• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! პასუხისმგებლობის პირისპირ … ინტერვიუ რუსკა მაყაშვილთან

June 1, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

შვილებს მოაქვთ სულ სხვა ემოცია ჩვენს ცხოვრებაში. ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს გვიგრძნია. რაღაც უცნაური აღმაფრენის, აუწონავი სიყვარულის, ამოუხსნელი შიშის და უზომო პასუხისმგებლობის. ჰო, შიში ბუნებრივია – არ იცი, ყველაფერს სწორად აკეთებ თუ არა, როცა ამხელა პასუხისმგებლობა დაგეკისრა და ახალი ადამიანის მომავალი ჩაგებარა. მხოლოდ მომავალი კი არა, შენ უნდა გამოძერწო მისგან ადამიანი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ნამდვილი ადამიანი, უანგარო სიყვარულით, უპირობო სიკეთით და სამართლიანობის შეგრძნებით აღსავსე. ვინ იცის ეს როგორ გამოგივა, მაგრამ შენ უნდა გააკეთო ყველაფერი. ბავშვის უფლებაც ესაა: ტკბილი ოჯახური გარემო, სადაც დედას და მამას უპირობოდ უყვართ და ყველაფერს აკეთებენ მისი ბედნიერებისთვის. მაშ ასე, ვსაუბრობთ რუსკა მაყაშვილთან, მშობლობაზე…

 

დედობამდე და დედობის შემდეგ… არის თქვენში, როგორც ადამიანში, შინაგანი ცვლილებები?

ყველაფერი იმდენად შეიცვალა, რომ დედობამდე როგორი იყო ჩემი ცხოვრება, აღარც კი მახსოვს. პასუხისმგებლობა გემატება, ყველაფერზე გეცვლება შეხედულება, ცხოვრების წესს იცვლი, სამყაროსაც სულ სხვაგვარად აღიქვამ. მოკლედ, ყველაფერს ცვლის შვილი.

 

 

მშობლობა − არის თუ არა ეს უპირველესად უდიდესი პასუხისმგებლობა?

კი, იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ იმის იქით რა არის, არც კი ვიცი, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა თან იმდენად სასიამოვნოა, მზად ხარ „შეეჭიდო“.

 

როგორც დედას, ხშირად გაქვთ შეკითხვები საკუთარ თავთან?

რა თქმა უნდა. ყველა დედის შიშები და ფიქრებია, სწორად ვაკეთებთ თუ არა რაღაცებს და როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებებს.

 

 

მეორე შვილი − კიდევ ახალი სხივი ბედნიერების. როგორ უმკლავდებით ორივეს?

დიახ, ნამდვილად უფრო მეტი ბედნიერებაა და უფრო დიდი პასუხისმგებლობაც. უკვე ორზე ფიქრობ − რაიმე არ ეტკინოთ, რაიმე არ ეწყინოთ და სხვ. გამკლავებით ვუმკლავდებით მე და სანდრო. არ მინდოდა ძიძა მყოლოდა და ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ. როცა მე არ მცალია, სანდროს სცალია. როცა მას არა − მე. თუ ორივეს არ გვცალია, მაშინ ბებიებს სცალიათ. ჩემი ამოცანა იყო, ძიძის გარეშე გამეზარდა ბავშვები და ჯერჯერობით ვუმკლავდები.

 

უფროს შვილს ეჭვიანობის მომენტები ხომ არ ჰქონია?

კი, ჰქონდა. ახლაც ნერვიულობს და განიცდის, მაგრამ ეს ხომ ნორმალური პროცესია. ბოლო დროს შეუყვარდა კიდეც, მაგრამ მაინც ძალიან ეჭვიანობს. ჩვენ ვცდილობთ ეს ყველაფერი შევუმსუბუქოთ, სწორად ვეკონტაქტოთ, ავუხსნათ და გავუგოთ, იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმის რამდენად რთულია მისთვის, როცა იყავი ერთი და უცებ ვიღაცას უნდა გაუყო დედა და მამა.

 

 

ყოფილა ისეთი რამ, როდესაც თეორიულად იცოდით და პრაქტიკაში არ გამოგადგათ?

ხშირად ხდება ხოლმე ასე. მე რატომღაც ასეთი გზა ავირჩიე: პირველი შვილი რომ გამიჩნდა, რაღაცებს მარტივად შევხედე. მთავარი იყო ბავშვის კომფორტულად ყოფნა და აქედან გამომდინარე ვიღებდი გადაწყვეტილებებს. ვფიქრობდი ბავშვის კომფორტზე და არა ჩემს კომფორტზე. შესაბამისად, ყველაფერს ამის მიხედვით ვაკეთებდი.

 

 

მნიშვნელოვანი რჩევა, რომელიც თქვენი გამოცდილებით უნდა გაითვალისწინოს ყველა მშობელმა…

ბავშვი არის ყველაზე გულწრფელი და ამიტომაც მოუსმინეთ თქვენს შვილებს. თუ ჩვენ − მშობელი და შვილი ერთმანეთს მოვუსმენთ, იდილია შეიქმნება და ყველაფერი გადასარევად იქნება.

 

დაბოლოს, რა სურთ ბავშვებს?

რომ მათი მშობლები მათთან იყვნენ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს ხარ მათთან, მთავარია იყო ხარისხიანად: ეთამაშო, ბევრი ესაუბრო. მთელი დღე ბავშვის გვერდით ყოფნას და მის სამყაროში არყოფნას არ აქვს აზრი. შეიძლება ხუთი წუთი იყო ბავშვთან და ბოლომდე მისით გარემოცულმა გაცილებით პროდუქტიული ურთიერთობა მიიღო.

 

 

 

ფოტო: მაკა მეგრელიძე

პროექტის ავტორი: ნიკა გომართელი

ვიზაჟი: თეონა თხელიძე

ჩაცმულობა: LENAME

ასევე გაეცანი

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად
ინტერვიუ

#OK! „Fresh Clean“ – სისუფთავე მარტივად და ხარისხიანად

January 13, 2026
#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში
ინტერვიუ

#OK! გართობისა და დასვენების ახალი შესაძლებლობები მთაწმინდის პარკში

January 11, 2026
#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი
Décor

#OK! როდესაც წარმოსახვის უნარი გაქვს, ყველაფერი მარტივია – მალინა ბერეკაშვილი

January 11, 2026
#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა
Health & Beauty

#OK! როდესაც მედიცინა, ესთეტიკა და პასუხისმგებლობა ერთიანდება – ნინო ბასოშვილის პროფესიული გზა

January 9, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! Max Mara Atelier-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია

#OK! Max Mara Atelier-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის READY-TO-WEAR კოლექცია

April 23, 2021
#OK! ქეთევან გოგილაშვილი

#OK! ჯანსაღი კვების პროდუქტები დალი ჩიტალაძისგან

March 7, 2021
#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი: წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები!

#OK! კენდალ ჯენერი და დევინ ბუკერი: წყვილის აქამდე უცნობი ფოტოები!

September 7, 2021
#OK! 57 წლის ბრუკ შილდსი კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდის Skims-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში

#OK! 57 წლის ბრუკ შილდსი კიმ კარდაშიანის თეთრეულის ბრენდის Skims-ის ახალ სარეკლამო კამპანიაში

September 22, 2022

კვირის ჰიტები

OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

OK! „სიცოცხლისთვის საშიშია“ – ილონ მასკი ChatGPT-ის დავიწყებას გვირჩევს

February 3, 2026
#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

#OK! Adidas ბობ მარლის პატივსაცემად სპორტულ ფეხსაცმელს გამოუშვებს

February 3, 2026
#OK! მსახიობი კეტრინ ო’ჰარა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

#OK! მსახიობი კეტრინ ო’ჰარა 71 წლის ასაკში გარდაიცვალა

January 30, 2026
#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

#OK! ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო – 50 წლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა

January 31, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები