• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ინტერვიუ

#OK! სწავლების მაღალი ხარისხი და გამორჩეული გამოცდილება – საგანმანათლებლო ცენტრი BMCC

September 11, 2024
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ჟურნალი OK! წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო ცენტრს BMCC-ს და მის დამფუძნებელსა და დირექტორს, მეგი საიქოძეს. უკვე რამდენიმე წელია ცენტრი წარმატებით ფუნქციონირებს როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე და საზოგადოებას მრავალფეროვან კურსებს სთავაზობს. მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებისა და ძლიერი მოტივაციის საფუძველზე, მეგიმ შექმნა BMCC, რათა თავისი წვლილი შეიტანოს განათლების სფეროს ინოვაციებისა და ხარისხის ამაღლებაში.

 

მეგი, როგორია ცენტრის შექმნის ისტორია?

ჩემი სურვილი იყო, შემექმნა ისეთი სასწავლო სივრცე, სადაც თითოეულ სტუდენტს ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო მაღალი ხარისხის განათლება თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

მიმაჩნია, რომ სწავლა მთელი ცხოვრების პროცესია და თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განვითარდეს და გაიმდიდროს თავისი ცოდნა. ჩემი ცენტრის მიზანიც ეს არის, ხელი შეუწყოს როგორც აკადემიურ, ასევე პროფესიულ განათლებას, რომელიც მორგებულია სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ადამიანებზე.

 

 

ცენტრის მომსახურებები და კურსები:

BMCC ცენტრი გთავაზობთ 27-მდე კურსს და პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ენები, პროფესიული უნარები, გაცვლითი პროგრამები და სხვა. ცენტრი გამოირჩევა მოქნილობით და კურსების მუდმივი განახლებით, რათა მოერგოს თანამედროვე მოთხოვნებს და სტუდენტების საჭიროებებს.

დღეს გამოვყოფდი ჩვენი ცენტრის რამდენიმე კურსს:

მევენახეობა-მეღვინეობის ერთწლიანი პროგრამა ჩვენი ცენტრის განსაკუთრებული სიამაყეა, რომელიც შეიქმნა იმ სტუდენტებისთვის, ვისაც სურს მევენახეობისა და მეღვინეობის პროფესიონალურ დონეზე სწავლა. პროგრამა ითვალისწინებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ ცოდნას მევენახეობისა და მეღვინეობის საუკეთესო ადგილებში იღებენ. ხშირად ჩვენი სტუდენტები პირდაპირ სწავლის პროცესში ხდებიან დასაქმებულები სხვადასხვა ღვინის კომპანიაში, რაც მათ საშუალებას აძლევს, კარიერა სწავლის დასრულებისთანავე დაიწყონ.

 

სოციალური მედიის გაცვლითი კურსი მილანში, იტალია – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უნიკალური კურსი, რომელსაც BMCC ცენტრი გთავაზობთ, არის სოციალური მედიის გაცვლითი კურსი იტალიაში, მილანში. უნიკალური კულტურული და ბიზნესგარემო უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ უშუალო პრაქტიკული გამოცდილებაც.

 

ლუდის წარმოების კურსი ჰამბურგში, გერმანია – ეს კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ისწავლოს და გაიღრმავოს ცოდნა ლუდის წარმოების ტექნოლოგიებში, მიკროწარმოებისა და ხარისხის კონტროლის ასპექტებში. გერმანია, რომელიც ცნობილია თავისი ლუდის მრავალფეროვნებით და უმაღლესი ხარისხით, წარმოადგენს იდეალურ ადგილს ლუდის წარმოების ხელოვნების შესასწავლად. სტუდენტები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას ჰამბურგის წამყვან ლუდის ქარხნებში, რაც მათ საშუალებას მისცემს, პროფესიონალურ დონეზე განავითარონ თავიანთი უნარები.

 

ფოტოგრაფიის კურსი შანხაიში, ჩინეთი – BMCC ცენტრი ასევე სიამაყით აცხადებს, რომ ახლა უკვე აზიური გაცვლითი პროგრამების შემოთავაზებაც დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა ფოტოგრაფიის კურსი შანხაიში, ჩინეთში. ეს კურსი განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ ფოტოგრაფიის სამყაროში ჩაღრმავება და თავიანთი შემოქმედებითი უნარების განვითარება ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და სწრაფად მზარდ მეგაპოლისში. კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან თანამედროვე ფოტოგრაფიის ტექნიკებს, მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას და შექმნიან თავიანთ პორტფოლიოს, რომელიც მზად იქნება საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.

 

BMCC Kids: უცხო ენების სწავლა 8-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის – ჩვენ ასევე გთავაზობთ სპეციალურ პროგრამებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის – BMCC Kids-ი. ეს პროგრამა განკუთვნილია 8-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და ფოკუსირებულია უცხო ენების შესწავლაზე. ჩვენი გამოცდილი პედაგოგები, ინოვაციური მეთოდები და მრავალფეროვანი სასწავლო მასალა უზრუნველყოფს, რომ ბავშვებმა ეფექტურად აითვისონ ენა და სასწავლო პროცესი სიამოვნებით მიიღონ.

 

 

როგორ ფიქრობთ, რა გამოარჩევს BMCC-ს ბაზარზე?

ინოვაციური მიდგომები სწავლების პროცესში, გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო კურსები და სტუდენტთა დასაქმების შესაძლებლობები.

BMCC ცენტრი აქტიურად იყენებს ინოვაციურ მიდგომებს სწავლების პროცესში. ცენტრის პროგრამები შექმნილია სტუდენტების საჭიროებების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სწავლების მეთოდოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მათ მაქსიმალურ ჩართულობას და ეფექტურ შედეგებს.

BMCC ცენტრი არის უნიკალური სასწავლო სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტებისთვის მრავალფეროვანი განათლების შეთავაზებაზე. ცენტრის მიზანია, შექმნას სასწავლო გარემო, სადაც თითოეული სტუდენტი მიიღებს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც მას წარმატებისკენ წაიყვანს. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენს სტუდენტებს ხშირად ვასაქმებთ პარტნიორ ორგანიზაციებში სწავლის დასრულებისთანავე. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია სამუშაო გამოცდილება განათლების პარალელურად და ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ბიზნესკომპანიასა და ორგანიზაციასთან, რათა სტუდენტებს დასაქმების რეალური შანსი მივცეთ.

 

მომავლის გეგმები და მიზნები

ვგეგმავთ ახალი კურსებისა და პროგრამების დამატებას და ცენტრის საქმიანობის გაფართოებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ეს გულისხმობს როგორც ახალი ენების სწავლების პროგრამების დანერგვას, ასევე თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული და ტექნიკური კურსების დამატებას. ასევე, ვგეგმავთ გაფართოებას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე.

ჩემი მიზანია, BMCC გახდეს ლიდერი და სამაგალითო სასწავლო დაწესებულება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. შევქმნათ პლატფორმა, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს თავიანთი პოტენციალის გამოვლენასა და კარიერული განვითარების გზაზე წარმატების მიღწევაში.

 

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: პირადი არქივი

ასევე გაეცანი

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე
Gastro

#OK! ჩადრაგინები – მეგობრული სამზარეულოდან სრულფასოვან ბრენდამდე

February 15, 2026
#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის
Health & Beauty

#OK! Beauty Zone – ადგილი, სადაც სრულყოფილ გამოცდილებას დეტალები ქმნის

February 15, 2026
#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია
ინტერვიუ

#OK! რა უნდა ვიცოდეთ სამედიცინო სამართალზე – ნინო ლიპარტია

February 15, 2026
#OK! პიგმენტური ლაქები  მიზეზები და გამოსავალი
Health & Beauty

#OK! პიგმენტური ლაქები მიზეზები და გამოსავალი

February 15, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! დუა ლიპას Barbie-ის ფილმში მარგო რობისთან ერთად ვიხილავთ

#OK! დუა ლიპას Barbie-ის ფილმში მარგო რობისთან ერთად ვიხილავთ

April 5, 2023
#OK! ჭირი იქა, ლხინი აქა…

#OK! ჭირი იქა, ლხინი აქა…

March 31, 2022
#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

#OK! საგრადა ფამილია – 143 წლიანი მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა

January 30, 2026
#OK! ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის “ოსკარების” დაჯილდოებაზე მიიწვიეს

#OK! ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის “ოსკარების” დაჯილდოებაზე მიიწვიეს

March 21, 2022

კვირის ჰიტები

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

#OK! ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელსაც თებერვლის ბოლომდე იღბალი გაუღიმებს

February 15, 2026
#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

#OK! ბავშვობის ინტერესიდან ახდენილ ოცნებამდე: გინეკოლოგ ირინა ირემაძის 15-წლიანი პროფესიული გზა

February 14, 2026
#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

#OK! ბიზნესის განვითარების მხარდაჭერის პლატფორმა Bewise Georgia – Be Future Ready – Be Expert

February 13, 2026
#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

#OK! Eagles-ის ეპოქა სრულდება – ლეგენდარული ჯგუფი სცენას ემშვიდობება

February 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები