• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Décor

#OK! PANORAMA – რესტორანი ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე ადგილი, რომელსაც უნდა ესტუმროთ

June 4, 2023
საკითხავი დრო: 2 mins read

 

„პანორამას“ შექმნის ისტორია

„პანორამა“ ყველაზე დიდი სარესტორნო კომპლექსია აჭარის რეგიონში. ის ორი საერთაშორისო კომპანიის: ოცწლიანი გამოცდილების მქონე, სასტუმროებისა და რესტორნების ქსელის GINZA PROJECTI-ისა და ევროპაში არსებული უმსხვილესი სამშენებლო კომპანიის ORBI GROUP-ის საერთო პროექტია. რესტორნის მშენებლობის პროცესი 3 წელი გრძელდებოდა, მასში თავმოყრილია უძვირფასესი სამშენებლო მასალა, ხელნაკეთი ნივთები და ყველაზე თანამედროვე სარესტორნო ტექნიკა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ რესტორნის მთავარი იდეის ავტორი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, მისი ერთ-ერთი ოცნება იყო, საქართველოში აეშენებინა რესტორანი, რომელიც გამორჩეული იქნებოდა ბაზარზე უნიკალური სამზარეულოთი, სერვისის უმაღლესი ხარისხით, დიზაინითა და ურთიერთობათა კულტურით. ამ ყველაფერს იდეალურად შეერწყა Orbi Sea Towers-ის უნიკალური გეოლოკაცია, რომელიც ჩიტების გადაფრენის სიმაღლეზე 360 გრადუსით გადაჰყურებს უმშვენიერეს ბათუმს. 2022 წელს კი პანორამას კარები სტუმრებისთვის გაიღო.

 

 

აღსანიშნავია, რომ რესტორნის გახსნამდე, „პანორამას“ გუნდმა თავისი პერსონალისთვის ჩაატარა სწავლება – ევროპული სტანდარტებით სერვისის მიმართულებით. მისი მიზანი იყო საქართველოში სარესტორნო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, რადგან ეს სფერო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გიდია ქვეყნის ტურისტული წინსვლის თვალსაზრისით.

დღს თამამად შეიძლება ითქვას, რომ „პანორამა“ თავის სტუმრებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს, უნიკალურ სამზარეულოს, ექსკლუზიურ და იშვიათ ღვინოს, გამორჩეულ და დასასამახსოვრებელ ინტერიერს, გემოვნებიან მუსიკასა და ჯანსაღ კომუნიკაციას.

 

„პანორამას“ სამზარეულო

ერთ-ერთი უმთავრესი ნიშა, რაც „პანორამას“ მიმართ სიყვარულს აღვივებს, არის მენიუ, რომელიც ეკუთვნის Micheline Guide-ს – გზამკვლევში აღნიშნულ პირველ ქართველ ქალ შეფმზარეულს იზო ძანძავას. ის გასტრონომიის მოყვარულთათვის ცნობილია, როგორც 50-ზე მეტი რესტორნის შეფი და, 2021 წლის Micheline Guide-ის გზამკვლევის მიხედვით, არის შეფმზარეული, რომლის რესტორნებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.

 

 

კულინარიის გზაზე სვლა იზომ ღრმა ბავშვობაში დაიწყო, უგემრიელესი კერძების შექმნის საიდუმლოებანი დედისა და ბებიისგან გადაეცა, სწორედ ამიტომ მის მიერ შექმნილ მენიუებში კერძების დიდი ნაწილი შთაგონებულია საოჯახო რეცეპტებით, რასაც იზო თავის ახალ იდეებთან ერთად გვთავაზობს. იზო გვიყვება: „მე გავიზარდე ოჯახში, სადაც პატივს სცემდნენ უფროსებს, ბავშვებს; ოჯახში, სადაც სტუმრის გამასპინძლება ძალიან უყვარდათ. მთელი ბავშვობა ვაკვირდებოდი, ბებია და დედა როგორ ცდილობდნენ მოემზადებინათ რაღაც განსაკუთრებული და გემრიელი და ეს მე ძალიან მხიბლავდა“.

 

 

აღსანიშნავია, რომ „პანორამას“ სხვადასხვა სართულისთვის ინდივიდუალური მენიუა შექმნილი. 31-ე სართულზე ქართული სამზარეულოა, აქვე მდებარეობს საკონდიტროც, სადაც უგემრიელეს დესერტებს დააგემოვნებთ. 32-ე სართული ზღვის პროდუქტებს დაეთმო, ხოლო 33-ე სართულზე ღვინოსთვის შესაფერისი მენიუ დაგხვდებათ.

 

„პანორამას“ ინტერიერი

რესტორანი „პანორამა“ გამოირჩევა იმით, რომ ობიექტზე, რომელიც მდებარეობს 4 სხვადასხვა, 31-34-ე სართულებზე, თავმოყრილია 4 სხვადასხვა კონცეფციისა და ისტორიის მქონე სივრცე, რომელიც ქართული კულტურითაა შთაგონებული. აღსანიშნავია, რომ თითოეულ მათგანს ზღვის, მთისა და ქალაქის ხედი აერთიანებს. რესტორნის დიზაინზე უკრაინელმა დიზაინერმა ჟენია ევდოკიმოვმა და Rooms Studio-ს ცნობილმა დიზაინერებმა იზრუნეს.

„პანორამას“ 31-ე სართული – ქართული სუფრა, ინტერიერის დეტალებიც ქართული დიზაინით გაჯერებული, ძვირად ღირებული ხის მაგიდები, რბილი ავეჯი, თბილი განათება, ქართულ სამზარეულოსთან ერთად ამ ყველაფერს თან ერთვის ცოცხალი მუსიკის საღამოები. ამავე სართულზეა VIP ოთახი და საბავშვო სივრცე.

 

 

სართული 32 – პანორამა ტერასა სრულიად განსხვავდება 31-ე სართულის დიზაინისგან. ხის ინტერიერი, გამწვანება, ინდივიდუალური დიზაინის მქონე ბარი, სივრცე DJ არტისტებისთვის და უამრავი ფოტოზონა. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ზაფხულის ცხელ დღეებს სასიამოვნოდ გაატარებთ. ამავე სართულზეა პანორამული ზღვის ხედის მქონე საბანკეტო სივრცე, რომელიც სადა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. იგი განკუთვნილია კორპორაციული საღამოებისთვის, ქორწილებისთვის, დაბადების დღის აღსანიშნად და ა.შ. საბანკეტოდ სტუმრისთვის ინდივიდუალური მენიუ იქმნება.

 

სართული 33 – ღვინის კულტი. ეს დარბაზი სავსეა ღვინოსთან დაკავშირებული ემოციებით. აქ თქვენ აღმოაჩენთ ექსკლუზიურ ღვინოს და ამ სართულისთვის შექმნილ ინდივიდუალურ მენიუს. გარდა ამისა, შეძლებთ ღვინისთვის განკუთვნილი აქსესუარების შეძენას. ამ დარბაზსაც გამოარჩევს ის, რომ შემოსვლისთანავე იგრძნობა ხის სუნი.

 

 

სართული 34 – პანორამა სახურავზე. ამ სართულიდან შეუზღუდავად ჩანს მთელი ქალაქი, ვერანდაზე მდებარეობს კოქტეილ-ბარი და სცენა. ეს სივრცე განკუთვნილია ხელმოწერის ცერემონიებისა და საღამო საათებში ივენთებისთვის, სადაც გამორჩეული არტისტები ბათუმური დაისების ფონზე დაუკრავენ.

გარდა ამისა, აქ მოსული სტუმარი თავს ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად გრძნობს, რადგან მცირე დეტალზეც კი ბევრია ნაფიქრი. პროექტის შემქმნელებმა მთელი გული და სული ჩადეს, რათა თავიანთი გამოცდილება აქ მოსული სტუმრების კომფორტის გარანტი ყოფილიყო.

