• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Uncategorized

#OK! 2023 წლის შეჯამება: წლის მოდელი პლუს ზომის ვარსკვლავი პალომა ელსესერი გახდა

December 28, 2023
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი

ბრიტანული მოდის დაჯილდოების ცერემონია 2023 წელს ყველაზე გამორჩეული იყო, რადგან ისტორიაში პირველად, წლის მოდელის ტიტული პლუს ზომის მოდელმა პალომა ელსესერმა მიიღო. ნახევრად ამერიკელი, ნახევრად კი აფრიკელი ვარსკვლავი უკვე წლებია, რაც საზოგადოებაში, არა როგორც მაღალი მოდის ვარსკვლავი, არამედ როგორც ინფლუენსერი, ისეც სარგებლობს. ის საკუთარ გამომწერებს ხშირად აძლევს მეგობრულ რჩევებს და ასწავლის, რომ სილამაზე სტერეოტიპულ სტანდარტებში არაა და წარმატებული საკუთარი სხეულის შეცვლის გარეშეც შეუძლიათ გახდნენ.

პალომა, თქვენი პოპულარობა საზოგადოებაში დღითიდღე იზრდება. თქვენ ასწავლით ადამიანებს იმას, რომ უნდა უყვარდეთ საკუთარი თავები ისეთები, როგორებიც არიან. თვლით თუ არა საკუთარ თავს მისაბაძ მაგალითად?

საკუთარ თავს მისაბაძ მაგალითად ვერ ჩავთვლი (იცინის), მაგრამ ვაღიარებ, რომ ძალიან მახარებს ჩემს გულშემატკივრებთან ურთიერთობა. მსიამოვნებს, როდესაც მეუბნებიან, რომ ჩემი დახმარებით ძალა მოიკრიბეს და სამოდელო სააგენტოებს საკუთარი ფოტოები გაუგზავნეს. ვამაყობ, როდესაც მეუბნებიან, რომ მამაკაცს, რომელიც მოსწონდათ, ვერ ესაუბრებოდნენ, რადგან ამისთვის საკმარისი თავდაჯერებულობა არ ჰქონდათ და ძალა საბოლოოდ მე მოვაკრებინე. ვამაყობ ჩემი გულშემატკივრებით, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ცხოვრება შეცვალონ და ამაში ნაწილობრივ მეც ვეხმარები.

როგორი ბავშვობა გქონდათ, რაზე ოცნებობდით?

როდესაც ძალიან პატარა ვიყავი, სულ მინდოდა სამყაროში რაღაც შემეცვალა. დამერღვია სტერეოტიპები, ან მოსაზრებები, რომლებიც ადამიანებს ჰქონდათ. ბავშვობაში ბევრს ვკითხულობდი, მიყვარდა ლექსების წერა, დავდიოდი სასწავლებელში, სადაც ჟურნალისტიკასა და ფსიქოლოგიას ვსწავლობდი, მინდოდა ფსიქოლოგი გამოვსულიყავი. მიხარია, რომ 31 წლის ასაკში შევძელი და შესაძლოა პატარა, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი ცვლილება მოვახდინე.

რომ შეგეძლოთ, რას ურჩევდით საკუთარ თავს წლების წინ?

ვურჩევდი იმას, რომ ნაკლებად მკაცრი ყოფილიყო ისევე როგორც სხვებთან, ასევე საკუთარ თავთან. გარეგნულად ცოტა “უხეში” ვიყავი, მკაცრი გარეგნობა მქონდა, პიროვნებასაც სწორედ ასეთს ვაჩენდი, რეალურად სულ სხვანაირი ვიყავი, მგრძნობიარე და ემოციური. ვფიქრობ, ადამიანები ამას ვერ ხედავდნენ, რადგან პრინციპში არც კი ვაჩვენებდი. კომუნიკაციის დასამყარებლად და ახალი ადამიანების გასაცნობად ეს არ გამოგადგებათ, უნდა იყოთ თბილები, გამგებიანები და პოზიტიურად უნდა შეხვდეღ სიახლეებს. არასდროს იცით ღიმილი, სითბო და კარგი დამოკიდებულება ცხოვრებისეულად როდის გამოგადგებათ.

ვინ არის ადამიანი, რომელსაც არასდროს შეხვედრილხართ, თუმცა თქვენთვის ინსპირაციის წყარო არაერთხელ გამხდარა?

ოპრა უინფრი. საოცარი ქალია, ბევრი ზღვარი და ბარიერი დაანგრია, მისი საქმიანობა ნამდვილად საამაყოა.

თუ საიდუმლო არ არის პირველი სამოდელო ხელფასი რაში დახარჯეთ?

ზუსტად მახსოვს ის დღე… ზუსტად ერთ დღეში 500 დოლარი გამოვიმუშავე. საოცარი შეგრძნება იყო, ჩემი ბინის ქირა ერთ თვეში დავფარე. ბინის ქირის შემდეგ პირველად ჩანთა ვიყიდე, Celine-ის ჩანთა, რომელიც არ იყო ახალი, თუმცა ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მიხაროდა ბინის ქირის გადახდა და ფაქტი, რომ მაღალი მოდის ბრენდის ჩანთის ტარება ჩემნაირ ადამიანსაც შეეძლო.

საზოგადოებაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მოდელები ხშირად გადატვირთული გრაფიკის გამო სტრესის ქვეშ არიან. როგორ უმკლავდებით სტრესს და შფოთვას?

როდესაც სამოდელო საქმიანობა დავიწყე, ძალიან ემოციურად ვუყურებდი ყველაფერს, თითოეული ქასთინგი, რომლიდანაც უარით მისტუმრებდნენ, მთავრდებოდა სააბაზანოში რამდენიმესაათიანი ტირილით. დღეს ასე აღარ ვარ, ვხვდები, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც მე მინდა. ჩემი სამსახური დამოკიდებული არ არის იმაზე, თუ როგორ ხასიათზე ვარ, ასე რომ შესაძლოა ფოტოსესიაზე ან ჩვენებაზე საერთოს არ მეტყობოდეს როგორ ვარ. ბევრჯერ, ძალიან ცუდ ხასიათზე მივსულვარ გადაღებაზე, მაგრამ საქმის კეთების პროცესში ყველაფერი დამვიწყებია.

როგორ ატარებთ თავისუფალ დროს?

ძალიან მიყვარს დასვენების დღეები და გართობა, ვერ მოვიტყუები იმას, რომ სახლში მიყვარს მარტო ყოფნა და დასვენება. ვერ ვიტან მარტო ყოფნას, სულ ვცდილობ, მეგობრებთან ან ახლობლებთან ერთად გავატარო თავისუფალი დრო. ვგიჟდები სხვებთან კომუნიკაციაზე, საუბარზე, ფილმების ყურებაზე, საჭმელების გაკეთებაზე, მიყვარს როდესაც გარშემო ბევრი ადამიანი, სითბო და სიხალისეა. ჩემთვის საყვარელ ადამიანებთან ყოფნა ყველაზე კარგი გართობაა.

გაიგე მეტი: პალომა ელსესერი

ასევე გაეცანი

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან
Uncategorized

საჩუქრები, რომლებსაც ბავშვები გულით ელიან

January 5, 2026
#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე
Uncategorized

#OK! ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ პროფესია – ეს არის ჩემი ურთიერთობა სამყაროსთან – ლაურა ზოიძე

December 15, 2025
ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება
OK! Business

ფოტოგრაფია – ეს არის მეხსიერება

November 24, 2025
#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები
Uncategorized

#OK! უყვართ ფული და ძალაუფლება – მორიელის ნიშნით დაბადებული ცნობილი მამაკაცები

October 23, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ბრედ პიტს?

#OK! ტესტი: რამდენად კარგად იცნობ ბრედ პიტს?

December 18, 2023
#OK! კრწანისი გრანდე – სახლი, როგორც სრულყოფილება

#OK! კრწანისი გრანდე – სახლი, როგორც სრულყოფილება

December 6, 2022
#OK! ნანიკო კლდიაშვილი ოჯახზე, საქმიანობასა და ინტერესებზე

#OK! ნანიკო კლდიაშვილი ოჯახზე, საქმიანობასა და ინტერესებზე

February 1, 2022
#OK! ტესტი: გამოიცანი ცნობილი მხატვარი ავტოპორტრეტით

#OK! ტესტი: გამოიცანი ცნობილი მხატვარი ავტოპორტრეტით

September 26, 2021

კვირის ჰიტები

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

#OK! მედიცინა, ემპათია და ლიდერობა – ინდირა კოპალეიშვილის გზა

January 7, 2026
#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის  ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

#OK! „Princess Gourielli“ – ვინ იყო ქართველი თავადის ცოლი, რომელიც „კოსმეტიკის დედოფალი“ გახდა

January 10, 2026
#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

#OK! როდის ავიღოთ ნაძვის ხე? – ხალხური რწმენა და ფენ-შუის რჩევები

January 12, 2026
#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

#OK! „ოქროს გლობუსი 2026“-ის ყველაზე წარუმატებელი ლუქები

January 12, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები