურება.

კომპანიაში შევიმუშავეთ ქალებზე მორგებული სადაზღვევო პირობები. ვინაიდან სპორტული ტრამვა ძალიან სპეციფიკურია, ამის გამო ჩვენ ფეხბურთის ფედერაციას შევთავაზეთ საუკეთესო სპეციალიზებულ კლინიკებში სამედიცინო  სერვისის მიწოდება. იმედი მაქვს ჩვენი პროფესიონალიზმისა და დაზღვეულების შემდგომი კმაყოფილების.

რამდენად საინტერესოა სადაზღვევო სფერო და რამდენი წელია, რაც ამ კუთხით საქმიანობთ?

ზოგადად, 25 წელია სამედიცინო სფეროში ვმოღვაწეობ. თავიდან სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში ვმუშაობდი, ვადევნებდი თვალს, როგორ ვითარდებოდა სადაზღვევო სექტორი საქართველოში. შემდეგ კლინიკაშიც ვიმუშავე. ბოლო წლებია კერძო სადაზღვევო კომპანიაში ვსაქმიანობ.

დაზღვევა ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი სფეროა. ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს დახმარება, ჩვენ მის გვერდით ვდგებით. საქართველოში ახლა ვითარდება დაზღვევა და ვფიქრობ, ამ განვითარებაში ჩვენი კომპანია მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.

 

 

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის
Health & Beauty

#OK! Brillante – ლიკა ლიპარტელიანის ესთეტიკის ცენტრი – ადგილი შენი შინაგანი ცვლილებებისთვის

March 9, 2026
#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის
Health & Beauty

#OK! Dr. Natalia Aesthetics – შექმნილი შენი სილამაზისთვის

March 9, 2026
#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! ესთეტიკა, როგორც ცხოვრების ხელოვნება – სოფიო თოიძის პროფესიული გზა

March 9, 2026
#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით
ინტერვიუ

#OK! სპინინგის უპირატესობები – ინტერვალური ტიპის ვარჯიში ველოტრენაჟორებით

March 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ნათიას „კამარა“

#OK! ნათიას „კამარა“

May 6, 2021
#OK! ფერის, ფორმისა და კომპოზიციის ჰარმონიული შერწყმა – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ანასტასია მამარდაშვილთან

#OK! ფერის, ფორმისა და კომპოზიციის ჰარმონიული შერწყმა – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ანასტასია მამარდაშვილთან

August 3, 2023
#OK! “ხალიკ ბანკი” – საბანკო მომსახურების სრული სპექტრი

#OK! “ხალიკ ბანკი” – საბანკო მომსახურების სრული სპექტრი

December 19, 2023
#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად კიდევ ერთხელ დაფიქსირდნენ

#OK! ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი ერთად კიდევ ერთხელ დაფიქსირდნენ

April 30, 2021

კვირის ჰიტები

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

#OK! თაკო გვაზავა Health&Beauty

March 7, 2026
#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

#OK! ლიდერობას სქესი არ აქვს – ნინო ჩადუნელი

March 7, 2026
#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

#OK! კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

March 8, 2026
#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

#OK! ვარსკვლავები პარიზში CHANEL-ის 2026 წლის შემოდგომის ჩვენებაზე

March 10, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები