• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი ბლოგი

#OK! Live-ჩართვები პლასტიკური ქირურგების ოპერაციებიდან – ინტერვიუ მედიცინის პირველ ქართველ ვლოგერთან

მაისი 2, 2022
საკითხავი დრო: 1 min read

თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელები დიდი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით კი facebook-ი. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური გახდა facebook-ის ჯგუფები, სადაც ერთიანდება ათასობით ადამიანი. მიზეზი სხვადასხვაა: გამოცდილების გაზიარება, ყიდვა-გაყიდვა თუ უბრალოდ გართობა. განსაკუთრებით პოპულარულია ჯგუფები, სადაც ქალები ერთმანეთს უზიარებენ თავის მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებას. დღევანდელი ჩვენი გმირის მთავარ ინტერესს კი წარმოადგენს მედიცინა, კერძოდ − პლასტიკური ქირურგია. ქართველი ვლოგერი ვიდეოებს გთავაზობთ პირდაპირ საოპერაციოდან. როგორც თავად აღნიშნავს, საქართველოში პირველია, რომელმაც მსგავსი კონტენტი შესთავაზა საზოგადოებას. თუ რა სიახლეები ელით აღნიშნულ facebook-ჯგუფში მომხმარებლებს, ამის შესახებ OK!-ის სამედიცინო ვლოგერი − თაკო კალანდაძე ესაუბრა.

როდის და რატომ გადაწყვიტეთ ვლოგერობა? და რატომ მედიცინა?

17 წლის ასაკიდან მინდოდა ცხვირის ოპერაციის გაკეთება, სწორედ ამიტომ დავინტერესდი, თუ როგორ კეთდებოდა აღნიშნული ოპერაცია. სამწუხაროდ ქართველი ქირურგების ოპერაციების ვიდეომასალა ვერ ვნახე, არადა ბევრი შეკითხვა მქონდა, ცოტა შიშიც, ამიტომ მინდოდა უფრო მეტი გამეგო. მაშინ მახსოვს, უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებული ვიდეოები ვნახე და გამიჩნდა სურვილი ქართველ ქირურგებზეც ყოფილიყო მსგავსი ინფო, რათა ბევრი ჩემნაირი ადამიანის ცნობისმოყვარეობა დაეკმაყოფილებინა. პლასტიკურ ქირურგ ქეთევან ჯაფარიძესთან კონსულტაციის შემდეგ საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება გამეკეთებინა ცხვირის ოპერაცია, შემდეგ კი გადავწყვიტე შემექმნა ფეისბუქ-ჯგუფი, სადაც ადამიანებს რეკომენდაციას გავუწევდი სხვადასხვა ქირურგზე, გავაცნობდი მათ ნამუშევრებს და, რაც მთავარია, ავტვირთავდი ვიდეოებს, სადაც დეტალურად იქნებოდა ნაჩვენები სხვადასხვა პლასტიკური ოპერაცია. ამ გადაწყვეტილების შესახებ პირველად ჩემს ქირურგს გავუზიარე აზრი. მან დამარწმუნა, რომ ამას შევძლებდი, ასევე მითხრა, რომ მსგავს თემაზე მომუშავე ვლოგერები მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ პოპულარულები არიან და საქართველოსაც სჭირდებოდა ეს განხრა.

უფრო კონკრეტულად მოგვიყევით თქვენს FACEBOOK‑ჯგუფზე.

როდესაც სხვადასხვა ჯგუფში რეკომენდაცია გავუწიე ჩემს ექიმს, ეს კომენტარი ბევრჯერ დაბლოკეს. მივხვდი, რომ ესა თუ ის ჯგუფი მხოლოდ კონკრეტულ ექიმებს ემსახურებოდა და უსამართლობის გრძნობა დამეუფლა. ამიტომაც შევქმენი სრულიად დემოკრატიული ჯგუფი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის. ჩემი ჯგუფის სახელია „პლასტიკური ქირურგია და ქირურგები“. ეს სახელი უბრალოდ შერჩა ჯგუფს, რადგან თავიდან მხოლოდ ეს განხრა მქონდა, შემდეგ უკვე დავამატე სტომატოლოგია, კოსმეტოლოგია და სხვ. მინდოდა სრულიად განსხვავებული კონტენტი შემეთავაზებინა. ეს არის ჯგუფი, სადაც ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია გაეცნოს უამრავ საჭირო ინფორმაციას, იხილოს კონკრეტული ქირურგის ნამუშევრები. შედეგი მართლაც შესანიშნავი მივიღე − უკვე პირდაპირ ეთერშიც ირთვება ოპერაციები და ყოველ ჯერზე უდიდეს ინტერესს იწვევს.

