• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! პედაგოგის პროფესია როგორც წიგნიერების, რწმენის და შინაგანი სიმშვიდის მაგალითი

May 13, 2025
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

რა სურვილები აქვს ახალ თაობას? რა არის მათი მთავარი ინტერესები, გამოწვევები და როგორი უნდა იყოს ძირითადი მიდგომები, რომელსაც პედაგოგი უნდა ითვალისწინებდეს?.. ამ და განათლებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, ნათია ლაცაბიძე გვიამბობს.

მოგვიყევით, როგორ გადაწყვიტეთ სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა? რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?

ყოველთვის, როდესაც ამ კითხვას მისვამენ, ერთი პატარა ისტორია მახსენდება: უნივერსიტეტში დამამთავრებელ კურსზე ვიყავი, როდესაც სავალდებულო ლექციის ჩატარება დამევალა. ვეცადე ვყოფილიყავი განსხვავებული და აუდიტორიის ყურადღება მაქსიმალურად მომეზიდა, შემეთავაზებინა ახალი ფორმატი, რომელიც იმ პერიოდის სალექციო პრაქტიკისგან განსხვავებული იყო. ლექციის ბოლოს ლექტორმა კომპლიმენტის სახით მითხრა, რომ ჩემგან კარგი ლექტორი დადგებოდა. არ ვიცი რამდენად გულწრფელი იყო ის ქალბატონი იმ დროს, მაგრამ წლების შემდეგ ამ ფრაზამ იმუშავა. ამას დაემატა მაგისტრატურა იტალიის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, ორი ქვეყნის ისტორიული ურთიერთობების კვლევით დაინტერესება, მუშაობა საარქივო მასალებზე და საკუთარი ცოდნის გაზიარების უდიდესი სურვილი.

შეიცვალა თუ არა მიდგომები პროფესორსა და სტუდენტს შორის ურთიერთობაში?

დიახ, დამოკიდებულება გარკვეულწილად შეცვლილია, თუ შევადარებთ იმავე 90-იან წლებს და კიდევ უფრო ადრეულ პერიოდს, დღეს გაცილებით უფრო ლაღი, მეგობრული ურთიერთობები დომინირებს. შესაძლებელია ეს თაობათა ცვლამ გამოიწვია, რადგან დღევანდელი ახალგაზრდები უფრო გახსნილები და თავისუფლები არიან, ვიდრე ადრე. თავის მხრივ, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ ყურადღებით, გვქონდეს ხშირი კომუნიკაცია მათთან და ხშირ შემთხვევაში ეს კარგად მუშაობს.

 

რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა განვლილი პერიოდის განმავლობაში?

სტუდენტებთან ურთიერთობა ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებს, მეც ბევრს ვსწავლობ მათგან, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში იყო პერიოდები, როდესაც უფრო მეტი ძალისხმევა მჭირდებოდა სასურველი შედეგის მისაღებად. Covid 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ განათლების სისტემები უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი ძალისხმევით პედაგოგებმა თავი გავართვით პრობლემებს, ახალგაზრდებზე მაინც დიდი გავლენა იქონია მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის კუთხით. ასევე, მინდა აღვნიშნო ოჯახის წევრთა შრომითი მიგრაციის უარყოფითი შედეგები, რაც ძალიან დიდ პესიმისტურ განწყობებს იწვევს სტუდენტებში. ასეთ შემთხვევებში, ყოველთვის ვცდილობ ნეგატივი მოტივაციად გადავუქციო და დავეხმარო, მთელი კონცენტრაცია დასახული მიზნების შესრულებისკენ მიმართონ.

რა ნიშნით გამოირჩევა დღევანდელი თაობა? რატომ გიყვართ თქვენი საქმე? მთავარი მოტივაცია…

თანამედროვე მსოფლიოში ძალიან ბევრი პროფესია არსებობს, თუმცა ცოტაა ისეთები, რომლებიც უშუალოდ ზემოქმედებენ ადამიანთა ცხოვრებაზე. ვფიქრობ, პედაგოგობა ერთ-ერთი ასეთია. პასუხისმგებლობასთან ერთად უდიდესი სიამოვნებაა, გამარჯვების შეგრძნება, როდესაც ადამიანში ჩადებულ სულ მცირე მარცვალს ნაყოფი მოაქვს, როდესაც კატეგორიული აზროვნებიდან დააფიქრებ და თავად მიიყვან ჭეშმარიტებამდე. ვიცი, რომ ყველა ტალეირანი ვერ გახდება, ჩვენ ვცხოვრობთ უდიდესი კონკურენციის პირობებში და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ის აუცილებლად უნდა იყოს ღირსეული. მთავარია აღვზარდოთ ადამიანი და შემდეგ პროფესიონალი, რადგან ეს ორი განუყოფელია ქვეყნისთვის ჭეშმარიტი სიკეთის მოსატანად. ამისთვის კი ჩვენ მათ უნდა მივცეთ საკუთარი მაგალითი, მაგალითი წიგნიერების, რწმენის, შინაგანი სიმშვიდის, ტოლერანტობის… ვცდილობ სტუდენტებისთვის მისაბაძი ვიყო ამ კუთხით.

რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს?

ერთ-ერთ ქადაგებაში ჩვენმა პარტიარქმა აღნიშნა: „წიგნის კითხვა ადამიანის ფილოსოფიურ აზროვნებას ავითარებს“, მე სრულებით დავეთანხმები უწმინდესს და ვურჩევ ჩვენს ახალგაზრდებს, რაც შეიძლება ბევრი იკითხონ. წიგნი იძლევა სიღრმეს, ის საჭიროებს დროს, ფიქრს, წარმოსახვას, ემოციას, არ არის ზედაპირული, იგი ანალიტიკური აზროვნების საწინდარია, ანალიტიკური აზროვნების გარეშე კი ადამიანი მხოლოდ ინფორმაციის გამტარია. ბევრი შემეკამათება და გაუჩნდება კითხვა – სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტის როლი განათლების პროცესში დღითიდღე იზრდება და ქმნის ახალ შესაძლებლობებს, წიგნის საჭიროება ხომ არ იკარგება? მიმაჩნია, რომ იდეალური განათლებაა მაშინ, როდესაც წიგნი და AI ერთმანეთს ავსებს და არა ცვლის.

 

ხშირად წარმოადგენთ უნივერსიტეტს, ჩვენს ქვეყანას სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებსა თუ კვირეულებზე, ასევე, გქონდათ ლექციები ევროპის წამყვან უნივერიტეტებში, რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ამ აქტივობებს?

გარდა იმისა, რომ აღნიშნული აქტივობები ჩემს პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს და ძალიან ბევრ ახალ უნარ-ჩვევებს ვიძენ, ყოველი ჩემი ვიზიტი სხვა ქვეყანაში არის უდიდესი პასუხისმგებლობა. მიმაჩნია, რომ, როგორც სტუდენტებთან, ასევე ჩემს ევროპელ კოლეგებთან და არამარტო, მე წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას – რიგითი ჯარისკაცივით ვიცავ მის ინტერესებს და ბევრს ვსაუბრობ მის ღირსებებზე. დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელი ამ სულისკვეთებით უნდა იყოს გამსჭვალული.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ამჟამად ვასრულებ მონოგრაფიას, რაც საქართველო-იტალიის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს შეეხება, ასევე, ვამზადებ სახელმძღვანელოს, რომელიც ჩემი სალექციო კურსის თემატიკას გააერთიანებს და ძალიან დროული და სასარგებლო იქნება სტუდენტებისთვის.

ერთი წლის წინ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადმომცა გამოჩენილი ქართველი დიპლომატის, ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო. ვეცდები მომავალშიც ღირსეულად ვემსახურო ჩემს საყვარელ საქმეს.

ტექსტი: ციაკო ღამბაშიძე

ფოტო: ალექსეი სეროვი

ასევე გაეცანი

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! სატელევიზიო ისტორიები – ალექსანდრა მაჭავარიანი

#OK! სატელევიზიო ისტორიები – ალექსანდრა მაჭავარიანი

November 3, 2022
#OK! ბროდვეი შენს ქალაქშია!

#OK! ბროდვეი შენს ქალაქშია!

November 7, 2023
#OK! მაიკლ კეინს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

#OK! მაიკლ კეინს კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადაეცა

December 5, 2025
#OK! ბილი აილიში ქერა თმით: 19 წლის ვარსკვლავის ახალი იმიჯი

#OK! ბილი აილიში ქერა თმით: 19 წლის ვარსკვლავის ახალი იმიჯი

March 18, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

#OK! მიკი რურკს ნაქირავები ბინიდან გამოსახლება ემუქრება

January 7, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“ – გამარჯვებულების სრული სია

January 12, 2026
#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

#OK! „ლამაზმანი 2“-ის გადაღება შეუძლებელია – ჯულია რობერტსი

January 8, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები