• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა

#OK! პალეტორიქსი – ისიამოვნე სხვაობით

May 5, 2022
საკითხავი დრო: 1 წუთში წასაკითხი
Facebook-ზე გაზიარებაLinkedIn-ზე გაზიარებაWhatsApp-ზე გაზიარებაTelegram-ზე გაზიარება

კომპანია „პალეტორიქსი“ უკვე ერთი წელია, რაც უმაღლესი ხარისხის სარკეებს და ასევე ნატურალური, გამომშრალი ხის მასალისგან ეზოსა და სახლის ავეჯს ამზადებს. ბრენდმა მალევე დაიმკვიდრა თავი და საზოგადოების ნდობაც მოიპოვა, რაც ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია იმისათვის, რომ იყო წარმატებული და მოთხოვნადი ბაზარზე. ჟურნალი OK! კომპანიის დამფუძნებლებს − კონსტანტინე ჟორჟოლიანსა და მარიამ გოგიტაურს გაგაცნობთ, რომლებიც უფრო დეტალურად გვიამბობენ „პალეტორიქსის“ შესახებ.

გაგვაცანით კომპანია. რა სახის პროდუქციას და მომსახურებას სთავაზობს საზოგადოებას?

„პალეტორიქსი“ არის კომპანია, რომელიც ამზადებს უმაღლესი ხარისხის სარკეებს, ეზოსა და სახლის ავეჯს ნატურალური და გამომშრალი ხის მასალისგან. საზოგადოებას ძალიან ხშირად ვთავაზობთ სხვადასხვა სახის აქციებსა და ფასდაკლებებს, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის „პალეტორიქსის“ პროდუქციას. შეკვეთის მიღება ხდება ონლაინ, მომხმარებელთან მკაფიო და მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად.

რამდენი ხანია, რაც კომპანია ქართულ ბაზარზე გამოჩნდა?

ამა წლის 5 აპრილს გახდა ერთი წელი, რაც ბაზარზე გამოვჩნდით და მიუხედავად ამ მცირეოდენი დროისა და ბევრი დაბრკოლებისა, მაინც თავდაუზოგავად ვცდილობთ და კარგადაც გამოგვდის თავის დამკვიდრება კონკურენტულ გარემოში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასალის მაღალი ხარისხი, კარგად შესრულებული სამუშაო, მომხმარებლის კმაყოფილება და მათი ერთგულების შენარჩუნება, მათ შორის სხვადასხვა შეთავაზებითა და მაღალი ხარისხის გარანტიით. ეს ყველაფერი ჩვენს კომპანიას კონკურენტუნარიანსა და სანდოს ხდის მომხმარებლისთვის.

როგორ დაიბადა იდეა?

„პალეტორიქსის“ დაარსების იდეა დაიბადა იქიდან, რომ საკუთარი სახლებისთვის ჩვენი ხელით დავამზადეთ ავეჯი, დავკიდეთ სარკეები და იმდენად კმაყოფილები ვიყავით საწყისად არსებული დიზაინითა და ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტით, რომ ვიფიქრეთ − შეგვეძლო ბიზნესად გვექცია ჩვენი იდეა. მიზანი იმანაც გაგვიმყარა, რომ არცთუ ბევრი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელიც უმაღლესი ხარისხის ნატურალური ხისგან ავეჯის დამზადების გარდა, სარკეების დამზადებასაც ითავსებს, ეს კი კონკურენციის მხრივ გარკვეულ პრივილეგიასაც გვანიჭებს სხვა კომპანიებთან შედარებით.

უფრო ვრცლად გვიამბეთ მასალებზე, რომლებსაც იყენებთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვმუშაობთ ნატურალური და გამომშრალი ხის მასალაზე. ავეჯის დასამზადებლად ძირითადად ვიყენებთ პალეტებსა და ცალკეულ, გამომშრალ ხის ნაჭრებს, მათი დამუშავების შემდეგ კი ვქმნით დიზაინს, რომელიც მომხმარებელს სურს. რაც შეეხება სარკეებს, ვიყენებთ საქართველოს ბაზარზე არსებულ უმაღლესი ხარისხის თურქულ მასალას, ადრე რუსულსაც ვიყენებდით, თუმცა ბოლოდროინდელი მწვავე მოვლენების ფონზე, რუსული წარმოების სარკეები ამოვიღეთ გაყიდვიდან. დიზაინის მხრივ, აქაც მომხმარებლების სურვილს ვითვალისწინებთ და ვამზადებთ მათ მიერ შეკვეთილი ზომისა და დიზაინის მიხედვით.

 

როგორია მუშაობის პროცესი?

ვინაიდან ჩვენი ბრენდისთვის მთავარია მკაფიო, უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს ხალხთან, ასევე ხელმისაწვდომი და კონკურენტუნარიანი გავხადოთ ჩვენი პროდუქტი, ვცდილობთ ჩვენი არსებული და პოტენციური მომხმარებელი იყოს ყოველთვის კმაყოფილი, ამისთვის კი საჭიროა მათ ხარისხიანი, პროდუქტიული და დროული მომსახურება გავუწიოთ.

თავიდან რომ დავიწყეთ, ყველაფერს თავად ვითავსებდით: დირექტორობას, მენეჯერობას, ბუღალტრობას, მარკეტინგს, ოპერატორობასა და ხელოსნობასაც კი. თავდაპირველად ორი ადამიანისთვის ეს ყველაფერი წარმოუდგენლად რთული იყო, თუმცა ერთმანეთის გამხნევებით, გვერდით დგომით, მონდომებითა და თავდაუზოგავი შრომით შევძელით და იქამდე მივედით, რომ დღეს გვყავს ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერში გვეხმარებიან და გვიმარტივებენ მუშაობის პროცესს. თუმცა დღემდე მაქსიმალურად ვართ ჩართულები ამ პროცესებში და ჩვენი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ბევრ საქმიანობასა და პასუხისმგებლობას კვლავ საკუთარ თავზე ვიღებთ, ერთმანეთთან შეთანხმებით.

რა მიგაჩნიათ კომპანიის მთავარ ნიშად და უპირატესობად?

ჩვენი მხრიდან რომ შევხედოთ ამ შეკითხვას, ასე გავცემთ პასუხს, რომ „პალეტორიქსის“ voice არის პოზიტიური, გულწრფელი, უშუალო და მეგობრული. ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჩვენი კომუნიკაციიდან ხალხის მიმართ − როგორც პოსტებით, ისე კომენტარებითა და უშუალო ურთიერთობით. მუდმივად ვცდილობთ პოზიტიურები და მეგობრულები ვიყოთ ნებისმიერი ტიპისა და ხასიათის ადამიანთან, რადგან როგორც უკვე ვახსენეთ, ჩვენთვის მომხმარებლის აზრი უმნიშვნელოვანესია. ეს კი ბრენდისთვის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რადგან ვზრუნავთ იმაზე, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილი დიზაინის, დროისა თუ ფასების მხრივ, რათა ნდობაზე იყოს დამყარებული კომუნიკაცია და უკუკავშირი.

რა თქმა უნდა უპირატესობად მიიჩნევა ბაზარზე ჩვენი საკმაო კონკურენტუნარიანობა, იმის გათვალისწინებით, რომ ვითავსებთ ორი სრულიად სხვადასხვა პროდუქციის დამზადებასა და წარმოებას, რაც არცთუ მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ბრენდის ნიშის გამომხატველ ფორმად მივიჩნევთ ჩვენს სლოგანსაც − „ისიამოვნე სხვაობით“. ეს ერთგვარი კონკურენტული სლოგანია, რაც გულისხმობს როგორც ფასებით, ისე მომსახურებითა და მაღალი ხარისხით სიამოვნებას.

როგორ ხდება შეკვეთის მიღება და შემდეგ მომხმარებლამდე მიწოდება?

შეკვეთის მიღება მომხმარებლის მხრიდან ხდება ონლაინ, ფეისბუქ და ინსტაგრამგვერდების საშუალებით. მას შემდეგ რაც მოხდება ორმხრივი კომუნიკაცია ჩვენსა და მომხმარებელს შორის, ვაზუსტებთ დეტალებს − ზომების, დიზაინისა და ფასების მხრივ. მას მერე, რაც ყველაფერს დავაზუსტებთ და მომხმარებელი საბოლოოდ მივა შეკვეთის გადაწყვეტილებამდე, ვიღებთ შეკვეთას. დამზადების ძირითადი დრო არის 3-5 სამუშაო დღე, რაც ყოველთვის მისაღებია მომხმარებლისთვის.

ვინაიდან ბრენდის დაარსების დღიდან გვაქვს უფასო მიწოდების სერვისი თბილისის მასშტაბით, დამზადების შემდეგ, შეკვეთა მომხმარებელს კონკრეტულ მისამართზე მიეწოდება.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანიის სამომავლო გეგმები ასოცირდება ჩვენს პირად სამომავლო გეგმებთან, რადგან ამ მხრივ, ორივეს ერთი მიზანი გვაქვს მომავალში. უპირველესად გვსურს გვქონდეს მაღაზია, სადაც გვექნება წარმოდგენილი შოურუმი და საზოგადოება რეალურად შეძლებს ჩვენი პროდუქციის ნახვას. ასევე გვინდა ყველა საჭირო სფეროში, რომელსაც კომპანია და მისი მმართველობა მოიცავს, გვყავდეს დასაქმებული იმ რაოდენობის ადამიანები, რომ ჩვენი მხრიდან მხოლოდ პროცესების გადაკონტროლება იყოს საჭირო. კიდევ, ვგეგმავთ სხვადასხვა სერვისისა და მომსახურების დამატებას, მაგალითად, როგორიც არის ძველი ავეჯის განახლება და მოდერნიზება, ან კიდევ გატეხილი და დაზიანებული ავეჯის შეკეთება ან სახეცვლა. გვიხარია, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რათა სრულ განვითარებას მივაღწიოთ, რადგან ეს პროცესი იმდენად სასიამოვნო და თან იმდენად შრომატევადია, რომ ძალიან დიდ გამოცდილებასა და ცოდნას გვაძლევს. ჩვენი კომპანია ჩვენთან ერთად იზრდება.

გუშინ ვნერვიულობდით როდის ავიღებდით პირველ შეკვეთას ან გაამართლებდა თუ არა ეს საქმე, დღეს კი ჟურნალში OK! ჩვენ შესახებ 3 გვერდი იბეჭდება…

 

FB: Palletoryx პალეტორიქსი

Insta: palletoryx

Tel: 568 63 87 64

ასევე გაეცანი

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა
Décor

#OK! ბუტიკ-სასტუმრო „ლეთო“ – ადგილი, სადაც სტუმრობა განსაკუთრებულ გამოცდილებად იქცევა

July 22, 2026
#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს
Décor

#OK! როგორ ცვლის თანამედროვე ინტერიერი ბინის აღქმასა და ცხოვრების ხარისხს

July 10, 2026
#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე
Décor

#OK! მაგიდა და სკამები: რა უნდა გაითვალისწინოთ ყიდვამდე

July 1, 2026
#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის
Décor

#OK! წარმატებისთვის შექმნილი სივრცე – როგორ იყენებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ვარსკვლავები ფენგ-შუის

June 25, 2026

ახლა კითხულობენ

#OK! ხათუნა კალანდარიშვილი საკუთარი პროფესიის სიყვარულზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და საყვარელ ქალაქზე

#OK! ხათუნა კალანდარიშვილი საკუთარი პროფესიის სიყვარულზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და საყვარელ ქალაქზე

September 11, 2021
#OK! “კიმ კარდაშიანი დღეში ორი საათი ვარჯიშობს იმისთვის, რომ იდეალური სხეული ჰქონდეს” – კიმ კარდაშიანის მწვრთნელი

#OK! “კიმ კარდაშიანი დღეში ორი საათი ვარჯიშობს იმისთვის, რომ იდეალური სხეული ჰქონდეს” – კიმ კარდაშიანის მწვრთნელი

March 2, 2023
#OK! ჯენიფერ ლოპესმა საკულტო Icon Award-ის ჯილდო მიიღო – 52 წლის ვარსკვლავის 4 განსხვავებული ჩაცმულობა iHeartRadio Music Awards-ის დაჯილდოებაზე

#OK! ჯენიფერ ლოპესმა საკულტო Icon Award-ის ჯილდო მიიღო – 52 წლის ვარსკვლავის 4 განსხვავებული ჩაცმულობა iHeartRadio Music Awards-ის დაჯილდოებაზე

March 23, 2022
#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი Gucci-ს ძვირადღირებული პიჯაკით!

#OK! Rihanna-ს ქუჩის სტილი: მომღერალი Gucci-ს ძვირადღირებული პიჯაკით!

April 7, 2021

კვირის ჰიტები

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

#OK! “ევროპული კინოს პრინცესა” – რომი შნაიდერი დღეს 88 წლის გახდებოდა

September 23, 2026
#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

#OK! თორნიკე გოგრიჭიანი BBC-ის გახმაურებულ სერიალში გამოჩნდა – რა როლს ასრულებს ქართველი მსახიობი

September 21, 2026
#OK! „მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა“ – ნოდარ დუმბაძისა და ნანული გუგუნავას სიყვარულის ისტორია

#OK! „მე ისევ ისე მიყვარს ნოდარი, როგორც მაშინ მიყვარდა“ – ნოდარ დუმბაძისა და ნანული გუგუნავას სიყვარულის ისტორია

September 22, 2026
#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

#OK! ჯენიფერ ლოპესის შთამბეჭდავი გამოჩენა Vogue World-ზე – Dolce & Gabbana-ს კაბა და უნიკალური სამკაული

September 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! კულტურა
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! ბიზნეს სელებრითი
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
    • OK! ბლიცი
    • OK! Podcast
  • OK! Business
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! Talks
  • OK! ჰოროსკოპი
  • OK! სხვა ამბები
  • OK! სამეფო ოჯახი
  • OK! ტესტები