 

მნიშვნელოვანია, რომ „პანორამა“ არ არის მხოლოდ რესტორანი, ეს არის ადგილი, სადაც ახალბედა თუ უკვე გამოცდილების მქონე ადამიანები, რომლებიც უერთდებიან გუნდს, თავიანთ სფეროში პროფესიონალები ხდებიან. აქ შესაძლებელია ცოდნისა და უდიდესი გამოცდილების დაგროვება. გამომდინარე აქედან, „პანორმას“ მიზანი, კადრების დასაქმებასთან ერთად, მათი კვალიფიცირებაა. რესტორნის გუნდი ინტერნაციონალურია. თითოეული მიმართულება პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული.

 

ზაფხულის სეზონი

„პანორამა“ არ არის სივრცე, სადაც მხოლოდ გემრიელი კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, ეს არის ადგილი ესთეტიკური ტკბობისთვის, ჯანსაღი ურთიერთობებისა და კომუნიკაციისთვის.

რესტორან „პანორამაში“ თქვენ დაგხვდებათ საზაფხულო მრავალფეროვანი გემოების არჩევანი. ბრენდ-შეფის მიერ შეძენილი კერძების ნაირსახეობა, განახლებული მენიუ.

ასევე, სტუმრებს ელოდებათ ივენთების სერიები ტერასასა და სახურავზე, რომლებსაც მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათვის ცნობილი არტისტები. წინასწარ ანონსებს „პანორამას“ სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ გაეცნოთ.

 

მის: ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 15ბ

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე
Health & Beauty

#OK! Beam Medical – იდეიდან რეალობამდე

June 16, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ
Gastro

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო
OK! Business

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის
OK! Business

#OK! მინიმალიზმში ნაპოვნი სრულყოფილება – ბრენდი, რომელიც ინოვაციურ დიზაინს ქმნის

June 17, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! კრიზისის დასასრული? ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს

#OK! კრიზისის დასასრული? ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი პაპარაცებმა რომანტიკულ ვითარებაში დააფიქსირეს

March 19, 2021
#OK! ჰეიდი კლუმი Vogue Greece-ის გარეკანზე – სუპერმოდელის ფოტოსესია 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით

#OK! ჰეიდი კლუმი Vogue Greece-ის გარეკანზე – სუპერმოდელის ფოტოსესია 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით

March 21, 2023
#OK! „პროგრესი“ – მომავალი თაობების განვითარებისთვის  ნინა ჩიკვაშვილის წარმატების ისტორია

#OK! „პროგრესი“ – მომავალი თაობების განვითარებისთვის ნინა ჩიკვაშვილის წარმატების ისტორია

June 12, 2025
#OK! როცა შენს ოჯახში მხოლოდ გოგონები არიან – სახალისო გზა, რომლითაც ადამ ლევაინი მეუღლესა და შვილებს გულშემატკივრობს

#OK! როცა შენს ოჯახში მხოლოდ გოგონები არიან – სახალისო გზა, რომლითაც ადამ ლევაინი მეუღლესა და შვილებს გულშემატკივრობს

April 9, 2021

კვირის ჰიტები

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

#OK! ბარაკ ობამას 4 რჩეული წიგნი

June 19, 2025
#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

#OK! სირთულეში ნაპოვნი შანსი: პანდემიის დროს ჩამოყალიბებული წარმატებული ბიზნესის საიდუმლო

June 17, 2025
#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

#OK! ქუთაისში ბერმელის ახალი ფილიალი გაიხსნა – უფრო ახლოს თქვენს შესაძლებლობებთან

June 18, 2025
#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

#OK! რესტორანი პანორამა –  ადგილი, სადაც ყოველთვის მნიშვნელოვანი ხარ

June 17, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები