• ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
OK Magazine
შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
მთავარი Gastro

#OK! პალატი ჩვენი სახლია

September 4, 2021
საკითხავი დრო: 2 mins read

რესტორანი „პალატი“ 2013 წლის მაისში შეიქმნა, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ პირველი სივრცე ფუნქციონირებდა. დაახლოებით ერთ წელიწადში, დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, გაიხსნა მეორე სივრცეც. შესაბამისად, უკვე 8 წელზე მეტია, რაც რესტორანი ქართულ ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ჟურნალი OK! რესტორნის მფლობელ ნათია ფხაკაძეს ესაუბრა, რომელმაც უფრო ვრცლად გვიამბო „პალატის“ მომსახურებისა და სხვა საინტერესო თემების შესახებ.

რატომ „პალატი“?

სიტყვა „პალატი“ ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ბუხარში დანთებულ ცეცხლთან ოჯახი ატარებს ძირითად დროს და სადაც გულთბილ გარემოცვაში უმასპინძლდებიან სტუმარს. „პალატი“ ასოცირდება სახლთან, ოჯახთან და მყუდრო გარემოსთან. „პალატი ჩვენი სახლია“ − გახლავთ სლოგანი, რომელიც გამოხატავს ობიექტის კონცეფციასა და ფილოსოფიას.

გვესაუბრეთ რესტორნის უპირატესობებზე და ნიშაზე.

მყუდრო და სასიამოვნო გარემო, სტუმართან მეგობრული მიდგომა, მათი ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინება ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელიც ასე ძალიან მოსწონთ მომხმარებლებს. ჩვენი ძირითადი მახასიათებელი ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობის გულწრფელი პრეზენტაციაა. პერსონალის მომსახურების განსაკუთრებულობა გამოიხატება ოჯახური განწყობის შექმნაში, ემპათიურ დამოკიდებულებაში მომხმარებლის აზრისადმი, რაც გულისხმობს ნებისმიერი შენიშვნისა თუ რჩევისადმი ლოიალურ რეაგირებას, სწორ ვიზუალურ და ვერბალურ კომუნიკაციას, ამიტომ სტუმარსა და მასპინძელს შორის იქმნება თბილი, კომფორტული და მრავალფეროვანი ურთიერთობა.

 

რა ძირითადი მახასიათებელი აქვს რესტორან „პალატს“?

ძირითადი მახასიათებელი ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობის პრეზენტაციაა მთელი წესების დაცვით. პერსონალის მომსახურების განსაკუთრებულობა გამოიხატება ოჯახურ განწყობაში − სტუმრისა და თანამშრომლისთვის იქმნება ოჯახური ატმოსფერო; ემპათიურობა შემოსული მომხმარებლის აზრისადმი, რაც მოიაზრებს ნებისმიერი შენიშვნისა თუ რჩევისადმი ობიექტურ რეაგირებას, ინდივიდუალურ და სტაბილურ გარემოს ქმნის.

რესტორანი „პალატი“, ეთნოკონცეფციითა და გასტრონომიული მიგნებებით ხელს უწყობს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას. ჩვენთვის ყველაზე კარგი ბარომეტრი ხელმეორედ მოსული სტუმარია − ირჩევენ საყვარელ ადგილს, ტოვებენ წარწერას კედლებზე, უკვეთავენ საყვარელ კერძს. ამ შედეგის მისაღწევად, დიდი გზა გავიარეთ: მოვიკვლიეთ ქართული გემო, დავხვეწეთ სერვირება, მენიუში შევიტანეთ მრავალფეროვნება, რაც საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავდა, და პერმანენტულად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ვეცნობით ახალ სტანდარტს და ვცდილობთ ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს.

გარდა სტანდარტული მომსახურებისა, სტუმრებს ჩვენთან ვთავაზობთ:

  • ალკოჰოლური სასმლის დეგუსტაციას, შესაბამისი ხემსით
  • კორპორაციული ღონისძიების ორგანიზებას − ინდივიდუალურად, მომხმარებლის სურვილის შესაბამისად
  • საქმიანი ღონისძიების ინდივიდუალურ მენეჯმენტს − კონფერენც-სერვისსა და ქეითერინგს
  • მუსიკალურ, თემატურ საღამოებს – ფოლკლორსა და ჯაზს
  • საქველმოქმედო საღამოებისა და ღონისძიებების ორგანიზებას.

„პალატი“ წარმოადგენს ორსართულიან, ერთმანეთისგან განსხვავებულ ორ სივრცეთა ერთობლიობას, აივნებითა და ეზოთი. ჩვენთვის აღსანიშნავია ისიც, რომ რელევანტური ისტორიული ქუჩის ნაწილს წარმოვადგენთ.

 

გვესაუბრეთ „პალატის“ სტილზე.

„პალატი“ – ეს იყო საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადაპტირდა და შეერწყა კონცეფციას „პალატი ჩვენი სახლია“. შიდა ინტერიერი საცხოვრებელი სახლის ყაიდაზეა მოწყობილი. ჩვენს ინტერიერს მთავარ ხიბლს სძენს ძველი ნივთები და ნახატები, რომლებიც სხვადასხვა სახლის რელიკვიას წარმოადგენდა და ახლა მეტად პათეტიკურს ხდის ჩვენ მიერ შექმნილ სივრცეს. ქართველები თუ უცხოელები სიამოვნებით გადმოგვცემენ ამ ნივთებს, რადგან „პალატში“ ყველაფერი თავის ადგილს პოულობს, შემდეგ კი ყოველივე ეს ჩვენი ცნობიერების ღირსშესანიშნაობა ხდება. ჩვენ ასევე გვაქვს თემატურად მუდმივად ცვალებადი დეკორაციები ქალაქის სხვადასხვა დღესასწაულზე.

გამოყენებული გვაქვს ნატურალური ხის მასალა ინტერიერში, ბუნებრივი გამწვანება, პლასტმასას არ ვიყენებთ და ვცდილობთ მრავალფეროვანი მცენარეებით დავხუნძლოთ გარემო. ძველი ნივთებისთვის ახალი სულის შთაბერვით, ჩვენი სივრცის მთავარი ხიბლი იქმნება და ამით ვზოგავთ ფინანსებსაც.

როგორც აღვნიშნეთ, გვიტოვებენ შთაბეჭდილების ბარათებს, რომლებსაც კედელზე ვათავსებთ, ასე კი უფრო მარტივი ხდება ერთიანი კონცეფციის აღქმა. ამასთან, სტუმრები, ისევე, როგორც ჩვენ, ყოველდღიურად ვხედავთ მოგონებებს, რისი მეშვეობითაც განვლილ დროსთან მუდმივი კავშირი გვაქვს.

გვაქვს ჭურჭელი მაღალი, ინგლისური ხარისხით, ძველი ავეჯით გაწყობილი ბარი და ხელით ნაქსოვი ფარდაგები − რა თქმა უნდა, ძველებული და ტრადიციული. ყველა ოთახი, საპირფარეშოც კი, განსხვავებულია და ინდივიდუალურად არის მოწყობილი. სწორედ ამაშია ჩვენი დაწესებულების განსაკუთრებულობა.

 

რა არის რესტორნის მთავარი მიზანი?

ჩვენი მიზანია ოჯახური ატმოსფეროთი შევინარჩუნოთ ექსკლუზიური თვითმყოფადობა, ტრადიციული კერძების იმპროვიზებული ვერსიებით ხაზი გავუსვათ ქართული სამზარეულოს რელევანტურ თუ მრავალფეროვან მხარეს და წარმოვაჩინოთ სერვისის გულწრფელი, იმერული სტუმარ-მასპინძლობა.

გვიამბეთ თქვენს მიღწევებზე.

ჩვენი მიღწევებია მაღალი ცნობადობა სოციალურ ქსელებში, დაწესებულების პოზიცია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული ობიექტის. საერთაშორისო მაღალრეიტინგულ ტურისტულ პორტალ Tripadvisor-ის certificate of excellence 2015, 2016, 2017, 2018 და 2020 წლებში. ფრანგული კულინარიული გზამკვლევის Gault and Millau-ს მიერ მონიჭებული „ქუდი“ 2019 წელს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მადლობის სიგელი − „წლის ბიზნესი 2015“, ქუთაისის ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. Lonely Planet travel guide-ის მიერ მონიჭებული Top Choice to eat ქუთაისში, წლების განმავლობაში. Restaurant Guru-ს მიერ მონიჭებული Best Atmosphere, Best Service, best Interior, best cafe ქუთაისში 2020 წელს; Welcome to Georgia, national tourism award-ის ჯილდო − „საუკეთესო კონცეფციის კაფე-რესტორანი საქართველოში“, 2020 წელს.

ჩვენი სტრატეგია მიმართულია სერვისის სფეროს განვითარების, ღვინისა და გასტრონომიული კულტურის სწორად მიწოდებისაკენ, ანუ ნიშაზე მორგებული განვითარებისკენ.

 

ქუთაისი, პუშკინის ქ. #2

+995 0431 243380

FB: პალატი • Palaty

ასევე გაეცანი

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?
Gastro

#OK! წონის კლებამდე მხოლოდ 3 ნაბიჯია – რას გვირჩევენ მეცნიერები?

August 12, 2025
#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?
Gastro

#OK! როგორ გამოვაცხოთ შოკოლადის ორცხობილები სახლის პირობებში?

August 7, 2025
#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ
Gastro

#OK! 3 წიგნი კულინარიის შესახებ

July 27, 2025
#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?
Gastro

#OK! ,,ჯანსაღი კვების თეფში” – რას გვირჩევენ ჰარვარდის მეცნიერები?

July 18, 2025

ახლა კითხულობენ

#OK! პირველად ისტორიაში – 106 წლის Maria Oggay ჟურნალ Vogue-ის ყდაზე

#OK! პირველად ისტორიაში – 106 წლის Maria Oggay ჟურნალ Vogue-ის ყდაზე

March 31, 2023
#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი! მომღერალი 79,99 ფუნტის ღირებულების კაბით გამოჩნდა!

#OK! ეშლი რობერტსის ქუჩის სტილი! მომღერალი 79,99 ფუნტის ღირებულების კაბით გამოჩნდა!

March 10, 2021
#OK! Tbilisi Open Air თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადასავლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

#OK! Tbilisi Open Air თავისუფლების, მრავალფეროვნებისა და მუსიკალური თავგადასავლის 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

June 21, 2024
#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

#OK! National Geographic-ის მკვლევარების ვარაუდით, შემდეგი თაობა ციცინათელებს ვეღარ ნახავს

June 18, 2025

კვირის ჰიტები

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

#OK! მარიამ კოტრიკაძე ბერძნული „ვოისის“ მომდევნო ტურში გადავიდა

October 7, 2025
#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

#OK! ოქტომბრის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

October 6, 2025
#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

#OK! აფხაზმა მოდელმა, ადიცა ბერძენიამ Chanel-ის ჩვენება გახსნა

October 7, 2025
#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

#OK! ტომ ჰოლანდი და ზენდაია დაინიშნენ – ჰოლივუდი ქორწილის მოლოდინშია

October 2, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • საიტის არქივი

შედეგები არ არის
ყველა შედეგის ნახვა
  • OK! ჟურნალი
    • რედაქტორისგან
    • OK! ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • პროექტები
    • OK! ბათუმი
    • OK! ქუთაისი
  • OK! News
  • OK! ბიზნეს სელებრითი
  • OK! მენეჯერი
  • OK! Doctors
  • OK! Sport
  • OK! ვიდეო
    • OK! მასპინძელი
    • OK! ჭიქა ყავასთან
    • OK! ჭიქა ღვინოსთან
    • OK! სახლში
    • OK! სხვა კითხვები
    • OK! მეგობრები
    • OK! Story
    • OK! ტეხავს
  • OK! Business
  • OK! კულტურა
  • OK! შოუ ბიზნესი
  • OK! Books
    • Fashion
    • Health & Beauty
    • Décor
    • Travel
    • Gastro
    • Techno
  • OK! Events
    • OK! Talk
    • OK! ვახშამი
  • OK! ტესტები