ყველაფერი ეს ადამიანებს ეხმარება შიშის დაძლევაში და მათთვის მეტად მისაღები ქირურგის მოძიებაში. პირადად მე მსიამოვნებს, როცა მათ ვამხნევებ და ვეხმარები − სწორედ ამდენი გახარებული ადამიანის დანახვა მძენს მოტივაციას, უფრო მეტი გავაკეთო და უფრო განვვითარდე. ასევე, ვაწყობ გათამაშებებს, ორჯერ შევძელი ცხვირის ოპერაციის გათამაშება და ადამიანების გახარება. თავად მაქვს გაკეთებული რამდენიმე ოპერაცია და პროცედურა, თუნდაც იმისათვის, რომ ხალხი მენდოს, ეს ნდობა კი უფრო გავამყარო.

სამომავლო გეგმები…

კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო − ძალიან მიხარია, რომ შემიძლია ამდენ ადამიანს დავეხმარო. სამომავლოდ ვგეგმავ, უფრო მეტი ადამიანის გახარება შევძლო, უფრო მეტი ქირურგის ოპერაციას დავესწრო და ეს ყველაფერი გავუზიარო მაყურებელს. ვისაც გაინტერესებთ გამომყევით ჩემს ვლოგზე. ასევე, მინდა ყველა ჩემს მხარდამჭერს დიდი მადლობა ვუთხრა და დავპირდე ბევრ სიახლეს, უბრალოდ დეტალებს ჯერ ვერ გავამხელ.

ტექსტი: სოფიო მალანია

ფოტო: Saakadze photographer,

Gabriel photographer

ასევე გაეცანი

#OK! Fiore di Tako – ქართული, ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი
ინტერვიუ

#OK! Fiore di Tako – ქართული, ხელნაკეთი სამკაულების ბრენდი

მაისი 7, 2022
#OK! ლიკა ჭკუასელის არაჩვეულებრივი გამოფენა
ინტერვიუ

#OK! ლიკა ჭკუასელის არაჩვეულებრივი გამოფენა

მაისი 2, 2022
#OK! პანდემია ქართულად…
ინტერვიუ

#OK! პანდემია ქართულად…

მაისი 2, 2022
#OK! რადიო GIPA-ს ახალი ხმა
ბლოგი

#OK! რადიო GIPA-ს ახალი ხმა

მაისი 14, 2022

ახლა კითხულობენ

#OK! “ის საკუთარ თავს აღარ ჰგავს” – რატომ გამოიწვია ჯიჯი ჰადიდის ახალმა ფოტოსესიამ საზოგადოების კრიტიკა

#OK! “ის საკუთარ თავს აღარ ჰგავს” – რატომ გამოიწვია ჯიჯი ჰადიდის ახალმა ფოტოსესიამ საზოგადოების კრიტიკა

მარტი 31, 2022
#OK! რჩევები თავის სწორად მოვლისთვის

#OK! რჩევები თავის სწორად მოვლისთვის

ივლისი 27, 2021
#OK!  სოფია რიჩი პრესტიჟულ რესტორანს მეგობარ მამაკაცთან ერთად ესტუმრა! წყვილი კალიფორნიაში გამოჩნდა!

#OK! სოფია რიჩი პრესტიჟულ რესტორანს მეგობარ მამაკაცთან ერთად ესტუმრა! წყვილი კალიფორნიაში გამოჩნდა!

მაისი 19, 2021
#OK! სტილის ინსპირაცია ირინა შეიკისგან: მოდელი Lesyanebo-ს ტყავის “თრენჩს” Burberry-ის ხელჩანთას უხამებს

#OK! სტილის ინსპირაცია ირინა შეიკისგან: მოდელი Lesyanebo-ს ტყავის “თრენჩს” Burberry-ის ხელჩანთას უხამებს

დეკემბერი 19, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

#OK! “მესამე ქორწილი” – კორტნი კარდაშიანის და ტრევის ბარკერის გლამურული საქორწინო ცერემონია

მაისი 23, 2022
#OK! ნატაშა პოლის და ევა ლონგორიას ცეცხლოვანი გამოჩენა კანის კინოფესტივალზე

#OK! ნატაშა პოლის და ევა ლონგორიას ცეცხლოვანი გამოჩენა კანის კინოფესტივალზე

მაისი 27, 2022
#OK! როგორ ატარებენ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი თაფლობის თვეს

#OK! როგორ ატარებენ კორტნი კარდაშიანი და ტრევის ბარკერი თაფლობის თვეს

მაისი 24, 2022
#OK! ბელა ჰადიდის მორიგი გლამურული გამოჩენა “ვერსაჩეს” ვინტაჟური კაბით კანის კინოფესტივალზე

#OK! ბელა ჰადიდის მორიგი გლამურული გამოჩენა “ვერსაჩეს” ვინტაჟური კაბით კანის კინოფესტივალზე

მაისი 25, 2022
  • OK! Men
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • Magazine
    • რედაქტორისგან
    • ინტერვიუ
    • პერსონა
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! News
  • Hollywood News
  • Fashion News
  • ვიდეო
  • სამეფო ოჯახი
  • წყვილები
  • OK! Men
  • OK! Kids
  • წითელი ხალიჩა
  • პაპარაცი
  • სტილი
  • OK! ტესტები

×